მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 21 » ♥ ჩემი ჩანახატი ♥
8:05 AM
♥ ჩემი ჩანახატი ♥

ჩემი პირველი ჩანახატი

შემოდით სრულადში და შემიფასეთ













წვიმს....მე და ჩემი შვილიშვილი ფანჯარასთან ვზივართ, ვუყურებთ თუ როგორ ტირის ცა.... ყველა სევდიანია...ქუჩებში ქარბუქია....ყველას ცივა და აქეთიქით სწრაფად დადიან... ჩვენ კი ვზივართ ფანჯარასთან და ვუყურებთ ამ ყველაფერს... ფანჯარაში ყურებისას შევნიშნე მოხუცი...რომელსაც შიოდა და სციოდა მაგრამ მას არავინ ეხმარებოდა რადგან წვიმდა.... ის ღარიბი იყო მას შვილი ჰყავდა რომელიც კალთაში ეჯინა .... ათბობდა მაგრამ პატარას მაინც სციოდა...ვერაფერს შველიდა...მინდოდა გავქცეულიყავი და ის მოხუცი სახლში შემომეყვანა და გამეთბო როგორც შევძლებდი....
ქარბუქი გაძლიერდა...... გარეთ გასვლის ყველას ეშინოდა....ქუჩები მოცარიელდა, მაგრამ მაინც შენიშნავდით ერთ ადამიანს, მოხუცს რომელიც საცოდავად იწვა ცივ მიწაზე და გაყინულ ბავშვს ათბობდა .... ბავშვი ძალიან პატარა იყო და ძალიანაც სციოდა მე ვერაფრით ვეხმარებოდი ... ჩემს შვილიშვილს შევხედე და მაგრად ჩავეხუტე რაც ძალი და ღონე მქონდა ვეხუტებოდი.... თან იმ საცოდავ მოხუც ქალს ვუყურებდი რომელსაც დასძინებოდა .... არ მინდოდა მასაც ისევე დაეკარგა შვილი როგორც მე ...როგორ კარგად მახსოვს ის სევდიანი დღე... იმ დროს წვიმდა, მე და ჩემი პატარა ქარბუქში მოვყევით ძალიან გვციოდა ვიგრძენი რომ პატარა ძალიან გაიყინა მეც შემცივდა ქარმა დაუბერა და როგორც იქნა იმ საშინელ დღეს სახლში მივაღწიე მაგრამ ნეტავი არ მიმეღწია სახლამდე...ჩემი პატარა ხომ ხელებში ჩამაკვდა..
არ მინდა იმ საცოდავმა მოხუცმა დედამ ჩემი ბედი გაიზიაროს არ მინდა მასაც ისევე მოუკვდეს შვილი როგორც მე და გაიტანჯოს...მოხუცი ყველას უყვარდა რადგან ძალიან სათნო ადამიანი იყო ...




უკვე დაღამდა მაგრამ წვიმა მაინც არ გვანებებდა თავს ქარბუქი ცოტათი ჩაწყნარდა ძალიან გამიხარდა როცა ფანჯარაში გავიხედე და დავინახე რომ ქარი ისე ძლიერად აღარ ქროდა....იმ ღამეს მშვიდად დავიძინე...
გათენდა თუ არა მაშინვე გარეთ გავვარდი იმის იმედით რომ მოხუცი და პატარა ცოცხლები დამხვდებოდნენ....მოხუცს ეძინა პატარა კი ტიროდა....
მივუახლოვდი მათ მინდოდა სახლში შემეყვანა და ორივე გამეთბო...მოხუც დედასთან მივედი და ხელი დავადე ძალიან გაყინული დამხვდა მაგრამ ვიფიქრე რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიცივის ბრალი იყო ... ხელით მაგრად შევანჯღრიე ის მაგრამ თვალები არ გაახილა შემეშინდა მიწაზე დავეცი და ტირილ დავიწყე, გულზე ხელი დავადე ო ღმერთო ჩემო ის ხომ მომკვდარიყო...საშინლად გავნერვიულდი ვკიოდი ვწიოდი მაგრამ გარეთ არავინ გამოდიოდა...ს გარდაცვლილიყო მაგრამ მას შვილი ცოცხალი დარჩა....ამის გაგებამ ძალიან გამახარა ბავშვი ავიყვანე გამიკვირდა როგორ გაუძლო ასეთ სიცივეს, ეს ხომ სასწაული იყო ... პატარა გულში მაგრად ჩავიკარი და შუბლზე ვაკოცე , რომელიც სიცივისგან გაყინული ჰქონდა მაგრამ მე ეს სიცივე ვერ ვიგრძენი რადგან მისი სული ძალიან თბილი იყო...






შეამოწმა და გაალამაზა: ChAkUnA -მ
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 879 | დაამატა: ♥CisiKoOo♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3