დილით რომ გამეღვიძა ძაან ცუდად ვიყავი.. წამოდგომა ვცადე მაგრამ თავბრუ დამეხვა, ზირს დავეცი და თავი რაღაცას დავარტყი.. მხოლოდ ეს მახსოვს..
როცა გონს მოვედი ჯასტინს ვყავდი ხელში აყვანილი და ლოგინზე მაწვენდა..
-ჯას.. თავი.. რა მჭირს?
-ნუ გეშინია პრინცესა სიცხე გაქვს.. ექიმი უკვე გზაშია.. სანამ ექიმი მოვიდოდა ჯასტინი გვერდიდან არ მომშორებია.. ექმმა რაღაც წამალი გამიკეთა და ნახევარ საათში უკვე უკეთ ვიყავი.. თურმე დაღლილობის გამო მომცა სიცხე..
იმ დღეს ოთახიდან გასვლის საშვალება არ მომცეს, მაგი კი არა ჯასტინი ოთახიდან არ გადიოდა და წამოდგომის საშვალებას არ მაძლევდა.. რამდენიმეჯერ დაურეკეს მაგრამ როცა ნომერს დახედავდა სულ სახე ეცვლებოდა და მაშინვე თიშავდა..
მიზეზს ვეკითხებოდი მაგრამ რარაც სისულელეებს მეუბნებოდა და ბოლოს მეც ვანებებდი თავს.. მთელი დღე საწოლში ვიწექი და კინოებს ვუყურებდით.. ყველა ჩემთან იო რო არ მომეწყინა.. საღამოს ჯასტინი წავიდა, რადგან სახლში უნდა მისულიყო გამოეცვალა და მეორე დღეს გადაღებებზე წასულიყო..
ადრე დავიძინე უსაქმურობისგან.. მეორე დილას ძაან კარგად ვიყავი.. სკოლაში წავედი... სახლში დაბრუნებისას ჰილარის მესიჯი მომივიდა..
სადაც მტხოვდა რომ მაილისთან ერთად სამი საათისთვის ერთ კაფეში შევხვედროდი.. მეც მაილის ვუთხარი.. მოვემზადეთ და წავედით..
ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ კარებთან შევხვდით ჰილარის..
ბევრი ვილაპარაკეთ.. თანდათან უფრო და უფრო მომწონდა ეს გოგო..
შემდეგ თავის შეყვარებულზე დაიწყო მოყოლა.. თურმე ძალიან ცნობილი მომღერალი ყოფილა. მაგრამ სახელი არ გვითხრა რადგან ნახევარ საათში მოვიდოდა და გაგვაცნობდა.. და ვინაობას სურპრიზად იტოვებდა. ჩვენც აღარ ჩავეძიეთ.. მანამდე კიდევ რაღაცეები მოგვიყვა მასზე. თურმე სანამ პარიზში წავიდოდა დანიშნულან, ნიშნობის ბეჭედიც გვანახა..
ყოველდღე ელაპარაკებოდა იმ ბიჭს.. ერთმანეთს არაფერს არ უმალავდნენ.. მაგრამ ბოლო თვე ცოტა ურთიერთობა გაუფუჭდათ, ამიტომ ჩამოსულა ჰილარი უკან. მისთვის სურპრიზი მოუწყვია. მის მერე რამდენიმეჯერ უნახავთ ერთმანეთი, პირველად ძალიან კარგად შეხვედრია მაგრამ გუშინწინ ძაან ცუდად მოქცევია. კიდევ ძაან ბევრი რაღაცა მოგვიყვა.. ამ დროს უკან ვიღაცას დაუქნია ხელი.. ჩევნ ისე ვიჯექით რომ ვერ ვხედავდით ვინ შემოდიოდა..
აი მოვიდა.. თვალები გაუნათდა.
-ჰილარი აქ რატომ მომიყვანე?
-მოდი ჯერ ჩემს მეგობრებს გაგაცნობ..
უთხრა ჰილარიმ..
იმ ბიჭის ხმა ძაან გავდა ჯასტინის ხმას.. ძაან კი არა მისი ანალოგი იყო, მაგრამ ის არ იქნებოდა ეს შეუძლებელი იყო..მაშინვე მაილის გავხედე..
ის კიდევ გაშტერებული მიყურებდა.არ ამას ვერ დავიჯერებ.. ვფიქრობდი ჩემთვის გულში.. გაღიმებულმა უკან გავიხედე და მაშინვე შემოვბრუნდი..
აი ცოტა ხანში კი ყვეაფერი გავიაზრე და მაშინვე სკამიდან წამოვხტი.. მალიაც ჩემსავით მოიქცა...
ჯასსს გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან სელენა და მაილი..
ეს კი ჩემი მომავალი მეუღლე ჯასტინია..
ჯასტინი დებილივით მიყურებდა მე..შემდეგ თავი ჩაღუნა..
მე კიდევ თვალებიდან ცრემლები თავისთვის მომდიოდა..
ალბათ დიდიხანი ვიდექით ასე.. არ ვიცი.. იმ წუთში ვეღარაფერს ვეღარ ვგძნობდი..
ამ მდგომარეობიდან ჰილარის სიტყვებმა გამომიყვანა.. ჯას რა გჭირს? ან შენ სელენა? რა ხდება?
-სელენა გთხოვ მომისმინე.. ყველაფერს აგიხსნი..(ჯასტინი)
-რა საჭიროა რამის ახსნა.. მე ყველაფერი მშვენივრად ვიცი.. ყველანაირად ვცდილობდი თავი შემეკავებინა და არ მეტირა.. მაგრამ არ გამომდიოდა..
-მოიცა თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? ჯასტინ რატო უნდა აუხსნა რამე?(ჰილარი)
-ნახვამდის ჯასტინ.. სამუდამოდ გემშვიდობები და გთხოვ აღარ მომძებნო და საერთოდ შემეშვი..
ეს ვთქვი და წასვლა დავაპირე რომ ჯასტინმა ხელი მომკიდა და წასვლის საშვალება არ მომცა..
-ხელი გამიშვი მტკივა იდიოტო...(მე)
-ვერსადაც ვერ წახვალ სანამ ბოლომდე არ მომისმენ.. გტხოვ სელენა(ჯასტინი)
იმ წუთში გამახსენდა დრიუს სიტყვები.."გთხოვ დაშორდი, იცოდე მოგატყუებს.. გულს გატკენს.. დამიჯერე ასე იქნება ნუ შეურიგდები"
არ ვიცი რატომ მაგრამ ხმამაღლა ვთქვი..
იცი დრიუ მართალი იყო როცა მეუბნებოდა.-დაშორდი სანამ დროა თორემ მოგატყუებს და გულს გატკენსო.. მართალი იყო მაგრამ მე არ დავუჯერე..
ხელი გავაშვებიე და გავიქეცი.. მივრბოდი მაგრამ არ ვიცი სად.. რატო... უცებ მაილის ხმა გავიგონე.. სელე გთხოვ გაჩერდი .. დამელაპარაკე.. მეც გავჩერდი და მიწაზე დავეცი.. მაილი მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა.. ყველანარად მამხნევებდა მაგრამ არაფერი გამოსდიდა.. ცოტა დავწყნარდი და სახლში წავედით..მივედით თუ არა ჩემს ოთახში შევედი და კარები ჩავკეტე.. ყველას ვთხოვე რომ მარტო დავეტოვებინე, რადგან არავის ნახვა არ მინდოდა.. მთელი დღე ვტიროდი.. უცებ ტელეფონის ხმა გავიგონე.. არ ავიღე.. დარწმუნებული ვიყავი ჯასტინი იქნებოდა..ტელეფონი კი არ ჩერდებოდა. შეუჩერებლად რეკავდა.. ბოლოს მივედი დავხედე და დრიუ იყო.. არ მინდოდა ამეღო რამდენიმეჯერ გავუთიშე მაგრამ მაინც არ წყვეტდა რეკვას.. ბოლოს ვუპასუხე..
-რა გინდა? ჰა ახდა შენი ოცნება.. ახლა შეგიძლია ჩემზე იმდენი იცინო რამდენიც გინდა...(მე)
-სელე რა ხდება? რა სისულელეებს მეუბნები?(დრიუ)
-ვითომ არ იცი ხო ჯასტინმა რომ მომატყუა...(მე)
-რა? გეფიცები არაფერი ვიცოდი.. (დრიუ)
-აბა რატო მირეკავ?(მე)
-რატო და ზეგ ერთ-ერთ შოუში ვართ მიწვეულები და წინასწარ გაგაფრთხილე..(დრიუ)
-თუ ჩემთან ლაპარაკი დაგჭირდეს იცოდე რომ მე სულ გვერდში დაგიდგები და დაგეხმარები.. და კიდევ ყველაფერ გეფიცები.. მართალია ჯასტინს ვერ ვიტან მაგარმ მაინც არ გამხარებია მაგ ამბავი.. ვიცი ახლა ჩემი თავი არ გაქ და ამიტომ კარგად რომ გახდები გთხოვ დამირეკე..(დრიუ)
-კარგი დრიუ.. მადლობა ყველაფრისთვის...
დრიუსთან ლაპარაკმა ცოტა დამაწყნარა, მაგრამ მაინც საშინლად ვიყავი..
ძაან მომინდა ოთახი ამერია და თავდაყირა დამეყენებია.. მეც ასე მოვიქეცი.. ყველაფერი ავრიე.. შემდეგ ჩემი და ჯასტინის სურათები ნაკუწებად ვაქციე..
ყველა რაც კი ახლოს მქონდა.. ტელეფონიდან ყველაფერი ამოვშალე რაც კი მას უკავშირდებოდა... მინოდა გულიდან მისი ამოგლეჯა.. და ყველაფერს გავაკეთებდი ამისათვის..
ამ დროს კარებზე კაკუნი გავიგონე...
-ხომ ვთქვი რომ არავის ნახვა არ მინდოდა..
მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა..
ვინც არ უნდა იყო შემეშვი.. არავის თავი არ მაქვს..
მაგრამ კიდევ არ გაჩერდა..
რომელი ხარ...?????????
ხმასაც არ იღებდა აგრძელებდა კაკუნს...
უკვე ნორვები საშინლად მომეშალა.. მივედი და კარები გავაღე..
-შენ? აქ მოსვლა როგორ გაბედე? რამდენი რაღაც დამიმალე.. არ გცხვენია.. ვითომ ჩემო..........