მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 20 » ჩანახატი: ნაბიჯები ვიწრო ბილიკზე
7:22 PM
ჩანახატი: ნაბიჯები ვიწრო ბილიკზე

ზამთრის სუსხიანი ქარი ხეებს აქეთ-იქით არხევდა. ცაზე მოღუშული ღრუბლებიც ჩამუქებულიყვნენ, თითქოს სადაცაა იტირებენო... ჩვეულებრივი ცივი, უიმედო დღე იყო სანდროსთვის. არაფრით განსხვავებული სხვებისგან. ის კვლავ იმ კიბის ქვეშ იჯდა აგერ უკვე 4 წელია რომ ზის. შეციებული, გაფითრებული, მუხლებზე თავი ედო და ნამტირალებ ლოყებზე, ცრემლი მიჰყინვოდა...
ის მხოლოდ 14 წლის იყო. 4 წლის წინ გამოიქცა სახლიდან და მას შემდეგ გზა და გზა დაეხეტება. ფიქრობს თუ არა სახლში დაბრუნებაზე? არა... ასე ურჩევნია... კოცონი დაანთო ბოლო ფიჩხებით და გაყინული ხელების ერთმანეთზე ხახუნით ცდილობდა როგორმე გაეთბო გაციებული სხეული. ის ერთი ნაჭერი პურიც , წეღან კეთილმა კაცმა რომ მოუგლიჯა, თითქმის ბოლომდე შეეჭამა...

ანდა რა იყო შესაჭმელი, სულ ერთი ლუკმა იყო... ასე უიმედოდ, ტირილს მისცემოდა. მამა ლოთი ყავდა... მას კარგად ახსოვდა ყოველ ღამე როგორ გამეტებით ურტყავდა მთვრალი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა. არც დედა ჰყავდა ნაკლები... სანდრომ ნაადრევად იგრძნო დამოუკიდებლობის სიძნელე და ცხოვრებისეულ სისასტიკეს შიშველი ხელებით შეხვდა. ბოლო ძალებით ებრძოლებოდა... ძალიან უჭირდა. ის ხომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო... 
ფიქრების მღელვარე ტალღებში მოცურავე სანდროს ხმა შემოესმა და თითქოს სიზმრიდან რეალობაში დაბრუნდა... უცნაურია, ამ დილა ადრეან რა ან ვინ უნდა იყოს? თავი წამოსწია და შორს შავი წერტილი დაინახა. თვალები მოიფშვნიტა, წერტილი გაიზარდა და ადამიანის ფორმა მიეცა. ფეხზე წამოდგომა გადაწყვიტა მაგრამ ფეხის თითები 

ისე გაჰყინვოდა რომ ვერ ადგა... დაელოდა, სანამ მას მოუახლოვდებოდა ის შავი წერტილი, თან რომ გააკვირვა სანდრო, თან რომ იმედი მისცა...იმედი რაღაცის... ორიოდე წუთში მან უკვე გარკვევით დაინახა რომ მისკენ ხანში შესული კაცი ხელში ჯოხით მოემართებოდა, ნელ ნელი ნაბიჯებით, თეთრი წვერით და თბილი თვალებით...ნეტა ვინ უნდა იყოს? - გაივლო გულში და წარბები შეიშმუშნა. მოხუცს ხელში რაღაც ეჭირა...წიგნს გავდა... ჩაფიქრდა სანდრო. კი, კი ნამდვილად წიგნია, თან მოზრდილი წიგნი, ნეტა ჩემსკენ მოდის? გაიფიქრა, მოხუცი მის წინ შეჩერდა და თბილი ღიმილით გაუღიმა. შემდეგ თვალზე ცრემლი მოადგა, იდგა ასე ცოტა ხანს...უსიტყვოდ და პატარას თვალებში უყურებდა... შემდეგ დაიხარა სადამდეც შეეძლო და წიგნი გაუწოდა... გაოცებულმა სანდრომ წიგნი გამოართვა, თვალი ვერ მოსწყვიტა იმ მოხუც კაცს, წინ რომ ედგა. კაცი გატრიალდა და უკან წავიდა ნელი ნაბიჯებით. სანდრომ ხელი გაიშვირა თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, რაღაცის კითხვა... მაგრამ მიხვდა რომ არ ღირდა.. 
მას ბევრი წიგნი ელაგა კიბის ქვეშ, სახლიდან წამოღებული და იქვე დადო ისე რომ არც კი დაუხედავს წიგნისთვის... იმედგაცრუებულმა თავი კიბეს მიაყრდნო და დარდს მიეცა... იცოდა რამოდენიმე საათში ისევ ბოთლების მოსაძებნად უნდა წასულიყო. თითო ოროლა ბოთლს თუ იპოვნიდა დღეც წარმატებულად ჩაითვლებოდა, ერთ პურს ხომ მაინც იყიდდა? შიმშილით არ მოკვდებოდა... 
ცოტა ხანში გადაიხადა რამოდენიმე პირი ცელოფანი, რომლისგანაც დასაფარებელი ჰქონდა გაკეთებული, ნახევრად დახეულ ფეხსაცმელებში გაჰყო ფეხი, თავისი ერთადერთი დაბინძურებული მოსასხამი მოისხა, გუდა მოიკიდა და წამოვიდა ბოთლების მოსაძებნად. კვლავ იმ სანაგვეს მიადგა სულ რომ დადის ხოლმე... ამოქექა ნაგავი და რამოდენიმე ბოთლი იპოვნა, ჩაყარა თავის გუდაში და ის ის იყო უნდა მობრუნებულიყო და წამოსულიყო რომ წკმუტუნი მოესმა... სანდრო შეჩერდა წამით. ყურადღება დაძაბა... სიჩუმეა... ალბათ მომესმა - გაიფიქრა მან და გზის გაგრძელება გადაწყვიტა რომ ახლა უკვე აშკარად გაიგონა წკმუტუნი... შემოტრიალდა და სანაგვის ძირში პატარა ძაღლის ლეკვს მოკრა თვალი. ეტყობოდა რომ ჯერ სიარულიც კი არ შეეძლო, რომელ სიარულზეა საუბარი? ძლივს წკმუტუნებდა. სანდროს გული სიბრალულით აევსო. მივიდა ხელში აიყვანა და ჩაეხუტა. ჩემნაიროო - აღმოხდა სანდროს. შენც უპატრონოდ მიგაგდეს მშობლებმა? შენც უსახლკარო ხარ არა? დღეიდან ჩემთან ერთად იქნები, მე ვიზრუნებ შენზე... სახელს კი მოგიფიქრებ რამეს. დაფიქრდა სანდრო... სახელი გერქმევა ”ჩემნაირო”, ძალიან კარგი. ახლა წავიდეთ და ეს ბოთლები ჩავაბაროთ, შემდეგ კი რამეს ვიყიდით და შევჭამთ. 
სანდროს ძალიან გაუხარდა პატარა ლეკვი რომ იპოვნა, და სიკვდილს რომ გადაარჩინა, ახლა თითქოს გუნებაზე მოვიდაო... ბოთლებიც ჩააბარა და 1 პურიც იყიდა... ”შინისკენ” გაბრუნდა , თან ხელში პატარა ლეკვი უჭირავს და ეფერება. ბინდი შეჰპარვოდა დღეს როცა ბიჭი თავის მშობლიურ ნანგრევებთან მივიდა, შევიდა კიბის ქვეშ და ”ჩემნაირო” ძირს დასვა. - მოიცადე ახლავე დავბრუნდები, ისე უთხრა ლეკვს თითქოს ესმოდეს მისი. გავიდა იქვე ონკანიდან წყალი აავსო ჯამში, პური მოტეხა, ჩაალბო და ”ჩემნაიროს”ს დაუდგა. თვითონ კი დიდი ხნის მშიერი კუჭი პურით დაინაყრა. ძაღლი ჩაიხუტა და კვლავ ფიქრს მიეცა... 
სანდროს ღამით ძილი არ უყვარდა.. მხოლოდ რამოდენიმე საათით თუ ჩაეძინებოდა ხოლმე..
რამდენ კითხვას სცემდა ხოლმე პასუხს ღამე... ფიქრის დროს.. რამდენი რამე ამოუტივტივდებოდა ხოლმე იქ, შორი რომაა და თან არც ისე შორი... უსიტყვო მორჩილებდა მისი გონება ღამის სიბნელეს... ვარსკვლავებს უცქერდა ხოლმე, რამდენჯერ უცდია მათი დათვლა... რამდენჯერ უცქერია მთვარისთვის საათობით. რამდენჯერ გადაუფარავს ღრუბელს მისი სიკაშკაშე... რამდენი გულის დარდი მოუყოლია გონებით მთვარისთვის. რამდენი ცრემლი დამშრალა მის სახეზე... მხოლოდ ღმერთმა იცის... როგორ ენატრებოდა დედის სითბო, მამის სიყვარული, მშობლების მზრუნველობა... ძაღლს ჩაეხუტა, არავინ ყავდა მასზე ახლობელი მას და დაელოდა როდის გაიწელებოდა ღამე დილამდე. ასე, ამ ფიქრებში ჩაეძინა სანდროს.
გადიოდა დღეები, კვირები, თვეები,წლები... არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა სანდროს ცხოვრებაში, ის წიგნიც ხელუხლებელი იდო იმ კაცმა რომ მისცა. ”ჩემნაირო” კი გაიზარდა. უკვე იმდენად იყვნენ ერთმანეთს შეჩვეულნი სანდრო და ”ჩემნაირო” რომ ერთმანეთის გარეშე წუთით ვეღარ ჩერდებოდნენ. დრო უმოწყალოდ მიქროდა...სანდრო კი უკვე 17 წლის იყო... 
ასე უაზროდ ცხოვრება მოსწყინდა სანდროს, გადაწყვიტა რამე გაეკეთებინა, რამე შეეცვალა მის ცხოვრებაში. მას გაახსენდა რამოდენიმე დღის წინ ბაზარში გაგონილი ტურისტული გემის შესახებ, რომელიც რამოდენიმე დღეში უნდა გასულიყო სამოგზაუროდ. დიდი ხანი არც დაფიქრებულა, დასაკარგი არც არაფერი ქონდა ბიჭს... აიღო მისი გუდა, ნახევარი პურის მონარჩენი ჩადო, წყლით სავსე ბოთლი და წიგნი, რომელიც უცნობმა კაცმა აჩუქა... გულწრფელად გითხრათ არც იცოდა რატომ, მაგრამ რაღაცამ უბიძგა და ჩადო. მოიკიდა ზურგზე და ”ჩემნაიროსთან ერთად გაეშურა დანიშნულების ადგილზე. 
ცოტა ხანში გემიც გამოჩნდა, ცოტა ხნით შედგა, უკან შემოიხედა... არაა, დიდი ხანი არ გაჩერებულა ასეთ მდგომარეობაში. უემოციო მზერა მალევე მოსწყვიტა უკან დატოვებულ სამყოფელს და გემს მიუახლოვდა. რამოდენიმე წუთიღა ჰყოფდა გემს ხმელეთიდან ზღვისკენ. სანდრო არც დაინტერესებულა საით მიდიოდა გემი, მისთვის მთავარი მიზანი წასვლა იყო, უბრალოდ წასვლა...რიგის ბოლოში მორიდებით დადგა, მას არც ბილეთი ქონდა... არც ფული. მთელი მისი ქონება ძაღლი და გუდა იყო, რომელიც გადაცრეცილ მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. რიგი თითქმის გალეულიყო, რამოდენიმე ადამიანიღა დარჩა და გემის შესასვლელი კარიც დაიკეტებოდა. 


კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 839 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-11-20 Spam
კარგია მაგრამ დასასრული არ მომეწონათითქოს არც ქონდა