მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 26 » ჩანახატი;)
4:57 PM
ჩანახატი;)
ახალი ჩანახატი!<3
იმედი მაქვს მოგეწონებათ.))
  



მოდი,მოდი… მოდი და ბოდიში მოიხადე !
უხილავად გადავიქეცით ყველა. მოდი, მოდი და ფერი მომეცი… ახლა ჩვენ შორის მხოლოდ და მხოლოდ სიშორე სუფევს.


ამ დღეს მზე და მთვარე ერთად ანთია. და თუ დღეს მთვარე ჩაქრება, მე სამყაროს სახელს შევუცვლი და თან ალბათ შენ სახელს დავარქმევ. მე სწორედ იმან გამათამამა, რომ უჩემობა ვერ შეძელი. არ გეშინია ფრენა,რომ ისწავლო ფრთების გარეშე?
ჰო, წვიმს ოღონდ შენ არ ხარ საჭირო. წვიმს და თმა დაგისველა..
„ წვიმა, სველია გზები,
უკან ვბრუნდები მარტო,
შენ დაგისველა თმები,
მე კი ამასაც ვდარდობ. "

საშინლად ეხეთქება ქარი ფანჯრებს და ამწყვდევს. ვინ იცის ხვდები,რომ ასეთ ადამინდში მოწყენა გიხდება. წამო, შევიშალოთ ! როგორც პოეტები. ისე, როგორც ყველა პოეტმა შეაქცია ზურგი ცხოვრებას, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მოვდივართ და საერთოდ ცხოვრება უფრო ძნელია ვიდრე სიკვდილი. წვიმაში ყველა უჩქარებს ნაბიჯს, თითქოს წვეთები წინ არ დახვდებათ… დღეს ქუჩები გაიჟღენთნენ წვიმით. ფურცელზე გადატანილი უაზრო ფიქრები წვიმებმა წაშალა.
ფეხებზე მკიდია,რომ ფილტვის კიბო და სიკვდილი მოაქვს ნარკოტიკს უბრალოდ წვიმდა და … მოკლედ ასეა ! ამოაქვს კვამლი, ყრუდ მოდის და მალვით, უბრალოდ ერთ დღეს მე მინდა გათბე კვამლით. მოდი, დაანთე ბუხარი, მოუკიდე ცეცხლი… შენი ხელები შეახე და … * გათბი. ჯერ

ცეცხლივით იგიზგიზებს… ბოლოს კვამლიც გაქრება.
 
ისევ მარტო ხარ და შენ კი იცინი. მოდი დღეიდან თუ გინდა ნუ მოხვალ, წვიმა ხო მოვიდა და თანაც შენზე შორიდან. დასერილი მაქვს ბგერები, რომ ვთქვა… მაგრამ მაინც, მაინც ვამბობ … ან ახლა რაც უნდა ვთქვა, შენ ალბათ ხვდები… კარგად იყავი ვხტები. ისევ იცინი? იცინე, გიხდება.
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 889 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-01-30 Spam
momewona dzalian ♥ 3