მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » ჩანახატები
0:13 AM
ჩანახატები


„ისინი, ვინც ჩემ გვერდით არიან, ვერც კი ხვდებიან, რომ შენ მათზე უფრო ახლოს ხარ ჩემთან…

მათ, ვინც მესაუბრებიან, არც კი იციან, რომ ჩემი გული სავსეა შენგან გამოუთქმელი სიტყვებით…

ისინი, ვინც ჩემ გვერდით, ჩემსავე ბილიკზე მიაბიჯებენ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ მე მხოლოდ შენ გვერდით დავდივარ…

მათ, ვისაც ვუყვარვარ, არ ესმით, რომ მათსავე სიყვარულს შენ მოჰყავხარ ჩემს გულამდე…”




"ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი… და ამ უსასრულობით გაჯერებულ ვეება სამყაროში დასეირნობს პატარა და დამფრთხალი ფიქრი… ჩვენს შორის არის დრო, დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს და ამ დუმილში არის ის არაფერი, რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ჰქვია… დროსა და სივრცეში აცდენილი ნაფეხურები კი ჯიუტად ეძებენ ერთმანეთს და ფიქრად ქცეულები, ჩვენი ოცნებების სამყაროში დასეირნობენ… ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი…”



ყველა ფიქრი თვალებში ჩახედვით იწყება, მაგრამ ზოგიერთი ცრემლით მთავრდება, ზოგი კი ღიმილით… ქვეყნად ისე არაფერი იკარგება, როგორც ჩუმი და უთქმელი ფიქრი, თუმცა რაღაც საიდუმლოდ უნდა დაიტოვოს ადამიანმა, თუნდაც ყველაზე ლამაზი ოცნება… ლამაზი სევდა სიცოცხლეზე…



არ მახსოვს, როდის გაჩნდა სულში ტკივილი და მერე ცრემლებად ჩამოიღვენთა… როგორ ავაგე შენზე ფიქრით სიყვარულის თეთრი ტაძარი… სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან და მერე… როცა სული ჩავუდგი, მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისს… შემეშინდა სიცარიელის, ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და უკან რომ მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს…

ახლა მუხლმოყრილი ვდგავარ ამ ტაძრში და ვცდილობ გავაღო სულის სარკმელი, რომ მზის სითბომ გული გამითბოს…

კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე შენზე ფიქრები…



კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 657 | დაამატა: tako♥♥♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-01-22 Spam
kargebia smile