მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 26 » Celebs tattoos
10:57 PM
Celebs tattoos
Twitter (@ddlovato)
ამ ბოლო დროს სელებრითებისათვის თითქოს მოდის ნაწილი გახდა ტატუების გაკეთება, ამ მხრივ რამდენიმე მათგანი უდაოდ გამოირჩევა, მაგრამ დღევანდელ ნიუსში ვაპირებ იმ სელებრითთა ტატუებზე ვისაუბრო, რომლებმაც იგი 2012 წელს გაიკეთეს და რომლებიც ხალხის სიმპატიას უდაოდ იმსახურებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი პირადად ჩემთვის განსჯის საგანიც კია..რაც მთავარია ბევრი მათგანი საკმაოდ ღრმა შინაარს მოიცავს

1. დავიწყოთ ჯოი ჯონასით, რომლის ტატუზე ორი თოკი, რომელიც სიმბოლურად 2 მშობელს განასახიერებს, ქმნიან ოთხ დაბოლოებას, რომლებიც თავის თავში ოთხი ძმის სიმბოლოს აერთიანებენ.
Twitter
2. დემი ლოვატოს ჩიტები:
"მის ჯვარს "რწმენასა" და "დარჩი ძლიერის" ნაწილს უდაოდ ესაჭიროებოდა კომპანიონი მის ხელზე"-ამბობს კრიტიკოსი დემის ტატუზე, მიუხედავად იმისა, რომ მის განცხადებაში ოდნავი ირონია იგრძნობა ეს პრობლემას არც დემისთვის და არც მისი ფანებისთვის წარმოადგენს: ვაცადოს მიზანდასახულ გოგონას სურვილის ასრულება, მას ხომ სხეულზე მინიმუმ 30 ტატუ უნდა..
Twitter (@ddlovato)
3. ჰარი სტაილზის გემი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ტატუ, რომელიც ჰარიმ წელს გაიკეთა, მასიური ტატუების 'სენი' პოპულარული პოპ ჯგუფის წევრსაც გადაედო.
Twitter (@1DSuperHumans
4. ჯასტინ ბიბერის ბუ-ვფიქრობ ეს ტატუ უფრო სილამაზისთვისაა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ბუ? მოგწონთ თუ არა თვითონ განსაჯეთ, მე პირადად კი აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ
Instagram (@justinbieber)
5. ლიამ ჰემსვორთისა და მაილი საირუსის ტატუები: თეოდორე რუზველტის ციტატები, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, ისევე, როგორც თვით ლიამისა და მაილის წყვილი
Instagram
6. სელენა გომესის რომაული ნუმერაცია-ალბათ სელენას ამ ტატუს გაკეთება უნდა მივულოცოთ კიდეც, რადგან გარშემომყოფებთან შედარებით ის როგორც ჩანს უფრო მეტად "ფრთხილობს" ტატუებთან დაკავშირებით
Facebook (Bang Bang Tattoos)
7. რიჰანას ანგელოზი-ვეღარაფერს დავამატებ, როგორც ყოველთვის არაორდინალური და გამომწვევი, ეს ხომ რიჰანას ბუნებრივი მდგომარეობაა
rihanna-new-grandmother-breast-tattoo
8. ჯგუფ ბიგ თაიმ რაშის წევრი კენდალ შმიდტის ტატუ-საბრალო ალბათ როგორ ეტკინა, მაგრამ რას ვიზამთ, ნათქვამია "სილამაზე" მსხვერპლს მოითხოვსო ;)
Twitter (@TheCarlosPena)/(@HeffronDrive)
9. ზაკ ეფრონის ბუმბულები-თვით ეს სიტყვაც ზაკთან მიმართებაში ცოტა არ იყოს სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ რა გინდა ბიჭს მოსწონს და 2012 წლის მაისის ნომრის ჟურნალ მენს ჰელზის გარეკანზე შედევრის წარმოჩენაც მშვენივრად მოახერხა.
Zac Efron, Men's Health Tattoo
10. ლედი გაგას ანგელოზი-მართლაც რა ანგელოზივით გოგოა ჩვენი მონსტრი არა?? :დ მაგრამ ეს კონტრასტები საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, თან გაგამ თმის უკანა ნაწილი სპეციალურად ამ ტატუსთვის გადაიპარსა-ყოჩაღ გაგა! კენდალის მსგავსად ზემოთ ნახსენები ფრაზა შენზეც ზედგამოჭრილია.
Twitter (@ladygaga)
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 1117 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 6
2012-12-27 Spam
ddemiis da justinis nairi unda gaviketo da kidev erti la unda daiwero.:D