Candice Accola |ბიოგრაფია| მუსიკალური კარიერა| |სამსახიობო კარიერა| პირადი ცხოვრება| |დისკოგრაფია|ფილმოგრაფია| |ფაქტები| ფოტოები| |ანიმაციები|
კენდის აკოლა ბიოგრაფია ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და კომპოზიტორი კენდის რენე აკოლა დაიბადა 1987 წლის 13 მაისს ჰიუსტონში, ტეხასში, თუმცა გაიზარდა ედჯივუდში, ფლორიდაში და დაამთავრა "Lake Highland Preparatory"-ის სკოლა. მისი მამა კევინი არის კარდიოლოგი, ქირურგი, ხოლო დედამისი კეროლინი გარემოს დაცვის სპეციალისტი, ინჯინერი იყო, ამჯერად კი დიასახლისობას სჯერდება. კენდისის ორივე მშობელი -ის აქტიური წევრია. მას აგრეთვე უმცროსი ძმაც ჰყავს.
მუსიკალური კარიერა 2006 წლის დეკემბერს კენდისმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა სახელწოდებით: It's Always The Innocent Ones , რომელში შესული 14 სიმღერიდან 13-ის დაწერაში თავად მიიღო მონაწილეობა. 2008 წელს ალბომი იაპონიაში გავრცელდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. კენდისმა ბექსტეიჯ მომღერლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო მაილი საირუსის ტურში "Best of Both Worlds Tour". მან თავისი როლი განასახიერა 2008 წლის ფილმში Hannah Montana & Miley Cyrus: Best Of Both Worlds Concert. 2011 წელს ვამპირის დღიურებში კედისმა The bangles-ის სიმღერის Eternal Flame-ის ქავერი შეასრულა. მეორე ალბომის შესახებ მას ჯერ არ განუცხადებია.
სამსახიობო კარიერა სტუმარი მსახიობის სტატუსით კენდისმა ითამაშა სატელევიზიო სერიალებში: . 2009 წელს ითამაშა საშინელებათა ფილმში "Deadgirl", რომელშიც ორი სკოლის მოსწავლე ბიჭი იპოვის უკვდავი ქალის თავშესაფარს. ამავე წელს კენდისს ჰქონდა ეპიზოდური როლი The Hannah Montana Movie-ში.
2009 წელს კენდისი დაამტკიცეს CW-ს სატელევიზიო სერიალში "ვამპირის დღიურები" კეროლაინ ფორბსის-ახალგაზრდა, თინეიჯერი ვამპირის როლში. სერიალს არნახული წარმატება ხვდა წილად, პრემიერას 3.6 მილიონი მნახველი ჰყავდა, კრიტიკოსების შეფასებაც დადებითი იყო. 2012 წელს Teen Choice awards-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში "Scene Stealer Famale." 2012 წლის ივნისს კენდისი შეუერთდა იუთუბის სერიალს "Dating Rules From My Future Self " კლოე ჩანინგჰამის როლში(მთავარი გმირი), რომელიც 26 წლის გოგონაა, რომელსაც არ სწამს სიყვარულის. სერიალის პირველმა სეზონმა დიდი წარმატება მოიპოვა და ეკრანთან 14 მილიონი მაყურებელი მიიზიდა.
პირადი ცხოვრება კენდის აკოლა ერთ-ერთია იმ მრავალ მხარდამჭერს შორის, რომლებიც "It Gets Better Project"-ს ჰყავს, მხარდამჭერთა შორის არიან აგრეთვე "ვამპირის დღიურების" მსახიობები მიჩელ ტრევინო და იან სომერჰალდერი. პროექტი თანდათანობით სულ უფრო უმჯობესდება და არაერთ წარმატებასაც მიაღწია, ორგანიზაცია თანამშრომლობს აგრეთვე The Trevor Project-თან-მათ ერთობლივი პროექტი განახორციელეს სუიციდის წინააღმდეგ. ფილმოგრაფია 2007წელს-Pirate Camp-Annalisa/Tom-ის როლში 2007-How I Met Your Mother-Amy 2007-Juno-Amanda 2007-On The Doll-Melody 2007-X's & O's-Gwen's friend 2008-Deadgirl-Joann 2008-Hannah Montana & Miley Cyrus: Best Of Both Worlds Concert-Candice Accola 2009-Supernatural-Amanda Heckerling 2009-Greek-Alice 2009-Hannah Montana: The movie-Candice Accola 2009-KingsHighWay-Sophia 2009-The Truth About Angels-Caitlin Stone 2009-დან დღემდე-The Vampire Diaries-Caroline Forbes 2010-Drop Dead Diva-Jessica 2012-Dating Rules From My Future Self-Chloe Cunningham
დისკოგრაფია 2006 წელს-It's Always The innocent Ones
ფაქტები კენდის აკოლაზე: *კენდისის საყვარელი წიგნია ტომ რობინსის "Still Life With Woodpecker." *საყვარელი კოქტეილი არის ინსპირირებული ტეკილა *კენდისს უყვარს ახალი ადგილების მონახულება და სხვადასხვა კულტურის გაცნობა *მას აქვს არაპრაქტიკული, ვინტაჟის სტილის კაბებისა და ჟაკეტების კოლექცია *საყვარელი შოუ არის The Soup *მისი საყვარელი ადამიანი ტვიტერზე @KellyOxford-ია, კენდისი ამბობს, რომ ის ყოველთვის სიამოვნებით კითხულობს კელის ტვიტებს. *როდესაც კენდისს ჰკითხეს ვინ იყო მისი საყვარელი ვარსკვლავი მან უპასუხა "JTT, მაგრამ Devon Sawa-ს არ უთხრათ, სინამდვილეში მე არ ვიცნობ Devon Sawa-ს, ჩვენ მხოლოდ ტვიტერით ვწერთ ერთმანეთს და მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ მთელი ეს დრო მისგან ამ საიდუმლოს ვინახავ. *კენდისი იყო ფანი HBO-ს სერიალისა True Blood. *კენდისს უყვარს, როდესაც "ვამპირის დღიურების" გადაღებები ატლანტაშია, რადგან ამ დროს იგი თავის მშობლიურ ქალაქთან(ფლორიდაში)თავს ახლოს გრძნობს. *მისი თმის ბუნებრივი ფერი ქერაა. *კენდისმა თმები წითლად შეიღება ფილმისათვის Deadgirl. *ბოლო სასწავლო წელი კენდისმა დაუსწრებლად დაამთავრა. *კენდისი 16 წლის იყო, როდესაც ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. *"ვამპირის დღიურების" ქასტის წევრებმა კენდისს Candy Cola შეარქვეს.
|