მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » ბუშტებით შექმნილი კაბები
12:32 PM
ბუშტებით შექმნილი კაბები
35 წლის იაპონელი მხატვარ-დიზაინერი რიე ჰოსოკაი, ახალი კოლექციების შესაქმნელად ლატექსის ბუშტებს იყენებს. მისი სამოსი ყოველთვის ექსტრავაგანტულია, თუმცა ერთი ნაკლი მაინც აქვს - ადრე თუ გვიან ყველა იფუშება. 
ეს ფაქტი დიზაინერს სულაც არ უშლის ხელს. ის უკვე 10 წელია, რაც ლატექსის ბუშტებს, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ტექსტილის მასალას, თავად ბერავს და მისგან კაბებს ქმნის. ამ კაბებს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს: ბუშტების გაბერვით თუ ჩაფუშვით კაბისთვის ნებისმიერი ზომის მიცემაა შესაძლებელი. 
გარდა ამისა, ბიზნესი ძალიან მომგებიანია. თითოეული ბუშტი მხოლოდ 
0.09 ცენტი ღირს, ხოლო მზა კაბებში დიზაინერს 
ათასობით დოლარს უხდიან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კაბები დიდხანს არ ძლებს, რიეს კაბების ფასი 2000 დოლარიდან 4000 დოლარამდე მერყეობს და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. 
ერთხელ დიზაინერს საქორწინო კაბაც შეუკვეთეს. საქორწინო ატრიბუტიკაში, რომელშიც ბუშტებისგან შექმნილი კაბა, ფატა და თაიგული შევიდა, კლიენტმა 13 000 დოლარი გადაიხადა. 
_______________________________________________ 
წყარო: ამბები.ge
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 661 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-12-29 Spam
kargi saiaxlea <3