მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 5 » Books In My Life
9:55 PM
Books In My Life
Books In My Life?
NO Book Is My Life
უბრალოდ მე სიტყვები არ მყოფნის ავღწერო ჩემი გრძნობები წიგნისადმი!მე უბრალოდ მასზე შეყვარებული ვარ მთელი გულით! როგორ უნდა გავძლო   ჰარი პოტერის მაგიური თავგადასავლების გარეშე?? მე წიგნებს ადგილებზე ვერ დავაყენებ  ასე რომ პირდაპირ ჩამოვთვლი! 
იცით რა??? შეგიძლიათ დამცინოთ მაგრამ მე მაინ რიდის ”უთავო მხედარი” წაკითხული არ მაქვს , რატომ??? უბრალოდ არც ვაპირებ იმიტომ რომ ა რ  მ ო მ წ ო ნ ს !
მე წინგში ვხედავ სიამოვნებს და არა ვალდებულებას! მე მაქვს ჩემი გემოვნება დამიჯერეთ წიგნი ჩემი მეორე სამყაროა თუმცა მე წინგს ვკითხულობ სიამოვნებისთვის და არა ვალდებულებისთვის და იმისთვის  , რომ წაკითხული მქონდეს! წიგნი ეს უსასრულო სამყაროა , სადაც ყველაფერი შესაძლებელია!
უბრალოდ როცა კითხულობ ჰარი პოტერს თითქოს ჰოგროტსის სკოლის მოვლენებს დამსწრე ხვდები , თიტქოს სადღაც იკარგები! უბრალოდ შენთვის ჩერდება ყოველი წამი , წუთი... არაფერი გესმის , უბრალოდ დაკარგული ხარ მაგიაში! მთლიანად დამოკიდებული ხარ წინგზე , ხდები და იღებ ისეთ ფორმას როგორიც წიგნია! განიცდი სიხარულს , ტკივილს , იცინი , ტირი , გიყვარდება... წიგნი თითქოს ნარკოტიკია! რაც მეტს კითხულობ მეტი გინდება! 
სიმართლე გითხრათ მიტაცებს მისტიკა და თანამედროვე ლიტერატურა! ბოლლოს და ბოლოს ხომ მაქვს უფლება წინგში მაინც დავივიწყო პრობლემები და უბრალოდ ვიფიქრო იმაზე რაც არალეალურია! უბრალოდ მას არაფერი ესმის ვისაც წიგნი არც წაუკითხია! მართალია ბევრი რა მასში არარეალურია თუმცა ბევრი გამოსადეგია რეალობაში!
მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ და ჩემს ყველლაზე საყვარელ წიგნებს ”ბინდს ” და ”ჰარი პოტერის” შესახებ მოგითხრობთ , რათქმაუნდა ეს წიგნები ერთადერთი არ არიან მე კიდევ ბევრი მიყვარს თუმცა მაინც ამათზე მოგიყვებით!

Harry Potter
      

      

      

გადაშლი თუ არა წიგნს შენთვის მაგიური სამყაროს კარი იღება , რომელშიც შემსვლელი იქედან ვერ გამოაღწევს სანამ შვიდივე ნაწილს არ წაიკითხავს ;დ შენ მომსწრე ხდები ჰარი პოტერის , ბიჭის რომელიც გადარჩა მაგიური ცხოვრების , ჰოგვროტსის მაგიური ამბების.
 სწავლოდ მეგობრობას... დათმობას... სიმამაცეს... დაფასებას... სიყვარულს... თავდადებას... სიკეთეს... მოწყალებას...  გაინიცდი სიხარულს... ტკივილს... ცრემლებს... სიცილს... ჰარი პოტერიში უბრალოდ ერთმანეთში არეულია  კომედია , იუმორი , ტრაგედია , დრამა  და მაგია დიდი ოზით! 
 თქვენ როგორ მოიქცეოდით რომ დაობლებულ , პრივიტ დრაივის #4 ნომერში მცხოვრებ ჩვეულებრივი ბავშვი ყოფილიყავით და ერთ დღესაც გაგერკვიათ რომ თქვენ გადაარჩინეთ მთელი მაგიის სამაყარო , რომ შენ არ ხარ ჩვეულებრივი , რომ შენ ჯადოქარი ხარ?!  ალბათ გაგიხარდებოდათ!
 მაგრამ რას იტყოდით იმაზე , რომ თქვენ ლორდ ვოლტდემორთან შებრძოლება არაერთხელ მოგიწევდათ? ახლა ახლა კი ჩემი საყვარელი ციტატები ნაწარმოებიდან:

ჰერმიონი: წავედი დასაძინებლად სანამ რომელიმე თქვენგანმა მოიფიქრა უკეთესი ხერხი როგორ მოგვკლან, ან უარესი - გაგვრიცხონ!

რონი: მას სჭირდება პრიორიტეტების გადახედვა.

კარგად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალია - დამბლდორი

რონი: რატომ ობობები? რატომ არ შეიძლება გავყვეთ პეპლებს?

რონი: მიყევით ობობებს! მიყევით ობობებს! თუ ჰაგრიდმა გამოაღწია აზკაბანიდან, მოვკლავ მას!

ავშვის ხმა, მიუხედავად მისი სიწრფელისა, უძლურია მათთან ვინც დაივიწყა მოსმენა, - დამბლდორი

მოსახდენი მაინც მოხდება, უბრალოდ მზად უნდა დახვდე იმას რაც გარდაუვალია - დამბლდორი.

უბედურება ის არის რომ ადამიანს დიდი ნიჭი აქვს უარესი ამოირჩიოს - დამბლდორი

ჩვენს ტრადიციებს და ენებს შორის განსხვავება სრულიად არაა არსებითი თუ მიზნები ერთი გვაქვს, გულები კი ღია - დამბლდორი


განსაკუთრებით მის კენტ ნაწილებს გამოვარჩევდი : 1 , 3 , 5 , 7
Coat of arms Hogwart with motto.svg
Thx J.K Rowlong For Giving Me Magical Childhood (:



The Twilight Saga

როგორ შეიძლება 21-ე საუკუნის თჱინეიჯერი გოგონას და მრავალწლიანი ვამპირის გულისამაჩუყებელი სიყვარულის ისტორიამ დიდი ”ჰეფიენდით” ვინმემ გულგრილი დატოვოს??
 
უბრალოდ გადაშლი თუ არა წიგნს და პირველ ხაზს თვალს გადაავლებ უკვე იცი , რომ შენ წინ გელოდები დიდი თავგადასავალი , იმისათვის რომ ბელასა და ედვარდის სიყვარულმა გაიმარჯვოს , ყველაზე კარგი ისაა რომ ამის მონაწილე შენც ხდები!
ვამპირი ცივი სხეულით და თბილი გულით , გული რომელსაც შეუყვარდა და სიყვარული რომელმაც მას მისი ინსტიქტები დაავიწყა!  
გოგონა ერთი ჩვეულებრივი თუმცა არაჩვეულებრივი... უშიშარი და გამბედაავი , იმდენადაც რომ მისი ფიქრების კითხვა ვამპირმაც ვერ შეძლო!
მომავლის მჭვრეტელი , ნამდვილი ”ფეშენ აიკონი”
ადამიანი-მგელი! რომელსაც შეუძლია ერთი ნახვით შეიყვაროს მისი დიდი სიყვარულის შვილი!
 ალბათ რამდენჯერ მოგნდომებიათ ჯეიკობის მოკვლა ხომ?? ;დ მეც მაგრამ არაფერი გამოვიდაა ;დ თუმცა რაც მთავარია , ბოლოს ედვარდი და ბელა რთად დარჩა , თუმცა არც ჯეიკობი დარჩა გულგატეხილი!
სტეფანი მეიერის ამ შემზარავმა , საინტერესო და ბუნდოვანმა ბინდმა მალევე დაიპყრო ჩემი გული ;დ უბრალოდ მეტს ვერ ვლაპარაკობ ამ ნაწარმოების შესახებ! ყუბრალოდ გრძნობების გამოხატვას ვერ ვახერხებ! 
მოკლედ ამის წაკითხვით წაგებული არავინ დარჩებით! ეს წიგნი ნამდვილი თანამედროვე ბესტსელერია!  განსაკუთრებით გამოვყოფდი : ბინდი და ბინდის საგა : განთიადი

აქცენტი უფრო წერაზე გავაკეთე იმედი მაქვს მოგეწონებათ!
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 834 | დაამატა: -Marie♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 191 2 »
2012-06-09 Spam
salome lomsadze, didi madloba<3