მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 18 » Books )
11:53 PM
Books )
Books✿ 
წიგნები რომლებიც აკრძალეს )


1. ოლდოს ჰაკსლი "საოცარი ახალი სამყარო" (1932)  
1931 წელს ოლდოს ჰაკსლიმ დაწერა რომანი "საოცარი ახალი სამყარო", რომელიც ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა. ნაწარმოები ჩაფიქრებული იყო როგორც პაროდია ჰერბერტ უელსის უტოპიისა "ადამიანები როგორ ღმერთები". ირლანდიაში ავტორის წიგნის გაყიდვა აკრძალეს ბავშვთა დაბადების შესახებ საკამათო მოსაზრების გამო, ხოლო შტატებში სკოლის ბიბლიოთეკებიდან წიგნი ამოიღეს შემდეგი მიზეზით: "ზედმეტად ნეგატიური აზრები"

2.ჯონს სტეინბეკი „მრისხანების მტევნების" (1939) 
 მწერალმა გვიჩვენა ნამდვილი ადამიანური ტრაგედია. მან ყურადღების ფოკუსირება მოახდინა ოჯახზე ოკლაჰომადან, რომელმაც მშობლიური მხარე გვალვის, ეკონომიკური კრიზისისა და მიწათმოქმედებაში მომხდარი ცვლილებების გამო მიატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ავტორის წიგნმა ლიტერატურული ელიტის აღფრთოვანება გამოიწვია, აშშ-ში ის ოფიციალურად აიკრძალა და საყოველთაო განსჯის საგნად იქცა.

3. სტივენ ჩბოსკი, "კარგია იყო წყნარი", (1999) 
 წიგნი გვიყვება ბიჭუნა "ჩარლის" ისტორიას, რომელიც თვის ანონიმურ მეგობარს წერილებს წერს სადაც თინეიჯერული ცხოვრების იმ ელემენტებს აღწერს, რომლებსაც აწყდება: დაცინვა, ნარკოტიკები, სექსუალური ძალადობა. სექსუალური ხასიათის სცენების სიმრავლის გამო, წიგნი გამუდმებით შედის ამერიკელი ბიბლიოთეკარების ასოციაციის შავ სიაში, რომელიც მის გამოცემას კრძალავს.  

4. ბრეტ ისტონ ელისი, "ამერიკელი ფსიქოფატი", (1991)  
ამერიკელი ბიზნესმენისა და სერიული მკვლელის, პატრიკ ბეიტმენის ისტორია, სადაც 80-იანი წლების ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში ცხოვრებისეული გამოცდილებაა აღწერილი. ყველას ვისაც უნახავს ფილმი გადაღებული ამ წიგნის მიხედვით, მიხვდება რატომ აკრძალეს ის. რომანი არასრულწლოვანთათვის საზიანოდ ჩაითვალა და გერმანიაში მისი გაყიდვები საგრძნობლად შეზღუდეს

5. ვლადიმერ ნაბოკოვი, «ლოლიტა», (1955)  
მამაკაცის ისტორია, რომელიც ახალგაზრდა გოგონების მიმართ სექსუალურ ლტოლვას განიცდის. 12 წლის გოგონას მიმართ გაჩენილი გრძნობების გამო, ქორწინდება მის დედაზე, რათა თავისი გარყვნილი ვნება დაფაროს. «სანდი ექსპერესის» რედაქტორმა ნაბოკოვის რომანი შეაფასა როგორც:  «ყველაზე ბინძური წიგნი, რომელიც ოდესმე წამიკითხავს». გამომცემლობამ ყველა ტირაჟი გაყიდვიდან ამოიღო, როგორც პორნოგრაფიული ხასიათის მასალა.

ასე რომ ჩამოთვლილთაგან 
არცერთი 
იგნი არ წაიკითხოთ ;დ ))
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 736 | დაამატა: Silly-Girl♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-02-19 Spam
kargia smile <3