# 10 ბიზნესი მაღალ ქუსლებზე ნაწილი პირველი (ქენდის ბუშნელი)
ნუ ეს წიგნი მართალია არაა ჩემი ასაკის მაგრამ რა ვქნა.. როგორც ფილმი და როგორც ნაწარმოები ორივე ძალიან მომწონს. <3 ))
# 9 წითელი და შავი (სტენდალი) (სტენდალი) „წითელი და შავი" – წიგნი, სადაც ყველაფერი ერთმანეთს უპირისპირდება, ჟიულიენ სორელი კი მათ შორის გახიდული ადამიანი. სტენდალის ეს ნაწარმოები მთელი 600 გვერიდის განმავლობაში ორ აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში გათამაშებს – არც იქით ხარ, არც აქეთ. - წაიკითხთ არ ინანებთ <3
#8 ანე ფრანკის დღიური ( ანე ფრანკი )
ანე ფრანკის დღიური წაკითხვის შემდეგ თითქოს სულიერად ავმაღლდი.. ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები .. და თავად ანეც ძალიან შემიყვარდა.. ის ხომ ასეთი ძლიერი გოგონა იყო <3
# 7 კარლსონი და ბიჭუნა ( ასტრიდ ლინდგრენი)
მართალია ამ წიგნის ასაკიდიან დიდი ხნის წინ გამოვედი , მაგრამ რა ვქნა ?? ძალიან მიყვარს ეს წიგნი .. არასდროს დამავიწყდება როგორი გატაცებით ვკითხულობდი ამ წიგნს და როგორ მინდებოდა გუფთა როცა კარლსონს პატარა ბიჭუნა გუფთებს ამოუტანდა ხომლმე სახლიდან ..
#6 პეპი გრძელწინდა ჩემი და ალბათ კიდევ მრავალი ამ საიტის მომხმარებლის ( არამარტო ამ საიტის მომხმარებლის) საყვარელი პერსონაჟი იყო ბავშვობაში... ძალიან საყვარელი ნაწარმოებია. ძალიან სასაცილო , <3 ამ საიტზე ბევრია 10 წლამდე და მათ ვურჩევ რომ წაიკითხონ ეს ნაწარმოები .. არ ინანებენ< 3
#5 დიდოსტატის მარჯვენა ( კონსტანტინე გამსახურდია )
უბრალოდ როცა ვკითხულობდი ძალიან ბევრი ვიტირე .... ძალიან გული დამწყდა როცა მარჯევნა ხელი მოაჭრეს ეკლესიის მშენებელს.. ((( ეს უსამართლობა იყო ((
# 4) 80 000 კილომეტრი წყალ ქვეშ (ჟიულ ვერნი)
ჩემი საყვარელი სათავგადასავლო ნაწარმოები ... ალბათ ბევრს გაქვთ წაკითხული ეს წიგნი და დამეთანხმებით , რომ ნამდვილად ძალიან საინტერესო და ლამაზი წასაკითხია.. !! ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის საინტერესოა ჩემი აზრით..
#3 ტომ სოიერი (მარკ ტვენი)
ტომ სოიერის თავგადასავალიც ძალიან მიყვარს .. ძალიან სასაცილო, კომედიური და ყველასთან ახლოს მდგომი წიგნია... ვგიჟდები ტომზე.. ის ისეთი ცანცარა და ისეთი რაღაცნაირი ბიჭი.. რა საყვარლად აუხსნა გოგოს სიყვარული.. რა საყვრლად მისცა ვაშლი ( თუ ფორთოხალი :დ აღარ მახსოვს .. 3-ე კლასში ვიყავი რომ წავიკითხე) ... მოკლედ ძალიან მიყვარს..
# 2 შაგრენის ტყავი ( ონორე დე ბალზაკი)
ძალიან ფსიქოლოგიური წიგნია.. თითოეულ სიტყვას, თითოეულ ასოს , თითოეულწერტილ-მძიმის აზრს ბოლომდე უნდა ჩასწვდე.. მიუხედევად იმისა რომ ძალიან რთული წიგნია მთელი ფილოსოფიაა ჩადებული... უნაკლო წიგნია ჩემი აზრით.. :*:*
#1 ... ჩემი ფავორიტი წიგნი .. !!! უკვდავი შექსპირის უკვდავი ,,რომეო და ჯულიეტა'' :)
მემგონი ამ ნაწარმოებს არ სჭირდება ზედმეტი აღწერა.. , მაგრამ მინდა ორი სიტყვა გითხრათ ამ წიგნზე : 1) ეს წიგნი მიყვარს იმიტომ რომ აღწერელია უნაკლო, წმინდა , ნამდვილი სიყარული .. 2) ამ წიგნის წაკითხვას გირჩევთ მარტო იმიტომ რომ მისი ავტორი შექსპირია.. ეს კი უკვე ყველაფერზე მეტყველებს.. <3
შეიძლება სია ცოტა არეული მაქ , მაგრამ მივიღებ შენიშვნებსაც . )) :*:)) დამიკომენარეთ :*
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:737 | დაამატა:queen♥ | რეიტინგი:5.0/1