მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 9 » BOOK CONTEST
8:30 PM
BOOK CONTEST

ალბათ ყველა დიდი ხანი ელოდებოდით ამ კონკურს, საერთოდ ყოველთვის ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს სურვილს კონკურსში მონაწილეობაზე..სწორედ ამიტომ ახალ სეზონთან და ახალ წელთან ერთად ახალი მოთხრობებიც დაიწყება..ალბათ ყველამ იცით წესები, მაგრამ მაინც შეგახსენებთ:

მე წარმოგინგენთ შინაარსებს, რომელებიც 2 ჯგუფად იქნებიან გაყოფილები. თქვენ კი გამოკითხვის საშუალებით ხმას მისცემთ თქვენს რჩეულს. პლიუს ამას დამატებითი მე დავასახელებ ერთ ჩემს რჩეულს, ანუ ერთ მოთხრობას მივცემ შანსს. მოკლედ, ამ კონკურსის დამთავრების შემდეგ საიტზე 5 ახალი მოთხრობა გვექნება.
ეს მოკლედ კონკურსის შესახებ. ახლა კი მინდა გითხრათ, რომ უკვე დღეიდან თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ შინაარსების გამოგზავნა. სულ მალე კი მე გამოვაქვეყნებ შინაარსებს და კონკურსსაც დავიწყებთ 

 მომწერთ აუცილებლად მიუთითეთ ჟანრი,დაახლოებით რამდენი თავისგან შედგება

სამწუხაროდ ცოტა მსურველი აღმოჩნდა დაეწყო მოთხრობა.. სწორედ ამიტომ გამარჯვებულთა სია შემცირდება , მანამდე შინაარსები წაიკითხეთ და მიეცით თქვენს ფავორიტ ხმა..მხოლოდ და მხოლოდ ორ შინაარს უნდა მიცეთ ხმა 

1.we were born, and then we died. 

ჟანრი: კრიმინალური, დრამა, რომანი. 

მოკლე შინაარსი 

კენტუკის შტატი ძალიან დიდი ხნის მანძილზე სახელგანთქმული იყო კრიმინალური ბანდით, რომლის დაჭერას მრავალი წლის მანძილზე ცდილობდა ქალაქის პოლიცია. ყველაფერი კი იმით სრულდება, რომ ერთ-ერთ ოპერაციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ბანდა იშლება, მისი წევრებიდან მხოლოდ ერთი გოგონა, შეიდლინ რეიჩელსი, გადარჩება. პერსონაჟს ძალიან გაუმართლა, რადგან წლების წინ ჩადენილი დანაშაულების მონაწილეობა მას ვერ დაუმტკიცეს, რის შედეგადაც ის გადაწყვეტს ახალი ცხოვრება დაიწყოს, თუმცა გოგონა იმდენად გაოცებულია მომხდარით, რომ თვეების მანძილზე, საკუთარ თავში იკეტება. ცხოვრება კი ზუსტად მაშინ უწყობს მას ახალ გამოცდას, როდესაც გოგონა სკოლის ყველაზე პოპულარულ ბიჭთან გააბამს რომანს, ჩვეული იდილია მაშინ ირღვევა, როდესაც შემთხვევით ირკვევა, რომ ყოფილი ბანდის წევრებს, გოგონას მოკვლის სურვილი ამოძრავებთ...

2.Christmas Wishes

ჟანრი:  სათავგადასავლო 

შობა-ყველაზე განსაკუთრებული დღესასწაული მთელს დედამიწაზე. ყველა ადამიანი განსხვავებულად ხვდება შობას. მე კი, ყველაზე გამორჩეულად შევხვდი მთელს დედამიწაზე. ამ ერთი, განსაკუთრებული დღის განმავლობაში უამრავ თავგადასავალს გადავხდი. ეს ყველაფერი კი, ჩემი დამწვარი ნაძვისხის დამსახურებაა, რომლისთვისაც პარიზის ცენტრალურ მოლში წასვლა მომიწია. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ყოველ წელს დგამენ ულამაზეს ნაძვის ხეს, მდიდრული მორთულობით, რომელსაც ყოველთვის, ტრადიციულად თავზე ბრილიანტის ვარსკვლავი ადგას. ზუსტად ეს გახდა წლის ყველაზე დიდი ძარცვის მიზეზი სადაც მეც აღმოვჩნდი... 

3.***
ჟანრი: მელოდრამა 

ანოტაცია: ცხოვრება ? სიცოცხლე? სიკვდილი ? რას ნიშნავს ეს ყველაფერი ? რისთვის არის საჭირო ? რა არის სიყვარული ? - ადამიანებს ზრდასთან და განვითარებასთან ერთად უამრავი მოთხოვნილება და კითხვა უჩნდებათ.. მაგრამ მისი დაკმაყოფილება ან თუნდაც კითხვებზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია.. რას ნიშნავს იყო ბედნიერი ან უბედური ? მთავარ გმირს ჯერაც ვერ გაურკვევია რა უნდა ან რა სურს? რას გრძნობს ? არის ბედნიერი ? თუ უბედურია? ხან ფიქრობს უბრალოდ ცხოვრებას ბოლო მოუღოს,მაგრამ როგორ ? .....


4. ორმაგი თამაში

     მოთხრობის მთავარი გმირი, ენი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგოა, რომელიც რამდენიმე წელია დამოუკიდებლად ცხოვრობს, მაგრამ არის რაღაც, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს - ეს მისი სამსახურია. იგი საიდუმლო აგენტად მუშაობს ერთ-ერთ ორგანიზაციაში. ყველაფერი კარგად მიდის მანამ, სანამ ენი არ მიიღებს საგანგებო მისიას, რომლითაც მას გამოცდიან. ახლა მისი მიზანია, რომ წარმატებით შეასრულოს ეს საქმე და თავი დააღწიოს "მისტერ მოხერხებულობას".
    შეიძლება მოთხრობა თქვენთვის ნაკლებად საინტერესო იყოს, რადგან ის არ შეიცავს ტიპიურ სიუჟეტს ნიკოლას სპარკსის რომელიმე ნოველიდან, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ თუ მისი წერის საშუალება მომეცა, არ დაიშურებთ თქვენს კომენტარებსა და რჩევებს, რომლებსაც მე აუცილებლად გავითვალისწინებ. რაც შეეხება წერის სტილს, არ მიყვარს ზედმეტად თავისუფალი, თინეიჯერული ენა, არ მინდა, რომ მოთხრობა ფეისბუქის სტატუსისგან არ განსხვავდებოდეს. ამიტომ ვეცდები კლასიკური სტილით ვწერო. სათაურთან დაკავშირებით თუ რამე სხვა ვერსია გაქვთ, დაწერეთ. წინასწარ დიდი მადლობა !


რაც შეეხება პატარა მოთხრობებს..რომელიც 10 თავის მეტს არ შეიცავს ისინი გაგრძეელდება ჩვეულებრივად. 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1500 | დაამატა: ohsnapitznini♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2014-01-11 Spam
chemi azrit saitze naklebad aqtiurobis gamo,yvela motxrobas unda mivcet dawebis shansi :)))
chemi xma titoeul matgans :))
ise yvelaze metad 3 mem mimizida :))) araprimqmeli shinaarsi iyo biggrin da damainteresa raze sheileba iyos