მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 16 » BoOk!♥
8:02 PM
BoOk!♥
BoOk!
ჩემი საკონკურსო თუ სააქციო თემა :დ
ბევრი არ მიფიქრია,და პირდაპირ დავდე..
გინდა გაიგო რომელი მოთხრობის წაკითხვას გირჩევ?
მაშინ სრულში შემოიხედე..!♥

ს მოთხრობა არის საუკეთესო მოთხრობა რაც დადებულა საიტზე,რადგან არ ვიცი,ურბალოდ მიყვარს.. ამ მოთხრობის ავტორია ნატალი (-FairyTail♥)

The Line Between Two Dates\ხაზი ორ თარიღს შორის
შინაარსი
ეს მოთხრობა მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც დაეღუპა შეყვარებული. ის ცდილობს თავიდან დაიწყოს ცხოვრება და ეძლევა შანსი ახალი სიყვარულის სახით. მაგრამ შეძლებს კი ის ამ შანსის გამოყენებას? მას ხომ წინ დიდი ღალატი და იმედგაცრუება ელის...წინ ბევრი პრობლემა ელოდება და მოუწევს არჩევანი გააკეთოს..
 დაივიწყოს, შურიიძიოს თუ შეიყვაროს...

მთავარი გმირია ჩემთვის საყვარელი 
1) მაიკ ნაითი|Zac Efron
დანარჩენი პერსონაჟები
2) ენ მეიერი|Vanessa Hudgens (მისი გარდაცვლილი შეყვარებული)
imageimage
3) ნიკიტა სპარკსი|Adriana Lima (შემდგომში რაღაც დროის განმავლობაში მისი შეყვარებული..მე ის დიდად არ მოწმონდა)
5) არტურ მონტესი|Jensen Ackles (მეგობარი,რომელსაც ჯარში გაიცნობს)
ვიკი|Katie Cassidy
 (მაიკ ნაითის ცოლი :დ)
ბოლოს ჩემთვის საყვარელი 
სამეული სემი,ბენ ქვინი და ნიკ ჰოლდენი


ახლა გეტყვით თუ რატომ მიყვარს ეს მოთხრობა..
ამ მოთხრობაში,ნოველაში გადმოცემულია ადამიანის გრძნობები ძალიან დახვეწილად.. არ არის ჩვეულებრივი ბანალრი ისტორია.. ის განსხვავდება სხვა მოთხრობებსგან.. შეიძლება დრამაც იყოს ჟანრით.. ჩემი აზრით მასზე მშვენიერი ფილმი გამოვიდოდა.. ნატალი ძალიან ლამაზად აღწერს გრძნობებს.. სიუჟეტებს.. ყველა მოქმედებას საოცარ ხიბლს მატებს.. ასე კარგად ჰყავს შერჩეული ქასთი.. განსაკუთრებით ფინალი მომეწონა,როდესაც ძმები ერთმანეთს შეხვდნენ..

"15 წლის შემდეგ
-აბა ახალწვეულებო იმ კარავში შედით, რომელსაც თქვენს კარტაზე დაწერილი ნომერი აწერია...
-ჰეი! შენ მგონი ჩემს გუნდში ხარ. ნომერი 7 არა?
-დიახ ეგ ჩემი ნომერია...
-ძალიან კარგი მე უილიამ ნაითი ვარ
-სასიამოვნოა... მე ენდრიუ ტრეისერი"

რაღაც განსაკუთრებული დასასრული ჰქონდა.. ამაში ყველა დამეთანხმება..
არ მყოფნის სიტყვები აღვწერო ეს მოთხრობა,რადგან უბრალოდ აღტაცებული ვკითხულობდი ხოლმე ყოველთვის თითოეულ სიტყვს,წინადადებას,თავს,... საბოლოოდ კი გაოგნებული დარჩი...

მინდა შემოგთავაზოთ დასამახსოვრებელი ადგილები..(რომელიც ჩემ გონებაში ჩაიბეჭდა..ქრონოლოგიურად არ დამილაგებია ..დამეზარა :დ)

  • 1. სამყაროში მოქმედებს კანონი, რომელსაც ბუნების კანონი ჰქვია. სიცოცხლეს მოსდევს სიკვდილი, სიკვდილს მოსდევს სიცოცხლე... ეს ციკლი არ ირღვევა. როგორც მაგიას, ასევე ყვეალფერს ამ სამყაროში აქვს ფასი. თუ გინდა იპოვო რაღაც, ამის სანაცვლოდ უნდა დათმო კიდეც. ეს არის კანონი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი... ის არასდროს ირღვევა... როგორც არ ირღვევა სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლი..

  • 2. 
    მაიკს უნდოდა გაცინებოდა, მაგრამ ვერ იცინოდა, სიცილი სახეზე ახმებოდა. არ იცოდა დაეჯერობინა თუ არა არტურის ნათქვამი. მაგრამ ის ისეთი სერიოზული იყო, რომ...
-არ გეღადავები მაიკ ნამდვილად არ გეღადავები... - არტური ისე სერიოზულად ამბობდა ამ ყველაფერს, რომ მაიკს ცოტა აკლდა დაჯერებამდე - იცი მაიკ... ბიჭია... სულ 5 წლისაა და უილიამი ქვია. 

3. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ყველა ჩვენგანი ვდგებით არჩევანის წინაშე. ეს არჩევანი კი დიდ გავლენას ახდენს მომავალზე. 
ხშირად ადამიანებს გვეშინია, როცა არჩევანის წინაშე ვდგებით, რადგან ყოველთვის გვიწევს დავკარგოთ ვიღაც ან რაღაც, უარი ვთქვათ ვიღაცაზე ან რაღაცაზე. მაგრამ არჩევანს გვერდს ვე აუვლი. როცა დრო მოვა შენ მოგიწევს გადაწყვიტო საით უნდა წახვდიდე: „მარჯვნივ თუ მარცხნივ? წინ თუ უკან?"

3.
-დამიჯერე გადავიტან... სამი წელი მზე არ მენახა... დამიჯერე შევიცვალე
-ჰმ! - დაეჭვებით გაეცინა არტურს - კარგი მაიკ... თუ ჯობია მამიკო დაგიძახო?
-რა? - გაეცინა მაიკს
-ხო მამიკო... შენ შვილი გყავს

4.„სამი წელი გავიდა რაც მოვკვდი... დიახ, მე მოვკვდი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ოფიციალურად, საბუთებზე აღარ ვარსებობ. ჩემი სიკვდილის დღედ კი 16 ოქტომბერი ითვლება. მაიკ ნაითი უკვე სამი წელია მკვდარია და ჩიკაგოს სასაფლაოზე დგას ქვა წარწერით Mike Knight

5.ნიკის თითქმის ერთი საათი გაუნძრევლად იდგა და ტიროდა. მას გული ატკინეს, უღალატეს. რა არის უარესი გულგატეხილ გოგოზე? გოგოზე რომელიც ყველაფერის გამკეთებელია? ნიკიტას ახსენდებოდა მაიკის სიტყვები „არასოდეს იტირო! არავინ არ არის შენი ცრემლების ღირს!" ის ამ სიტყვებს იმეორებდა გულში და ფიქრობდა იმაზე თუ როგორ ეტკინა მაიკისთვის გული, თუ როგორ ეძია შური.

6. ის რამდენიმე წუთი იდგა ოთახის წინ და კითხულობდა წარწერას: „Ann and Mike’s Room”. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მტკიცედ ქონდა გადაწყეტილი, მაინც ყოყმანობდა. მან იცოდა რომ თუ ამ კარს გააღებდა მაიკს სამუდამოდ დაკარგავდა. მზად იყო კი ამ რისკზე წასასვლელად შურისძიებისათვის? ბოლოს გოგონამ ამოილუღლოღა „მაპატიე", გასაღები გადაატრიალა და ოთახში შევიდა.

7.-დიახ, გავგიჯდიუნამუსო. მკვდარი შეყვარებული ვერ დაგივიწყებია. უნამუსო ნაძრალა - ამაზე მაიკმა ჭკუა მთლად დაკარგა და ნიკიტას გაარტყა...
-მაიკ!!! რას აკეთებ? - გაისმა ბეტის ხმა - მთლად გაგიჯდი!!! ხელი როგორ გაარტყი... - ბეტიმ ნიკიტასთან მიირბინა და მაიკს ხელები გააშვებინა, როგორც აღმოჩნდა მაიკმა გაბრაზებიდან ძალა ვერ გაზომა და ნიკის ტუჩი გახეთქოდა. ჯარსკაცი გათიშული იდგა. ის ვერ აცნობიერებდა თუ რა გააკეთა - ველურო... ეს რა გააკეთე... მე არ მჭირდება შენნაირი შვილი - ყვიროდა ბეტი. 

8.-არტი ისინი ვერ მიტანენ. მე არავის არ ვუყვარვარ - ტიროდა მაიკი
(გული მეწვოდა ..ჩემი მაიკი)

9. ყვიროდა არტური. მაგრამ მაიკის მზერამ გააჩერა. ყველა მის პასუხს ელოდა. მაიკი და არტური ერთმანეთს უყურებდნენ, სამარისებული სიჩუმე იყო. 
-მაიკ ნაითი მოკვდა - თქვა მაიკმა და კარი გააღო...

10.რა არის სიყვარული? ამაზე ყველას სხვადასხვა აზრი აქვს. ზოგი თვლის, რომ სიყვარული არაფერია თუ არა ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფი და ქვეყნად არ არსებობს გრძნობა, რომელსაც შეიძლება სიყვარული დაერქვას. ზოგი თვლის, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობაა გოგოსა და ბიჭს შორის. ზოგი თვლის, რომ სიყვარული ორ ადამიანს შორის შეგუების ნაყოფია. თქვენ როგორ ფიქრობთ? პირადად მე ვთვლი, რომ თუ სიყვარული არ არსებობს, მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას? ადამიანი ხომ ცხოვრობს, იმისათვის რომ მოიპოვოს უფლება ბედნიერებისა და ბედნიერება ხომ თავად სიყვარულია. 

11.-ბებერო!!! - უცებ გაისმა ბოხი ხმა, რომელიც აშკარად ბილბოს ეძახდა. ყველამ უკან გაიხედა და...
-რამდენი ხანია ეგრე ჩემთვის არავის დაუძახია, მაიკ!!!

12.-ბებერო!! - დაიძახა მაიკმა - სად ხარ?
-მოდი აქ მომეხმა ბიჭო!!! ველურია ეს უპატრონო - იყვირა ბილბომ. მას ცხენი მოყავდა
-wow რა ლამაზი ბიჭია!!! გაუხედნავია?

-ბიჭი კი არა გოგოა იდიოტო!!! ვერ ატყობ? - გაბრაზებული ხმით უყვირა ბილბომ
-არ დაამწყვდიო... მე გავხედნი

13.სიტყვა „ჯოჯოხეთი" ადგილი საიდანაც არ ბრუნდებიან... იქ რომ ყოფილიყავით ალბათ ორივეს გული ცემას გაიგებდით. ადამიანები, რომლებიც თითქმის ყოველდღე სიკვდილს უყურებდნენ თვალებში ახლა პატარა ბავშვებივით იყვნენ შეშინებულები...მათ პირველად ეშინოდათ ასე მომავლის, მაგრამ იქნებ არა მომავლის? არამედ იმის რომ შეიძლება ვეღარ დაბრუნებულიყვნენ? მაიკმა არტურს ხელი მხარზე დაადო და უთხრა
-ჩვენ დავბრუნდებით!!!

14.
ადამიანებს თითქმის ყოველდღე გვიწევს საყვარელი ადამიანების დათმობა, მათი გაშვება, მათთან განშრება... ზოგიერთი სამუდამოდ გვტოვებს, ზოგიერთი კი სრულ გაუგებრობრობაში გვტოვებს. ისინი ისე მიდიან, რომ არ გვპასუხობენ კითხვაზე „კიდევ შევხვდებით?"... ისინი მიდიან და ამბობენ „მომავალ შეხვედრამდე!", მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვები? ისინი ფუჭია, ისინი არაფერს წარმოანდგენენ, რადგან მომავალი ამოუცნობი, განუჭვრეტელია... მომავალი ხომ ის ერთადერთი რა არის რაში გარკვევაც, რისი განჭვრეტაც ადამიანმა ვერ შეძლო. 

15.
-ღმერთო მაპატიე! - თვალები დახუჭა და სასხლეტს გამოკრა ხელი. გასროლიდან რამდენიმე წამში თვალები გაახილა და დაინახა თუ როგორ ეცემოდა ახალგაზრდა ბიჭი მიწაზე. ეტყობა პირდაპირ მიზანში გაურტყამს. მაგრამ იმ ბიჭსაც გაუსროლია და მისი მკვლელი მხარში დაუჭრია. მაიკმა ჭრილობაში ხელი ჩაიყო და ტყვია ამოიღო. უკვე ტკივილი აუტანელი იყო. ამ დროს მასთან არტური მივარდა და მკლავის გადახვევა დაუწყო. ბიჭმა მეგობარს ცრემლიანი თვალებით ახედა

  და უთხრა - მოვკალი! - თქვა თუ არა ეს იმ წამსვე მიწაზე დაეცა და გონი დაკარგა...

16.შეიცვალა ყველაფერი გარდა ერთისა. უცვლელია მხოლოდ დრო. დრო ბევრი რამის მოწმეა. ის არასდროს ჩერდება და ყველგან თავისი გააქვს. 
ზოგი მიდის, ზოგი მოდის, ზოგი კვდება, ზოგი იბადება - ეს ყველაფერი კი ჩვენს გულებს დაღს ადებს. თუ ღრმაა ეს დაღი, მაშინ მას ვერც ყოვლის მკურნალი დრო ვერ კურნავს, ხოლო თუ პატარაა, მაშინ ჩვენ მას ვივიწყებთ და გარკვეული დროის შემდეგ აღარც კი გვახსოვს. 

17.მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა რომ ბეტის მთელი გულით სურდა დრო გაეჩერებინა და არ დამდგარიყო შვილთან განშორების დღე... ამ ყველაფრის მიუხედავად დრო არ ჩერდება. ის მიდის და დგება დღეც როცა საყვარელი ადამიანი გვტოვებს

18.იმედი - ერთ-ერთი მშვენიერი რამ რაც კი უფალმა შექმნა. მას დიდი ძალა აქვს. იმედს შეუძლია გზააბნეულის უკან მობრუნება, იქ სადაც მეცნიერება უძლურია, მაშინ ადამიანი იმედის ანაბარა რჩება. თუ გაქვს რწმენა და გჯერა, მთელი გულით გჯერა რაღაცის ის ამოხდება, შენ შეძლებ გამარჯვებას. ადამიანის ერთ-ერთი მაცოცხლებელი იმედია. როცა ადამიანი დაკარგავს იმედს, სწორედ, მაშინ შეიძლება ეწოდოს მას მკვდარი. 

19.
2012 წლის 12 მარტი სამუდამოდ დარჩება მის მეხსიერებაში. ამ დღეს დაიღპა ენი, მისი ცხოვრების აზრი, სული და გული. ენის სიკვდილმა შეცვალა ყველაფერი. მაიკმადატოვა ჩიკაგო და შორს ესპანეთში წავიდა. წასვლამდე კი დედას დაუტოვა წერილი: 
„დედა მაპატიე, მაგრამ უნდა წავიდე. უნდა წავიდე, რომ საკუთარ თავს ვაპატიო"
2 წლის მანძილზე ეს ერთი წერილი იყო მარტოხელა დედისთვის ნუგეში. ამ ხნის მანძილზე მან არ იცოდა, როგორ იყო ან სად იყო მისი ერთადერთი შვილი. დღე არ გავიდოდა, რომ მისთვის არ დაერეკა, მაგრამ პასუხი არა და არ იყო...

20.თვალწინ კვლავ უდგება მისი ცრემლიანი სახე, ისევ გრძნობს თუ როგორ ურტყამს მუჭებს მკერდზე. თვალს ისევ ჭრის ის საბედისწერო თეთრი, კაშკაშა შუქი. ხმა ისევ უწყდება ყვირილისაგან „მიშველეთ!" ისევ ესმის სასწრაფოს მანქანის ხმა. ისევ ხვდება ენის მშობლებთან ერთად საავადმყოფოში და ისევ ისმენს საოპერაციოდან გამოსული ექიმის სიტყვებს: „ვერ გაუძლო და... დაგვტოვა!" კვლავ შერბის საოპერაციოში და ხედავს სისხლში ამოსვრილ, შუაზე გაჭრის ენის უმშვენიერეს სხეულს. კვლავ უახლოვდება და კოცნი, კოცნის უკანასკნელად მის გაყინულ ტუჩებს...
და ბოლოს რა თქმა უნდა მოთხრობის უსაყვარლესი დასასრული
"15 წლის შემდეგ
-აბა ახალწვეულებო იმ კარავში შედით, რომელსაც თქვენს კარტაზე დაწერილი ნომერი აწერია...
-ჰეი! შენ მგონი ჩემს გუნდში ხარ. ნომერი 7 არა?
-დიახ ეგ ჩემი ნომერია...
-ძალიან კარგი მე უილიამ ნაითი ვარ
-სასიამოვნოა... მე ენდრიუ ტრეისერი"

ეს მოთხრობა მართლაც შესანშნავია.. ყველაზე ჰუმანური და ნამდვილი ისტორია რაც საიტზე დაწერილა.. უბრალოდ შესანიშნავია.. ვისაც არ წაუკითხავს ვურჩევ წაიკითხოს,რადგან მე როცა ეს მოთხრობა წავიკითხე უდიდესი სიამოვნება მივიღე..იმედი მაქვს წაიკითხავთ და შემდეგ თქვენ თვითონ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით რა ნიჭიერი ავტორები გვყავს საიტზე..

და ბოლოს მირჩიეთ წავიკითხო თუ არა JusT Friends? ხანდახან ვკითხულობ თავებს,თუმცა თავიდან რო არ მაქვს წაკითხული და ამდენი თავი დევს მეზარება თავიდან ბოლომდე წაკითხვა.. მირჩიეთ და მოკლედ მითხარით შინაარსი :დ))
Your MissMartina
კატეგორია: ვურჩიოთ ერთმანეთს ! <3 | ნანახია: 1102 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 9
2013-03-18 Spam
Pendragon ♥, yvelaze kargad wer nat ♥ miyvarxar chemo nichiero ♥
Momewona siaxle ♥