მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » BooK ★
8:59 PM
BooK ★
Story Awards On iFun
 როგორც იცით მე და მარიამო ვატარებთ გამოკითხვას
 უკვე დროა გამოვავლინოთ წინა ნომინაციის გამარჯვებული
 და გაგაცნოთ ახალი ნომინაციის მონაწილენი

როგორც იცით მე და მარიამო ვატარებთ გამოკითხვებს მოთხრობებზე, მათ პერსონაჯებსა და ავტორებზე. ჩვენ გამოვავლენთ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს )). ჩვენ უკვე ჩავატარეთ ერთი გამოკითხვა, რომლის თემაც იყო Best Team. ამ ნომინაციაში 19 ხმით გაიმარჯვა ყველასათვის საყვარელი ავტორის queen❤mariamo-ს  მოთხრობამ True Blood-მა
მოდით ერთად მივულოცოთ მას <3

ახლა კი შემდეგი ნომინაციაა
Best Personage | საუკეთესო პერსონაჟი

აქ მონაწილეობას იღებს ყველა ის მოთხრობა, რომლის 5 ან მეტი თავი დევს, რადგან ახალ მოთხრობებში ჯერ არ არის გამოკვეთილი მთავარი გმირის ისტორია. მოკლედ მგონი საკმაოდ საინტერესო ნომინაციაა. ახლა მოკლედ გადავავლოთ თვალი მონაწილე პერსონაჟთა ისტორიას და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი ))

1. Joker Knows Ace
მთავარი პერსონაჟი: ელენა ნიკალევნა


ელენა 15 წლის , რუსი გოგონაა )მას არასდროს არაფერი აკლდა ) მაგრამ ლიზას ერთ დღესაც მშობლები დაეღუპა . ერთადერთი ვინც მას გააჩნია ეს მისი უფროსი დაა ანნა ) ის დეპრესიაში ჩავარდება და ვეგასში გადაწყვიტავს წასვლას )) სადაც იგი ტრეფიკინგის მსხვრეპლი გახდება და ამ მძიმე გასაჭირშე საუკეთესო მეგობარსაც გაიჩენს )

2. Romeo Vs Juliet?
მთავარი პერსონაჟი: ელისი


ლოსანჯელესი–ეს არის ქალაქი,სადაც ყოველი მეორე მსახიობია ან ოცნებობს იყოს მსახიობი ) ელისიც ჩვეულებრივი მოზარდია,რომლის მოწოდება ბავშვობიდანვე იყო,ყოფილიყო პროფესიონალი მსახიობი.როდესაც პირველად მივიდა კოლეჯში ის რიგითი მოსწავლე იყო,სანამ კლეოპატრას ქანდაკებამ მას არ უბოძა ნიჭი,წაეკითხა სხვისი ფიქრები ) მისი თავგადასავალიც აქედან იწყება–პირველი წარმატებული სპექტაკლი,პირველი სიყვარული,დაქალობა,მეგობრობა,ჭორები,თავგადასავლები,უხერხული,სასაცცილო თუ აუტანელი სიტუაციები–ეს ყველაფერია,რისი გამოვლაც მთავარმა გმირმა მოასწრო,სანამ არ მიხვდა რომ ის ნამდვილ სიყვარულს შეხვდა,მაგრამ თინეიჯერი გოგონა ხვდება რომ,სიყვარულის მოპოვება არც ისეთი ადვილი ყოფილა,როგორც მას ეგონა ))

3. When The Sun Goes Down
მთავარი პერსონაჟი: ვანესა


ვანესა(ნესი) კოლინსი 17 წლის ამერიკელი თინეიჯერია, რომელიც მდიდარი ჩიკაგოელი ბიზნესმენების ოჯახში ცხოვრობს, თუმცა მათი მოსაბეზრებელი ცხოვრების სტილი გულზე არ ეხატება და გამოსავალს ქუჩის მეგობრებში ეძებს.მშობლებს მისი საქციელები ყელში ამოსდით და კოლეჯის დასრულების სასწავლებლად ბრიტანეთში გზავნიან, რაზეც ის სიამოვნებით თანხმდება.მოგზაურობისას ნესი ერთ ადამიანს უახლოვდება და სურვილი უჩნდება, მასზე ყველაფერი გაიგოს. იგი გადაწყვეტს გამომძიებელი გახდეს, მაგრამ ამისთვის ჯერ საკუთარ შესაძლებლობებში უნდა დარწმუნდეს...

4. More Than A Kiss
მთავარი პერსონაჟი: ლუსი


ლუსი 17 წლის პოპულარული თინეიჯერია, რომელსაც დიდი ტკივილის გადატანა მოუხდა: მისი მშობლები გაეყარნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუმცა დიდი დრო არც ერთს არ აქვს შვილთან გასატარებლად, დაშორდა ერთადერთ დაქალს, რომელსაც 'შეყვარებულთან' წაასწრო, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.. სიმართლის გაგების შემდეგ ის დაიბრუნებს დაქალს, მაგრამ კარგავს მეორე ნახევარს, რაც მისთვის მტკივნეული გადასატანია, ამავდროულად იგებს, რომ მისი ერთ-ერთი მეგობარი მთელი ცხოვრებაა ატყუებს,რაც შეეხება მის შიშს-ეს იმ მუქარის წერილებთანაა დაკავშირებული, რომელსაც ანონიმურად იღებს..

 5. Romance In Tbilisi
მთავარი პერსონაჟი: ნინა


ნინას მშობლები მისი გიჟი ქცევების გამო სახლიდან აგდებენ და პატარა ქვეყანა საქართველოში გზავნიან...თბილისში ნინა პირველ ნამდვილ სიყვარულს იპოვის,მაგრამ ნინა მისი შეყვარებულის უდიდეს საიდუმლოს იგებს,საიდუმლო კი მათ ურთიერთობას ანგრევს!

6. Why Are Boys Such Jerks?
მთავარი პერსონაჟი: ლოლა
(ვარსკვლავი როლში არ არის)


ესეგი გოგონა არის აგენტი . მშობლები დაშორდნენ ,პატარაობისას მიამიტი იყო და ბევრი ბიჭი "ეღადავებოდა" თითქოს უყვარდათ და გულს ტკენდნენ . გარეგნობით უალამაზესი იყო , უბრალოდ არ აჩენდა. ბოლოს უხეში , ცივი და უგრძნობი ხდება , გადაწყვეტს რომ უნდა თავისი თავის დაცვა შეეძლოს. იმის შემდეგ რაც ბოქსზე დაიწყებს სიარულს შემთხვევით სააგენტო ფირმა მას აგენტად აიყვანს . ეს მას თავდაჯერებულობას მატებს , სააგენტოსაც სწორედ ასეთი აგენტი სჭირდება მომხიბლელი და ცივი. გოგონას საყვარელი ფრაზაა : Why are boys such jerks ? მაგრამ სინამვილეში ის ყურებამდეა შეყვარებული ერთ ბიჭზე ,((( რასაც მიგვანიშნებს ამ ფრაზასთან პატარა შრიფტით მიწერილი ნაწერი (and why do i like it so much?))) მაგრამ გოგონა ცდილობს ისევ ისეთი უხეში იყოს , რადგან გგონია რომ ისევ გულს ატკენენ. ის უმეგობრდება რამოდენიმე ბავშვს , ნელნელა ის იხსნება და ხდება ისეთი ხალისიანი როგორიც იყო ( რათქმაუნდა არ კარგავს თავის მომხიბლეობას , სარკაზმულ,ირონიულ და სასაცილო კომენტარებს. მაგრამ ეს ყველაფერი ხელს უშლის მთავარ რამეს საქმეს , რომელიც მან უნდა შეასრულოს. გოგონა ძალიან ძლიერი პერსონაჟია , მასზეა ნათქვამი She saved everyone , but couldn't saved herself ბოლოს ის არჩევნის წინაშე დგება , მის გადაწყვეტილებაში კი კარგად ჩნდება მისი პერსონაჟი . (სამწუხაროდ რას აირჩევს ვერ გეტყვით , ყველაფერს ხომ ვერ მოგიყვებით , მთავარი ხომ იდუმალებაა....

7. DanGerouSly In Love
მთავარი პერსონაჟი: ანა


მოთხრობის მთავარი გმირია ანა.. რომელიც უდარდელად ცხოვრობს.. იგი რაიმესადმი რწმენით არ გამოირჩევა,მაგრამ ძალიან უყვარს თავისი მშობლები თუმცა ისინი დაიღუპებიან.. მამამისი დედამისის სიკვდილს გადაჰყვება.. ეს კი ანას ცხოვრების დიდი გარდატეხის მაცნეა.. ანას მეგობრები რაიანი და ნიკი ჩაითრვებენ ქურდობაში.. დრო გადის ანა პროფესიონალი ე.წ "ბანკების მძარცველი" გახდება... თუმცა მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ცლილება მოხდა ის თავის ბანდას ჩამოშორდა და ბავშვობის მეგობარ ნიკისთან ერთად ნიუ-იორკში დაიწყო ბანკების ძარცვა..ანასა და ნიკის ვინაობა ვერავინ დაადგინა,ამიტომ საქმეში FBI ერთვება.. ნიკის იდეით ანა მოხიბლავს იმ დეტექტივს რომელიც მათ საქმეს იძიებს და შემდეგ მოიშორებენ.. მაგრამ ანას დეტექტივისადმი (ჯონისადმი) უჩნდება სხვა გრძნობები,რომლისაც არასოდეს სჯეროდა.. როდესაც ამას ნიკი მიხვდება იგი ცდილობს როგორმე ჯონს დააშოროს.. საბოოლოოდ კი ნიკი დაუახლოვდება ძველ ბანდას.. ანა კი მათთან დაბრუნდება,რადგან იმედი გაუცრუვდება...

8. Once upon a time...An Angel and a Devil Fell in Love...♥ 
მთავარი პერსონაჟი: ნინა


ნინა ყველას ჩვეულებრივი გოგო ეგონა, მაგრამ სინამდვილეში ის განსაკუთრებულია.  ღმერთმა ის განსაკუთრებული ნიჭით დააჯილდოვა. მას წყილს მართვის უნარი გააჩნია.  ის არ იყენებდა ამ ძალას მამის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ყველაფერი იცვლება რაც ქალაქში მაიკი და ჯეიკი ბრუნდებიან. ნინა იწყებს ბრძოლას გადარჩენისათვის

9. ♥JusT FrIenDs?
მთავარი პერსონაჟი: ანა
(ვარსკვლავი როლში არ არის)


მისთვის ყველაფერი მეგობრობით დაიწყო.. მაგრამ დრო გავიდა და გრძნობები შეიცვალნენ.. მეგობრობამ მოწონება შეცვალა, მოწონებამ სიყვარული..ამის შემდეგ დაიწყო ანას და ჯასტინის "სასიყვარულო თავგადასავალიც"....მრავალი ჩხუბისა და კამათის შემდეგ, ანამ ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო და ჯასტინისგან თავის დახსნა სცადა ... მან უბრალოდ ის მიატოვა !! მაგრამ მისთვის ეს უბრალო გრძნობა არ ყოფილა... არც უბრალო თინეიჯერის გატაცება.. რაღაც სხვა იყო, რის დავიწყებასაც ასე ცდილობდა,მაგრამ არ გამოსდიოდა...გავიდა დრო და თითქოს დავიწყებულმა გრძნობამ ისევ შეახსენა ანას თავი... ))

10. ხაზი ორ თარიღს შორის ❤
მთავარი პერსონაჟი: მაიკ ნაითი


მაიკის ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია გადახდა. 3 წლის ასაკში დაეღუპა მამა, ასევე თვალწინ ეღუპება შეყვარებული გოგონა(ენი). ენის გარდაცვალების შემდეგ ის ტოვებს ქალაქს და რამდენიმე წლის მანძილზე მისთვის თვალი არავის მოუკრავს. დაბრუნების შემდეგ მას მოეწონება ერთი გოგო სახელად ნიკიტა, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ნიკი მაიკის მეგობარ ლოგანსაც უყვარს... ასე იკვრება სასიყვარულო სამკუთხედი და მაიკი კიდევ ერთი ღალატის მსხვერპლი ხდება.
ამ იმედგაცრუების შემდეგ  მაიკი გადაწყვეტს ჯარში წასვლას, მაგრამ სად გაექცევი წარსულს? მიუხედავად იმისა, რომ ჯარში ახალი ცხორება დაიწყო, გაიცნო ახალი მეგობრები და ა.შ. წარსულის აჩრდილები თავს მაინც არ ანებებს. ზაფხულის არდადეგებზე კი როგორც ყოველთვის მაიკი კიდევ ერთ მწარე გაკვეთილს მიიღებს. ამდენი იმედგაცრუების შემდეგ გულგატეხილი ჯარისკაცი ჩაერთვება პროექტში, სადაც კიდევ ერთ შანს იღებს ცხოვრების ასაწყობად, მაგრამ ამ შანს თავისი მეორე მხარეც აქვს. ის სამუდამოდ ემშვიდობება მეგობრებსა და ოჯახს... და იწყებს ახალ ცხოვრებას... 

აი, სულ ეს იყო. თქვენ უკვე გაეცანოთ მონაწილეებს 
ახლა კი დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი <3
BooK ★

Story Awards

Joker Knows Ace - Q♥nina
Romeo Vs Juliet? - Queen❤Mariamo
When The Sun Goes Down - Smiler♥Megi
More Than A Kiss - Lovatic-Smiler
Romance In Tbilisi - Mariaroxie
ხაზი ორ თარიღს შორის ❤ - NaTaLi
Why Are Boys Such Jerks? - Ani_Ani
DanGerouSly In Love - Mariko1
Once upon a time...An Angel and a Devil Fell in Love...♥ - Nuchito
♥JusT FrIenDs? - -TwiliGhtFan♥
  Current Results

ძალიან დიდი ბოდიში ბავშვებო ეს სიახლე დილით უნდა დამედო მაგრამ 3-ჯერ წამეშალა და მერე ვეღარ მოვახერხე ხელახლა დადება, რადგან სტუმრები მყავდა... ამისთვის ძალიან დიდი ბოდიში ))
ყველას წარმატებებს გისურვებთ
P.S გამოკითხვა რაღაც სულ სხვა საიტზე გავაკეთე და ამიტომ თუ რაიმე პრობლემა შეიქმნა ხმის მიცემასთან დაკავშირებით(ანუ არ დაფიქსირდა თქვენი ხმა) თქვენი არჩევანი დააფიქსირეთ კომენტარების სახით
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1262 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-01-10 Spam
gilocav mar <3