მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 27 » BOOK
3:05 PM
BOOK
♥ TIME  RULE
დრო ბატონობს......
პატარა მოთხრობა,ნოველა-ან რავიცი სულერთია 
რა ერქმევა))ეხლახანს დავწერე და შემიფასეთ *)

მისი სიყვარულით დაბრამავებული,მის გარდა ვერავის ვხედავდი...ყოველთვის მასზე ფიქრები მახსენებდნენ თავს და მოსვენებას არ მაძლევდნენ.როდესაც ვხედავდი აზროვნების უნარს ვკარგავდი.მხოლოდ ვუყურებდი და მისი სილამაზით ვტკბებოდი.მიუხედავად იმისა,რომ ასე შეყვარებული ვარ უკვე ერთი წელია,ის ზედაც კი არ მიყურებს.დარწმუნებული ვარ ჩემი არსებობაც კი არ იცის.მე კი ყოველთვის ვხედავ დილაობით,როგორი მძიმე და დამაჯერებელი ნაბიჯებთ გაივლის ჩემს ქუჩას და შემხვედრ ნაცნობებს მისი თავლისმომჭრელი ღიმილით ამკობს.მაგიჟებს მისი ყველაფერი,გიშრისფერი წარბები,დიდი,თაფლისფერი წყლიანი თვალები,ახალდამწიფებული ალუბლებივით წითელი ტუჩებ,გრძელი წამწამები,ტანის მიხვრა-მოხრა,მოხდენილი კაბები და ნაბიჯის სიდიადე.
ყოველ დილას ვუყურებ ფანჯრიდან და ეს ერთი ნახვა,შემიძლია მთელ დღეს ვიკმარო,რომ მასზე ვიფიქრო.

ერთ ჩვეულებრივ დღეს,როცა უკვე სამსახურში უნდა წავსულიყავი,თავს მისი ფიქრები შემომევლო.როგორც ყოველთვის ახლაც დავკარგე აზროვნების უნარი.გზას ჩაფიქრებული გავუყევი და ვერც კი მივხვდი,როგორ აღმოვჩნდი გადასასვლელზე,მანქანის ბორბლებს ქვეშ.მასზე ფიქრებმა დამღუპა,მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო-გავიფიქრე ჩემთვის.მის მერე კი არაფერი მახსოვს.................

მზის სხივები თვალებზე გამეთამაშა.თავი ნელა წამოვწიე.მივიხედ-მოვიხედე უცხო ადგილას ვიყავი.სავაადმყოფოში ვარ-გავიფიქრე და აპარატს დავხედე,რომელზედაც ვიყავი შეერთებული.ყველაფერი მტკიოდა.თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი,მეგონა რომ სხეულის არცერთი ნაწილი მე არ მეკუთვნოდა,რომ ის სხვისი იყო,მოძრაობის საშუალებაც კი არ მქონდა.ამ გაჭივრებაში ვიყავი,რომ ჩემ წინ მას შევხედე.
ის ჩემს პალატაში შემოვიდა და მზრუნველი თვალებით გადმომხედა.მას შევხედე თუ არა,ყველაფერი თავის ადგილას დადგა.ახლა არანაირი ტკივილი აღარ მაწუხებდა.სახე ღიმილმა გაუნათა,მე კი ცოტა არ იყოს მრცხვენოდა რომ პირველად მნახა,და ისიც ასეთ ფორმაში.თავიდან ვერ გამეგო,აქ რა უნდოდა და ერთიანად ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა,მაგრამ არ შემეძლო ახლა ეს ოქროს წუთები ჩემი ლაყბობით გამეფუჭებია.
-როგორ ხარ?(ჩემთან ახლოს მოვიდა)
-უკვე ძალიან კარგად.-ძვლივს ამოვილუღლუღე,თან თვალს არ ვაცილებდი.
-ერთმანეთს არც კი ვიცნობთ,მაგრამ მე შენზე მსენია.
გული ამიჩქარდა,ცივა ოფლმა დამასხა.სიხარულისგან ახლა ყვრილი მინდოდა
-ჩემზე გსმენია?
გაკვირვებულმა შევეკითხე.
არაფერი მიპასუხა.უბრალოდ გაიცინა
-მე ანასტასია
მისი ნაზი ხმა მიზიდავდა.ჩემებურად გამეცინა,მისი სახელი ხომ კარგად ვიცოდი
-სასიამოვნოა ანასტასია შენი გაცნობა.!მიხარია,რომ ამ მძიმე წუთებში ჩემთან ხარ.
-ახლა ცოტა ხნით გავალ ,შენ კი დაისვენე.
პასუხის გგაცემა ვეღარ შევძელი...მეღიმებოდა,მაგრამ შინაგანად ყველაფერი მტკიოდა.მას გავხედე და ძალიან გამიკვირდა,როდესაც ის პალატიდან კარების ნაცვლად ფანჯრიდან გადავიდა.
თანდათან გამოსახულება თეთრდებოდა.აღარ შემეძლო მისთვის შემეხედა,მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვიყავი,რომ მასთან საუბრის საშუალება მომეცა.ღმერთს ისე არ მივყავარ ამ ქვეყნიდან.თვალზე ცრემლები მომადგა.ამ ყველაფერს ვეღარ გავუმკლავდებოდი,ეს მეც კარგად ვიცოდი...
რამოდენიმე წუთში კი ძლიერად ამოვისუნთქე და უსასრულო ბურუსში გავეხვიე......

აპარატის გამალებულ წრიპინზე,პალატაში ექთანი შევიდა.ახალგაზრდა მამაკაცის სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო..
ექთანმა დანანებით გახედა,მას ხომ უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლო..ამ დროს პალატაში ექიმი შემოვიდა.ექთანმა მას საწყალი თვალებით გახედა,იმის ნიშნად რომ ის ამ ქყვეყნად აღარ იყო.
-ძალიან ვწუხვარ..!ერთი დღესაც ვერ გაძლო.
(თვქა ექიმმა)-საშინელი ტრამვა იყო,ვერაფერს ვუშველიდით.
-მართალია,ყველაზე უარესი კი ის არის,რომ ისე გარდაიცვალა,მისი ოჯახისწევრების ნახვაც კი ვერ მოასწრო.
-რას ამბობ,მის სანახავად არავინ მოსულა?
-არავინ.(დანანებით ჩაილაპარაკა ექთანმა)
თეთრი ზეწარი საწოლიდან აიღო და სიყვარულით დამწვარ სხეულს გადააფარა!




თუ ვინმემ ვერ გაიგეთ რა მოხდა აგიხსნით:
ანუ ამ ახალგაზრდა მამაკცს ბოლოში მისი ცხოვრების აზრი,მისი სიყვარული მოელანდა.ეს მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო.მან წარმოიდგინა რა ნეტარება იქნებოდა რომ,სიკვდილის წინ ის ენახა და მასთან დალაპარაკება შეძლებოდა.მას ეს ეგონა,კი არა სიკვდილის ბოლო წუთამდე სიმართლე ეგონა...

რაც შეეხება მოთხრობის აზრს,სიყვარულის გარდა სხვა რაღაც არის.!კერძოდ ის,რომ ადამიანმა ყოველი დღე ისე უნდა გაატაროს თითქოს,მისი ბოლო დღეა.! უნდა დატკბეს ყოველი წამით,წუთით-და არ მიცეს დროს მასზე იბატანოს.მოთხრობის გმირი კი იმდენდად შეყვარებული იყო,მისთვის მისი გაცნობა სიკვდილის ტოლფასი იყო.!
არ ვიცი გადმოვეცი ის სათქმელი თუ არა,რაც მინდოდა რომ მეთქვა,მაგრამ ჩემი აზრი ასეთია...
დრო ფუჭად არ უნდა დავხარჯოთ! დრო ყველაფერია.! დრო აბრუნებს დედამიწას-რათქმაუნდა სიყვარულთან ერთად.!

იმედია მოგეწონათ ))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1203 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-11-10 Spam
დიდად არ მომწონებია ;/ მაგრამ არაუშავდა <3