მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 18 » Bloody Island=6
10:02 PM
Bloody Island=6


True Blood
დღეიდან მოთხრობას სახელს ვუცვლი...რომ დავიწყე მართლა არ ვიცოდი,რომ ამ სახლის სერიალი არსებობდა.იმას არავინ იფიქრებს,რომ ჩემგან აიღეს :დდ ყველა იტყვის,რომ მე გადავიღე სერიალისგან ))ასე რომ არ მოხდეს,დღეიდან მოთხრობას
Bloody Island-სისხლიანი კუნძული ერქქმევა ))

მეორე შენიშვნა:ამ მოთხრობას იმისთვის არ ქვია საშინელებათა,რომ თქვენ კითხვისას შეგეშინდეთ და დეპრესიაში ჩავარდეთ :დდ
ანუ ნუ ითხოვთ ჩემგან შეუძლებელს.მე საშინელებთა ფილმიც არ მაშინებს და მოთხრობიდან მკითხველი შეაშინო ისე რომ უკან გახედვის თავიც არ ქონდეს,ასეთი რამ არ შემიძლია ))ვგულისხმობ,რომ ეს უბრალოდ გასნხვავებული მოთხრობაა რაც დამიწერია და არ შეიძლება კითხვისას იგრძნო,ის რაც მაგალითად საშინელებათა ფილმის ყურებისას ))
იმედია მოგეწონებათ ახალი თავი ))
Romeo Vs Juliet-ი მთვარდება და ამას და Party In The U.S.A.-ს გავაგრძელებ ))
For:Teenager *–ყველაზე მეტად ელოდებოდა)

ლეიტონმა საწყალი თვალებით ამომხედა და მოყოლა დაიწყო:
–იმის შესამოწმებლად რომ ყველა კარი დაკეტილი იყო სამზარეულოში გავედი...კარი მართლაც დაკეტილი იყო,მაგრამ გარედან შევხედე რომ რაღაცამ გაანათა.ლამპიონები ტყის მხარეს აღარ არი,თანაც შუქი ალაგ–ალაგ ჩნდებოდა.ძალიანაც არ შემშინებია და კარს მივუახლოვდი.ვერაფერს შევხედე,ცოტა ხანი კვლავ ველოდი შუქის გამოჩენას.უკუნითი ღამე არ იძროდა,თითქოს ის შუქი რომელსაც შევხედე,უბრალოდ მომელანდა,თითქოს მიწამ ჩაყლაპა.დამვშიდებით გავაღე კარები და გარეთ გავედი.–ამ ადგილას ცოტა ხანს გაჩერდა.ღრმად ამოისუნთქა.ჩვენ ყველა ისეთი ინტერესით ვუსმენდით,არ მოგვეწონა რომ შეჩერდა,ალბათ ყველას დაავიწყდა,რომ დაჭრილი იყო,არცთუ სახარბიელო მგდომარეობაში მყოფს,ალბათ ახლა საუბრის თავი ყველაზე ნაკლებად ქონდა.
–მერე?მერე რა მოხდა ლეიტონ?–შეშინებული ენი ორი ნაბიჯით წინ გამოიწია

–დააცადე–თვალები დავუქაჩე–ხომ უყურებ არ არის კარგად?!საკმაოდ სერიოზული ჭრილობაა ჩვენ კი წამლების უკმარისობის გამო,არაფრის გაკეთბა შეგვიძლია..
ხმა არავის ამოუღია.ყველას ისღა დაგვრჩენოდა უბრალოდ დავლოდებოდით,როდის შეძლებდა ლეიტონი გაეგრძელებინა ეს საზარელი ამბავი.
–წყალი ხომ არ გინდა?–შეეკითხა მას ლინდსი
თვალები გაახილა და გადმოგვხედა
–რომ მახსენდება,რომ მახსენდება ცუდად ვხვდები–ტირილი დაიწყო.

–დაწყნარდი,დაწყნარდი–დავამშვიდე და ხელები მოვხვიე–თუ არ შეგიძლია....
არ დამამთავრებინა–გარეთ გავედი,და მერე წესიერად არაფერი მახსოვს.უკნიდან მძიმე საგანი ჩამარტყეს,აი ამ ადგილას–და კეფის ქვემოთ დაიდო ხელი.–გავითიშე.გონზე მაშინ მოვედი,როდესაც შავებში ჩაცმული არსება,ტყისაკენ მიმათრევდა.მისი ხელი ჩემს ფეხს ეხებოდა.გამომხედავდა თუ არა,კვლავ წინ იყურებოდა.სახეზეც რაღაც ქონდა გადაფარებული,მაგრამ მიუხედავად ამისა მისი შემობრუნება მაინც მაშინებდა.ძალა გამოცლილს არაფრის გაკეთება შემეძლო.ყველაფერი მტკიოდა–კლავ ტირილი დაიწყო.

გარეთ უკუნითი ღამე,რომელსაც ლამპიონის ჩაბჟუტული შუქები ვერაფერს აკლებდა.ოკეანის ტალღების შემაძრწუნებელი ხმა,ტყის ხეების ხშირი შრიალი,და მოულოდნელად ამოვარდნილი ქარი,ყველაფერს კიდე ამძმიებდა.
ლეიტონის მონაყოლმა ყველა შეგვაშინა.მიუხედავად იმისა,რომ ახლა ყველა დასწყნარებლები ვიყავით,ლეიტონი მაინც ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იყო.ვაწყნარებდი,მაგრამ შინაგანად მე ორმაგად ვღელავდი.
ტანში უცნაურმა შიშის გრძნოობამ დამცრა.
თითქოს მხოლოდ ახლა მივხვდი ყველაფერს.თითქოს ვერ ვცდილობდი,ამ საზარელი სიზმრიდან თავის დაღწევას და უძლურად სიკვდილის მოლოდინში,რაღაცას გაშმაგებული ველოდი.
ახლა ამას მხოლოდ მე კი არა ყველა მიხვდა.
–ვიღაცას ჩვენი,ყველა ჩვენგანის მოოკლვა უნდა–გადაჭრით თქვა დეივდიმა და ფეხზე წამოდგა

–შოკში ვარ! არ მინდა სიკვდილი,არ ვართ სიკვდილის ღირსნი,ჩვენ ხომ ცხოვრება ახლა დავიწყეთ–დაიწყო ტირილი კეიტმა,როგორც ყველაზე სუსტი ნერვების მქონე გოგომ..
ყველა რაღაცას განიცდიდა და თავის გრძნობებს ხმამაღლა გადმოცემდა.
ძალიან არეული სიტუაცია შეიქნა.ყველა მომავალ საშიშორებაზე უთითებდა,გადარჩენის გზის პოვნაზე კი არავინ არაფერს ამბობდა...
–ყველა გაჩუმდით–თითქოს ჩემი სათქმელი დაგმა თქვა,ფეხზე წამოდგა და გაბრაზებულმა გადახედა ბავშვებს

–იქნებ სანამ ცოცხლები ვართ,ვიბრძოლოთ ამ სიცოცხლისთვის.ასე ადვილად ნებდებით სუყველა?
–დანებებას არ ვპირებ–მტკიცედ ვთქვი და წამოვდექი
–მოდი იქნებ ტირილსა და შიშს მეგობარზე ვიზრუნოთ, რომელიც სიკვდილის პირასაა.
–შენ რა ვერ ხვდები?ჩვენ არაფერი შეგვიძლიია.ვიღაც ტყის კაცი,მოსაკლავედ დაგვსდეს და ეშმაკმა იცის,როდის მოგვადგება და..–ანერვიულებულმა ლინდსიმ თავი ვეღარ შეიკავა.

–ის ერთია ლინდსი,ჩვენ კი თხუთმეტნი ვართ,..
–და რა იცი რომ ერთია?რა იცი რომ კუნძული მისნაირებით არაა სავსე.ჩვენ გავიჭედეთ.მაგრად დაგვერხა ძმაო–ლოგანი ფეხზე წამოდგა და გაბრაზებულმა სკამს გაკრა ფეხი
–იქნებ ყველაფერი გავაკრვიოთ.იქნებ არის რაიმე გზა,რითაც შევძლებთ ვინმეს დავუკავშირდეთ.ნუთუ ყველანაირი სიგნალი დაიკარგა,კუნძული დედამიწიდან ხომ ვერ გაქრებოდა?როგორ შეიძლება ვინმე არ გამოჩდნეს–თქვა ლექსიმ და გამომხედა.

მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და დანარჩენებს გავხედე.

–ყოველშემთხვევაში ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ–თქვა დაგმა.–როგორც კი გათენდება,აღმოსავლეთში წავალთ.აფთიაქიდან საჭირო წამლებს გამოვიტანთ,რათა ლეიტონი ხელში არ ჩაგვაკვდეს,გასაგებია?–როგორც ყოველთვის ამ პიროვნებამ ცოტაოდენი თავდაჯერებულობა დაგვიბრუნა და რაღაცის იმედი მოგვცა.
როგორც ის, არ ვაპირებდი ბედს  შევგუებოდი და ასე ადვილად მეთქვა ყველაფერზე უარი...
რიგ–რიგობით ვიძინებდით...ყველანი ერთად ვიყავით.
შეიძლება ცოტა სასაცილოდაც ჟღერს,მაგრამ მაშინ სასაცილოდ საქმე არავის გვქონდა..როცა ჩემი ე.წ.მორიგეობა დასრულდა,თავი ლექსის დავადე და მალევე ჩამეძინა...
დილის 6 საათი იყო,როდესაც ლინდსის ხმა გავიგონე.
მან თქვა,რომ უკვე შეგვიძლია აღმოსავლეთში წასვლა...
ბევრი ვიკამათეთ და ბოლოს მე,ლინდსი,დაგი,ტომი,ენი და დეივიდი წავედით..

 
სახლიდან გამოვედით თუ არა ირგვლივ მიმოვიხედეთ.
სიმშვიდე სუფევდა.ოკეანეც ჩაწყნარებულიყო და ხეების შრიალიც ჩამწყდარიყო.
ნელ–ნელა მივუყვებოდით ექვსივენი გზას და არაფერს ვამბობდით.დრო და დრო უკან–უკან ვიყურებოდით...
ლამპიონები ჯერ კიდევ ანათებდა
–კი  მაგრამ ლამპიონებს ვინ აქრობს,როდესაც დღეა?შეამჩნია ეს ვინმემ?ვინმე ჰო უნდა აკონტროლებდეს ამას–თქვა ენმა და მაღლა აიხედა.
–მართალია–კვლავ შიშის გრძნობა დამეუფლა და ხელები ამიკანკალდა.

-მართალია,ვინ აკონტოლებს ელექტროენერგიას კუნძულზე?–ეს თქვა თუ არა დაგმა შუქები ჩაქრა.
–აი კითხვაზეც გვიპასუხეს–ძალით გაიღიმა ტომმა და ჩვენთან ახლოს დადგა.
–იქნებ ჯეისონმა და ტაილერმა იცოდეს რამე ამის შესახებ–გამახსენდა,რომ ისინიც მარტონი არიან,კუნძულის მეორე მხარეს.
–თუ საერთოდ ცოცხლები არიან ))–გამომხედა ლინდსიმ
–და ცალკე რატომ არიან?იქნებ ჩვენთან გადმოსვლა შევთავაზოთ,ისინიც ჩვენსავით ცუდ დღეში არიან–თქვა დეივიდმა და ირგვლივ კვლავ მიმოიხედა...
თანდათანც გზის იმ საშინელ ადგილს ვუახლოვდებოდით,რომელსაც ორივე მხრიდან ტყე ეკრა.რომ არა დილა,და ამომავალი მზის სხივები,ამ ადგილას გავლაზე ნამდვილად უარს ვიტყოდი...
მშვიდად მივდიოდით.ყველა რაღაცაზე ფიქრობდა,ყველას ერთი კითხვა ებადებოდა,ყველა ერთ რაღაცას ცდილობდა,
ყველა ერთ რამეს ნატრობდა– გ ა დ ა რ ჩ ე ნ ა ს.!
მოულოდნელად შორტის ჯიბეში,მობილურის ვიბრაცია ვიგრძენი,
რომელიც წამიერი იყო
არც მეგონა რომ თან მქონდა.ყურადღება არ მიმიქცევია.მეგონა მომელანდა.
მაგრამ მაინც ამოვიღე და ეკრანს დავხედე
–ო ღმერთო ჩემო.!ახლა არა,მაგრამ რამოდენიმე წამის წინ დაიჭირა–წამოვიყვირე და მოსული სმს გავხსენი
გამოტოვებული ზარები იყო.ბოლომდე არმოსული.მხოლოდ ლექსის მამის ნომერი ვიცანი.
–არა,არა,არა,ვერ ვიჯერებ–წამოვიყვირე კვლავ.
–მომეცი სწრაფად–მითხრა დაგმა და მობილური გამომართვა.
მაღლა აწია და ირგვლივ სიარული დაიწყო.
–ცოტა უკან ვიყავით,როდესაც ვიბრაცია ვიიგრძენი–და ადგილისკენ მივუთითე.
უკან გავყევით.ყველანი მობილურის ეკრანს მივშტერებოდით.ვცდილობით სიგნალი დაგვეჭირა
–არ მოდის.როგორც ჩანს წამიერი იყო–თქვა ბოლოს იმედდაკარგულმა დაგმა
–ყოველშემთხვევაში შესაძლებელია,რომ დაიჭიროს
–სანაპიროდან ქვები ამოვიტანოთ და ეს ადგილი დავნიშნოთ–თქვა დეივიდმა
–მართალია.გოგონებო აქ დარჩით–მითხრა დაგმა.ტომთან და დეივიდთან ერთად სანაპიროსაკენ გააიქცა,რომელიც უკან გვქონდა ჩამოტოებული.ჩვენ კი მარტონი დავრჩით.ადგილიდან არ ვიძროდით.
–რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?–დაჯდა ასფალტზე ენი
–ბედი დაგვცინის.–ცინიკურად ჩაილაპარაკა ლინდსიმ
–და თან როგორ–მაღლა ავიხედე.

თვალი ტყისაკენ გამექცა..
–იქ ვიღაც დგას თუ მეჩვენება?–ჩუმად ვთქვი და აკანკლებული ხელი ენის ბეჭზე დავადე.

Romeo Vs Juliet-ი მთვარდება და ამას და Party In The U.S.A.-ს გავაგრძელებ ))
თუ რათქმაუნდა მოგწონთ და გინდათ–აბა რას იტყვით?

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1116 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-02-21 Spam
shokiiiiiiii iyoooooooo.vaime deda ra magaria
momentshi martla shemeshinda.tan simgerac iseti gaq dartuli
aucileblad gaagrdzele ra.