მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 14 » Blah))))))
8:11 PM
Blah))))))
MY BioGraPhY
ჰაჰ,თურმე სასწაულებიც ხდება ^^ 
მოკლედ,ჩემს შესახებ))))

Hallohallo))))) რას ვიფიქრებდი,კიდევ თუ გამიჩნდებოდა სიახლის დადების სურვილი,უკვე აღარც ვიცი ეს როგორ ხდება)))))) ლოგიკურად ,ამ საიტზე ჩემს პირველ სიახლეს ,ჩემი თავის წარდგენას დავუთმობ. უკვე 101-ე დღეა რაც ამ საიტზე ვარ ,საკმაოდ უჩვეულო დღეა რადგანაც საიტებზე სიახლეების დადებას დიდი ხანია თავი დავანებე.ბევრ შეცდომას იპოვით,ამიტომ იმ მოდერატორს წინასწარ ვუხდი ბოდიშს,რომელსაც ამის შესწორება მოუწევს და კიდევ მადლობას, იმისთვის რომ ამის ნებისყოფა ეყო))))თქვენ კი,ვისაც კითხვა ჯერ კიდევ არ შეგიწყვიტავთ ჩემს მოკლე ბიოგრაფიას გაგაცნობთ,მიუხედავად იმისა ,რომ ვხვდები ჩემი კომენტარებიდან გარკვეული წარმოდგენა უკვე ჩამოყალიბებული გაქვთ(უმეტესობას არცთუ ისე კარგი:დ))
სახელი ,გვარი:ანა დოლიძე დაბადების თარიღი:1998 წლის 25 იანვარი,15 წლის .(უკვე მეათე კლასის მოსწავლე^^) საცხოვრებელი ადგილი:თბილისი სომაღლე,წონა : 169 სმ ,55 კგ ჰოროსკოპი:მერწყული (ძაან კომუნისტურად დავიწყე,არაუშავს საქმემ მოითხოვა) ამ საიტზე როგორც უკვე ავნიშნე 101 დღეა რაც ვარ ,დაწერილი მაქვს 250 კომენტარი . ძირითადად დაინტერესებული ვარ წიგნების კითხვით,ფეხბურთით(reali<3) და ვამპირის დღიურებით..
საყვარელი მომღერალი არ მყავს ,მაგრამ ძირითადად Passenger-ს და Ed Sheeran-ს ვუსმენ ,ვხედავ მათში რაღაც განსხვავებულს , არ გვანან ყოველ მეორე ჩვეულებრივ ''ვარსკვლავებს''და არ აქვთ მათსავით უაზრო შემოქმედება,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ არ ვუსმენ,ხანდახან ადამიანი ყველაფრის ხასიათზე ხარ) მომღერლებთან შედარებით,ჩემი საყვარელი ჯგუფების რაოდენობა უფრო დიდი სიუხვით გამოირჩევა:Pink Floyd,Coldplay,The Beatles,Stereophonics,One Republic,30 Second To Mars და აღარ მახსენდება :დ სიმღერა, რომელსაც შემიძლია ვუწოდო ჩემი შთაგონების წყარო Comfotably numb-ია,მისი მოსმენის დროს განსაკუთრებულად დადებითი ემოციებით ვიმუხტები ))
 საყვარელი მსახიობები(ჩემო ოქროს ხუთეული):ლეონადო დიკაპრიო ,ჯონი დეპი, ალ პაჩინო,ჰიტ ლეჯერი,ბრედ პიტი.მათგან ''ოსკარი'' მხოლოდ ალ პაჩინოს და ჯიტ ლეჯერს აქვთ-მანაც მხოლოდ სიკვდილის მერე მიიღო,ამიტომაც არ ვარ დაინტერესებული ამ და სხვა დაჯილდოებებით,ჩემი აზრით ნამდვილ ნიჭს დიდად ვერ ხედავენ.
რაც შეეხება ფილმებს ,ჩემთვის კარგი ფილმის ყურება ყველაზე დიდი განტვირთვა და სიამოვნებაა. საყვარელი ფილმებიდან გამოვარჩევდი:კალათბურთელის დღიური,ქალის სურნელი,კაცი რომელმაც ყველაფერი შეცვალა,ველურ პირობებში და ეს სია უსასრულოდ გრძელდება... 
ამმ,მივადექი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს,წიგნები,არ ვიტყვი ,რომ დაბადებიდან დამყვა წიგნის სიყვარული,პირიქით 3 წლის წინ ყველაზე საშინელ და საძულველ პროცესად მიმაჩნდა,თუმცა გარდატეხის ასაკმა ,ბევრ კარგ თუ ცუდ თვისებებთან ერთად ,წიგნის სიყვარულიც ჩამინერგა ,არ ვყოფ წიგნებს შემდეგ კატეგორიებად:კარგი და ცუდი წიგნი.თითოეული წიგნი რაც კი წამიკითხავს, რაღაცას მასწავლის ცხოვრებაში,მაგრამ გამორჩეული წიგნები რათქმაუნდა ბევრი მაქვს : ''კაცი რომელიც იცინის''-ჰიუგო ,''მთვარის მოტაცება''-კონსტანტინე გამსახურდია და ''უთავო მხედარი''-მაინ რიდი ,ამ უკანასკნელმა შემაყვარა წიგნები და რა ''სასწაული'' წიგნიც არ უნდა წავიკითხო ,ჩემს გულში მას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ,მოგეხსენებათ ყველაფერი პირველი ,განსაკუთრებულად გამახსოვრდება ,გაყვარებს ან პირიქით გაძულებს თავს ))))))
ვამპირის დღიურები<3 ამ სერიალზე ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს , ჩემი ემოციების და გრძნობების გამოხატვა არ მეხერხება,ამიტომაც დამრჩება რაღაც სათქმელი და გული დამწყდება ,ვიტყვი მარტო ერთს,ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გავა ,ყოველთვის ასეთად დარჩება .თავდაპირველად ,ადამიანს ,რომელსაც თვაილაითისადმი გარკვეული სიმპიატიები ჰქონდა ,ეს სერიალი მის ერთ-ერთ პლაგიატად მიიჩნია და უნახავად უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდა ,მაგრამ ერთმა დელენას ვიდეომ ყველაფერი შეცვალა ,თავიდან სერიალი მეგონა ელენასა და დეიმონზე იყო,რადგანაც სურათებში თუ ვიდეოებში ,ძირითადად ისინი დომინირებდნენ,მაგრამ პირველ სერიაშივე დანახულ სტეფანზე :''ეს საერთოდ ვინაა??'',ასე თუ ისე სერიალში გარკვევის შემდეგ მივხვდი ,რომ მართლა დეიმონსა და ელენაზე იყო ,ეს არი ისტორია სიყვარულზე ,რომელმაც უთიერთობის ყველანაირი გზა და ეტაპი გაირა )))
 ხასიათები :ოოო,რა მძიმე ვარ :დდ ,სიმკაცრითა და პირდაპირობით გამოვირჩევი,რასაც ხალხი ძირითადად ,უზრდელობად და სიუხეშედ თვლის .ცოტა უცნაურად ვიგებ ყველაფერს და ყოველთვის ხშირი დავა მაქვს ყველასთან ,განსაკუთრებით ქართულის მასწავლებელთან,არასოდეს ემთხვევა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს.თუ ადამიანი არ მომწონს ,ყველანაირად ვაგრძნობინებ,შეწუხების შემთხევავაში,ამიტომაც ყველამ იცის ,ვინ რას ნიშნავს ჩემთვის ,ხშირად პირში უთქვამთ ''ვერ მიტან ხო??'' პასუხს ძირითადად არ ვცემ ,პასუხი მათსავე კითხვაშია :დ,მაგრამ თუ ადამიანთან კარგი დამოკიდებულება მაქვს ,მისთვის ძალიან ბევრი რამ შემიძლია გავაკეთო.ცინიკოსი ვარ ,რაც ყველაზე უარყოფით ტვისებად მიმაჩნია ჩემს თავში.დრომ ბევრი რამ მასწავლა ,განსაკუთრებით მეგობრების არჩევა,იყო ადამიანი ,რომელსაც ნადვილ მეგობრად ვთვლიდი,მაგრამ ბოლოს იმედები გამიცრუა,ახლაც ძალიან მიყვარს ,რადგანაც ვთვლი,რომ თუ ადამიანი ოდესმე მართლა გულწრფელად გყვარებია,ამ გრძნობას ,ვერაფერი შეცვლის,თანაც მე ის ადამიანი ჩემს მეორე დად მიმაჩნდა,სამწუხაროა ,რომ იმედები გამიცრუა .ახლა კი ნამდვილ მეგობრად მხოლოდ ერთი ადამიანი მიმაჩნია ,გამოცდილებიდან ვიცი,რომ ბიჭებს ჩვენზე უკეთესი მეგობრობა შეუძლიათ )))
საიტი: ამ საიტზე ადრე დაურეგისტრირებლად ,რამდენიმე მოთხრობას ვკითხულობდი,განსაკუთრებით ნუკიტოს მოთხრობა მომწონდა და ახლაც ასეა ,მაგრამ მოქმედი მოთხრობებიც ძალიან საინტერესოა,რასაც ვკითხულობ,summer paradise და party in the USA-ორივე ავტორის წერის სტილი მომწონს ,საკმაოდ დახვეწილი და საინტერესოა)))))ნერვები მეშლება როდესაც გვიან დებენ მოთხრობას :დდ.ამ საიტის წევრებზე მართალია ,შორიდან ,მაგრამ მაინც ჩამომიყალიბდა გარკვეული წარმოდგენა ,განსაკუთრებით რამდენიმე ადამიანი მომწონს: ამ ორი მოთხრობის ავტორი ,missbarnes,-Mary♥ ,და კიდევ რამდენიმე )) საყვარელი გამონათქვამი:Do what's right,not what's easy )))))) საკმაოდ ბევრი ვიბოდიალე :დ ,მაგრამ არ მიყვარს ზედაპირული საუბარი ,)))))))ვინც აქამდე ჩამოვიდა და არ გაგიჟდა მადლობა მოთმინებისთვის .:))))) ძალიან მაინტერესებს ,თქვენი აზრი ჩემს შესახებ,თუ არ გეზარებათ დაწერეთ ,მაგრამ თუ აპირებთ დააკონენტაროთ შემდეგი :''კარგი სიახლეა''სჯობს ისე გახვიდეთ ,როგორც შემოხვედით,ეს ზოგადი ფრაზები მაღიზიანებს ))))))) 10x)


daamowma-miss♥martina
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 969 | დაამატა: Ann))) | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-06-16 Spam
Ana anna, haha)) bolodan meorevaro kargi iko)))
Msaxiobebiii))<3 oskarze getanxmebii.. Namdvilad bevri msaxiobia romelsac ekutvnis magram samwuxarod ar aqvt ..( rac chamotvale da + jimmy)
Momwons is rom wignebit xar gatacebuli)) aseti adamianebi yoveltvis sainteresoebi arian!
Shens komentarbs rac sheexeba .. Ubralod vityvi rom pirdapiri xar.. Ar vambob es tviseba adamianshi cudiametqi an piriqit..(nu ra tqma unda orpir adamianebs ati atasjer jobia) magram vfiqrob yvelafers aqvs sazgvari ( shenze ar miigo ise vambob :d) piriqit JusT FrIenDs?-ze rac damiwere sul madlobebi maqvs satqmeli)) mixaria,rom am siashic movxvdi!) da amistvis madloba!! <3
Imedi maqvs shens siaxleebs kide vixilavt da ufromaxlos gaagicnobt!))