მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 15 » Black... Color Of The Past ♡
6:11 PM
Black... Color Of The Past ♡
ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამდენი ხანი გალოდინეთ. მაგრამ სრული მკრახი მქონდა :x აი, არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა. მოკლედ რომ ვთქვა კრიზისი მქონდა )) იმედია მაპატიებთ 


თავი 3
*ახალი სამყარო*
ადამიანები დიდი უბადრუკი ადამიანები ვართ. გვჯერა, გვწამს ყველაფრის... გვტკივა, ვწუხვართ ყველაფერზე... ბედნიერებასა და უბედურებისათვის სულ პატარა რაღაც გვკმარა. ყველაფერს შეუძლია ჩვენი გახარება ან წყენა. 
ჩვენ, ადამიანები, ძალიან ადვილად ვეგუებით ვიღაცას ან რაღაცას. ბოლოდ კი მასთან განშრება ძალიან გვიჭირს. ასე ხდება ყოველთვის გვიყვარდება - ვშორდებით - გვტკივა - ვტირით - ვივიწყებთ და შემდეგ ისევ, ისევ მეორდება ყველაფერი. ესაა ადამიანის უბადრუკი ცხოვრების უცვლელი წესი. ის არ იცვლება, ბრუნავს, მეორდება, ურღვევია... ის არ სრულდება. ცხორებაში ხომ არაფერი სრულდება და ყველაფერი მეორდება. არაფერია იქ ახალი... 
რა მოხდება ერთ დღესაც თვალი რომ გაახილო და სრულიად ახალ სამყაროშ აღმოჩნდე? სადაც არაფერია ნაცნობი, სადაც არავის იცნობ და რაზეც არაფერი იცი?
-მმმ... სად ვარ? - ძალიან ჩმად, გულში ჩაილუღლუღა დენიელმა. ის გონს მოდიოდა. ყველაფერი ბუნდოვანი იყო. მისთვის რაც მოხდა, თითქმის ყველაფერი, სიზმარი იყო. მაგრამ აცნობიერებდა კი ამას? ის ხვდებოდა, რომ ყველაფერი, რაც ნახა, შეიგრძნო და გაიგონა რეალური იყო. მაგრამ არ უნდოდა. არ უნდოდა რომ ასე ყოფილიყო. მას მთელი გულით უნდოდა რომ გაღვიძებოდა, ეს ყველაფერი დავიწყებოდა. მაგრამ... ბურუსი ნელ-ნელა იფანტებოდა, ყველაფერს ნათელი ეფინებოდა. ის უკვე ისმენდა ხმებს, გარე ხმებს.
-ეეე... კარგი რა ეგ როგორ მოგივიდა? ადამიანი როგორ ვერ შენიშნე?
-ჰოლ გეუბნები ის იქ არ იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდა. ერთ წუთში გაჩნდა. 
-კარგი რა რეებს ბოდიალობ? როგორ შეიძებოდა ციდან ჩამოვარდნილიყო? მთლად გარეკე შენ რა... ნეტა შენი თავისთვის მოგასმინა. რაებს ბოდიალობ... - ეს საუბარი დანიელს ყრუდ ესმოდა. ხან სიტყვებს გარკვევით არჩევდა, ხანაც არ ესმოდა. თითქოს ითიშებოდა, თითქოს გონებას კვლავ კარგავდა. 
რამდენიმე წუთში მომჯობინდა. უკვე საათის ისრების ტიკ-ტიკიც ესმოდა, ხმები მკაფიო იყო. თვალებს ნელ-ნელა ახელდა. უკვე ხელებს იმორჩილებდა. წამოწევა შეეძლო. ბიჭი თავს ძალას ატანდა, ხელებს ეყრდნობოდა რომ წამომჯდარიყო. და როგორც იქნა წამოჯდა. უცებ ხმები გაჩერდნენ. უკვე ნაბიჯების ხმა გაისმა. ის დენიელისაკენ მიდიოდა. ამ დროს გოგონას ხმა გაისმა - როგორ ხართ სერ? - ამან დენი თითქოს გამოაფხიზლაო. თვალები საბოლოოდ გაახილა. მან გოგონას სახე დაინახა. ეს სწორედ ის გოგო იყო, რომლის სახეც ბუნდოვნად, მაგრამ მაინც დაინახა გათშვამდე. 

-სად ვარ? - ბოლოს და ბოლოს ამოილუღლუღა „ბიჭმა მომავლიდან"
-საავადმყოფოში
-კერძოდ? - შეუსვენებლად, მაგრამ ხველებით გააგრძელა დენიელმა
-კლინიკა New Life-ში
-კერძოდ - არ ეშვებოდა დენიელი
-ააა... - გოგონა დაიბნა - New-York-ში თუ ეს გაინტერესებთ
-არა - უკვე ფერი დაუბრუნებოდა. ბიჭ უკვე მკაფიოთ ხედავდა მოსაუბრეს. მკაფიოთ ესმოდა მისი ხმა და თვითონაც თავისუფლად ლაპარაკობდა - რომელი წელია?
-რა? მგონი ძალიან ძლიერად დაგარტყით - ჩაეცინა გოგონას. ამ ირონიაზე დენიელი გაბრაზდა და უკვე ხმამაღლა შეჰყვირა
-რომელი წელია? - ამ შეყვირებაზე მეორე გოგონა, რომელიც კუთხეში იჯდა და რაღაცას წერდა, შეხტა. 
-2013 წლის 13 აპრილი - გაოგნებისაგან ძლივს წარმოთქვა დენის წინ მდგომმა
-აჰა! ძალიან კარგი - დენიელმა ამოიოხრასავით და წამოდგომა დააპირა. წამოდგა კიდეც, მაგრამ წაბორძიკდა. გოგონამ ხელი შეაშველა, მაგრამ დენმა ისეთი თვალებით გახედა რომ მაშინვე გამოეცალა. 
-სად მიდიხართ? - ჩაერთო მეორე, კუთხეში მჯდარი გოგო. ბიჭს ხმა არ ამოუღია, იქვე დადებულ პიჯაკს მოკიდა ხელი და გზა განაგრძო - სად მიდიხართქო გეკითხები. შენს ნებაზე არავინ გაგიშვებს. 
-ეგ არაა შენი საქმე - შეუბღვირა დენიელმა. კარი გააღო და პალატიდან გავიდა. პალატაში გოგონები ორიოდე წუთი ჩუმად, გაუნძრევლად იდგნენ. შემდეგ კი გოგონამ, რომელიც დენიელს ესაუბრებოდა სიჩუმე დაარღვია
-вот придурок! - მეორეს ჩმად ჩაეღმა და კვლავ წერა განაგრძო. 
დენიელი ნელ-ნელა, ბორძიკ-ბორძიკით მიუყვებოდა საავადმყოფოს დერეფანს. ძლივს დადიოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა. წინ და წინ მიდიოდა. რატომ? მას უნდოდა გაეგო როგორი იყო მზე, როგორ ცხოვრობდნენ წარსულში. მაგრამ ალბათ უფრო, გულის სიღრმეში იმედი ქონდა, რომ ეს ყველაფერი ან ტყუილი, ან სიზმარი იქნებოდა, მაგრამ არა... მიუხედავად ამ დაუოკებელი სურვილისა, ის აცნობიერებდა რომ ეს რეალობა იყო. რეალობა, რომელიც არ ინდობდა. მან მართლაც, რომ იმოგზაურა დროში. გადმოვიდა 12013 წლიდან 2013 წელში იმისათვის რომ შეეცვალა მომავალი, გადაერჩნა კაცობრიობა... 
ის ნელ-ნელა მიაბიჯებდა წინ და წინ. კარს ნელ-ნელა აღებდა და ვერ იჯერებდა, რომ სადაცაა, წამი-წამზე იხილავდა მისთვის სანატრებ მზეს. შეიგრძნობდა მის სხივებს, ვერ იჯერებდა, რომ გარეთ გავიდოდა ყოველგვარი კოსტუმის გარეშე და არ შეეშინდებოდა, რომ ყინულის დიდ გროვად გადაიქცეოდა. 
დენიელი კარს მიაწვა. ის გაიღო და გარე სინათლემ თვალი მოსჭრა. სითბო ნელ-ნელა აღწევდა მის სხეულში და ათბობდა მას. ეს იყო სასიამოვნო, არა საოცარი, ენით აღუწერელი გრძნობა. მან პირველად მისი ცხოვრების მანძილზე შეიგრძნო სითბო, შეხედა მზის სხივებს. ის იდგა შუა New-York-ში და მზეს ეფიცხებოდა. 
-25 წელია ასეთი სასიამოვნო რამ არ შემიგრძვნია - გაიფიქრა გულში. ის თითქმის საათ იდგა ერთ ადგილზე და მზის მწველი სხივებით ტკბებოდა. როცა გული იჯერა ამ „საოცრებით" ქალქის დათვალიერება გადაწყვიტა. ის პირველად ხედავდა ასე თავისუფლად მოსიარულე მილიონობით ადამიანსა და მანქანს. მისთვის უცხო იყო ეს ყველაფერი. ისეთი გრძნობა ეუფლებოდა თთქოს თავიდან დაიბადა და პირველად ქონდა საშუალება შეეცნო სამყარო. ის იდგა იქ, სადაც დგომაზეც ადრე ოცნებობდა და უყურებდა „პეიზაჟს", რომელიც ადრე მხოლოდ ეკრანიდან ენახა. ამ სანახაობით თავი რომ იჯერა, მეთიუს მოძებნა გადაწყვიტა. ტელეფონი აიღო(ტელეფონი მომავლიდან გამოატანეს) და მეგობარს დაურება
-სად ხარ მეთ?
-სასტუმროში. შენ თვითნ სად ჯანდაბაში ხარ? - ყვიროდა მეთი
-მე მანქანით გამიტანეს და ახლა აზრზე არ ვარ სად ვდგავარ
-სასტუმროს მისამართს გამოგიგზავნი და აქ მოდი
-აჰა - ტელეფონი დაკიდა და მეგობრის SMS-ს დაელოდა. მეთმა მალევე მოწერა. დენიელმა ტაქსი გააჩერა და სასტუმროსაკენ წავიდა. ნომერში რომ შევიდა მეთი ეტაკა

-ჰაჰაჰა... ნუ გადამრიე მანქანა როგორ დაგეჯახა? - სიცილით კვდებოდა
-შენ იცინე და... პორტირების შემდეგ პირდაპირ ასვალს დავენარცხე და მასაც ბორბლებში შევუვარდი
-აუ რა სანახავი იქნებოდა - მეთ სიცილით იგუდებოდა
-იცინე იცინე. შენ სად ჩავარდი?
-მე? მე ბუჩქებში
-იღბლიანო - ამოიხვნეშა დენმა, რომელიც მაცივართან მისულიყო და წყლის ბოთლს ხსნიდა. 
-ხო მართლა აი შენი საბუნები. ხომ გახსოვს არა ინსტრუქცია?
-მახსოვს მახსივს. აბა მანახე - მეთმა პასპორტი ესროლა. დენიელი ყურადღებით კითხულობდა მის „ახალ" მონაცემებს. შემდეგ მომავლიდან წამოღებული დოკუმენტების კითხვა დაიწყო, რომ გაეგო რას აკეთებდა მისი ახალი „მე" 25 წლის მანძლზე წარსულში. ასევე იქცეოდა მეთც. ამ კითხვაში ჩამოღამდა კიდეც. 
-დენ ხვალ რას ვაკეთებთ?
-რა თქმა უნდა, Global Enterprise-ში წავალთ და სამსახურს ვიშოვით
-კარგი რა... ეგ მოიცდის წამო გავიაროთ, გავერთდ და მერე ვეძებოთ სამსახური
-კაი რა ბიჭო. რა გეგულავება? დროზე მოვრჩეთ ამ ყველაფერს და უკან დავბრუნდეთ. 
-ააა? შენ რა იმ გაპარტახებულ, უსიცოცხლო მომავალში გინდა? - მეთი ხმას ნელ-ნელა უწევდა
-ხო ხო მინდა - დავი დაუქნია დენმა
-კარგი რა! რა გინდა იქ? 
-როგორ თუ რა მინდა - ახლა უკვე დენი უწევდა ხმას - ჩვენ აქაურობას არ ვეკუთვნით. ეს ყველაფერი ჩვენთვის უცხოა. ჩვენ 12013 წლიდან ვარ, ეს არ არის ჩვენი დრო.
-მერე გავხადოთ ჩვენი...
-შევიყვაროთ, ვიმხიარულოთ. ჩვენი ნება არაა.
-არა არ არის მეთ. ჩვენს იმედზეა მილიარდამდე ადამიანი. და კიდევ დაფიქრდი. რა მოხდება ჩვენ რომ აქ მოვიწყოთ ცხოვრება?
-მომავალი შეიცვლება. როგორც ჩვენ გვინდა
-არა ის ისე არ შეიცვლება როგორც საჭიროდა. კარგი რა ტვილი გაანძრიე - და ხელი უჯიკა მეთს
-აუ კარგი რა. მე აქ მინდა ამ მზიან პერიოდში. მე სიცოცხლე მინდა ბოლოს და ბოლოს.
-მეთ როცა ჩვენ აქ წამოვედით ჩენს სურვილებზე უარი ვთქვით. ის ჩვენ აღარ გვეკუთვნის. ჩვენ დავთმეთ მათ ქონის უფლება, უკვე აღარ გვაქვს სხვა გზა. ჩვენი მოვალეობა ხვალ Global Enterprise-ში წავიდეთ პროექტი შევაჩეროთ და უკან დავბრუნდეთ
-კი მაგრამ მე ეგ არ მინდა.... ამის დედაც - იყვირა მეთმა და გარეთ გავიდა

იმედია იმედები არ გაგიცრუეთ და ეს თავიც მოგეწონებათ <3
კიდევ ერთხელ ბოდიში დაგვიანებისათვის

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 818 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-05-15 Spam
raa pataraaaa<3
maale