მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » Black... Color Of The Past ♡
9:32 PM
Black... Color Of The Past ♡
ეს თავი მინდა ვაჩუქო ჩემს უსაყვარლეს და ყველაზე ნიჭერ ადამიანს. ჩემს ცუდ ბიჭს holy♡queen... მგონი იცი რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ ))...
კიდევ ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისათვის <3 გაფრთხილებთ მე მარიამოზე ზარმაცი ვარ :დ


თავი 2
*უკან წარსულში... მომავლისთვის*
ფერები... ერთი დიდი, ულამაზესი სამყაროა... ფერები არის ყველგან. ფერები არის ყველაფერი. ჩვენ სამყაროს ფერებით აღვიქვამთ. ყველაფერს თავისი ფერი აქვს. ცა ცისფერია, ზღვა - ლურჯი, ბალახი - მწვანე, სისხლი - წითელი... ფერი ყოველთვის რაღაცასთან ასოცირდება. მაგალითად ბავშვობა. ბავშვობა ვარდისფერია. ჩვენ, ყველა ბავშვობაში, ყველაფერს ვარდისფერი სათვალიდან ვუყურებდით. ჩვენთვის ყველაფერი ვარდისფერი იყო. ვოცნებბდით ვყოფილიყავით კოშკში გამოკეტილი პრინცესები, როგორც რაპუნცელი... დაგვკარგოდა ფეხსაცმელი, როგორც კონკიას... გვყოლოდა მეგობარი 7 ჯუჯა, როგორც ფიფქიას... გვყოლოდა პრინცი, როგორც ყველა მათგანს... მაგრამ გადის დრო და ჩვენ ვიზრდებით. ვარდისფერი სათვალეც ნელ-ნელა ინსხვრევა და საბოლოოდ ტყდიბა. მაშინ კი უკვე ქრება ვარდისფერი და ჩნდება ორი ახალი ფერი... შავი და თეთრი ანუ შავ-თეთრი... რასთან ასოცირდება შავი და თეთრი? შავი - სიბნელე, მარტოობა, უბედურება, შიში, წ ა რ ს უ ლ ი... თეთრი - მშვიდობა, იმედი, ნათელი, მ ო მ ა ვ ა ლ ი... რატომ? იმიტომ რომ წარსულში ყოველთვის არის მომენტი, რომლის შეცვლაც გვინდა. რისი დავიწყებაც გვინდა და ვისურვებდით, რომ ის საერთოდ არ მომხდარიყო.. მომავალი კი იმედის შუქურაა. ჩვენ არ ვიცით რა გველის ამიტომ მთელი გულით გვჯერა, რომ იქ... მომავალში... ყველაფერი კარგად იქნება. სწორედ, ამიტომაა შავი - ფერი წარსულისა... თეთრი კი ფერი მომავლისა...
ეს ასეა ჩვენთვის. მაგრამ დენიელისა და მეთიუსთვის კი ასეა არაა. მათ იციან მომავალი. ისინი მომავლიდან არიან... ამიტომ მათთვის ამ ფერებმა ადგილები იცვალეს. მათთვის მომავალი გახდა ტკივილი, ხოლო წარსული კი იმედი.. ანუ მათთვის თეთრი გახდა ფერი წარუსულისა, შავი კი ფერი მომავლისა...
წარსულში გამგზავრება ბევრ სირთულესთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი. ყველაზე მთავარი კი იყო თუ როგორ დაუკავშირდებოდნენ ბიჭები წარსულიდან, შტაბს, მომავალში... მეცნიერები ამაზე დიდი ხანი ფიქრობდნენ, ბოლოს კი გამოიგონეს რაიცა, რომელიც დროის ბარიერს გადალახავდა და საშალებას მიცემდა დენიელსა და მეთიუს ნებისმიერ დროს დალაპარაკებოდნენ მომავალში უფროსებს...

-დენ ცოტა არ იყოს ავნერვიულდი... - ნერვიულობა მართლაც რომ პიკს აღწევდა, მაშინ როცა ბიჭები უკვე პლათფორმაზე იდგნენ და წარსულში დასაბრუნებლად ემსაზებოდნენ. მათ ყველა შეჰყურებდა. უნდოდათ საკუთარი თვალით ენახათ ადამიანის პირველი გამგზავრება დროში... ყველას თვალებში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. უკვე გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე... 
-მეც ძაან ვნერვიულობ - ანერვიულებული ხმით უპასუხა დენიელმა და მეგობარს სევრდიანი თვალებით გახედა
-კაცობრიობის ბედი ჩვენზეა დამოკიდებული - ღრმად ამოიოხრა მეთმა
-აჰა... მთელი კაცობრიობის - ამოილუღლუღა დენიელმა თუ არ უცებ მძიმე, ბოხი ხმა გაისმა
-აბა ბიჭებო მზად ხართ? - იკითხა ამ ბოხმა ხმამ
-მგონი კი - ორივემ ეჭვნარევი ხმით ჩაილაპარაკეს
-ვიცი ნერვიულობთ მაგრამ... თქვენ ჩვენი ბოლო იმედი ხართ
-ეჰ რა დამამშვიდე - წარბები აწია მეთმა და კიდევ ერთხელ ამოიოხრა
-კარგით აბა სამ თვლაზე პორტალში შედიხართ - თქვა უკვე ქალის მკაცრმა ხმამ
-გასაგებია - ამოიოხრა დენმა
-ერთი - დაიწყო ქალის ხმამ - ჩართეთ პორტალი!!!...
-ორი - უკვე ბოხმა ხმამ თქვა - მიუთითეთ თარიღი... 2013 წლის 3 მარტი
-მოემზადეთ - გააგრძელა ქალმა - სამი... წავედით - ბიჭებმა კიდევ ერთხელ ამოისუნთქეს. იქაურობას თვალი კიდევ ერთხელ მოავლეს, ბოლოჯერ გაიგონეს იქ შეკრებილი ხალხის შეძახილები და პორტალში შევიდნენ. 
ყველაფერი ტრიალებდა. ისეთი შეგღზნება დაეუფლათ ჩვენს გმირებს, რომ თითქოს ძალიან სწრაფ ატრაქციონზე იჯდნენ და სადაც იყო ცუდად გახდებოდნენ. ირგვლივ ყველაფერი ბურუსში იყო. არაფერი არ ჩანდა. მათ თვალები გახელილი ქონდათ მაგრამ იმდენად ბურუსით იყო მოცული ყველაფერი, რომ ერთმანეთსაც კი ვერ ხედავდნენ. თან თვალებში და ყურებში რაღაც ქვიშასავით ეყრებოდათ. ამიტომ გადაწყვიტეს რომ თვალები დაეხუშათ. ორივე ნერვიულობდა. არა უკვე ორივეს ეშინოდა. რა მოხდებოდა არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ არ იცოდნენ, რა დახვდებოდათ იქ არ იცოდნენ. მათ არაფერი არ იცოდნენ... ახლა ისინი დროის პორტალში იყვნენ მარტონი. ორივეს უნდოდა ძალიან უნდოდა,რომ ეს სიზმარი ყოფილიყო და მალე გაღვიძებოდათ, მაგრამ არა ეს რეალობა იყო, და მას ვერაფერი შეცვლიდა. „იქნებ დავიღპოთ?" - ორივეს გულს უღრღნიდა ეს ფიქრი. ისინიც ხომ ადამიანები იყვნენ და მათაც არ უნდოდათ სიკვიდილი... ასე ფიქრებში გართულებმა გადაწყვიტეს რომ ერთმანეთ მოეძებნათ, მაგრამ ვერა. ამ ბურუსში ვერაფერი ნახეს. უკვე ერთი საათი გავიდა. ისინი ისევ ჰაერში ეკიდნენ და „ბურთაობდნენ". გაურკვეველ ადგილას, გაურკვეველ დროში მიდიოდნენ, რთული მისიით.... მათ უნდა გადაერჩნათ მომავალი... უცებ... გამოჩნდა თვალისმომჭრელი, კაშკაშა შუქი. ბინდი გაიბანტა, ქვიშა გაიბნა... ყველაფერი განათდა. ნათელი... იქაურობა ნათელმა მოიცვა... ბიჭებმა ერთი წამით ერთმანეთი დაინახეს. და ორივემ ერთხმად იუყვირა ერთმანეთს სახელი... უცებ... რაღაც ძალამ ისინი საპირისპირო მხარეს გაიტყორცნა... გამოჩნდა ქალაქი.... მეთი რაღაც რბილზე დაეცა... დენიელმა კარგა ხანს იტრიალა ჰაერში. შემდეგ კი როგორც იქნა რაღაც მაგარზე დაეცა... წამით გონება დაკარგა, მაგრამ შემდეგ გააცნობიერა რომ ბეტონზე ეგდო... თვალები გაახილა და ისევ კაშკაშა შუქი... მაგრამ ამჯერად ის ისე ახლოს იყო... და უცებ გოგონას ხმა გაიგონა: „კარგად ხართ?".

 ის აზრზე, ვერ მოვიდა სად იყო. რა ხდებოდა. ვინ იყო ეს გოგო. ის ვერაფერს ვერ ხვდებოდა...

მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო იმ სიტყვებისთვის რაც წინა თავთან დაკავშირებით მითხრეს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის
იმედია იმედები არ გაგიცრუეთ და ეს თავიც მოგეწონებათ <3
კიდევ ერთხელ ბოდიში დაგვიანებისათვის

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1083 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 171 2 »
2013-04-27 Spam
dzaan magariaaa♥male gaagrzelee:** dzan momewona <3