მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 21 » Black... Color Of The Past ♡
6:17 PM
Black... Color Of The Past ♡
კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ კონკურსში ხმა მომეცით და ამ მოთხრობის დაწყების საშუალება მომეცით... ასევე მინდა გითხრათმ, რომ პირველი თავის წერა რთულია და ძალიან გთხოვთ ძალიან ძალიან მკაცრად ნუ გამსჯით )) ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, პირიქით კრიტიკას ყოველთვის სიამოვნებით მივიღებ... ასე რომ, ველი თქვენგან შენიშვნებს


თავი 1
*დარღვეული ბუნების კანონი*
ცხოვრება... უაზრო, უმიზნო რამაა. რა არ უნდა აკეთო, იშრომო ყველაფერი ამაოა. ბოლოს მაინც მოგვიკაკუნებს სიკვდილი, ბოლოს მაინც ყველა მიწას დავუბრუნდებით და ის რაც ადრე ვიყავით. „მიწა იყავ და მიწად იქეც" - აი, ესაა ამ უაზრო ცხივრების დევიზი. ჩვენ, ადამიანები, ვცდილობთ გადავრჩეთ, დავიმკვიდროთ ადგილი, მაგრამ რისთვის? ბოლოს ხომ დაგვივიწყებენ, ბოლოს ხომ მაინც მოვკვდებით? სიკვდილის შემდეგ ხომ ყველა დაგვივიწყებს, აღარავის ვემახსოვრებით? მაშ, რატომ? რატომ ვიბრძვით? რატომ ვეძებთ ადგილს, რომელსაც ადრე თუ გვიან მაინც დავკარგავთ? იქნებ იმიტომ, რომ სიცოცხლეში არ დაგვივიწყონ... იქნებ იმიტომ, რომ სიკვდილის შემდეგ თუ არა სიცოცხლეში მაინც ვიყოთ ვიღაც და დავტოვოთ რაღაც, რაც ერთი წამით მაინც მოაგონებს სხვას ჩვენს შესახებ:
„ასე ხდება ქვეყანაზედ - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,
მაგრამ ვაი, იმას ვისაც სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება."
ცხოვრება სასტიკია. ის არ დაგინდობს. შეგეშლება? წაიბორძიკებ? წაიქცევი? ცხოვრება არ მოგცემს ამოსუნთქვის საშიალებას. ის გაგთელავს, გაგანადგურებს. სწორედ, ამ დროს ხოლმე ადამიანს წარსულის შეცვლის ან მომავლის გაგების სურვილი. ასე იყო და იქნება მარად... „რა გველის მომავალში?" - მარად საკაცობრიო კითხვაა, რომელზეც პასუხი ვერავინ ვერცერთ ეპოქაში ვერ გასცა.
მაგრამ მოდით ერთი წამით წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა, რომ ადამიანს წამით მაინც დაენახა მომავალი... იქნებოდა ქაოსი... ზოგისთვის სასიამოვნო, ზოგისთვის კი უიმედო მომავალი ყველას დააკარგვინებდა მოსვენებას. მაგრამ მიუხედავად ამ ქაოსისა ადამიანის დაუოკებელი სურვილია გაიგოს რა ელის... აი, ესაა ჩვენი ოცნება, აუხდენელი ოცნება. რატომ აუხდენელი? იმიტომ რომ დრო ერთ დიდ ჯაჭვს გავს, რომელსაც არ აქვს არანაირი ნაკლი, ბზარი და რამდენიც არ უნდა ეცადო მას ვერ გააჩენ, ვერ დააზიანებ. როგორც არ უჩნდება ბზარი ამ ჯაჭვს, ისევე არ უჩნდება ის დროს. ის მიდის, მისი შეჩერება შეუძლებელია. მას ვერ შეანელებ, ვერც ააჩქარებ, ვერც წინ წახვალ, ვერც უკან. სწორედ, ამიტომაა ადამიანი უძლური დროსთან. მას არ ძალუძს შეცვალოს ან წარსული ან მომავალი. აწმყო? ძალუძს კი ადამიანს აწმყოს შეცვლა? ჩემი აზრით, არა... იმიტომ, რომ რაც გაწერია ადრე თუ გვიან მაინც ახდება, მაინც მოხდება ის, რაც გარდაუვალია...

121 საუკუნე 12013 წელი
კაცობრიობა განადგურების პირასაა. ბუნება გაბრაზდა... ყველაფერი ყინულს, სიცივეს მოუცავს. მზეს სხივები გამოლევია და დედამიწას გათბობაზე უარი უთხრა. მხოლოდ მთვარე დარჩა ერთგული. დადგა ჟამი დაბნელებისა, დიდი გამყინვარებისა. ბუნებამ დაძინა, თეთრი ფუმფულა საბანი გადაიფარა და გაღვიძებაზე უარი განაცხადა. დადგა საუკუნო ზამთარი... ჰაერში უკვე საუკუნეა აღარ დატრიალებულა ყვავილთა საოცარი სურნელი, უკვე საუკუნეა ჩიტები აღარ აჭიკჭიკებულან. მდინარეები გაიყინენ, ხეები აღარ შრიალებენ... უკვე საუკუნეა არც გაზაფხული, არც ზაფხული და არც შემოდგომა აღარ მოსულა. მხოლოდ ზამთარი, საუკუნო სიცივე... ბალახი ყინულმა შეცვალა, მობუზული ჩიტები ლოლოებმა, მდინარეები, ზღვები და ტბები ყინულის მუდმივმა საფარმა. ადამიანის მიერ შექმნილი საოცრებები თოვლის დიდ გროვებად ქცეულიყო. აი, როგორ დასაჯა ბუნებამ ადამიანი. მან გააქრო მზე და მიწა სამუდამო ზამთრისთვის გაიმეტა. 
მაგრამ ადამიანი იბრძვის, იბრძვის იმისთვის, რომ გამოსწორდეს, შეიცვალოს, ითხოვოს პატიება, მაგრამ ამაოდ. მან გააცნობიერა, რომ „ძალა ერთობაშია", მაგრამ უკვე გვიანია, უკვე გვიანია ერთობა. ყველაფერი ნადგურდება. ადამიანის ბატონობის ხანა სრულდება...

-დენიელ ო’ბრაიან! მეთიუ ვესტ! პრეზიდენტი თავისთან გიბარებთ
-ჩვენ? თავად პრეზიდენტი? კი მაგრამ რატომ? - მოულოდნელობისაგან წამოიყვირა მეთმა
-მე რა ვიცი. წამოდით და გაიგებთ
-ოჰო! არ მეგონა თუ თავად პრეზიდენტს დავჭირდებოდი - თავს იქებდა მეთი
-კარგი რა ტვინი ნუ წაიღე. ჩუმად წამოდი რა - აბუზღუნდა დენიელი
-აჰა! კარგი კარგი უჟმურო - ამის შემდეგ არცერთს ხმა არ ამოუღიათ. ორივე გაურკვევლობაში იყო. ორივეს ცნობისმოყვარეობა კლავდა. ისე მართლაც რაში უნდა დაჭრვებოდა თავად აშშ-ს პრეზიდენტს ორი სრულიად უბრალო ბიჭი?
-მისტერ ო’ბრაიან! მისტერ ვესტ! - მიეგება პრეზიდენტი სტუმრებს, როცა მის კაბინეტში შევიდნენ
-ბატონო პრეზიდენტო! - ორივემ ერთხმად თქვა
-აბა, დასხედით ბიჭებო ნუ გერიდებათ... მგონი მიკიბ-მოკიბვას ჯობია პირდაპირ საქმეზე გადავიდე
-დიახ, მგონი  ეგრე ჯობია - დაეთანხმა დენიელი
-ალბათ, ორივემ იცით ჩვენი ისტორია... წარსულში ადამიანმა მზეზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, რათა სურდა სითბოს ალტერნატიული წყარო შეექმნა. მაგრამ ყველაფერი მკრახით დასრულდა. მზე გაქრა
-და დადგა დიდი გამყინვარების ხანა - შეაწყვეტინა დენიელმა
-ეს ყვეაფერი ჩვენთვის უკვე ცნობილია - ჩაერია მეთი
-რა თქმა უნდა, ცნობილია - გაეღიმა პრეზიდენტს - თქვენ ამ კოტეჯებზეც უნდა იცოდეთ. რა არის და რას წარმოადგენს?
-რა თქმა უნდა - დაიწყო დენიელმა - სიცივისგან თავის დასაცავად ადამიანმა შექმა ეს კოტეჯები, რომლებშიც ახლა ჩვენ ვართ. ისინი არ უშვებენ გარედან სიცივეს და შიგნიდან სითბოს
-დიახ, მაგრამ ამჯერად ყველაფერი გართულდა
-რა გართულდა? - იკითხა მეთმა
-გარეთ ტემპერატურა იმდენად დაეცა, რომ კოტეჯები სიცივეს ვეღარ უძლებენ. ისინი მალე გამოუსადეგარნი გახდენიაბ. ჩვენ კი არ გვაქვს რესურსი, რომ ისინი შევაკეთოთ. ეს სიტუაცია არამარტო ჩვენთან ამერიკაშია. ასეა ყველგან, მთელ მსოფლიოში. მოკლედ, რომ ვთქვათ თუ რამე არ მოვიმოქმედეთ ადამიანი მალე გადაშენდება...
-რაიმე გამოსავალი არის? - აუღელვებელი ხმით იკითხა დენიელმა
-კი არის... მეცნიერებმა შექმნეს მანქანა, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავბრუნდეთ წარსულში და გამოვასწოროთ შეცდომები, შევცვალოთ მომავალი
-ანუ თქვენ დაარღვიეთ ბუნების კანონი...
-შექმენით დროის მანქანა - გაოგნებული სახით თქვა მეთმა
-დიახ
-მაგრამ ეს შეუძლებელია - ისევ აუღელვებლად თქვა დენიელმა
-თავიდან მეც პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მეცნიერებმა ის შექმნეს და უკვე გამოცადეს კიდეც
-მუშაობს?
-რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კი მუშაობს
-და ჩვენ რა შუაში ვართ? - გაიკვირვა დენიელმა
-თქვენ ორივე კარგი ფიზიკოსები ხართ. ასევე ორივეს გავლ სამხედრო მომზადება
-და ეგ რა შუაშია? - წამოიყვირა მეთმა
-იმ შუაშია, რომ თქვენ ორნი საბჭმ აგირჩიათ.... თუ რა თქმა უნდა, თქვენი სურვილი იქნება გვინდა, რომ გაგგზავნოთ წარსულში...
-ჩვენ? წარსულში? - უკვე დენიელის სიმშვიდესაც კი მოეღო ბოლო
-დიახ, გვინდა გაგგზავნოთ უკან 2013 წელში... იქ სადაც დაიწყო ყველაფერი...

ძალიან დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ))
გთხოვთ დატოვოთ კომენტარები და კრიტიკა არ დაიშუროთ <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1079 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 201 2 »
2013-04-26 Spam
wow.. seriozuli motkhrobaa