ბიონსესა და ჯეიზის ხმის ჩამწერი სტუდია კულისებს მიღმა ახალ პროექტზე მსჯელობს. მათ სერ რიჩარდ ბარტონის კოსმოსურ ხომალდზე კლიპი უნდა გადაიღონ.
ხომალდი კოსმოსში პირველად წელს გაფრინდება. ის 6-ადგილიანია და ერთი მგზავრის გადაყვანა 780 000 ევრო ღირს. ვიდეო მაშინ ჩაიწერება, როდესაც მგზავრები 6-წუთიან უწონადობაში იქნებიან.
"უკვე დიდი ხანია კოსმოსში ვიდეოს გადაღების შესახებ არის საუბარი. ბიონსეს და ჯეიზის ეს იდეა რეალურად მიაჩნიათ. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოვა", - აცხადებს წყარო.
ვარსკვლავურ წყვილს ფული არ ენანება. მათ ახალშეძენილი შვილისთვის 1 მლნ ევრო სულ რაღაც 3 დღეში დახარჯეს.
|