სტეფანი მეიერი ბინდი პროლოგი ადრე სიკვდილზე სერიოზულად არასოდეს მიფიქრია, თუმცა ბოლო დროს ამის მიზეზი საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ მაშინაც კი როდესაც ასეთი აზრები თავში მომდიოდა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა. სუნთქვაშეკრული ვიდექი და სიხარულით მოელვარე თვალებში ვუყურებდი, დიდი დარბაზის ბოლოში მდგარ მაძებარს.. გაიღო საკუთარი სიცოცხლე სხვისთვის, მითუმეტეს საყვარელი ადამიანისთვის კარგი გზაა სიცოცხლის დასასრულებლად. ვხვდებოდო რომ სწორედ ფორქსში ჩამოსვლით ჩავიგდე თავი საფრთხეში, მაგრამ ამას მაინც არ ვნანობდი, მიუხედავად სულისშემძვრელი შიშისა. როდესაც ყველაზე სანუკვარი ოცნებები ახდენას იწყებს, ადრე თუ გვიან განგება მაინც გაზღვევინებს ამისთვის. მაძებარმა ნაზად გამიღიმა და ნელა მომიახლოვდა.
თავი პირველი პირველი შთაბეჭდილებები დედამ ფანჯრებჩაწეული მანქანით მიმიყვანა აეროპორტში. ფენიქსში 25 გრადუსი სითბო იყო, ცა იდეალური, უღრუბლო ლურჯი. ჩემი საყვარელი ბლუზი მეცვა, უმკლავებო, თეთრი თასმებით; ეს ჩემი გამოსამშვიდობებელი ჟესტი იყო. თბილი ქურთუკი თან მეკავა ხელში. ვაშინგტონის შტატის ჩრდილო-დასავლეთით ოლიმპიურ ნახევარკუნძულზე არსებობს პატარა ქალაქი ფორქსი, თითქმის მუდმივი ღრუბლების ქვეშ. ამ არათანმიმდევრულ ქალაქში უფრო ხშირად წვიმს, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების სხვა რომელიმე ადგილზე. სწორად ამ ქალაქის და მის ბნელ, ყველგან მყოფ ჩრდილს გაექცა დედა და მეც თან გამიყოლა, როცა სულ რამდენიმე თვის ვიყავი. სწორედ აქ მიწევდა ზაფხულში ერთი თვის გატარება ყოველ წელს, სანამ 14 წლის გავხდებოდი. მას შემდეგ კი აქედან ფეხი ამოვიკვეთე; ამის ნაცვლად, ბოლოს 3 ზაფხულის განმავლობაში, მამაჩემი, ჩარლი, ჩემთან ისვენებდა კალიფორნიაში 2-2 კვირით. სწორედ ფორქსი იყო ის ქალაქი სადაც ახლა ჩემი ნებით გადავდიოდი საცხოვრებლად- გადაწყვეტილება, რომლიც უდიდესი ტანჯვის ფასად მივიღე. მე მძულდა ფორქსი. სამაგიეროდ ფენიქსი მიყვარდა. მიყვარდა მზე და გულის გამაწყალებელი სიცხე. მიყვარდა მისი ხმაური და ცხოვრების ჩქარი ტემპი. _ბელა,- მითხრა დედამ- უკვე მეათასედ- სანამ თვითმფრინავში ჩავჯდებოდი. -შენ ვალდებული არ ხარ წახვიდე. დედა ძალიან მგავს, განსხვავება მხოლოდ მოკლე თმებსა და სიცილშია. გული შიშით შემეკუმშა როცა მის ფართო ბავშვურ თვალებს შევხედე. როგორ უნდა დამეტოვებინა ჩემი საყვარელი, მერყევი და თავქარიანი დედა თავისი თავის ანაბარა? მას რა თქმა უნდა ახლა ფილი ყავდა, ამიტომ გადასახადების საქმე მოგვარებული იქნებოდა, მაცივარშიც მუდმივად საჭმელი, საწვავი დედას მანქანაში და ამას გარდა მას ეყოლებოდა ადამიანი ვისაც დაურეკავდა თუ დაიკარგებოდა, მაგრამ მაინც.... _მინდა წასვლა, - ვიცრუე. ტყუილები არასდროს მეხერხებოდა, მაგრამ ამ ტყუილს ისეთი სიხშირით ვამბობდი ამ ბოლო დროს, რომ უკვე თითქმის დამაჯერებლად ჟღერდა. _ჩარლის მოკითხვა გადაეცი. _კარგი. _მალე გნახავ,- დაიჟინა. -როგორც კი მოგინდება შეგიძლია მაშინვე დაბრუნდე სახლში- მეც მაშინვე დავბრუნდები როგორც კი დაგჭირდები. მაგრამ ეს rom მითხრა მის თვალებში მსხვერპლი დავინახე. _ჩემზე ნუ ღელავ,- შევაგულიანე,-ყველაფერი დიდებულად იქნება. მიყვარხარ, დე. წუთით მაგრად ჩამეხუტა, შემდეგ თვითმფრინავში ავედი, ის კი თვალს მიეფარა. ფენიქსიდან სიეტლში გადაფრენას 4 საათი სჭირდება, კიდევ ერთი საათი პატარა თვითმფრინავით პორტ-ანჯელესში გადაფრენას უნდა, შემდეგ კი მანქანით ერთსაათიანი მგზავრობაა საჭირო ფორქსამდე. ფრენა დიდად არ მაწუხებდა, აი, ჩარლისთან ერთად მანქანაში მთელი საათის გატარებაზე კი ცოტა არ იყოს ვღელავდი. ჩარლი მართლა მშვენივრად განეწყო ამ ყველაფრის მიმართ. გულწრფელად ნასიამოვნები ჩანდა, რომ მასთან პირველად გადავდიოდი საცხოვრებლად ამდენი ხნით. მან უკვე გამატარა რეგისტრაციაში ადგილობრივ საშუალო სკოლაში და აპირებდა მანქანის ყიდვაშიც დამხმარებოდა. მაგრამ ის მაინც უეჭველად ვიცოდი, რომ ჩარლისთან ყოფნისას მაინც ვიგრძნობდი უხერხულობას. ვერცერთ ჩვენგანს ვერ უწოდებდით ენაწყლიანს, თანაც არ ვიცოდი რა შეიძლებოდა მეთქვა გულგრილობის გარეშე. ვიცოდი, რომ ის ჩემი გადაწყვეტილებით რბილად რომ ვთქვათ ცოტათი დაბნეული იყო__ დედაჩემისა არ იყოს, არც მე არ დამიმალია ოდესმე, რომ ფორქსი მეზიზღებოდა. პორტ ანჯელესში რომ ჩავფრინდი წვიმდა. თუმცა ავის მომასწავებელ ნიშნად არ მიმიღია- ეს უბრალოდ გარდაუვალი იყო. მზეს უკვე დავემშვიდობე. ჩარლი თავისი კრეისერით მელოდა. ესეც მოსალოდნელი იყო. ჩარლი პილიციის ოფიცერი სვონი იყო ფორქსის პატივცემული მოსახლეობისთვის. ჩემი პირველი მიზეზი რატომაც მინდოდა მანქანის ყიდვა, ჩემი მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, იყო ის, რომ არ მინდოდა ქალაქში სახურავზე მოციმციმე წითელ-ლურჯ შუქებიანი მანქანით მევლო. არაფერი აფერხებს მოძრაობას ისე როგორც პოლიციელი. ჩარლი უხერხულად მომეხვია ცალი მხრით, როცა თვითმფრინავიდან ჩამოვბროძიკდი. _მიხარია შენი ნახვა ბელს,- ღიმილით მითხრა, როცა ავტომატურად დამიჭირა და შემაკავა. -მაინცდამაინც არ შეცვლილხარ. რენე როგორაა? _დედა კარგადაა, მეც მიხარია შენი ნახვა, მა, - Carli ნებას არ მრთავდა სახელით მიმემართა. მხოლოდ რამდენიმე ჩანთა მქონდა. ჩემი არიზონული ტანსაცმლის უმეტესობა შეუფერებელი იყო ვაშინგტონისთვის. დედაჩემმა და მე ამოვწურეთ ჩვენი სახსრები, რომ ზამთრის გარდერობი როგორმე შემევსო, თუმცა მაინც საკმაოდ ღარიბული იყო ის. ყველაფერი ადვილად მოთავსდა კრეისერის საბარგულში. _მაგარი მანქანა ვიპოვე შენთვის, თან ნამდვილად იაფად!-გამომიცხადა, როცა უსაფრთხოების ღვედებს ვიკრავდით. _რა მანქანაა?- დავეჭვდი, რადგან არ მომეწონა მისი სიტყვები „მაგარი მანქანა შენთვის" , მერჩივნა უბრალოდ ეთქვა „მაგარი მანქანაო". _პიკაპია, შევროლე. _სად iSove? _გახსოვს ბილი ბლექი ლა პუშიდან?- ლა პუში ინდიელების პაწაწინა ნაკრძალია სანაპიროზე. _არა. _ზაფხულში ჩვენთან ერთად თევზაობდა ხოლმე.- მიკარნახა ჩარლიმ. ეგ უკვე ყველაფერს ხსნიდა, რატომ არ მახსოვდა იგი. ყოვველთვის კარგად გამომდიოდა უსარგებლო ინფორმაციის დაბლოკვა. _ახლა ის ინვალიდის ეტლში ზის.- გააგრძელა ჩარლიმ როცა არაფერი ვუპასუხე. -მანქანას ვეღარ ატარებს, ამიტომ შემომთავაზა, რომ იაფად მომყიდდა პიკაპს. _რომელწლიანია?- მისი გამომეტყველების ცვლილებით მივხვდი, რომ ეს იყო კითხვა, რომელზეც იმედი ქონდა, რომ არ დავსვამდი. _ძრავაზე ბევრი იწვალა ბილიმ- მხოლოდ რამდენიმე წლისაა, მართლა. იმედი მქონდა მასე ცუდად არ მიცნობდა ჩარლი, რომ დაეჯერებინა ასე იოლად დავნებდებოდი. „როდის იყიდა პიკაპი ბილიმ?" _მგონი 1984-ში. _ახალი იყიდა? _ისა, არა. ახალი ადრეულ სამოციან წლებში იყო- დიდი დიდი გვიან ორმოცდაათიანებში.- გაუბედავად აღიარა. _ჩარ..მამა, მანქანებზე არაფერი არ ვიცი. რამე რომ გაუფუჭდეს ვერ შევაკეთებ, ხელოსნისთვის კი ფული არ მაქვს... _ბელა, ნაწილები კარგად მუშაობს. ასეთებს უკვე აღარც აკეთებენ. ნაწილები... ჩემთვის გავიფიქრე... ბოლოსდაბოლოს ზედმეტსახელად ხომ მაინც ივარგებს. _მაინც რამდენად იაფია ეგ იაფი?- ყველაფრის მიუხედავად, ეს ის ნაწილი იყო, რომელზეც კომპრომისზე ვერ წავიდოდი. _ძვირფასო, შენთვის იმგვარად იაფი, რომ მე უკვე გიყიდე. აქ გადმოსვლის აღსანიშნავ საჩუქრად.- ჩარლიმ გვერდულად გამომხედა იმედიანი გამომეტყველებით. ოჰოო. უფასოდ. _არ იყო საჭირო,მამა. ჩემით ვაპირებდი მანქანის ყიდვას. _არც მაგის წინააღმდეგი ვიქნებოდი. უბრალოდ მინდა აქ ბედნიერი იყო.- ამას რომ ამბობდა გზას უყურებდა. ჩარლის დიდად არ უყვარდა ემოციების ხმამაღლა გამოხატვა. მისი ეს თვისება მემკვიდრეობით მივიღე. მეც პირდაპირ ვიყურებოდი როცა ვუპასუხე. _ძალიან მაგარია, მადლობ. ამას ნამდვილად დაგიფასებ.- საჭირო არ იყო დამემატებინა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი ფორქსში- შეუძლებელი იყო. ჩემთან ერთად რატომ უნდა დატანჯულიყო. თანაც ნაჩუქარ პიკაპს კბილი... თუ ძრავა არ გაესინჯება. _არაფრის,- წაიბურტყუნა ჩემი მადლობებით შეცბუნებულმა. რამდენიმე კომენტარი ამინდზე გავცვალეთ, რომელიც ნესტიანი იყო და მეტისმეტად „ფართო" თემა იყო სასაუბროდ. დანარჩენ დროს კი წყნარად ვიყურებოდით ფანჯრებში. რა თქმა უნდა ლამაზ იყო აქაურობა, ამას ვერ უარვყოფ. ყველაფერი მწვანე იყო: ხეები, ხავსით დაფარული მისი ტანი, ტოტებზე ფარდაგებივით ჩამოფარებული ბალდახინი, გვიმრით დაფარული მიწა. ფოთლებს შორის ჰაერიც კი მწვანე მეჩვენებოდა. მეტისმეტი სიმწვანე იყო- უცხო პლანეტას გავდა. ბოლოსდაბოლოს მივაღწიეთ ჩარლის სახლს. ის ისევ იმ პატარა ორ საძინებლიან სახლში ცხოვრობდა, რომელიც დედასთან ერთად მათი ქორწინების შემდეგ რამდენიმე დღეში იყიდა. მათი ქორწინება ფაქტიურად სწორედ იმ დღეებისგან შედგებოდა. იქ, იმ სახლის წინ, რომელიც არასდროს შეცვლილა, ეყენა ჩემი ახალი- უფრო სწორად ჩემთვის ახალი- პიკაპი. გახუნებული წითელი ფერის იყო დიდი, მომრგვალებული გვერდებით და ამოზნექილი კაბინით. ჩემდა დიდად გასაოცრად, მე ის შემიყვარდა. არ ვიცოდი, საერთოდ გაივლიდა თუ არა, მაგრამ მასში ადვილად წარმოვიდგენდი ჩემს თავს. ამას დამატებული რკინის მყარი კონსტრუქცია, რომელიც არასდროს ზიანდება- ასეთებს ავარიის შემდეგ თუ დაინახავთ გაუკაწრავს, უცხოური მანქანების ნამსხვრევებში. _ვაა, მამა, მომწონს! მადლობ!- ახლა ჩემი ხვალინდელი შემაძრწუნებელი დღე, ბევრად ნაკლებად საშინელი იქნებოდა. არ მომიწევდა არჩევანის წინაშე დადგომა ორი მილის წვიმაში ფეხით სკოლაში წასვლასა და ოფიცერის კრეისერით მგზავრობაზე დათანხმებას შორის. _მიხარია, რომ მოგწონს,- ჩახლეჩილი ხმით თქვა ჩარლიმ, ისევ დაბნეული ჩანდა. ჩემი ნივთები ერთ ასვლაზე ავიტანეთ მაღლა. მე დასავლეთის საძინებელი მერგო, რომელიც წინა ეზოს გადაჰყურებდა. ოთახი ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო; ის დაბადებიდან მე მეკუთვნოდა. ხის იატაკი, ღია ცისფერი კედლები, მაღალი ჭერი, გაყვითლებულ არშიიანი ფარდები ფანჯრებზე- ეს ყველაფერი ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო. ერთადერთი ცვლილება რაც ჩარლიმ ამ ოთახში განახორციელა, იყო ბავშვის საწოლი ჩვეულებრივით შეცვალა და საწერი მაგიდა დაამატა, მას შემდეგ რაც წამოვიზარდე. მაგიდაზე ახლა ნახმარი კომპიუტერი იდო, მოდემისთვის განკუთვნილი ტელეფონის სადენი იატაკზე იყო დასტეპლერებული უახლოეს სატელეფონო აპარატამდე. ეს დედაჩემის მოთხოვნა იყო, რომ ადვილად გვეკონტაქტა. ჩემი ბავშვობის დროინდელი სარწეველა სავარძელი ისევ კუთხეში იდგა. კიბის თავში ერთადერთი პატარა სააბაზანო იყო, რომლის ჩარლისთან გაზიარებაც მომიწევდა. ვცდილობდი ამაზე ბევრი არ მეფიქრა. ჩარლის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ თავს არ მოგაბეზრებს. მარტო დამტოვა, რომ მშვიდად ამოვბარგებულიყავი და დავლაგებულიყავი, ასეთი გმირობები დედაჩემს ნამდვილად არ შეეძლო. მარტო ყოფნა კარგი იყო, რადგან იძულებული არ ვიყავი ყალბად გამეღიმა და კმაყოფილი გამომეტყველება მიმეღო; შვებას ვგრძნობდი, როცა მოღუშული მივჩერებოდი თავსხმა წვიმას და რამდენიმე ცრემლის წვეთს გაქცევის ნებას ვაძლევდი. თუმცა ნამდვილი ტირილის გაგრძელების ხასიათზე არ ვიყავი. ამას ძილისწინისთვის შემოვინახავ, როცა მომავალ დილაზე ფიქრი მომიწევს. ფორქსის საშუალო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა შემაშინებლად უდრის მხოლოდ 357- ამიერიდან 358 მოსწავლეს. იქ, საიდანაც ჩამოვედი, მხოლოდ დაბალ კლასში სწავლობდა 700ზე მეტი მოსწავლე. აქ ყველა ბავშვი ერთად გაიზარდა- ალბათ მათმა ბებია-ბაბუებმაც ერთად აიდგეს ფეხი. მე აქ ალბათ ახალი გოგონა ვიქნები, დიდი ქალაქიდან, ცნობისმოყვარეობის ობიექტი, უცნაურობა. შეიძლება ტიპიურ ფენიქსელ გოგოებს რომ ვგვანებოდი, ეს ჩემს უპირატესობად მექცია. მაგრამ გარეგნულად, ვერცერთ ადგილს ვერ ვერგები. უნდა ვყოფილიყავი გარუჯული, სპორტული, ქერა- ფრენბურთის მოთამაშე ან გულშემატკივართა გუნდის კაპიტანი- ეს ყველაფერი ხომ მზიან მხარეში ცხოვრებას შეესაბამება. ამის ნაცვლად, სპილოსძვლისფერკანიანი, ყავისფერი თვალები და არაჟღალთმიანიც კი ვიყავი მუდმივი მზიანი ამინდის მიუხედავად. ყოველთვის გამხდარი ვიყავი, თუმცა რაღაცნაირად ნაზი, აშკარად არაათლეტური; საჭირო კოორდინაციის უნარი მაკლდა რომ საკუთარი თავი არ დამემცირებინა სპორტის თამაშის დროს და ჩემი თავი და ჩემთან ახლოს მდგომიც არ დამეშავებინა. როცა ტანსაცმლის ძველ ფიჭვის კარადაში შელაგებას მოვრჩი, სააბაზანოს ნივთებიანი ჩანთა ავიღე და საერთო სააბაზანოში შევედი, რომ მთელი დღის მგზავრობის შემდეგ თავი მომეწესრიგებინა. სარკეში საკუთარ სახეს ვუყურებდი და თან აბურდულ, ნესტიან თმას ვივარცხნიდი. შეიძლება სინათლის ბრალი იყო, მაგრამ უკვე გაყვითლებული, ავადმყოფური შესახედაობა მქონდა. შეიძლებოდა ლამაზი კანი მქონოდა- რადგან ძალიან ნათელი იყო, თითქმის გამჭვირვალე- მაგრამ ყველაფერი ფერზე იყო დამოკიდებული. აქ ფერი საერთოდ არ მქონდა. ჩემს ფერმიხდილ ანარეკლს რომ ვუყურებდი, იძულებული გავხდი ჩემს თავს გამოვტყდომოდი, რომ თავს ვიტყუებდი. საქმე მხოლოდ ის არ იყო, რომ ფიზიკურად ვერასდროს მოვერგებოდი ფორქსს, თუ ჩემი ადგილი სამათასიან სკოლაში ვერ ვიპოვე, რა შანსი მქონდა აქ? ჩემი ასაკის ბავშვებს კარგად ვერ ვეწყობოდი. შეიძლება უფრო მართალი ის იყო, რომ ვერანაირი ასაკის ხალხს ვერ ვეწყობოდი. დედაჩემთანაც კი, რომელთანაც მთელი პლანეტის მცხოვრებლებს შორის ყველაზე ახლოს ვიყავი, არასდროს მქონია ჰარმონიული ურთიერთობა, ის არასდროს იყო ზუსტად ჩემს ტალღაზე მომართული. ზოგჯერ მიკვირდა, მეც იგივეს ვხედავდი თუ არა რასაც სხვები. იქნებ ჩემს ტვინში რაღაც ისე ვერ იყო. თუმცა მიზეზს რა მნიშვნელობა ჰქონდა. მთავარი შედეგი იყო. ხვალინდელი დღე კი უბრალოდ დასაწყისი იქნებოდა. ღამე კარგად არ მეძინა, გულიანი ტირილის შემდეგაც კი. მუდმივ წვიმის შხაპუნს და ქარის ქროლას სახურავზე ვერა და ვერ ვეგუებოდი. საბანი თავზე წავიფარე, ამას მოგვიანებით ბალიშიც დავუმატე. მაგრამ შუაღამემდე მაინც ვერ დავიძინე, სანამ ბოლოსდაბოლოს წვიმამ შედარებით წყნარად არ დაიწყო ცრა. სქელი ნისლი იყო ერთადერთი რამ რაც დილას ჩემი ფანჯრის მიღმა დავინახე და ვიგრძენი როგორ დამიარა კლაუსტროფობიის შეტევამ სხეულში. აქ ცას ვერასდროს ნახავდი; გალიასავით იყო. საუზმობა ჩარლისთან ერთად წყნარი მოვლენა იყო. მან წარმატება მისურვა სკოლაში. მადლობა კი გადავუხადე, მაგრამ ვიცოდი ტყუილად ჰქონდა ამ წარმატების იმედი. იღბალი და მე მაინცდამაინც დიდი მეგობრები ვერ ვიყავით. ჩარლი პირველი წავიდა პოლიციის შტაბში, რომელიც მისი ცოლიც იყო და ოჯახიც. მისი წასვლის შემდეგ კვადრატული ფორმის ძველ, მუხის მაგიდასთან ერთ-ერთ შეუფერებელ სკამზე ჩამოვჯექი, და მისი მუქი პანელებით მორთულკედლებიანი, კაშკაშა ყვითელ სათავსოებიანი და თეთრი ლინოლეუმის იატაკიანი სამზარეულოს თვალიერება დავიწყე. არაფერი შეცვლილა. დედაჩემმა კარადები 18 წლის წინ ყვითლად შეღება, როცა ცდილობდა რომ სახლში მზის სინათლე შემოეტანა. მომიჯნავე ცხვირსახოცის ზომის ოთახში პატარა ბუხარი და მასზე სურათების მწკრივი იდგა. პირველი ქორწილის სურათი იყო, ჩარლი და დედაჩემი ლას ვეგასში, შემდეგ სურათზე ჩვენ სამნი, ჩემი დაბადების შემდეგ დამხმარე მედდის მიერ გადაღებული, ამას მოჰყვებოდა ჩემი სკოლის სურათების სერია გასულ წლამდე. მათი თვალიერება არ მსიამოვნებდა- ვნახოთ რა გამომივა, როცა ჩარლის ვთხოვ სადმე სხვაგან დაალაგოს, ყოველ შემთხვევაში სანამ აქ ვცხოვრობ. შეუძლებელი იყო ყოფილიყავი ამ სახლში და ვერ მიმხვდარიყავი, რომ ჩარლის დედაჩემი არასდროს დავიწყებია. ამის შეგრძნებამ უხერხულობაში ჩამაგდო. არ მინდოდა სკოლაში ძალიან ადრე მივსულიყავი, მაგრამ სახლში გაჩერებაც აღარ შემეძლო. ქურთუკი ჩავიცვი, რომელიც ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან და ტოქსინებისგან დამცავ სკაფანდრს უფრო წააგავდა და წვიმაში გავაბოტე. ჯერ მხოლოდ ცრიდა, ასე რომ სანამ უცბად ავიღებდი გასაღებს მუდმივი სამალავიდან, კარის ზემოთ შვერილიდან და კარს დავკეტავდი არ დავსველებულვარ. ჩემი ახალი წყალგაუმტარი ჩექმების ჭყაპუნი ნერვებს მიშლიდა. სიარულის დროს ქვიშის ჩვეულებრივი ხრაშუნი მენატრებოდა. ძალიან კი მინდოდა გავჩერებულიყავი და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანებულიყავი ჩემი პიკაპით, მაგრამ ძალიან ვჩქარობდი ნისლიან ნესტს გავქცეოდი, რომელიც ჩემს თავზემოთ ტრიალებდა და კაპიუშონის ქვეშ ეკვროდა ჩემს თმას. პიკაპში სასიამოვნო სიმშრალე იყო. ბილის ან ჩარლის აშკარად დაესუფთავებინა ის, მაგრამ მუქი ფერის ნაჭერგადაკრულ სავარძლებს მაინც ასდიოდა თამბაქოს, ბენზინისა და პიტნის ოდნავ შესამჩნევი სუნი. ძრავა სწრაფად დაიქოქა, ჩემდა სანუგეშოდ, თუმცა ხმამაღლა, ღრიალით გამოცოცხლდა და ნელ-ნელა უფრო აუწია ხმას. ასეთ ძველ პიკაპს რომ აუცილებლად უნდა ჰქონოდა ნაკლი, სავალდებულოც კი იყო. ანტიკვარული რადიო მუშაობდა, ამას კი ნამდვილად არ ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არასოდეს მენახა მისი მოძებნა ძალიან ადვილი აღმოჩნდა. როგორც ბევრ ქალაქში, სკოლა ავტოსტრადის უკან აღმოჩნდა. ქუჩების უმეტესობა ფორქსს არმოსავლეთ–დასავლეთით კვეთდა და ანბანის ასოებით იყო აღნიშნული. ასე რომ სკოლა აღმოსავლეთის ქუჩა „ბ: ს და სპარტან–ავენიუს გადაკვეთაზე იყო. რატომღაც ქუჩის სახელი „ აღმოსავლეთის ქუჩა „ ბ" სასაცილოდ მომეჩვენა, და ჩავიხითხითე. ხოო!.. ნერვები მღალატობს. სკოლა არაფრით იყო გამორჩეული – ის მუქი წითელი აგურით აშენებული რამდენიმე შენობისაგან შედგებოდა და მხოლოდ აბრა მიგვანიშნებდა მის დანიშნულებას – „ფორქსის საშუალო სკოლა". მის გარშემო იმდენი ხე და ბუჩქი იზრდებოდა, რომ თავდაპირველად მაშინვე ვერ შევძელი მათი ჭეშმარიტი ზომების განსაზღვრა. „სადაა აქ სკოლის სულისკვეთება?"– სევდით გავიფიქრე – "სადაა მაღალი ღობე და მეტალოდეტექტორები შესასვლელებში?" მანქანა პირველივე კორპუსთან გავაჩერე, რომლის კარებზეც ეწერა „ადმინისტრაცია". სადგომზე არცერთი მანქანა არ იდგა, ასე რომ დღე არც თუ ისე იმედიანად დაიწო. მაგრამ აქეთ–იქით ხეტიალს ჯობია შევიდე და ცხრილი ავიღო. გადმოვედი თბილი სალონიდან, გავუყევი ქვის გზას, კარებზე დავაკაკუნე, ღრმად ჩვისუნთქე და შევედი. ადმინისტრაციის კორპუსი ძალიან თბილი და ნათელი იყო, რასაც ნამდვილად არ მოველოდი. კანცელარიის პატარა კაბინეტიც საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა: დასაკეცი სავარძლები სტუმრებისათვის, ძირს ხალიჩა, კედლებზე დიდი რაოდენობით პლაკატები, განცხადებები და მოწიკწიკე საათი. ათზე მეტი მცენარე დავითვალე პლასტმასის ქოთნებში, თითქოს ქუჩაში საკმარისი სიმწვანე არ იყოს! არცთუ ისე მაღალი დახლი, რომელზეც დიდი რაოდენობით ფერადი საქაღალდეები ელაგა ოთახს ორ ნაწილად ყოფდა. დახლის მიღმა სამი მაგიდა იდგა, ერთ–ერთთან კი სათვალეებიანი, დიდი წითური ქალი იჯდა. უცნობს ჯინსი და ბორდოსფერი მაისური ეცვა, მის დანახვისთანავე თავი სიცივეს მიუჩვეველ სამხრეთელად ვიგრძენი.
ქალმა შემომხედა. –რით შემიძლია დაგეხმაროთ?– მკითხა ადმინისტრატორმა. როგორც ჩანს ქალი უცხოების დანახვას მიჩვეული არ იყო. –იზაბელა სვონი– გავეცანი მე და ქალმა თავი დამიქნია. როგორც ჩანს აქ აშკარა ცნობისმოყვარეობით მელოდნენ: პოლიციის შეფის და მისი თავქარიანი მეუღლის შვილი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება! –რათქმა უნდა!–წამიყვირა ქალმა და სასწრაფოდ შეუდგა დოკუმეტების ქექვას.– აი თქვენი ცხრილი და სკოლის რუქა–როგორც იქნა მითხრა მან, და დახლზე რამდენიმე ფურცელი დამიდო. ადმინისტრატორმა ჩამომითვალა საგნები რომლებიც უნდა მესწავლა და ამიხსნა როგორ უნდა მიმეგნო საჭირო კლასებისა და ლაბორატორიებისათვის, შემდეგ მომაწოდა ანკეტა, რომელიც დღის ბოლომდე მასწავლებლების ხელმოწერებით უნდა დამებრუნებინა . –იმედია, ფორქსში უოფნა მოგეწონება!– გრძნობით მითხრა ქალმა. შევეცადე ღიმილი თავაზიანი და გულწრფელი გამომსვლოდა.
როდესაც სადგომზე გამოვედი, თავისუფალი ადგილი თითქმის აღარ იყო. პირველ გაკვეთილამდე სულ ცოტა დრო მრჩებოდა და გადავწყვიტე სკოლის ტერიტორიისათვის გვერდი ამეარა. გამიხარდა რომ მოსწავლეების უმეტესობას ჩემსავით ძველი მანქანები ყავდათ. ფენიქსში ღარიბ რაიონში ვცხოვრობდი, რომელიც ბედის ირონიით ახალ პრესტიჟულ უბანს ესაზღვრებოდა, ამიტომ სკოლის სადგომზე ახალი მერსედესის ან პორშეს დანახვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. აქ კი ყველაზე კარგ მანქანად მბზინავი „ვოლვო" ჩანდა, რომელიც ძალიან გამოირჩეოდა საერთო ფონიდან. მანქანა ყველაზე ნაკლებად შესამჩნევ ადგილზე გავაჩერე, რომ ძრავის ღმუილს ზედმეტი ყურადღება არ მიექცია. მაქანაში ვიჯექი და სკოლის რუქას ვუყურებდი, ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი რამ დამემახსოვრებინა. არანაირი სურვილი არ მქონდა რუქაში ცხვირჩარგულს მევლო სკოლაში. მგონი ყველაფერი მზადაა. ჩანთა ჩავალაგე,მხარზე მოვიკიდე და ისევ ღრმად ჩვისუნთქე. „ყველაფერი კარგად იქნება– ვიმეორებდი და საკუთარი თავის არ მჯეროდა,– არავინ არ შემჭამს" ხმაურიანად ამოვისუნთქე და პიკაპიდან გადმოვედი. საყელო ავწიე, კაპიუშონი წარბებამდე ჩამოვიფხატე და შევეცადე მოსწავლეების ხმაურიან ნაკადს შევრეოდი. აქ ჩემი შავი ქურთუკი თვალშისაცემი არ იყო, რაც ძალიან მახარებდა. სწრაფად ვიპოვე კაფეტერია და მის უკან კი კორპუსი #3, რომელსაც უზარმაზარი შავი სამიანი ეწერა კვადრატულ, თეთრ ფონზე. სულ ოთხი კარი მოჩანდა , ასე რომ საჭირო კარის მოძებნა არ გამიჭირდა. მუხლები სულ უფრო და უფრო მიკანკალებდა, თითისწვრებზე შევყევი კლასში ორ ფიგურას ჯინსის პლაშებში. რა პატარა კლასებია ამ სკოლაში! ჩემამდე შესულებმა სველი პლაშები გაიხადეს და საკიდზე დაკიდეს, მეც მათ მივბძე. ეს ორი ფიგურა გოგოები აღმოჩნდნენ– ფერმკრთალი ქერა და შავგვრემანი. მშვენიერია ჩემი კანის ფერი აქ ნამდვილად არავის გააოცებს. ანკეტა ხელმოსაწერად მასწავლებელს მივაწოდე, რომელსაც მაგიდაზე მდგარი პატარა დაფიდან თუ ვიმსჯელებდით მისტერ მეისონი ერქვა. მეისონმა ჩემი გვარი წაიკითხა თუ არა გამომცდელად შემომხედა, და მშინვე ყურებამდე გავწითლდი. ბოლო მერხზე მომიწია დაჯდომა, ეს კარგი იყო რადგან ნაკლები თვალი მომაშტერდებოდა, მაგრამ ჩემს ახალ თანაკლასელებს არც ამან შეუშალა ხელი, მე კი თავი მოვიჩვენე თითქოს წიგნების სიას ვკითხულობდი. სიაში ავტორების ჩვეუებრივი კრებული იყო: ბრონტე, შექსპირი, ჩოსერი, ფოლკნერი. სიიდან თითქმის ყველა წიგნი მქონდა წაკითხული და შვება ვიგრძენიმ მაგრამ იმედიც გამიცრუვდა. ნეტა დედა თუ დამთანხმდება ჩემი ძველი დავალებები გამომიგზავნოს, თუ მეტყვის რომ ასე მოქცევა არ არ შეიძლება. ცალი ყურით ვუსმენდი, მასწავლებლის მონოტორულ საუბარ, თან გონებაში მიზეზებს ვალაგებდი, რომლებითაც შევძლებდი დედაჩემის დარწმუნებას. როგორც იქნა ზარი დაირეკა, რომლსაც უჩვეულო მოგუდული ხმა ქონდა. მაღალი გამონაყარიანი ბიჭი მომიახლვდა, რომელსაც აშკარად დალაპარაკება სურდა. –შენ ხომ იზაბელა სვონი ხარ?–ფართო ღიმილით მკითხა მან. –ბელა– დავუზუსტე მე. ვინც კი სამი მეტრის რადიუსში იდგა ყველა რვეულებით ხელში გაშეშდა. –რა საგანი გაქვს ამის შემდეგ?–დაინტერესდა ბიჭი , მე კი ჩანთაში ჩაძვრომა მომიწია ცხრილის სანახავად. –პოლიტოლოგია , ბატონ ჯეფერსონთან მეექვსე კორპუსში–არ ვიცოდი საით გამეხედა–ირგვლივ ყველგან ცნობისმოყვარეობით მოცომციმე თვალები იყო. –მე მეოთხე კორპუსში მივდივარდა შემიძლია გაგაცილო! ღმერთო ჩემო, ამას როგორც ჩანს ადვილად თავს ვერ დავაღწევ... –მართლა, მე ერიკი მქვია –მადლობ – ჩავიბუტბუტე. ქურთუკები ჩავიცვით და წვიმაში გავედით, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერებულიყო. რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უკან ვიღაცა კვალდაკვალ მოგვყვებოდა და გვისმენდა. იმედია პარანოია არ მემართება! –ჩვენი ქალაქი ფენიქსს საერთოდ არ ჰგავს არა?–მკითხა ერიკმა. –ნამდვილად. –ალბათ იქ თითქმის არ წვიმს. –არა როგორ არა , რამდენჯერმე წელიწადში. –ვერც კი წარმომიდგენია უწვიმობა– გაოცებულმა წამოიძახა ბიჭმა. – მზე ანათებს– ავუხსენი მე. –რაღაც ძალიან გარუჯული არ ხარ– შენიშნა ერიკმა. –დედა ალბინოსი მყავს. ბიჭმა ყურადღებით შემომხედა და ამოისუნთქა. როგორც ჩანს წვიმა და იუმორის გრძნობა ერთად ვერ თანხმდებიან. რა საშინელებაა, ნუთუ რამდენიმე თვეში მეც დამავიწყდება რა არის სარკაზმი. ერიკმა კარმადე მიმაცილა, ალბათ ეშინოდა არ დავკარგულიყავი. –აბა კარგად–დამემშვიდობა როდესაც კარი შევაღე–იმედი მაქვს ხშირად გნახავ ხოლმე.– ენთუზიაზმით მითხრა ბიჭმა! მე გამახნევებლად გავუღიმე და შევედი. დილა ჩვეულებრივ მიდიოდა. ტრიგონომეტრიის მასწავლებელმა, მისტერ ბარნერმა, რომელიც თავიდანვე არ მომეწონა, მაიძულა მთელი კლასის წინაშე მომეყოლა ჩემს შესახებ. გავწითლდი, ჩუმად ვლაპარაკობდი, სიტყვები მერეოდა, დასაჯდომად რომ წავედი წავბორძიკდი და ლამის წავიქეცი. ორი გაკვეთილის შემდეგ თანდათან დავიწყე სახელების დამახსოვრება. ყველა კლასში იყო რამდენიმე გამბედავი ბავშვი, რომლებიც მოდიოდნენ,მეცნობოდნენ და მეკითხებოდნენ მომწონდა თუ არა ფორქსი. მე ვცდილობდი რაც შეიძლება თავაზიანი ვყოფილიყავი და ტყუილს ტყუილზე ვამბობდი. სამაგიეროდ რუქა საერთოდ არ დამჭირდა. ერთ გოგონასთან ერთად ტრიგონომეტრიაზე და ესპანურზე ვიჯექი, შემდეგ კი ერთად წავედით ლანჩზე. ჩემი ახალი ნაცნობი მინიატურული იყო, ათი სანტიმეტრით მაინც ჩემზე დაბალი, მაგრამ მუქი კულულები ამ განსხვავებას შეუმჩნეველს ხდიდა. მისი სახელი ვერ დავიმახსოვრე და დაბნეული ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი, მაშინ როდესაც ის გაუჩერებალდ ლაპარაკობდა მასწავლებლებზე და გაკვეთილებზე. მის მეგობრებთან ერთად დავსხედით მაგიდასთან. ყველას სახელი მაშინვე დამავიწყდა, მით უმეტეს რომ დანარჩენები ხუჭუჭა დაქალთან შედარებით ძალიან მორცხვები აღმოჩნდნენ. ერიკმა დარბაზის მეორე ბოლოდან ხელი დამიქნია. სწორედ მაშინ, ლანჩის დროს, ახალ ნაცნობებთან ლაპარაკისას დავინახე ისინი პირველად. ხუთნი იყვნენ და დარბაზის ყველაზე მოშორებულ კუთხეში ისხდნენ, არ ლაპარაკობდნენ და არ ჭამდნენ, მიუხედავად იმისა რომ ყველა მათგანს წინ საჭმლით სავსე ლანგარი ედო. ისინი ვერ მამჩნევდნენ, ასე რომ შემეძლო ჩუმად მეთვალთვალა მათთვის და არ შემშინებოდა რომ ცნობისმოყვარე მზერას წავაწყდებოდი. ჩემი ყურადღება ნამდვილად არ იყო გამწვეული მათი მხრიდან უყურადღებობით . ძალიან განსხვავებულები იყვნენ! სამი ბიჭიდან ერთი–დიდი, დაკუნთული, როგორც შტანგისტი, მუქი ხვეული თმით. მეორე– ქერა, მაღალი მაგრამ ისეთივე დაკუნთული. მეამე–მაღალი, უწესრიგო brinjaosferi ხვეული თმით. ის თავის მეგობრებზე პატარ ჩანდა, რომლებიც სტუდენტებს და მასწავლებლებსაც კი გავდნენ. გოგონებიც განსხვავებულები ტიპები იყვნენ. ერთი მაღალი, გამხდარი, გრძელი ოქროსფერი თმით და ფოტომოდელის ფიგურით. ზუსტად ასეთი გოგოები არიან ხოლმე ხშირად ჟურნალების გარეკანზე. მასთან შედარებით დანარჩენი გოგოები სასადილოში saZagel Wukebs გავდნენ. მეორე მინიატურული გოგონა იყო შავი აწეწილი თმით, რომელიც ძალიან გავდა ელფს. da mainc, maT mainc raRac saerTo hqondaT__ isini mkvdariviT fermkrTalni iyvnen, fermkrTalni nebismier am mzes monatrebul qalaqis mcxovreblebze. Cemze fermkrTalebic ki, me xom ukve meore Taobis albinosi viyavi. Tmebis gansxvavebuli Seferilobis miuxedavad, xuTives TiTqmis Savi Tvalebi hqondaT da maT qveS მუქი rgolebi, TiTqos ramოdenime Ramea ar uZiniaT. დიდებული სახის ნაკვთები ჰქონდათ , როგორც მეფეების პროფილი უძველეს მონეტებზე. მაგრამ ესეც არ იყო იმის მიზეზი, რომ თვალს ვერ ვწყვიტავდი ამ უცნაურ ხუთეულს. me maT vuyurebdi, imitom rom cxovrebaSi araferi minaxavs ufro mSvenieri, vidre maTi saxeebi, gansxvavebuli da amavdroulad msgavsebi. skolaSi, Statisgare patara qalaqSi aseTebs ver Sexvdebi__ mxolod Jurnalis ydebze da holandieli ostatebis tiloebze. Zneli saTqmelia vin iyo yvelaZe lamazi, skulpturis qeraTmiani გოგონა Tu biWi brinjaosferi TmebiT. ისინი სადღაც შორს იყურებოდნენ, ვერც ერთმანეთს ამჩნევდნენ და ვერც დანარჩენ მოსწავლეებს. აი გოგონა რომელიც ელფს გავს წამოდგა , აიღო ლანგარი , ხელუხლებელი დესერტით , სავსე კოკაკოლის ჭიქით და წავიდა გასასვლელისკენ მანეკენის გრაციოზული ნაბიჯებით. მოჯადოებული ვუყურებდი, შავ თმიანმა გოგომ როგორ გადააგდო ლანჩი, რომელსაც არც კი მიჰკარებია და გრაციოზულად განარნარდა სასადილოდან. თავს ძალა დავატანე და დავუგდე ყური თუ რაზე ლაპარაკობდნენ ჩემს მაგიდასთან. –იქ ვინ ზის?– ვკითხე ხუჭუჭა გოგოს, თან ვცდილობდი გამეხსენებინა მისი სახელი. მან მიიხედა, რომ დაენახა ვინ მყავდა მხედველობაში, თუმცა ჩემი აღტაცებული ხმის მიხედვით ალბათ ყველაფერს მიხვდა. სწორედ ამ დროს ბიჭმა ბრონზისფერი თმით თავი აწია, ჯერ ჩემს ნაცნობს შეხედა, შემდეგ კი მე. swored im wams brinjaosferTmianma biWma Tavi aswia da jer Cems nacnobs Sexeda, mere me. wamier gamoxedvaSi erTi wveTi interesic ki ar iyo. man maSinve gaixeda, imaze ufro swrafadac ki sanam me მოვასწრებდი . გოგოებმა სულელურად ჩაიფხუკუნეს. –ესენი ედვარდ და ემეტ კალენები არიან, ასევე როზალი და ჯასპერ ჰეილები, მინიატურული შავთმიანი გოგონა , რომელიც წავიდა ელის კალენია. ისინი ყველანი ერთად ცხოვრობენ, ექიმ კალენის ოჯახში–ჩურჩულით თქვა ხუჭუჭა გოგონამ. მე ჩუმად შევხედე ყველაზე ახლაგაზრდას ამ უცნაურ კამპანიაში, ის გონებაგაფანტული უყურებდა საჭმლიან ლანგარს. მისი თხელი გრძელი თითები საჭმლის პატარა ნაჭრებს აქუცმაცებდა. გამოკვეთილი ტუჩები თითქმის შეუმჩნევლად მოძრაობდნენ, რაც იმას ნიშნავდა რომ ბიჭი მათ რაღაცას ეუბნებოდა, თუმცა მისი ნათესავები ისევ სადღაც შორს იყურებიან. უცნაური სახელები აქვთ, ასეთ სახელებს დიდიხანია უკვე აღარ არქმევენ! თუმცა ვინ იცის, იქნებ ფორქსში ძველი სახელებია მოდაში! როგორც იქნა ჩემი ხუჭუჭა ნაცნობის სახელი გავიხსენე. ჯესიკა! აი ეს ნამდვილად შესაფერისი სახელია ჩამი თანატოლისათვის. ფენიქსში ჩვენთან ყველა კლასში იყო ორი–სამი ჯესიკა მაინც. –რა უცნაურად გამოიყურებიან...–წავიჩურჩულე მე. როდის აქეთაა ვიძახი იმას რასაც ვფიქობ? –ნამდვილად– ნერვიულად ჩაეცინა ჯესიკას.–ისინი ყოველთვის ერთად არიან, ვგულისხმობ ემეტს და როზალის , ჯასპერს და ელისს თან ერთად ცხოვრობენ!– ეს ყველაფერი განკიცხვით იყო ნათქვამი. ალბათ მათ ამ პატარა ქალაქის ყველა მობინდრე ჭორავს ამ ოჯახს. თუმცა ვაღიარებ, რომ ასეთ ლამაზ ოჯახზე ფენიქსშიც კი ივლიდა ჭორები. –კალენები რომლები არიან?–ვიკითხე მე– რაღაც ძალიან არ გვანან ერთმანეთს. –რა თქმა უნდა არ გვანან! ისინი ხომ ნაშვილები არიან! ექიმი კალენი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა– ოცდაათზე ცოტა მეტის. ჰეილები ტყუპები არიან, კალენებმა ისინი აღსაზრდელად აიყვანეს.. –აღსაზრდელად ზედმეტად დიდები არ არიან? ––ახლა კი,მაგრამ ––ჯასპერი და როზალი 18 წლისები არიან, ისინი ათი წელია რაც მისის კალენთან ცხოვრობრენ, ის მათი დეიდა, თუ რაღაც შორეული ნათესავია. –ყოჩაღ მისის კალენ! ნაშვილებ ბავშვებს უვლის, თვითონ კი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდაა! –ხო რავიცი–ცივად დამეთანხმა ჯესიკა, რატომღაც ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჯესიკას ექიმი კალენი და მისი ცოლი არ უყვარდა. იქიდან გამომდინარე , როგორც ის მათ ნაშვილებ შვილებს უყურებს, საქმე ელემენტარულ შურთან გვაქვს. – მემგონი მისის კალენი უნაყოფოა...–თქვა ჯესიკამ გოგონას ვუსმენდი და თან უცნაურ ოთხეულს ვუყურებდი, რომლებიც აპათიურად ათვალიერებდნენ კედლებს. –დიდიხანია რაც ფორქსში ცხოვრობენ?–ვიკითხე , თან მიკვირდა , როგორ არ მყავდა ისინი ადრე ნანახი, როცა ზაფხულში ჩამოვდიოდი. –არა– ისეთი ტონთ მითხრა ჯესიკამ თითქოს ეს აშკარა იყო.–ორი წლის წინ გადმოვიდნენ ალიასკიდან. უცებ სინანულისა და შვების მოზღვავება ვიგრძენი. სინანული იმიტომ რომ, მიუხედავად მათი სილამაზისა, ისინი აქ ყოველთვის უცხოები იქნებიან. ეს კი იმას ნიშნავს რომ მე ერთადერთი სიახლე არ ვარ სკოლაში და საბედნიეროდ არც ყველაზე პოპულარული. დაინტრიგებული , ვაგრძელებდი მათ თვალიერებას. ყველაზე ახალგაზრდა ბიჭიმა, რომელიც ნამდვილად კალენი იყო, ისევ შემომხედა. ამჯერად ინტერესით მიყურებდა, და როდესაც თვალს ვარიდებდი , მის მუქ თვალებში, რაღაც იმედგაცრუების მსგავსი დავინახე. –მოწითალოთმიან ბიჭს რა ქვია?–ვიკითხე მე, თან ჩუმად ვუყურებდი მის ლამაზ სახეს. ის ჯერ კიდევ მიყურებდა, მაგრამამ სხვებისგან განსხვავებით ცნობისმოყვარეობას არ იჩენდა. საინტერესოა ასე ძალიან რამ გაუცრუა იმედი. ? –ედვარდი. რა თქმა უნდა ის გადასარევია , მაგრამ შეგიძლია მასზე ტყუილად არ დაკარგო დრო. ეს ამაყი არავის არ ხვდება. როგორც ჩანს ჩვენი გოგოები მისთვის საკმარისად კარგები ვერ არიან,–აშკარა წყენით თქვა ჯესიკამ. ნუთუ კალენმა მისი თავიდან მოშორება მოასწრო? ვეცადე სიცილი შემეკავებინა და ტუჩზე ვიკბინე და ისევ ედვარდს შევხედე. ის უკვე სხვაგან იყურებოდა, მაგრამ მის ლოყებზე ნაჩხვლეტები ჩანდა, თოთქოს ისიც იღიმებოდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ ოთხივე ადგა. რა მოხდენიალდ მოძრაობენ! მაღალი დაკუნთულიც კი მოცეკვავის გრაციას ფლობდა. სამწუხაროა რომ მიდიან... ედვარდ კალენს არც კი მოუხედავს. ჯესიკასთან და მის მეგობრებთან დიდხანს ვიჯექი და ლამის მომდევნო გაკვეთილზე დავაგვიანე. პორველ დღესვე უსიამოვნებები არ მჭირდება. ერთი ჩემი ახალი ნაცნობი , რომელსაც ანჯელა ერქვა, ბიოლოგიაზე მოდიოდა. გზაში თითქმის არც გვილაპარაკია–ძალიან მორცხვი გოგოა. ჩვენ კლასში შევედით და ანჯელა უკანა მერხზე დაჯდა. სამწუხაროდ მის გვერძე უკვე სხვა იჯდა. მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი იყო შუა რიგში. აჩეჩილი ბრინჯაოსფერი თმები, მუქი თვალები– მე ედვარდ კალენთან უნდა დავმჯადრიყავი. ანკეტა მასწავლებელს მივაწოდე და თან ედვარდს ჩუმად ვუყურებდი. როდესაც ჩავუარე მან გაყინული მზერა მესროლა. საიდან არის მასში ამდენი ბოროტება? მოულოდნელობით წავბორძიკდი და ლამის დავეცი, იქვე მჯდარმა გოგომ ჩაიხითხითა. ახლოდან მისი ყავისფერი თვალები , ნახშირივით შავი აღმოჩნდა. მისტერ ბანერმა ხელი მოაწერა ანკეტას და წიგნი მომცა, სხვა მასწავლებლებივით უაზრო კითხვები არ დაუსვამს. როგორც ჩანს ერთმანეთს გავუგებთ. რათქმა უნდა მან კალენთან დაჯდომა შემომთავაზა. თვალები ძირს დავხარე, მივედი მერხთან და მის გვერდით დავჯექი. წიგნი წინ დავიდე და თვალის კუთხით დავინახე, რომ კალენი სკამს მერხის ბოლოსკენ აჩოჩებდა და თან იჭმუხნებოდა, თითქოს ცუდმა სუნმა შეაწუხა! დაბნეულმა თმას დავყნოსე, მას მწვანე ვაშლის სუნი ჰქონდა– ჩემის საყვარელი შამპუნის არომატი. ყველაფერი რიგზე მქონდა. თმები თვალებზე ჩამოვიფარე, რომელიც ფარდის როლს ასრულებდა ჩემსა და კალენს შორის. რას ვიზამთ მომიწევს მისტერ ბანერს მოვუსმინო. სამწუხაროდ ლექცია მოლეკულურ ანატომიაზე იყო, რომელიც უკვე ნასწავლი მქონდა. მომიწია ხელმეორედ მოსმენა და ჩაწერა. თავი ვერ შევიკავე და ჩამოფარებული თმებიდან გავხედე ჩემს მეზობელს, რომელიც მთელი გაკვეთილი მერხის კუთხეში იჯდა და ცდილობდა რაც შეიძლება შორს ყოფილიყო ჩემგან. დავინახე რომ მარცხენა ხელით მუშტი შეეკრა, და ფერმკრთალი კანის ქვეშ კი ვენები მოუჩანდა. როგორც ჩანს წყნარი ბიჭების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება. პიჯაკის გრძელი სახელოები იდაყვებამდე ჰქონდა აკეცილი, დავინახე როგორ თამაშობდნენ მისი კუნთები. აღმოჩნდა რომ ედვარდი სუსტი მხოლოდ თავის უფროს ძმასთან შედარებით ჩანდა. მეჩვენებოდა, რომ გაკვეთილი უსასრულოდ გაიწელა. საინტერესოა იმიტომ რომ ბოლოს წინა იყო , თუ იმიტომ რომ ველოდებოდი როდის გაიხსნებიდა საშინელი მუშტი? მაგრამ ვერ დაველოდე, კალენი თითქოს მერხს შეეზარდა, რა ხდება? ნუთუ ყოველთვის ასე იქცევა? ალბათ ჯესიკა არც ისე აეაობიექტურია, რომ ამ ოჯახს ვერ იტანს. როგორც ჩანს აქ საქმე მხოლოდ შურში არ არის. პრობლემა ჩემში როგორ უნდა იყოს, ედვარდი ხომ საერთოდ არ მიცნობს! კიდევ ერთხელ შევხედე კალენს და მწარედ ვინანე. შავი თვალები ისეთი ზიზღით მიყურებდა რომ შევიბორკე. ამ დროს მივხვდი გამოთქმის მნიშვნელობას : „მოკლა მზერთ" როგორც კი ზარი დაირეკა ედვარდი წამოხტა და კლასიდან გავარდა. აღმოჩნდა რომ ის მთელი თავით ჩემზე მაღალია.! გაუნძრევლად ვიჯექი და ვუყურებდი როგორ გადიოდა კლასიდან. რატომ მექცევა ასე? რის გამო? საშინლად ვიყავი გაბრაზებული და ვცდილობდი ბრაზი ჩამეხშო, რადგან ჩემი გაბრაზება ყოველთვის ცრემლებით მთავრდება, პირველ დღეს სკოლაში ქვითინი კი ნამდვილად არ იყო საჭირო. –იზაბელა სვონი ხარ ხომ?– გაისმა ხმა, მოვიხედე და სიმპათიური ბიჭი დავინახე, ქერა თმებით, რომელიც გელით ჰქონდა გაჩეჩილი. მისი მეგობრული ღიმილიდან გამომდინარე, მას ჩემი სუნი ნამდვილად არ აწუხებდა. –ბელა– რბილად შევუსწორე მე. –მე მაიკი მქვია. –მიხარია შენი გაცნიობა მაიკ. –გინდა შემდეგი კლასის მოძებნაში დაგეხმარები. –ახლა ფიზკულტურა მაქვს და ვფიქრობ სპოტდარბაზს მეთვითონაც ვიპივი. –მეც სპორტულ დარბაზში მივდივარ! – გახარებულმა წამოიძახა მაიკმა. ალბათ ასეთ პატარა სკოლაში ასეთი დამთხვევები ხშირია. ეზოში ერთად გავედით. ბიჭი გაუჩერებლად ლაპარაკობდა, მაგრამ მომაბეზრებელი არ ჩანდა.ის ფორქსში კალიფორნიიდან ჩამოვიდა ათი წლის წინ და მასაც ენატრებოდა მზე. –რა კარგია რომ საერთო ინგლისური გვაქვს, ერთად დავსხდეთ. მგონი მაიკი ყველაზე სასიამოვნოა დღევანდელ ჩემ ნაცნობებში. –ედვარდ კალენს რა უქენი?–სიცილით მკითხა მაიკმა როცა სპორტულ დარბაზში შევდიოდით– აშკარად მდგომარეობიდან იყო გამოსული.! მე შევხტი. როგორც ჩანს არ მომეჩვენა და კალენი ყველასთან ასე არ იქცევა. რას ვიზამთ მომიწევს თავი გამოვიშტერო. –კალენი ბიოლოგიაზე რო მიჯდა გვერდით ის ბიჭია?–გულგრილად ვიკითხე. –კი–დამეთანხმა მაიკი– როგორც კი მის გვერდით დაჯექი, თითქოს მუცელი ასტკივდა. –არ ვიცი– თავი გავაქნიე–ჩემთნ არ დაუჩივლია. –ეგ ნამდვილად ავადმყოფია!–ახალი ნაცნობი ჩემს გვერდით მოაბოტებდა იმის ნაცვლად რომ კაცების გასახდელში წასულიყო.–სასწაული რომ მომხდარიყო და ჩემთან დაესვით, დროს ტყუოლად არ დავკარგავდი! მისი გულწრფელი აღფრთოვანებისგან ცოტა უკეთ ვიგრძენი თავი. მისტერ კლაპმა ფიზკულტურის მასწავლებელმა ფორმა შემირჩია, მაგრამ გამოცვლა არ დაუძალებია–პირველ დღეს შემეძლო მხოლოდ მეყურებინა. ფენიქსში ფიზკულტურა მაღალ კლასებში ნებაყოფლობითი იყო, აქ კი სავალდებულოა. ამაზე საშინელებას ვერც მოიფირებს კაცი. ფრენბურთის ოთხ პარტიას ვუყურე და გამახსენდა რამდენი ტრამვა მივიღე და რამდენი მეგობარი დავკარგე ფრენბურთის თამაშით, და თავი ცუდათ ვიგრძენი. როგორც იქნა ზარი დაირეკა. შვებით ამოვისუნთქე და ანკეტა კანცელარიაში წავიღე. წვიმას გადაეღო სამაგიეროდ ძლიერი, ცივი ქარი ქროდა. ქუდი კარგად დავიფარე , ხელები სახელოებში შევყავი და გავიქეცი. როგორც კი შევედი ადმინისტრაციის თბილ კორპუსში მაშინვე შეშინებეულმა კარებისკენ გავიწიე. ადმინისტრაციის დახლთან ედვარდ კალენი იდგა. აჩეჩილი ბრონზიფერი თმები მაშინვე ვიცანი. მგონი ვერ გაიგო კარების დაჯახუნება. კედელს მივეყრდენი და სმენად გადავიქეცი. დაბალი ძალიან სასიამოვნო ხმით კალენი ადმინისტრატორს ეკამათებოდა. უპრობლემოდ გავიგე რაც უნდოდა–მას უნდოდა ბიოლოგიის მეექვსე გაკვეთილი ნებისმიერ სხვა დღეზე გადაეტანა. შეუძლებელია, ნუთუ ყველაფრის შუაში მართლა მე ვარ, არა ალბათ კლასში სანამ შევიდოდი რამე მოხდა. ცოტაა პრობლემები რომლებიც შეიძლება ბიჭს ქონდეს? არა მე რატომ უნდა ვეჯავრებოდე? შემოსასვლელი კარები გაიღო და ქარმა დახლზე დალაგებული ფურცლები და ჩემი თმები ააფრიალა. პატარა გოგომ უჩუმრად გადასცა ადმინისტრატორს რაღაცა საქაღალდე და გავიდა. ედვარდ კალენი ნელა მოტრიალდა და ცივმა თვალებმა ისევ მესროლა ზიზღით სავსე მზერა. მისი გაბრაზებული სახეც კი ულამაზესი იყო. რაღაცა წამებით ცხოველური შიში ვიგრძენი– ამ ბიჭში არის რაღაცა ეშმაკისეული! ყოვლისმომცველი შიში გაქრა, მაგრამ კიდევ დიდხანს ვგრძნობდი თავს ცუდად. –რას ვიზამთ ვერაფერს გავაწყობთ!– თქვა კალენმა დაბალი ხავერდოვანი ხმით–ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის! მაპატიეთ რომ დრო წაგართვით.–ქუსლებზე შემოტრიალდა და უცებ გავიდა ქუჩაში. აკანკალებული ფეხებით მივედი დახლთან და ადმინისტრატორს ანკეტა გადავეცი. –როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?–მკითხა ქალმა –ყველაფერი კარგადაა– ხმა მიკანკალებდა, ამიტომ პასუხი არადამაჯერებელი გამომივიდა. როდესაც პიკაპთან მივედი, სადგომი თითქმის ცარიელი დამხვდა. მანქანაში სიმყუდროვე იყო. როგორც ჩანს ამ საშინელ ადგილას მანქანა იქნება ჩემი თავშესაფარი. საქარე მინას მივჩერებოდი და თან ვფიქრობი იმაზე რაც დღეს მოხდა,საკმაოდ მალე გავიყინე. ძრავა აღმუვლდა და აცრემლებული ჩარლისთან წავედი.
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:1196 | დაამატა:-MaaR♥ | რეიტინგი:5.0/3