მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ამერიკული ჯგუფი Big Time Rush ახლა პოპულარობის ზენიტშია - მათი მესამე ალბომი 24/Seven ივნისის დასაწყისში გამოვა, მათი სერიალის მეოთხე სეზონმა 2 კვირის წინ დიდი წარმატებით აიღო სტარტი ამერიკაში და ზაფხულში კიდევ ერთ მსოფლიო ტურნეში მიდიან მომღერალ და მსახიობ Victoria Justice-თან ერთად, ინტერნეტ საიტებზე მაინც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალი Big Time Rush მეოთხე სეზონით დასრულდება. მისი დასრულებით კი ჯგუფს Nickelodeon-თან კონტრაქტი დაუმთავრდებათ და სავარაუდოდ ჯგუფი დაიშლება. ამან ფანები კიდევ უფრო იმიტომ შეაშინა, რომ James Maslow უკვე სოლო ქავერებს ამზადებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მისი პირველი სოლო ქავერი სიმღერისა "Clarity”. ჯგუფის წევრმა Carlos Pena-მ კი სურათები გაავრცელა Twitter-ში, სადაც ჩანს რომ დეკორაციები, რომელშიც სერიალს იღებდნენ უკვე დაშალეს. სიმართლეა თუ არა ეს?! არის თუ არა ეს სერიალისა და ჯგუფის დასასრული?! ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არავის აქვს. არის მოსაზრება, რომ დეკორაციები მხოლოდ იმიტომ დაიშალა, რომ მეხუთე სეზონი სრულიად სხვა ადგილას და სხვა სახლის დეკორაციებში დაიწყება. იმედი ვიქონიოთ ეს სიმართლე იქნება და Big Time Rush-ს ასე მალე არ დავემშვიდობებით. როგორ განვითარდება მოვლენები ამას აუცილებლად შეგატყობინებთ. თქვენ რას ფიქრობთ ?
K♥A♥T♥I♥E
|