მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 26 » BFF
11:16 PM
BFF
საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ
ამ სიახლეს ვუძღვნი ჩემს ორ უსაყვარლეს ადამიანს
Annie♥ და annakiki 
ბოლოს კი პატარა ტესტი

 

რას ნიშნავს საუკეთესო მეგობარი? თითქოს ადვილი კითხვაა მაგრამ სინამდვილეში კი მგონი ყველაზე ძნელი.საუკეთესო მეგობარი არის ის მეგობარი რომელსაც მთელი შენი გულით ენდობი და მისგან დასამალი არაფერი გაქვს, ეს არის ის მეგობარი რომელშიც ეჭვი არასდროს შეგეპარება და ყველაზე მთავარი ის შენ იმდენად გიყვარს რომ შეიძლება გული აგიფეთქდეს და ყველაფერს იზამ ოღონდაც ბედნიერი იყოს. 
ასეთი მეგობარი იშვიათია მაგრამ ვისაც ყავს ძალიან ბედნიერია. არ ვიცი თქვენ როგორ მაგრამ მე მაგალითად როცა მოწყენილი ვარ ან გაბრაზებული მინდა რომ ვიღაცას მთელი გული გადავუშალო და ვაჩვენო რას ვგრძნობ, მაგრამ ამისათვის ყველა მეგობარს ვერ ვენდობი ანდაც უბრალოდ ვფიქრობ რომ ვერ გამიგებს. 
ჩემთვის მაგალითად შეუძლებელია სიტყვებით ავღწერო ის გრძნობები რომელსაც მე ამ ორი ადამინაის მიმართ განვიცდი. მინდა მაგრამ არ შემიძლია, პირს ვაღებ და ვცდილობ რამე ვთქვა მაგრამ არ გამომდის. არ ვიცი მათ დაკარგვას როგორ გადავიტან და იმედი მაქვს რომ ჩვენ ზუსტად BFF ვართ, რადგან სხვანაირად მგონი არ გამოდის. 
ახლა კი ჩემი ემოციებით თავი რომ არ მოგაბეზროთ პატარა ტესტი. ხარ კი შენნამდვილი საუკეთესო მეგობარი? 


Question 1: ხედავ რომ შენი საუკეთესო მეგობარი ტირის. რას იზამ? 

1)ჰკითხავ რა სჭირს და შეეცდები დაამშვიდო (3 ქულა) 
2) დატოვებ მარტო. შეიძლება რამე პირადულია (1 ქულა) 
3) წაიყვან გასართობად და შეეცდები დაავიწყო პრობლემები (2 ქულა) 

Question 2: შენ და შენს საუკეთესო მეგობარს მოგწონთ ერთი ბიჭი. რას იზამ? 

1) დაიწყებ მის "შებმას" და შეეცდები დაავიწყო ის შენს საუკეთესო მეგობარს (1ქულა) 
2) დაელაპარაკებით მეგობარს. შეიძლება ერთად მოაგვაროთ ეს საქმე (2 ქულა) 
3) მეგობარს მისცემ ნებას იყოს იმ ბიჭთან ერთად. მეგობარი ყველაზე მნიშვნელოვანია (3 ქულა) 

Question 3: ორი მეგობარი ჩხუბობს. ერთ-ერთი შენი საუკეთესო მეგობარია. რას იზამ? 

1) იმ ადამიანს, რომელიც შენი საუკეთესო მეგობარი არაა ეტყვი რომ ჯანდაბამდე გზაც ჰქონია.(2 ქულა) 
2) მოუსმენ ჩხუბს და შეეცდები იმის მხარე დაიჭირო, რომელიც მართალია.(1 ქულა) 
3) შენც ჩაერთვები ჩხუბში, რადგან შენი საუკეთესო მეგობრის მეტერი შენი მტერიცაა(3 ქულა) 

Question 4: შენი მეგობარი გირეკავს შუა ღამისას. რას უპასუხებ? 

1)არ უპასუხებ ზარს.(1 ქულა) 
2)"მოდი ხვალ ვილაპარაკოთ ამაზე?" (2 ქულა) 
3)"არ მეძინა. რასი თქმა გინდოდა?" (3 ქულა) 

Question 5: შენი მეგობარი მიდის წვეულებაზე და გთხოვს რომ შენც წაყვე. რას იზავ? 

1)არ წახვალ. შეიძლება შარში გაეხვე. (1 ქულა) 
2)ცოტა ხნით მიხვალ და მალევე წახვალ სახლში.(2 ქულა) 
3)შენი მეგობრის ხათრით წახვალ და მასთან ერთად გაერთობი. (3 ქულა) 

Question 6: შენი მეგობარი სხვა ადამიანთან დაახლოვდა. რას იზამ? 

1)დაელაპარაკები მას ამის შესახებ. (3 ქულა) 
2)იპოვი სხვა მეგობარს სანამ ის თვითონ არ მოვა შესარიგებლად .(1 ქულა) 
3)დაიწყებ ტირილს. "ის ჩემი საუკეთესო მეგობარია"(2 ქულა) 

Question 7: შენი მეგობარი გეპატიჟება სახლში გამე დასარჩენად. რას იზამ? 

1)დაურეკავ დედას. (2 ქულა) 
2)არ ვიცი. შეიძლება სხვა გეგმები მქონდეს. (1 ქულა) 
3)რა თქმა უნდა მასთან დავრჩები. (3 ქულა) 

Question 8: შენი საუკეთესო მეგობარი ვერ ჯდება შენს გვერდით რადგან ყველა ადგილი დაკავებულია. რას იზამ? 

1)მასთან ერთად გადახვალ სხვა ადგილას (3 ქულა) 
2)დააიგნორებ მას და იჯდები იქ, სადაც ზიხარ. ( 1 ქულა) 
3)ბოდიშს მოუხდი და ეტყვი, რომ სხვა დროს დასხდებით ერთად. ( 2 ქულა) 

Question 9: რატომ გყავს საუკეთესო მეგობარი? 

1)რადგან არ მინდა ვიყო მარტო. ძალიან არ მომჭონს ისინი. ( 1 ქულა) 
2)რადგან, მე მეყვარება ის სამუდამოდ და ვფიქრობ რომ კარგი ადამიანია სამეგობროდ. (3 ქულა) 
3)არ ვიცი.საერთოდ რატო მეკითხები? (2 ქულა) 

Question 10: რატომ გააკეთე ეს ტესტი? 

1)მოგწონს, როცა აკეთებ მეგობრობის ტესტებს. (2 ქულა) 
2) მოწყენილი იყავი და იფიქრე ცოტა გამხიარულდებოდი.(1 ქულა) 
3)რომ გაგეგო ხარ თუ არა ნამდვილად საუკეთესო მეგობარი. ( 3 ქულა) 

შედეგები:

10-15 დარწმუნებული ხარ, რომ საუკეთესო მეგობარი გყავს? მე გირჩევ, რომ განაგრძო მისი ძებნა, რადგან ტესტის მიხედვით ან შენ არ შეგიძლია მეგობრობა ან იმ ადამიანს, რომელსაც მეგობრად თვლი. 

15-25 შენ არ ხარ უნაკლო მეგობარი, თუმცა რაღაცეები, ნამდვილად გამოგდის. ზოგჯერ უშვებ შეცდომებს, როცა საქმე საუკეთესო მეგობარს ეხება. შეიძლება, ცოტა დრო გჭირდება, რომ გააცნობიერო რას ნიშნავს მეგობრობა. 

25-30 შენ ნამდვილად შესანიშნავი მეგობარი ხარ. ყოველთვის გესმის მეგობრის. უთქმელად უგებ მას, კითხულობ მის აზრებს. ყოველთვის ფიქრობ შენს მეგობარზე და ჩემი რჩევა იქნება ძალიან არ მოაბეზრო თავი საუკეთესო მეგობარს. 

დაამოწმა: SmilerMegi
კატეგორია: ♥ iFunLover | ნანახია: 803 | დაამატა: elizabeth05 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-01-27 Spam
ahah magari siaxlea<3