მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 18 » Beyonce Knowles News
5:27 PM
Beyonce Knowles News
Beyonce Knowles News:
#ბიონსე ისევ ორსულადაა?
#ბიონსე ‘GMA’-ზე: "ჩემს შვილს დედ-მამიშვილი სჭირდება"
#ბიონსეს წერილობითი მიმართვა ფანებს
#ბიონსე ტურის გაუქმებას აპირებს?
#ბიონსეს კონცერტი ბელგიაში


ბიონსე ისევ ორსულადაა?
31 წლის მომღერალი ბიონსე აპირებს მეორე შვილის დედა გახდეს! ცნობილი პოპ ვარსკვლავი მეორე შვილს ელოდება, ეს ინფორმაცია კი წყარომ 17 მაისს დაადასტურა, როცა ბიონსემ თავისი კონცერტი გააუქმა ბელგიაში და ამის მიზეზად გადაღლილობა გამოაცხადა.
მითქმა-მოთქმა ბიონსეს ორსულობის შესახებ ჯერ კიდევ 4 მაისს დაიწყო, მაშინ როცა იგი ერთ-ერთ ფან ფოტოზე დააფიქსირეს სასცენო ნომრის შერულებისას.
ამის შემდეგ 6 მაისს ბიონსე ნიუიორკში "მეთ გალაზე" ოქროსფერი და შავი ფერის სამოსში გამოცხადდა, რომელიც შესანიშნავად ფარავდა მის შუაწელს.

 ჭორებმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს, როდესაც 14 მაისს ბიონსემ ბელგიაში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ბიონსემ განაცხადა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა და ექიმი უნდა ენახა, მოგვიანებით კი გაუქმებული კონცერტისათვის ბოდიში მოიხადა.
17 მაისს კი წყარომ E! News-ს განუცხადა, რომ 31 წლის ბიონსე და 43 წლის ჯეიზი მეორე შვილს ელოდებიან.


ბიონსე ‘GMA’-ზე: "ჩემს შვილს დედ-მამიშვილი სჭირდება"
ეჭვები ბიონსეს ორსულობასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაღრმავდა, რაც მან განაცხადა, რომ მის ქალიშვილს დედ-მამიშვილი სჭირდებოდა.
6 მაისს "დილა მშვიდობისა ამერიკაში" სტუმრობისას ბიონსემ განაცხადა, რომ იგი კიდევ აპირებს შვილების გაჩენას.
"მე ვფიქრობ ჩემს გოგონას კომპანია სჭირდება. მე მომწონს უფროს დად ყოფნა."-განაცხადა ბიონსემ ინტერვიუში.



ბიონსეს წერილობითი მიმართვა ფანებს:


ბიონსე ტურის გაუქმებას აპირებს?
HollywoodLife.com-თან საუბრისას ბიონსესთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ Mrs. Carter Show World Tour რომელიც მიმდინარეობის პროცესშია არ გაუქმდება იმ შემთხვევაშიც კი, როცა იგი ორსულადაა.
მას 40 კონცერტი აქვს დაგეგმილი-12 ევროპაში და 28 ჩრდილოეთ ამერიკაში, მისი საბოლოო კონცერტის თარიღი კი 5 აგვისტოა ნიუ-იორკში Barclay Center-ზე, შესაბამისად იგი დაგეგმილი კონცერტების ჩატარებას უპირობოდ აპირებს.


ბიონსეს კონცერტი ბელგიაში
ბიონსემ კონცერტის განმავლობაში ფანებს მიმართა, ბოდიში მოუხადა მათ წინა კონცერტის გაუქმებისათვის და მადლობა გადაუხადა ერთგულებისათვის:
"მინდა ვთქვა, რომ ამ სცენაზე თავს საოცრად კარგად ვგრძნობ.მე მსოფლიოში საუკეთესო ფანები მყავს. ჩემმა ექიმმა მირჩია ამაღამ კონცერტზე არ გამოვსულიყავი, რისი შანსიც რასაკვირველია არ იყო. მინდა გითხრათ, რომ თქვენ საოცრად შთამაგონებელი ხართ ჩემთვის და მინდა ამისთვის უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ"-მიმართა მან ფანებს სცენიდან
საპასუხოდ ბიჰაივებმა თავიანთ ვარსკვლავს რჩევა მისცეს მცირე ხნით დაესვენა, რადგან მათთვის რამდენიმე კონცერტის გაუქმება ბევრად უფრო მარტივი გადასატანი იქნება, ვიდრე მათი დედოფლის დაკარგვა. საბედნიეროდ ბიონზე ამ რჩევის მიღებას აპირებს.





კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 790 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2013-05-18 Spam
Kargi siaxleaa!
Bey♥