მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » ♔ბერა ივანიშვილი♔
2:29 PM
♔ბერა ივანიშვილი♔
ბერა ივანიშვილი
ბიოგრაფია
 

 

ბერა ივანიშვილი გამოჩენისთანავე უამრავმა ადამიანმა შეიყვარა. ის ამერიკაში მოღვაწეობდა, თუმცა უკვე ერთ წელზე მეტია საქათველოში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. მას გულშემატკივართა არმია ყავს. დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანსაც ეყვარება ბერა. 


გთავაზობთ მის ბიოგრაფიას.


„მუსიკა ჩემი ცხოვრებაა",– ამბობს დამწყები პოპ–მომღერალი ბერა, რომელმაც ერთი წლის ასაკში არც სიარული იცოდა და არც ლაპარაკი, სამაგიეროდ მშვენივრად ახერხებდა რადიოს ჩართვას. „მე დაბადებიდანვე მიზიდავდა მუსიკა..." – დასძენს იქვე. შესანიშნავი სმენით დაჯილდოებულმა 5 წლისამ დაიწყო ვიოლინოზე დაკვრა, ორი წლის შემდეგ კი ფორტეპიანოსაც დაეუფლა. მას კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული, თუმცა მუსიკის წერა ჯაზის სიყვარულმა დააწყებინა. "მე შემიძლია დავუკრა ნებისმიერი სიმღერა, რომელსაც რადიოთი მოვისმენ და მომეწონება", – ამბობს პარიზში დაბადებული ბერა, რომელიც სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევს. გასაკვირი არც არის, რომ 16 წლის ფენომენით მსოფლიოს ისეთი ძლიერი პროდიუსერები დაინტერესდნენ, როგორებიც არიან : Rob Fusari (Lady Gaga) და Rodney Jerkins (Michael Jackson), სწორედ მათი მეშვეობით შედგა მომღერლის საერთაშორისო დებიუტი. 

 

ბერას სურდა, თავისი მომავალი თავადვე წარემართა და სწორედ ამიტომ, 2010 წელს დააარსა საკუთარი ლეიბლი „ქართული ოცნება", სადაც სადებიუტო ალბომზე მუშაობა მალევე დაიწყო. „ბუნებით მეოცნებე ვარ", – ასე განმარტავს ბერა საკუთარ ფსევდონიმს – Mr. Dream-ს. „ჩემი პირველი სიმღერა სიზმარში დავწერე..." 

კარიერის დასაწყისში ბერამ ყველა სიმღერა თავადვე შექმნა. მუსიკალური და ლირიკული თვალსაზრისით, ისინი შეიძლება ორ მიმართულებად დაიყოს: „გასართობი, კლუბური, რიტმული სიმღერები და, მეორე მხრივ, მშვიდი, რომანტიული", – ასე აფასებს ბერა საკუთარ შემოქმედებას... 


ბერას შემოქმედებაზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ახდენს გავლენას. „მე მიყვარს ჯაზი, სოული და, საერთოდ, ე.წ. old school...". ფავორიტ ვარსკვლავებად Tupac–ს და Michael Jackson–ს ასახელებს. ამბობს, რომ უსმენს: B.I.G., Barry White, Lionel Richie და Lenny Kravitz–ს. სიყვარული არის მისი შთაგონების წყარო, რომელიც ნათლად იგრძნობა მის შემოქმედებაში. „ჩემი სიმღერებით ვცდილობ მოვხიბლო გოგონა, რომელსაც მუშაობისას წარმოვიდგენ, თუნდაც ის არ არსებობდეს, და სიმღერას სწორედ მას ვუძღვნი. მაშინაც კი, როდესაც ტკივილზე ვწერ, მთავარი თემა მაინც სიყვარულია." 

 


ბერა ამბობს, რომ სიამოვნებით მიიღებდა ყველასთვის საოცნებო „Grammy Award"–ს.  ამასთანავე აცხადებს: „არ მინდა ვიყო სუპერვარსკვლავი, არ მინდა მიუწვდომელი გავხდე; როდესაც ვინმე ჩემზე ან ჩემს მუსიკაზე ფიქრობს, მსურს იღიმებოდეს... მინდა უბრალოდ გგავდეთ თქვენ, შეიგრძნოთ ჩემი მუსიკა და ჩემთან ერთად ისიამოვნოთ ამ მუსიკით. მე მხოლოდ მინდა, რომ ჩემი გრძნობები გაგიზიაროთ...”



ბერა 4 წლიდან სამ ინსტრუმენტზე უკრავს:ფორტეპიანო, ვიოლინო და დასარტყამი ინსტრუმენტი. 
ჩემთვის ეს ადამიანი ძალიან თბილი, უშუალო, თავმდაბალი და მოსიყვარულეა.
 
 



კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 780 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2013-01-06 Spam
კაი სიახლეა ♥ ძაან საყვარელია ბერაა :)))))))) ♥