მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 23 » BEER
5:29 PM
BEER
BEER
ლუდის წარმოშობის ლეგენდა
ქართული ლუდის ისტორია
ლუდი მთის ყოფაში
ლუდთან დაკავშირებული ტრადიციები



FOR MY DEAR Mariam)))

ლუდის წარმოშობის ლეგენდა


ლუდს უძველესი დროიდან ამზადებენ, თუმცა უძველეს სასმელს ერთი კონკრეტული სამშობლო არა აქვს. ლუდის დამზადება ყველა კონტინენტზე ყველა უძველესმა ერმა იცოდა. ისტორიკოსთა მტკიცებით, ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა. ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა – ასე იწყება ლუდის ისტორია.
ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის იდენტიფიცირებად ისტორიას დაუდო სათავე.ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.


ბაბილონი


ბაბილონის მმართველმა ჰამურაბმა, რომელმაც მესოპოტამია და ასირიელთა ქვეყანა შემოიერთა, სხვა კანონებთან ერთად, ლუდის წარმოებისა და მოხმარების უმკაცრესი წესი დაამკვიდრა. ბაბილონელები ლუდის სიწმინდეს უმკაცრესად იცავდნენ.
"ქვის ძელი” – ტრაქტატი, რომელიც 1903 წელს სუზში – თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და ამჟამად ლუვრში ინახება, დაუჯერებელ ამბავს გვამცნობს.
უძველესი ლურსმნული დამწერლობით მასზე ამოტვიფრულია წარწერა იმის შესახებ, რომ ლუდის არაკეთილსინდისიერი მხარშველი, რომელიც ლუდს წყალს გაურევდა, უმკაცრესი სასჯელით ისჯებოდა: ან თავისივე მოხარშული სასმელით სავსე კასრში ახრჩობდნენ, ან მისივე დამზადებულ სასმელს იმდენს ასმევდნენ, ვიდრე არ მოკვდებოდა. დასჯის სასტიკი მეთოდები იმ გამყიდველებზეც ვრცელდებოდა, ვინც ლუდის ფასს უსაზღვროდ ზრდიდა.
უძველესი კრებული, რომელსაც ჰამურაბის კოდექსი უწოდეს, ქრისტეშობამდე 1700 წლით ადრეა შექმნილი. ასევე, სიკვდილით ისჯებოდა ის ლუდხანის მფლობელი, რომელიც თავის დაწესებულებაში პოლიტიკურ დისკუსიებს დაუშვებდა. ჰამურაბის კოდექსიდან იმასაც ვიგებთ, რომ იმ დროს ყველა წამალს ლუდს აყოლებდნენ.
არქეოლოგების აზრით, 6000-8000 წლის წინათ ძველ ბაბილონში ლუდი ყველაზე პოპულარული სასმელი იყო. ბაბილონელები ქვებით ჩეჩქვავდნენ ქერისა და სპელტის (სიმინდის წინაპარი) მარცვლებს, ასხამდნენ წყალს, ამატებდნენ სურნელოვან ბალახებს და რამდენიმე დღეში იღებდნენ სასიამოვნო გამამხნევებელ სასმელს.
მესოპოტამიის ქალაქ-სახელმწოფოში ურში კი ლუდს პროფესიულად – გასაყიდად ამზადებდნენ. ლუდი ისეთი რაოდენობით მზადდებოდა, რომ თითქმის მთელი მარცვლეულის ნახევარს ალაოდ ამუშავებდნენ. სვიას მაშინ ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ. ბაბილონელებისა და შუმერების დამზადებული ლუდი მოტკბო გემოსი იყო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სვიის სიმწარის გარეშე.
უძველესი სამარხების ბარელიეფებზე შემორჩენილია ლუდთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები. ამ ნახატებზე ქურუმების მიერ ღმერთებისათვის ლუდით მსხვერპლშეწირვის რიტუალებია აღწერილი. ქურუმები ავრცელებდნენ მითებს ლუდის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებაც.


ფარაონების ეპოქა


ეგვიპტელები ლუდს თავდაპირველად ბაბილონში ყიდულობდნენ, თუმცა სასმელი ხანგძლივ ტრანსპორტირებას ვერ უძლებდა, ამიტომაც იძულებული გახდნენ, თავად დაეწყოთ ლუდის დამზადება. ისინი განსხვავებულ ლუდს ამზადებდნენ, სიმინდისაგან ლუდის დამზადება ძველეგვიპტური ღმერთის ოსირისის სახელს უკავშირდება. ეგვიპტურ ლუდს "ხეკი” ერქვა და მაგარი და მოტკბო გემოსი იყო.
პაპირუსი, რომელიც გერმანელმა ეგვიპტოლოგმა გეორგ ებერსმა აღმოაჩინა, ფარაონთა ქვეყანაში პირველი დოკუმენტია მედიცინის თემაზე -ის ლუდის რეცეპტებსაც შეიცავს.
ლუდის განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებზე ეგვიპტელებმა ბევრი რამ იცოდნენ, ისინი თვლიდნენ, რომ ლუდის სმა სიცოცხლეს ახანგძლივებს.ლუდი პირამიდების მშენებელთა რაციონში მთავარი პროდუქტი იყო, ხშირად შესრულებულ სამუშაოს ასანაზღაურებლად ხელოსნებს ლუდს ურიგებდნენ. ლუდის მხარშველი კი იმდენად საპატიო პროფესია იყო, რომ მათ ქანდაკებებს სამარხებშიც ინახავდნენ. ასე იყო ნინევიაშიც.
ლუდი ეგვიპტეში წარმოუდგენლად პოპულარული იყო, დედოფალმა კლეოპატრამ პირამიდების მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო თანხის მოძიება ლუდზე გადასახადების შემოღებით გადაწყვიტა. ეს იყო ისტორიაში პირველი გადასახადი, რომელიც სასმელის დამზადებისათვის დაწესდა.


ევროპა


ეგვიპტიდან ლუდი ეთიოპიაში, ირანსა და კავკასიაში გავრცელდა. ინდოევროპელთაგან ლუდის დამზადება თავდაპირველად ფრიგიელებმა და თრაკიელებმა დაიწყეს. ისინი, მოგვიანებით კი სკვითებიც, ლუდს ქერისა და დაფქული ბრინჯისაგან ამზადებდნენ.
ძველი ბერძნები და რომაელები, უმთავრესად, ღვინოს მიირთმევდნენ – ლუდს ისინი ბარბაროსების სასმელად მიიჩნევდნენ.
ჯერ კიდევ არისტოტელეს დროს იცოდნენ ბერძნებმა იმის შესახებ, რომ ჩრდილო და ცენტრალურ ევროპაში მცხოვრებლები ლუდს ამზადებდნენ. რომაელმა კონსულმა და მწერალმა პლინიუს უმცროსმა (62-114 წლები) ევროპაში 195 სახეობის ქერის სასმელი აღწერა.ლუდის დამზადებას იმ დროს გერმანელები მისდევდნენ. ამის შესახებ იუწყებოდა ტაციტიუსიც, "გერმანელების შესახებ” ცნობილი ტრაქტატის ავტორი.
ფიქრობენ, რომ ლუდის დამზადება გერმანელებმა ფინიკიელებისაგან ისწავლეს. გერმანიიდან ლუდის დამზადების ტექნოლოგია გავრცელდა ინგლისსა და სკანდინავიაში, ევროპული კულტურის ექსპანსიის კვალდაკვალ კი ლუდი მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა.


"სვიის გადატრიალება”


სვიის გამოყენებამ ლუდის დამზადებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. სვიის მოყვანა ევროპაში ხალხთა დიდი გადასახლების დროს დაიწყეს. ლუდის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად სვია მხოლოდ მეთორმეტე საუკუნეში იქცა.
სვია ლუდს განსაკუთრებულ მომწარო გემოს აძლევს და დიდხანს ინახავს. პირველად სვია ლუდში კარლოს დიდის მეფობის დროს დაამატეს, დაახლოებით, 800 წელს. გერმანიაში ის იმდენად ძვირფას პროდუქტად ითვლებოდა, რომ სვიით ს
ახელმწიფო გადასახადების გადახდაც კი იყო შესაძლებელი.
ლუდის დამზადება თავდაპირველად ევროპაშიც დიასახლისების საქმე იყო, თანდათან კი მკაცრად რეგლამენტირებულ ხელობად იქცა. ლუდის მხარშველებს ლუდის გაყიდვის უფლება ჰქონდათ, მონასტრებსა და დიდგვაროვანთა სახლებში კი ლუდს მხოლოდ სასმელად მოიხმარდნენ.
ლუდის დამზადების ტექნოლოგია ევროპულ მონასტრებში დაიხვეწა. ბერები გამუდმებით ექსპერიმენტებს ატარებდნენ, სვიის გამოყენებაც მათი იდეა იყო – ლუდის
მეშვეობით, ბერებს შეეძლოთ ხანგძლივი მარხვისათვის გაეძლოთ, კლერიკალური პრინციპები "თხევადი პურის” მიღებას არ კრძალავდა.
ლუდის სიწმინდის დაცვაზე ევროპელებიც განსაკუთრებულად ზრუნავდნენ. 1516 წელს ბავარიაში მიიღეს კანონი ლუდის რეცეპტურის უმკაცრესი დაცვის შესახებ. კანონი, რომელსაც "სიწმინდის მცნება” ჰქვია, აწესებდა, რომ ლუდის დამზადება შესაძლებელი იყო მხოლოდ ქერის, მოგვიანებით – ალაოს, სვიისა და სუფთა წყლისაგან. კანონი უმკაცრესად სჯიდა ნებისმიერ გადაცდომას – მათ, ვინც ლუდს წყალს ურევდა ან აყალბებდა, მკაცრ ჯარიმებს უწესებდნენ, ყველაზე ურჩებს კი ლუდში ახრჩობდნენ.
ამერიკის კონტინენტზე ლუდი ევროპელმა მეზღვაურებმა შუასაუკუნეებში ჩაიტან
ეს, თუმცა ჯერ კიდევ 1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა, რომ ამერიკელები ლუდს სიმინდისა და ხის წვენისაგან ამზადებდნენ.
ჩინეთში უძველესი დროიდან ამზადებენ ბრინჯის ლუდს. ჩინური ლუდის შესახებ ევროპამ მარკო პოლოსაგან შეიტყო. ძველი ჩინური დოკუმენტი მოწმობს, რომ ლუდი სახელწოდებით "კიუ” ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წლით ადრე მზადდებოდა.ლუდის მსგავსი სასმელები მარტო მარცვლეულისაგან როდი მზადდ
ებოდა. ცეილონსა და პოლინეზიაში ნედლეულად პალმის წვენსა და ნაყოფს, აფრიკაში – სიმინდს, ირანში – ფინიკს, ინდოეთში – გარეული ფუტკრის თაფლს, ბანანს, შაქრის ლერწამსა და წიწაკას იყენებენ.
არსებობს ცნობები კავკასიის ხალხებში უძველესი დროიდან ლუდის მოხმარების შესახებ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოლხები ლუდის დამზადების საიდუმლოს ჯერ კიდევ არგონავტების მოგზაურობის დროს ფლობდნენ.


ქართული ლუდის ისტორია


რა ისტორიული წანამძღვრები ჰქონდა საქართველოში ლუდის გამოყენებას? როგორია მისი გენეზისი, წარმოშობის გზები, რა წვლილი აქვთ ქართველებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურის განვითარებაში?
ლუდის წარმოების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ხორბლეულის კულტურა, მასთან დაკავშირებული სამიწათმოქმედო იარაღების განვითარებულობა და კულტურულ-გენეტიკური კავშირები იმ ცენტრებთან, სადაც ლუდის წარმოებას დაედო სათავე.
ბერძნებს ადრიდანვე შეუმჩნევიათ ქართველთა მიდრეკილება მიწათმოქმედებისადმი. კოლხეთში მოსულმა არგონავტებმა აიეტის სასახლეში იხილეს ღვინის შადრევნები და მაგარი ფოლადისაგან გამოჭედილი გუთანი, რომლის სრულყოფილებამ მათი განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. ალბათ, მხოლოდ ეს არ იყო იმის მიზეზი, რომ მათ შემდგომში ქართველებს "გეორგიან” შეარქვეს, რაც მიწისმოქმედს ნიშნავს.
მსოფლიოში ცნობილი 17 სახეობის ხორბლიდან 12 საქართველოში ითესებოდა, ადგილობრივი წარმოშობისაა მახა და ზანდური-გარდამავალი ჯიშები ველურიდან კულტურული ხორბლის ჩამოყალიბების გზაზე. ესაა მოვლენა უნიკუმი, სელექციის უტყუარი ფაქტი, სადაც საინტერესოდ იკვეთება მრავალდარგოვანი სამეურნეო ცხოვრების გრძელი გზა.
საქართველოს არქეოლოგიურ მასალებში დადასტურებულია პურეული კულტურის ნაშთები, რომლებიც VII-VI ათასწლეულით თარიღდებიან. მიწათმოქმედების აღმოცენება-განვითარების შვიდი დიდი კერიდან მეცნიერები უძველეს ცენტრად მიიჩნევენ წინა აზიას საქართველოს ჩათვლით. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე: ამირანისა და არუხლოს გორებზე, ურბნისში და შულავერში ენეოლითური ხანის ნასახლარებში აღმოჩნდა ალიზის სამეურნეო ნაგებობანი, ხორბლეულის შესანახი ორმოებით და მიწის დასამუშავებელი იარაღებით, რაც იმის მაუწყებელია, რომ აქ მცხოვრებნი უძველესი ქართველური მოდგმის ტომები დაახლოებით ცხრაათასი წლის წინ იცნობდნენ ხორბლის კულტურას და მისი მოყვანა-შენახვის ხერხებს. პურეული კულტურის ამაზე უფრო ხნიერი სამურნეო ცენტრი მსოფლიო მეცნიერებამ არ იცის.
ეს ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ პურეული კულტურის მფლობელი ხალხი, სხვებთან შედარებით, უფრო ახლოს დგას ლუდის წარმოების პრეისტორიასთან.
საქართველოში ლუდის, როგორც კულტურის შემოსვლა ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან მოხდა, აღმოსავლური ლუდის უძველესობა დღეს უკვე უეჭველია, ხოლო ამ ხალხებთან ქართველთა წინაპარი ტომების კულტურულ-სამეურნეო კავშირები არქეოლოგიური, ისტორიული, ეპიგრაფიკული და ეთნოგრაფიული მასალებით გამორკვეული და დადასტურებულია.
რატომ შემოინახა საქართველოს მთამ ლუდის მოხმარების ჩვევა ბოლომდე, ეს გასაგები მიზეზითაა ასახსნელი: საქართველოში, როგორც ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა-მეღვინეობაზე. ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული შეხედულებით ბარი და მთა გაყოფილია ვაზის გავრცელების არეალითაც. იქ სადაც ვაზი ხარობს ის ტერიტორია ბარადაა მიჩნეული, ხოლო სადაც არ ხარობს, მთად. ამიტომ, ლუდის წარმოებამ თავიდანვე ფეხი მოიკიდა მთაში და აქ დასახლებული ხალხის ყოფაში ლუდმა უპირველესი ადგილი დაიჭირა.საქართველოს მთაში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული თუ საკულტო რიტუალი ლუდთან იყო დაკავშირებული და ლუდით იყო გაწმენდილ-გაპატიოსნებული, ვაჟიშვილის ძეობიდან დაწყებული მოჩხუბარ-მოშუღლეთა შერიგებით დამთავრებული.
საინტერესოა, რომ როცა შუაკაცებით მოჩხუბრები არ რიგდებოდნენ, მაშინ ხატის სახელით დაანამუსებდნენ. მოჩხუბართ ჯვრის კარზე მიიყვანდნენ. დამნაშავეს ლუდით სავსე თასს მისცემდნენ, რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ შერიგების ნაბიჯი მას პირველს უნდა გადაედგა, უნდა დაედასტურებინა მოშუღარის მიმართ სიტყვებით "ეს თასი შენი პატივისა იყოს”, ეს იმას ნიშნავდა, რომ უკან იხევდა და თავის დანაშაულს აღიარებდა. ასეთი შერიგება ლუდის გარეშე არ შედგებოდა, რაც ამ სასმელის მიმართ კიდევ ერთი დიდი პატივისცემის გამოხატულებად უნდა იქნეს მიჩნეული.
კიდევ რამდენიმე ტრადიცია, რომელიც პირიქით ხევსურეთში იყო გავრცელებული: სოფ. ახიელში, წინაშუადღის დღესასწაულისას, იმართებოდა გასართობი, სასეირნო სანახაობა – "ქალის მოტაცება”. ორ ჯგუფად გაყოფილი სოფლებიდან ერთნი იტაცებდნენ ქალს, ხოლო მეორენი არ ანებებდნენ და იმართებოდა "ხელჩართული ბრძოლა”. ამ თეატრალიზირებულ დადგმაში საბოლოოდ ერთი კაცი "იჭრება” და სამკურნალოდ უნიშნავდნენ ლუდის დალევას, ხოლო გატაცებულ ქალს, რომელმაც კარგად შეასრულა თავისი როლი, დიდი პატივით საწდეთი მიართმევდნენ ლუდს. ამ თამაშობაში მონაწილეობას ღებულობდნენ მგლოვიარე ქალებიც, რომლებიც, მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, საერთო მხიარულებაში იყვნენ ჩართულნი და მათაც პატივისცემისა და გლოვისაგან ახსნის ნიშნად მიერთმეოდათ ლუდი.
ინიციაციის უძველესი წესის გამოხატულებას წარმოადგენს ლუდის დალევით ახალგაზრდის სრულფასოვან მამაკაცად აღიარება. ხევსურეთში თოთხმეტი წლის ახალგაზრდას ლუდის დალევის უფლება ჰქონდა. ამ დროიდან იგი "მასმურად” ითვლებოდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ლუდის გამოხდის დროს ასეთი ახალგაზრდებიც საერთო მსმელთა სიაში შეეყვანათ და მათზე ჩვეულებრივ ყოფილიყო გათვალისწინებული ლუდი. რაც შეეხება, პატარა ბავშვებს, დღესასწაულის დროს მათაც ასმევდნენ ერთ მომცრო კათხა ლუდს და შუბლზე ნახშირის წასმით დანიშნავდნენ, ხელმეორედ რომ არ ეცადათ დალევა.

ლუდთან დაკავშირებული ტრადიციები



საქართველოს მთიელები-ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა.
ალკოჰოლური სასმელის თავდაპირველი საზრისი რელიგიური აქტია, რომელიც ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში გაზიარებულია როგორც ღვთაებრივი, წმინდა სასმელით ღმერთებთან თანაზიარობის იდეა და იგი ითვლებოდა ყველაზე წმინდა შესაწირად. პირველყოფილი ანიმისტი ადამიანი, რომლისათვისაც ბუნება გასულიერებულია, ალკოჰოლური სასმელით აღგზნებას, მასში ღვთაების ჩასახვად მიიჩნევს, რაც უკიდურესად აძლიერებს მისი, როგორც საკულტო-საღვთო სასმელის მნიშვნელობას.
ეს ვითარება გამოსჭვივის ყველა სახალხო დღესასწაულში. თავისი დანიშნულებით ეს თავყრილობანი უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული, რადგან იგი ოდითგანვე ქცეულა სტუმარ-მასპინძლობის შეურყეველი წესის ჩამომყალიბებლად, გმირობისა და ვაჟკაცობის გასაძლიერებლად, ნათესაობის შემკვრელ-შემნივთებლად და ზოგადად, ადამიანთა სულიერების ასამაღლებლად.
ასეთი იყო დღესასწაულის დანიშნულება საქართველოს მთაში, შეუძლებელი იყო მათი შეუსრულებლობა და ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული მთის დღესასწაულის დაახლოებით ერთნაირი სისტემა, რომელ
იც უხვადაა დასურათებული არქაული საწესო-სარიტუალო ჩვეულებებითა და პრაქტიკული სამეურნეო ქმედებებით, რომელთაგან ლუდის გამოხდა-დადუღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტად წარმოგვიდგება.



სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ სიახლე ისე გიყვართ ლუდი ? ))




კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 894 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-02-24 Spam
chemii luddiii <333 momadga nerwyvebii <3 madloba <3 ra interesit vktiuxlbodi neta icode biggrin