მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 21 » ბავშვობა?
2:34 PM
ბავშვობა?
Childhood!
ბავშვობა? ეს ყველაზე მაგარი რამ არის დედამიწაზე..
დანარჩენი იხილეთ სრულში..

ბავშვობა?
"როდესაც ბავშვები ვართ, იშვიათად ვფიქრობთ მომავალზე. ეს გვაძლევს საშუალებას ვისიამოვნოთ ჩვენი თავებით, რაც მხოლოდ მოზარდების მცირე ნაწილს შეუძლიათ. როდესაც მომავალზე ვიწყებთ ფიქრს ტკბილი ბავშვობიდან ერთი ნაბიჯი იდგმება არც თუ ისე შესაშურ რეალობაში” 
ბავშვობა ? ბავშვობა ალბათ ჩემი ცხოვრების ის ნაწილია რომელშიც ყველაზე უზრუნველად ვცხოვრობდი და სანარვიულო მხოლოდ ის მქონდა, რომ სახლში დაბნელებამდე თუ არ ავიდოდი დედა მეჩხუბებოდა. ბავშვობას ვეღარასდროს ვეღარ დაიბრუნებ, მაგრამ ეგრედწოდებული ”sweet memories" ხომ ჩვენი ბავშვობის ერთერთი საუკეთესო დანატოვარია. ბავშვობა ცხოვრების ის ნაწილია რომელშიც ბაღში სათამაშოდ წასვლა გვეზარებოდა.. 
რა არის ბავშვობა ჩემთვის? ეს არის ყველაზე ბედნიერი დრო ჩემ ცხოვრებაში. ბავშვობა ჩემთვის ყველაზე ტკბილი მოგონებაა. ეს ის დროა, როცა არ ვღელავთ არაფერზე და არ გვაქვს ბევრი საფიქრალი. ეს ის დროა, როცა არაფერი გვადარდებს და მხოლოდ იმას ვფიქრობთ, როგორ ვითამაშოთ თანატოლებთან და გავერთოთ. მე ძალიან მენატრება ძველი წლები, მაგრამ ცხოვრება ასეთია, დრო გადის და ყველაფერი იცვლება: ჩვენც და გარემოც.. ვიზრდებით, გვეცვლება შეხედულებები სხვადასხვა თემებზე, გვიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, გვაქვს უფრო მეტი საფიქრალი.... 
მე ყველა ბავშვს ვურჩევდი რომ ნაარდრევად არ გაიზარდონ,იმიტომ რომ ბავშვობა ჩემთვის სისუფთავესთან ასოცირდება გულუბრყვილოსთან.როდესაც ბავშვი ხარ შენთვის ცხოვრებისეული სირთულეები და სიბინძურეები გაუთვიტცნობიერებელია 
და უცხოაახლა ჩვენ ვფიქრობთ რომ ცუდი თაობა წამოვიდა და ბავსვებმა ბავშვობა დაკარგეს მაგრამ ეს მათი კიარა თელევიზიის 
ბრალია..ასე უცებ არ უნდა ვითარდებოდეს და არ უნდა ჭუჭყიანდებოდეს მისი გონება დასული 
ბავშვობა ცხოვრების ყველზე ბედნიერი და უდარდელი პერიოდი , სავსე ცრემლითა და სიხარულით. დრო , როდესაც გჯერა თოვლის ბაბუისა და გუდიანი კაცის. როდესაც თამაშისა და თხუპნიაობის გარდა საქმე არ გაქვს. რა არის ბავშობა? პასუხი მარტივია ცხოვრების ის პერიოდი , როდესაც ბედნიერებისთვის შენს მეგობრებთან თამაშიც კი გყოფნის 
ბავშვობა ძალიან ტკბილად მაგონდება. მზრდიდა ჩემი უსაყვარლესი ბებია და ბაბუა. ბებო მთელი დღის განმავლობაში მეთამაშებოდა , სამსახურიდან მოსული ბაბუა კი ტკბილეულობას მაძლევდა. ღამით კი ბებოსთან მეძინა ჩახუტებულს და ერთი სული მქონდა დილა , როდის გათენდებოდა. 
როგორც წესი, ფეხები სულ გადატყაული მქონდა. ბავშვებთან სულ დედა-შვილობანას, დახუჭობანას და მგელობანას ვთამაშობდი. შეყვარებულიც მყავდა, ერთხელ ლოყაზეც კი მაკოცა და შემპირდა , როცა გავიზრდებით დავქორწიდეთო. 
ამაყი ვარ , რადგან მქონდა არაჩვეულებრივი ბავშვობა. 
პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჯერ ისევ ბავშვი ვარ! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ზრდასრულ ასაკში უკვე აღარ მემახსოვრება, გონებაში ჩანალექი მოვლენების გახსენება მაინც სასიამოვნოა. კლასელებთან ერთად წინა წლების გახსენება ყველაზე მეტად მიყვარს. ერთმანეთის ფოტოებს ვათვალიერებთ და საკუთარ თავებს დავცინივართ - "ნუთუ ასეთი ვიყავი ადრე?" 
ბავშვობის წლების გახსენება ყველაზე თბილი და სასიამოვნო ალბათ მოხუცებულობაშია, როდესაც თვალს გადაავლებ განვლილ ცხოვრებას....ჩემთვის ბავშვობა არის (იქნება) ყველაზე სახალისო და სასიამოვნო მოგონება წარსულიდან 
ბავშვობა ყველაზე კარგი წლებია რაც შეიძლება ოდესმე ადამიანს ქონდეს აი, ძალიან მინდა ისევ პატარა 
ვიყო როცა დედას ვეკითხებოდი ყველაფერს და თვითონ მიხსნიდა.ალბათ როომ მქონოდა იმის შესაძლებლობა 
ისევ ისეთი პატარა ბავშვი ვტოფილიყავი როგორც ადრე...ამ შანსს ამოვიყენებდი და ყველაფერს თავიდან დავიწყებდი 
ბავშვობა ჩემთვის არის დრო, რომელიც ყველაზე მეტად მენატრება. ეს რის წლები როდესაც ერთადერთი პრობელემა ის იყო, ვის რომელი თოჯინა შეხვდებოდა. მქონდა ყველაზე მაგარი ბავშვობა. მშობლები ყველა სასურველს მისრულებდნენ და მაცხოვრებდნენ სამყაროში სადაც ყველაფერი უმარტივესია. დრო გავიდა , გავიზარდე და თანდათან პრობლემებმაც იწყეს ზრდა, რააცეები ,რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი და არ მანაღვლებდა, ეხლა უკვე ჩემთვის გახდა მნიშვნელოვანი. უბედნიერესი ვიქნებოდი, ეს ცლები რომ დამებრუნებინა.. მიუხედავად იმისა, რომ მინდა ძალიან სწრაფად გავიზარდო, ვივი რომ წლების შემდეგ ჩემი ცხოვრების ეს პერიოდიც ძალიან მომენატრება , ამიტომ ვცდილობ დავტკბე ცხოვრების ყველა წუთით და თქვენ იგივეს გირჩევთ . 
ჩემთვის ბავშვობა ჯერ არ დამთავრებულა, ნუ ყოველ შემთხვევაში სანამ სრულწლოვანი არ გავხდები. ბავშვობა ჩემთვის მხიარული და უდარდელი დღეები იყო, უამრავი თამაშით და გასართობით გაფერადებული. მშობლებმა ადრეული ასაკიდანვე შემაჩვიეს დამოუკიდებლობას, ამიტომ ჩემი ასაკის ბავშვებისგან ხშირად გავსხვავდებოდი ქცევებითა და აზროვნებით. დედის გარდაცვალების შემდეგ უფრო მივხვდი რომ ნელ-ნელა ბედნიერი დღრეები წარსულს ჩაბარდა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა. გავიზარდე და დავაფასე ბავშვობის უდარდელი დღეები, მაშინ როდესაც ვჩქარობდი გაზრდას და ყველაფერი 'დიდური' მიტაცებდა. ბავშვობა ადამიანის ცხოვრების საუკეთესო წლებია, მაგრამ წინ უფრო კარგი წლები მელის.... 
ბავშვობა არის დრო რომელიც ერთი შეხედვით გრძელვადიან სიმთვრალეს ჰგავს, გონება გათიშული გაქვს დედამიწაზე არსებული პრობლემებისგან და უდარდელი ხარ აკეთებ ყველაფერ იმას რაც მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს. გონს რომ მოეგები მხოლოდ მაშინ ხვდები რა ბინძურია ეს სამყარო და რა მტკივნეულია იცხოვრო ღირსეულად. ბავშვობაში კი ხარ სუფთა, პირველი თოვლივით წმინდა და მართალი.. ხარ ის ვინც ხარ და არ განსჯი არავის... რაც მთავარია იმ წუთას ვერ აანალიზებ, სამაგიეროდ მერე ხვდები რომ ოდესღაც იყავი ბედნიერი.. იქ შორეულ ბავშვობაში... 
აუ ბავშობა არის ჩემთვის ყველაზე მაგარი რაღაცა, დრო როცა არ მრცხვენოდა ჩემი აზრი მეთქვა, არ მადარდება არაფერი და ერთადერთი საფიქრალი ის იყო რომ კარგი ამინდები ყოფილიყო რომ დედიკოს ბაღში კაბით წავყვანე. თან მე მგოპნია რომ ადამიანის ცხოვრებაში ზუსტად ეს პერიოდი ახდენს ყუველაზე დიდ გავლენას. ზიგმუნდას თეორიებს ვიზიარებ ფაქტიურად. მოკლედ ჩემი აზრით ბავშობა და ის ცხოვრება რომელიც ბავშობაში გვქონდა ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაში და ყველაზე სევდიან და ამავდროულად ბედნიერ მოგონებებს გვიტოვებს 
ბავშვობა არამარტო ჩემთვის, არამედ ალბათ თითოეული ადამიანისთვის წმინდა, უდარდელ და საუკეთესო მოგონებას წარმოადგენს. ბავშობა ჩემთვის არის ის შესანიშნავი და სანატრელი წლები როდესაც ვიყავი ყველაზე ბედნიერი, გახსნილი, მხიარული და უდარდელი. ჩემთვის არ არსებობდა პრობლემი და ალბათ ბავშობის პრობლემებიც იმით შემოიფარგლებოდა თუ რითი მეთამაშა და როგორ გამეტარებინა დრო. ეს არის ის პერიოდი როდესაც ცხოვრება არის ისეთი როგორიც გინდა რომ იყოს, ყველაფერს აღიქვამ ისე როგორც გსურს. შენი სული უმანკო, უდანაშაულო და წმინდაა. მენატრება, მენატრება ის ლაღი ბავშვი რომელიც მუდამ საინტერესო თავგადასავლებში იყო ჩაძირული. 
ბავშვობა არის წამი როცა შეგიძლია ვარსკვლავებს მიწვდე, როცა ჭერზე გამოკიდებულ სიტყვებს არ ეძებ რაღაცის სათქმელად, როცა მთვარეზე კიბის მიდგმა და მასზე ასვლა, ზღვაში მთელი თვე ჟანგბადის გარეშე ცხოვრება ისეთივე ადვილია, როგორ წვიმის შეხებისას მიმიკური კუნთების ამუშავება და გაღიმება! ეს არის პერიოდი, როცა ყველაზე მეტად ვეკუთვნით საკუთარ თავს, როცა ყველაზე მეტად ვიღიმით, როცა გულწრფელი ცრემლი სულს გიწმდენდს და ფანჯრიდან ყოველთვის მოსჩანს ცისარტყელა! როცა გული სუფთაა, სული კი თავისუფალი! როცა შეგიძლია იყო გიჟი და არავინ გამოიშვიროს შენსკენ ხელი! როცა ყოველ ღამე იძინებ, ხვალინდელი დღის კეთილი იმედით, რადგან სითბოთი ხარ გარემოცული! ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ ჩემი ბავშვობა დაბრუნდებოდეს! ზოგჯერ, როგორ მინდება იქ გადანაცვლება... 
ჰმ, ერთი შეხედვით მარტივი კითხვაა, მაგრამ რეალურად არც თუ ისე ადვილია პასუხის გაცემა. სიმართლე გითხრა თავს ამჟამადაც ბავშვად ვგრძნობ, პატარა ასაკის განსაკუთრებულობა ერთ რამეში მდგომარეობს, შენს ირგვლივ მომხდარ მოვლენებს აღიქვამ მსუბუქად, ფიქრობ ნაკლებად სერიოზულ თემებზე და გადაწყვეტილებების მიღებას არასდროს იღებ საკუთარ თავზე, ასაკთან ერთად კი იმ ყოველივეზე გიწევს ფიქრი, რაზეც არასდროს იწუხებდი თავს. ჩემი აზრით ყველა ზრდასრულში ცხოვრობს 'ბავშვი', ზოგში ეს ფენომენი გამოკვეთილია, ზოგი კი უბრალოდ არ ავლენს საკუთარ 'გულუბრყვილობას', მე კი ვცდილობ არ ჩავკლა ჩემში ბავშვი, ამიტომ მარადიულად ვაპირებ ბავშვად ყოფნას:D 
მოკლედ მინდა ვთქვა რომ უზომოდ მენატრება ბავშვობა როდესაც ყველა დღე მზიანი თენდებოდა,პატარ პატარა გასაფერადებელი რვეულები რომ იყო ისინი ყოველ დილით ახალ ახალი რომ მხვდებოდა წამოვხტებოდი მივირბენდი მამასთან და დიდი სიხარულით ვეხუტებოდი..ახლაც არ ვთვლი ჩემს თავს დიდად უფრო სწორად ალბათ მინდა რომ არ ვიყო დიდი ნუ მოზრდილი მაინც და ეს მაიძულებს ის ბავშვობის სიხალისე შევინარჩუნო ამიტომაც მეუბნებიან ხანდახან პატარა ცანცარა ხარო..!! მაგრამ მერე რა მსიამოვნებს კდიეც..ბავშვობა ჩემთვის ეს ის ხანა იყო სადაც თავს როგორ ვთქვა კომფორტულად ვგრძნობდი ახლაც არაჩვეულებრივად მიმაჩნია ჩემი ცხოვრება ვეგუები იმას რაც მაქვს იმიტომ რომ ესაა ჩემი ბედი მაგრამ როდესაც იმ ხალისიან დღეებს ვიხსენებ რაც ბავშვობაში გამომივლია თვალზე ცრემლივით მადგება..სენტიმენტალურობის დედად წარმოვდექისავით მაგრამ არაუშავს.. 
ვუყურებ ჩემს ბავშვობის ფოტოს და ვხედავ ოქროსფერკულულებიან გოგონას დიდი მწვანე თვალებით,რომელსაც თავისი ასაკისათვის შეუფერებელი, მეტისმეტად სერიოზული და თავდაჯერებული გამომეტყველება აქვს. ღიმილს ვერ ვიკავებ და სარკეში ვიხედები... ვხედავ საკუტარ თავს 16 წლის ასაკში ოდნავ უფრო მუქი თმით და მომწვანო ფერის თვალებით. გამომეტყველება ბევრად უფრო მხიარული მაქვს... შესაძლოა იმიტომ, რომ ისევ მეღიმება. მოულოდნელად, წარმოუდგენლად მიპყრობს იმის სურვილი, რომ თვალები დავხუჭო და რამდენიმე წუთით ბავშვობის განვლილ წლებში ვიმოგზაურო. ასეც ვიქცევი... 
ვხედავ პასტელის ფერებში გადაწყვეტილ ფუშფუშა კაბებს, ბარბისა თუ ფაიფურის თოჯინებს, ისმის ხმამაღალი სიცილ-კისკისი... არა, ეს მე არ ვარ!!! ეს ჩემი კლასელი გოგონები არიან, რომლებიც მომავალი ქორწილის გეგმებს აწყობენ (თუ სწორად მახსოვს, მოქმედება მესამე კლასში ხდება). მე მათთან ერთად პატარა ბავშვივით გართობაზე ცივი უარი განვაცხადე. ცოტა ხანს გოგონებს კრიტიკულად ვათვალიერებ და უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს, შემდეგ კი ჩემს წიგნს ვუბრუნდები პინგვინებზე, რომელიც სიმძიმის გამო ლამისაა ხელიდან გამივარდეს... 
ცანცარა ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ჩანს მეტისმეტად სერიოზულად მივიღე დედაჩემის საუბარი, როდესაც მითხრა, რომ უკვე დიდი გოგო ვიყავი და ბავშვურო არასერიოზულობა აღარ შემეფერებოდა. რა თქმა უნდა, დედას აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ მის სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებდი და ამ ყველაფრის ზედმიწევნით შესრულებასაც შევუდგებოდი. უცნაურია, მაგრამ დასერიოზულება არ გამჭირვებია. მეტიც-სხვანაირად ცხოვრება აღარც კი მსურდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მალე ბიჭებსაც დავუმეგობრდი. უმეგობროდ ვერ ვიცხოვრებსი, ბიჭებს კი შედარებით უკეთ ვუგებდი, ვიდრე გოგონებს. ქალაბიჭა არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ პრინცესობაზე ოცნებას, ისევ ფეხბურთის ყურება მერჩივნა (თუმცა, არასოდეს მითამაშია). ჩემი მშობლები თავიდან ღელავდნენ, რადგან მათაც კი ვაძლევდი "ცხოვრებისეულ" შენიშვნებს, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ხასიათით სულაც არ ვიყავი ისეთი ნაზი და მგრძნობიარე, როგორც ფიზიკურად. მე გულის სიღრმეში თავს მაინც უხერხულად ვგრძნობდი... არ მინდოდა, რომ ჩემი თანატოლი გოგონებისგან ასეთი განსხვავებული ვყოფილიყავი. ხასიათის შეცვლაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ ეს აზრი მალევე ამოვიგდე თავიდან, რადგან... ჰარი პოტერის თავგადასავლებმა გამიტაცა(!) მაგიურ სამყაროში მოგზაურობამ მართლაც ძალიან გამიტაცა, მაგრამ ჩემი ყურადღება უდიდეს წილად წიგნში აღწერილმა მეგობრობამ და სიმამაცემ მიიქცია. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ჰერმიონი კი ყველაფრით ჩემნაირი იყო და ეს ძალიან მომწონდა. მივხვდი, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც თოჯინებით თამაშს წიგნების კითხვა ერჩივნა, ოცნებას კი საკუთარი მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავი ბრძოლა... 
თვალებს ვახელ და ახლა უკვე ხმამაღლა ვიცინი. ღმერთო, ნუთუ მას შემდეგ საერთოდ არ შევცვლილვარ? მე გავიზარდე, თავს უამრავი რამ გადამხდა-კარგიც და ცუდიც, ბევრ საკითხზე წარმოდგენაც შემეცვალა, მაგრამ ფაქტია, რომ სულიერად ისევ ის ვარ, ვინც ვიყავი. საქმე იმაშია, რომ ჩემთან ერთად ჩემი ხასიათი და მსოფლმხედველობაც გაიზარდა... 

p.s ჩემი დაწერილი არ არის..უბრალოდ მომეწონა 
და მინდოდა თქვენც წაგეკითხათ

M i s s 
 
a r t i n a
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 956 | დაამატა: ILoveYouG | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2013-04-21 Spam
dzaan momewonaa <33 bavshvi ki var mara ufro bavshvoba menatreba :dd ♥