მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მაისი » 13 » ბავშვებო, თქვენი დახმარება მჭირდება ♥
3:09 PM
ბავშვებო, თქვენი დახმარება მჭირდება ♥

პირველად ეს ბიჭი მეგობრებმა გამაცნეს, მაგათი ბიძაშვილია და ყოველთვის მიყვებოდნენ ძალიან კარგი ბიჭია, ზრდილობიანი და იცის გოგოს როგორ უნდა მოექცესო. მე გამეცინა და ვუთხარი ხო არ მირიგებთ მეთქი, ისე მოხდა მერე რო დაუძახეს და ერთი კვირა სულ ჩვენთან იყო, სადაც არ უნდა ყოფილიყო, გინდ ძმაკაცებთან ერთად გასართობად, რომელიმე რო მიწერდა გამოდი და ვითამაშოთო, ეგრევე მოდიოდა. და სანამ დავბრუნდებოდი სულ ერთად ვიყავით ხოლმე და ხან რას ვთამაშობდით ხან რას. თავიდან თავი გავიგიჟე ეს როგორ უნდა მომეწონოს მეთქი, მარა მერე სიმპათიები გამიჩნდა და მომეწონასავით, მარა ვფიქრობდი რო არანაირი შანსი არ მქონდა, მიუხედავად იმისა რო მეუბნებოდნენ მოსწონხარო. გაცნობიდან მეორე დღესვე დავიმატე სოციალურ ქსელში და დამატების შემდეგ ეგრევე მივიღე კომპლიმენტი, ამას ყურადღება არ მივაქციე, ვიფიქრე უბრალოდ ზრდილობის გულისთვის მომწერა-თქო. მოკლედ ის დღეები კარგად ვერთობოდით და რაღაცას მეც ვგრძნობდი, სულ ცდილობდა რაღაცა ენახებინა ჩემთვის, რაღაცით გავეკვირვებინე და ა.შ. წამოსვლის წინა დღეს მინი ფართივით მომიწყვეს რაღაცა და რო მოვდიოდი მალე ჩამოდიო მომაძახა. ისე წამოვედი რო არც ნომერი მიმიცია (მე ხო არ შევტენიდი :D). მარა მაგისი ნომერი მქონდა, გოგოებს დასჭირდათ დარეკვა და მაგიტო. მეორე დღეს დილით მომწერა, გაკვირვებული კი ვიყავი, მარა მეც მივწერე, საქმე მაინც არაფერი მქონდა და თან თუ რამეა და ასეთი კარგი ბიჭია, მეგობარი არ მაწყენდა-თქო.ისე გამოვიდა რო თითქმის 24 საათი ვწერდით ერთმანეთს, ისიც ზოგჯერ ისეთებს ჩამირტყამდა რო აშკარა იყო რო მოვწონდი, მარა არ ვიცი არ მინდოდა დაჯერება თუ არ მჯეროდა და სულ ისე შემოვაბრუნებდი თემას რო თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი ( გავაგიჟე მგონი, იფიქრებდა ვინაა ეს დებილიო biggrin ), ერთხელ მკითხა, შეყვარებული გყავსო? და მე ვუპასუხე არა-თქო და არც არასდროს მყოლია-მეთქი, ხოდა გაუკვირდა, ,,შენნაირ ლამაზ გოგოს როგორ მოხდა რო შეყვარებული არ ყავსო?'', იმ დღესვე გავარკვიე, რო შეყვარებული ყავდა, მე თვითონ ვკითხე, მარა არც სახელი მითხრა და არც არაფერი. იმის მერე არც უხსენებია, ერთხელ რო ვკითხე ეს შენმა შეყვარებულმა იცის-მეთქი ? (მიმოწერა არ მიგულისხმია, რაღაც მითხრა და...), ხოდა არაო, მარტო შენ იცი, სხვამ არავინო... კომპლიმენტებსაც ხშირად მწერდა ხოლმე.... დილით რო დავიწყებდით მესიჯობას ღამის პირველამდე არ ვწყვეტდით, მეც ძალიან შევეჩვიე და თუ არ მივწერდი, რაღაცნაირად ვიყავი და ერთი სული მქონდა მოეწერა, მარა ყოველთვის მწერდა ხოლმე, მერე რამდენიმეჯერ მეგობართან ერთად ჩავწერე ვიდეო და ბავშვებს გავუგზავნე (მთხოვეს და... ) ხოდა რო უყურებდნენ, ის თურმე გაწითლდებოდასავით ხოლმე, და ამათ ეგონათ რო ჩემი მეგობარი მოეწონა, ხოდა მერე ერთი ვიდეო ჩავწერე, სადაც მარტო მე ვიყავი, და მაშინაც ეგრე იქცეოდაო და ასპროცენტიანი მოსწონხარო, მე კიდე რა თქმა უნდა ისევ არ მინდა დაჯერება biggrin ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1. მე თვითონ არ ვიცი სანამდე გაგრძელდება ესე, ან ზაფხულში რო ჩავალ, როგორ უნდა მოვიქცე. თან რო გავიცანი, ჩემმა დეიდაშვილმა ისეთი სიტუაცია შექმნა, რო ვითომ პირველივე ნახვაზე მომეწონა (ისედაც ბევრს მოსწონს,) ხოდა თავიდან იმასაც ვფიქრობდი ხო არ მეკაიფება-თქო, მარა არამგონია ბიჭმა მარტო კაიფზე ამხელა დრო და თანხა დაკარგოს, თან ზუსტად ვიცი არ არის ეგეთი ბიჭი, და თან დის დაქალს არ აკადრებდა ეგეთს. თან ზაფხულში რო ჩავალ არ მინდა რო რაღაცა შემატყონ :(((
მოკლედ სიმართლე რო გითხრათ მე თვითონ არ ვიცი რატო გწერთ ამას, მაგრამ ჩემს ადგილას რო იყოთ რას იფიქრებდით? მოვწონვარ? ეგ კი არა მეც ვეღარ გამიგია მომწონს თუ არა :((( თუ არაფერს არ მირჩევთ არ დამცინოთ მაინც, მინდოდა ვინმესთვის მომეყოლა ეს ყველაფერი და ვერავის ვუყვებოდი :(((

P.S ვეცადე მოკლედ მომეყოლა და ძაან ბევრი რამე გამოვტოვე, მარა მაინც ცოტა დიდი გამომივიდა, იმედია წაკითხვა არ დაგეზარებათ :)))
დაამოწმა:♥Ani-Lile♥
კატეგორია: ვურჩიოთ ერთმანეთს ! <3 | ნანახია: 714 | დაამატა: jelenatorN1 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-05-13 Spam
3.    ( Belieber❤[??????]

ar vici eget shemtxvevashi martla ar vyopilvar magram rogorc shen tqvi gasartobad amden tanxas da dros ar dakargavda..ar vici....zafxulshi gaarkve....mere shen utxari meomwonxarto nu agrdznobie...dzalian seriozulad udgebi am saqmes..mteli darchenili sicocxils ganmavlobashi xom ar iqnebit ertad mere ra iyavit cota xani tu araferi gamova dashordi ra problemaa....ar vici.....