მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 26 » banned films / აკრძალული ფილმები
9:25 PM
banned films / აკრძალული ფილმები
ფილმები, რომლებიც აკრძალეს სხვადასხვა ქვეყნებში. 

.ბერნარდო ბერტოლუჩის "მეოცნებენი" აკრძალეს რამოდენიმე ქვეყანაში, აკრძალვის მიზეზად ძირითადად ფილმში ნაჩვენები ეროტიული სცენები სახელდებოდა. ზოგიერთ ქვეყანაში "მეოცნებენს" დაუწესდა ასაკობრივი ცენზიც.(ვფიქრობ სისულელეა ამ ფილმის აკრძალვა,რადგან ეროტიული სცენების გარდა დიდი აზრი დევს ფილმში,უბრალოდ ასაკობრივი ცენზიც საკმარისი იქნებოდა) 


.ჯეიმს კემერონის "ავატარი" კი აიკრძალა ჩინურ ტელევიზიებში. ჩინეთის მთავრობა შეშფოთებული იყო ფილმის წარმატებით და მათ არ სურდათ ადგილობრივი ფილმები "ავატარს" დაეჩრდილა.(მე თუ მკითხავთ,იდიოტური ფილმია,მაგრამ არძალვის მიზეზი უფრო მეტად იდიოტურად მეჩვენება :დ) 


.ბერტოლუჩის კიდევ ერთი ფილმი "უკანასკნელი ტანგო პარიზში" მარლონ ბრანდოსა და მარია შნაიდერის მონაწილეობით აიკრძალა იტალიაში, კერძოდ ბოლონიაში. აკრძალვის მიზეზად კი ე.წ "კარაქის სცენა"დასახელდა. ჩათვალეს, რომ ეს იყო უხამსი გამოვლინება. თუმცა ამ სცენის გადაღება დაგეგმილი არ ყოფილა. როგორც აღმოჩნდა მისი გადაღების ინიციატორი თვითონ მარლონ ბრანდო აღმოჩნდა. (არ ვეთანხმები ამ ფილმის აკრძალვას) 


.ენტონი ბერჯესის ნაწარმოებზე შექმნილი ფილმი "მექანიკური ფორთოხალი", რომლის რეჟისორიც სტენლი კუბრიკია აკრძალული იყო მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, ესპანეთში, ინგლისსა და ირლანდიაში. მიზეზი ძირითადად იყო ფილმში გადმოცემული ძალადობის ამსახველი კადრები.(ეს ფილმი კინოშედევრი არანაირი ძალადობა,ვისაც ნანახი არ გაქვთ ნახეთ აუცილებლად! აღიარებული ფილმია) 


.ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საშინელებათა ფილმი "ეგზორცისტი" კი მალაიზიაში, სინგაპურსა და ბრიტანეთში აიკრძალა, თუმცა ამის მიუხედავად მან ორი ოსკარი მოიპოვა. 


."მახინჯები"- აიკრძალა იტალიაში, ფინეთსა და ირლანდიაში.საქმე იმაშია, რომ რეჟისორ ტოდ ბროვნინგმა როლებზე აირჩია ადამიანები, რომლებსაც ფიზიკური ჩამორჩენილობა და დეფექტები ჰქონდათ. ამ ფაქტმა კი საზოგადოება შოკში ჩააგდო. ასეა თუ ისე ფილმმა მაინც შეძლო კლასიკად ქცევა. 


.იტალიელი რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლინის "სალო ანუ სოდომის 120 დღე" იტალიაში, ფინეთში, ავსტრალიაში, გერმანიაში, ახალ ზელანდიასა და ნორვეგიაში აიკრძალა, რისი მიზეზიც ალბათ ყველასთვის ცხადია. ფილმში ნაჩვენები ძალადობის სცენები შოკს გვრის ყველა მაყურებელს. თუმცა აღსანიშნავია, რომ პაზოლინის ბევრ ნამუშევარში დომინირებს მარქსიზმის, ათეიზმის, ჰომოსექსუალებისა და ძალადობს თემები, თვითონ რეჟისორიც საკმაოდ მისტიურად დაიღუპა, თითქმის ისევე, როგორც მისი ფილმის ერთ-ერთ სცენაშია. 


.ოლივერ სტოუნის "მკვლელებად დაბადებულნი" მოგვითხრობს შეყვარებულ წყვილზე, რომლებიც სერიული მკვლელები ხდებიან. ინგლისში, ირლანდიასა და მალაიზიაში ფილმი მკრეხელობად და ღვთის გმობად ჩათვალეს, ამიტომაც აკრძალეს. 


."ველური" ბრიტანეთში დაბლოკეს, ამ ფილმში მარლონ ბრანდო განგსტერთა ბანდის ლიდერს თამაშობს, რატომღაც ტელევიზიების წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდებს გაუჩნდებოდათ ბრანდოს პერსონაჟის მიბაძვის სურვილი. ფილმი კანადაშიც აიკრძალა, ზუსტად იგივე მიზეზებით. 


.ლარს ვონ ტრიერის ფილმი, რომელიც თითქმის ყველა უცხოურ საიტზე აკრძალულია.. 
ეს იმიტომ არ ხდება, რატომაც თქვენ ფიქრობთ.. ანუ, ამ სათაურს რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.. "ანტიქრისტე”, გადატანითი მნიშვნელობით ჰქვია ამ ფილმს..საქმე ისაა, რომ ფილმი არის ენით აღუწერლად მძიმე.. ფილმში ძალიან რეალურად არის აღბეჭდილი ისეთი კადრები, რომლის ყურების დროსაც, წარმოუდგენილია სიმწრისგან თვალები არ დაგეხუჭოს..მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ფილმმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა.. შემაძრწუნებელი, თუმცა ულამაზესი კადრები მაყურებელზე საოცრად მოქმედებს..ეს ჩემი აზრია... 


. მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალულული. ფილმს ხალხს ფსიქოლოგიური შოკი მიაყენა: 


.გროტესკი 2009 წლის იაპონური საშინელებათა ფილმი. მთავარი გმირი პირსისხლიანი მკვლელია, რომელსაც გარდა იმისა რომ ადამიანთა წამება უყვარს, ასევე მოსწონს მათთან თამაში და გადარჩენის იმედის მიცემა. ამჯერად მან მძევლად ერთი წყვილი აიყვანა, როგორ წარიმართება მათი ბედი თავად ფილმში ნახავთ.ამბობენ რომ გროტესკი საშინელი საყურებელია, თავად საშინელებათა ფილმების მოყვარულებიც კი მიიჩნევენ რომ ზოგიერთი სცენა იმდენად შემზარავია,რომ ერთადერთი გამოსავალი თვალების დახუჭვაა. სწორედ ასეთი სცენების გამო ფილმი აიკრძალა რამოდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. 


.გროტესკი – Grotesque 
ფილმი 1992 წელს გამოვიდა და მრავალ ქვეყანაში მაშინვე დაიბლოკა, დიდ ბრიტანეთში კი დღემდე აკრძალულია. კინო ერთი ბავშვის, მაიკის ცხოვრებას აღწერს, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი.. ყველა ოჯახში,რომელშიც ის შედის იღუპება.. მაიკი ოჯახის ყველა წევრს კლავს ყოველგვარი აღელვების გარეშე და თან ამას შესანიშნავად ახერხებს, ისე რომ მასზე პოლიციას არცერთხელ არ მიაქვს ეჭვი. ,,საბრალო” მაიკს კი შემდეგ ოჯახზე აშვილებენ ხოლმე, რომელთაც სავარაუდოდ იგივე ბედი ელით რაც წინას. 


.მაიკი – Mikey 
ბევრი აღიარებს, რომ ეს ფილმი ყველაზე შემზარავ ფილმთა შორის საპატიო ადგილს დაიკავებდა. პირველი ნაწილი 2009 წელს გამოვიდა, მისი მოკლე აღწერა ასე გამოიყურება: ორი სიმპატიური ამერიკელი გოგონა ლინდსი და ჯენი მოგზაურობენ ავტომობილით ევროპაში. ერთ ღამეს გზაზე სადღაც გერმანიის ტყეში მათ ბორბალი გაუსკდებათ და დახმარების ძებნისას ისინი მიტოვებულ სახლს წააწყდებიან, რომლის პატრონი მათ ნარკოტიკებით გააბრუებს და სარდაფში ჩაამწყვდევს… დილით გოგონები გაიგებენ, რომ ისინი აქ მარტონი არ არიან, ასაკოვანი სტუმერმოყვარე გერმანელი კი დოქტორ ჰაიტერია, ყოფილი ქირურგი და გოგონების მიმართ მას განსაკუთრებული გეგმები გააჩნია.რა გეგმები გააჩნია ქირურგს? მას უნდა რომ ადამიანებისგან ,,ცხოველი” შექმნას, ამიტომაც მოისურვებს მათ გადაბმას ერთმანეთზე, ტუჩებით- სწორ ნაწლავზე.. ალბათ მიხვდით უკვე რა საშინელებაცაა, მაგრამ ვისაც უყვარს ასეთი ფილმები, პოპკორნ.. და ეგაა : )მეორე ნაწილი კი 2011 წლის ოქტომბერში უნდა გამოვიდეს, ამბობენ რომ ეს პირველ ნაწილზე უარესი იქნება, ასევე ახალ ნაწილში ხშირია მასტურბაციისა და გაუპატიურების სცენებიც.რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბრიტანეთმა უკვე დაბლოკა ფილმი. 


.მრავალფეხა ადამიანი – The Human Centipede 
მოკლე აღწერა: მილოსი ყოფილი პორნო-ვარსკვლავია, რომელსაც უკვე არც ისე კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს. ამ დროს კი ურეკავს მისი ძველი კინო-პარტნიორი მსახიობი ლაილა, მილოსი იგებს რომ ერთ-ერთ რეჟისორს მისიდ აქირავება უნდა ახალი ,,მხატვრულად შემუშავებული” პორნოს გადასაღებად, გასამრჯელოდ სოლიდურ თანხას სთავაზობენ, სწორედ ამ მომგებიანი წინადადებით იხიბლება გმირიც და ხვდება იზოლირებულ ვილაში დირექტორს. აღმოჩნდება,რომ ეს პორნო პედოფილიური უნდა იყოს.. რა უნდა ქნას მილოსმა? გასაქცევი არსაითაა. 
ეს ფილმი ნორვეგიაში, ესპანეთსა და ბრაზილიაშია აკრძალული. აკრძალვის მიზეზად კი შეურაცხმყოფელ სცენებს ასახელებენ, მაგალითად ბავშვის გაუპატიურებას, ინცესტს, მკვლელობის სცენებს.. 


.სერბული ფილმი – A Serbian Film 
ფილმი 1980 წელს გამოვიდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია, 50 ქვეყანაში აიკრძალა. მისი რეჟისორი კი ციხეში ჩასვეს და ბრალად მკვლელობა წაუყენეს, მაგრამ შემდგომში როდესაც დამტკიცდა რომ ეს არ იყო დოკუმენტური ფილმი, ბრალდება მოუხსნეს.მოკლე აღწერა: რამოდენიმე ახალგაზრდა რეპორტიორი მიემგზავრება ამაზონიის უღრან ტყეებში, დედაიწაზე დარჩენილ უკანასკნელ კაციჭამიებზე სენსაციური ფილმის გადასაღებად. ისეთ ადგილას მოხვედრისას, სადაც არც ერთი ევროპელი ყოფილა მანამდე, ისინი უკვალოდ ქრებიან. გავიდა 2 თვე და მათ მოსაძებნად მიემართემა მეორე ჯგუფი, მაგრამ რეპორტიორები არსად ჩანან, სამაგიეროდ იპოვნეს ფილმი, რომელშიც საშინელი კადრებია..(ეს რაღაც ჯოხზე რომ არის როგორ გააკეთეს ნეტა :დდ) 


.კანიბალების ჯოჯოხეთი – Cannibal Holocaust 
ამ ფილმის თანამედროვე ვერსიებიც არსებობს, მაგრამ ცოტას თუ უყურებია 1974 წელს გამოშვებული ტეხასური ხოცვა ბენზოხერხისთვის. იმ დროში ფილმმა ხალხში შეშფოთება გამოიწვია, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში აკრძალეს და ბევრმა კინოთეატრმა მისი ჩვენება შეწყვიტა. ამას გარდა თურმე მაშინ ხალხის მოსაზიდად ამბობდნენ, რომ ფილმი ნამდვილი ამბავი იყო. რეალურად კინოს გმირი მართლაც უკავშირდება ცნობილ სერიულ მკვლელს ედ გეინს, მაგრამ თვითონ კინოში რეალური ფაქტები ასახული არაა. 
მოკლე აღწერა: მერილი ბერნსი და მისი ინვალიდი ძმა პოლი იგებენ, რომ ტეხასის შორეული სასაფლაო, სადაც მათი ბაბუაა დაკრძალული, ვანდალებმა დააზიანეს. ისინი მეგობრებთან ერთად მიემგზავრებიან, რათა შეამოწმონ ხომ არ არის დაზიანებული ბაბუას საფლავიც. მერილი და პოლი გადაწყვიტავენ ბაბუას ძველ ფერმაშიც შეიარონ. 


.ერის დაბადება 
The birth of a nation 1915 წელს გადაღებული ჩუმი კინო, რომელიც ეხება ამერიკის სამოქალაქო ომს.ფილმი იყო კომერციული წარმატება. თუმცა მასში იყო კუკლუს კლანის მოქმედებანი და აფრო-ამერიკელების( თამაშობდნენ თეთრი მამაკაცები შავკანიანებად გადაცმული) სექსუალური აგრესია თეთრკანიანი ქალების მიმართ. 
ეს ფილმი გამოსვლისთანავე აიკრძალა ბოსტონში და ფილადელპიაში და სხვა ქალაქებში 



daamowma da winagam guli wauvida

Rich♥Bitch
კატეგორია: ╚►ფილმები | ნანახია: 1425 | დაამატა: anagogava | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-03-27 Spam
uime zogierti maartlacsashinelebaaa )
avatari sruli idiotobaa kide ;d