1.მეგობარი - ის ადამიანია, რომელმაც იცის ყველაფერი
თქვენზე და ამასთან ერთად არ წყვეტს თქვენს სიყვარულს
2.ნამდვილი მეგობარი შენთან ერთადაა, როდესაც მართალი არ
ხარ. როდესაც მართალი ხარ ნებისმიერი ადამიანი შენთან ერთად იქნება...
3.მტრობა წყალზე უნდა
დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი _ სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ
იყოს დაცული
4.მეგობარი
ეს არის ის პიროვნება, რომელთანაც შეგიძლია თქვა რაც გინდა და არა ყველაფერი.
იმისთვის, რომ დარწმუნდე ენდო თუ არა ბოლომდე უნდა იცნობდე დიდი ხანი და გამოსცადო
გაგყიდის თუ არა
5. მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის
საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი
ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.
6. თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის
გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა.
7. ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც მობრუნდება შენსკენ,
როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ
8. მეგობრობა – ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია.
მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა. განშორება კი
დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება უკან
9. ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა,
არამედ მათ სწორად შერჩევაში
10. მეგობრობა ეს ისეთი რამ არის, რომლის მსგავსიც ქვეყანაზე
არ არის, ყველა ნივთის უქონლობას აიტან, უმეგობროდ თავს ვეღარსად გაიტან
.
მეგობრობა? ეს ისეთი რამ არის,
რომლის მსგავსიც ქვეყანაზე არ არის!!!
ძალიან ძნელია იპოვო ისეთი მეგობარი, რომელიც არასოდეს
მიგატოვებს..
ძალიან ბევრს ჰგონია, რომ თუ ერთ დღეს რომელიმე
ადამიანთანა ახლოსაა, ყველაფრის
თქმა შეუძლია მისთვის ..
მაგრამ ეს ასე არ არის.!
და იცით, რატომ?
მეორე დღეს იმ შენმა "ვითომ მეგობარმა” შეიძლება ყველას
ჩაუკაკლოს შენს მიერ
ნათქვამი ისტორიები თუ ოცნებები, სიზმრები თუ ნამდვილი
ამბები ..
საუკეთესო და უბრალო მეგობრის შედარება: საუკეთესო:
შენს თვალწინ ჭამს პიცის
ბოლო ნაჭერს, რომელიც შენ გინდოდა და დაგცინის..
უბრალო: გინახავს
პიცის ბოლო ნაჭერს და გიღიმის..
ბიჭისა და გოგოს მეგობრობა:
ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ თუ ბიჭი და
გოგო მეგობრობენ ისინი შეყვარებულები
არიან .. : დდ რისიც მე მაგალითად არ მჯერა ..
ნუთუ არ შეიძლება, მეგობარი ბიჭი
გყავდეს?
მე მაგალითად მგონია, ბიჭს გოგოსგან
განსხვავებით შეუძლია საიდუმლოს შენახვა
.. და ვისაც გგონიათ, რომ ბიჭისა გოგოს
მეგობრობა შეუძლებელია ძალიან ცდებით.!
იცოდეთ, არასოდეს გააკეთოთ ისეთი რამ, რომ მეგობარი
დაკარგოთ!