მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 19 » B♥E♥R♥A
10:29 PM
B♥E♥R♥A
BERA
ვის ეძღვნება ბერას სიმღერები და როდის აპირებს მეოცნებე ბიჭი ტრადიციული ქართული ოჯახის შექმნას?!



ქართულად ოცნება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც 4 წლის წინ Georgian Dream Studios პროექტს მოჰკიდა ხელი. ”მუსიკასთან ერთად დავიბადეო” წერს ახალგაზრდა შემსრულებელი ვებ გვერდზე თავის ბიოგრაფიაში. თუ შემსრულებლის ერთ-ერთი ოცნება გრემის მიღებაა, მაშინ ამის წინა პირობა უკვე მზადაა. ბერას ფან ბაზა ნებისმიერი ქართველი შემსრულებლის თაყვანისმცემლების რიცხვს აჭარბებს. ამ უკანასკნელს ათაყვანებენ, ბაძავენ და მისთვის არაფერს იშურებენ.

ოლო დროს ახალგაზრდა შემსრულებელი მთვლიანად პოლიტიკაში გადაეშვა, თუმცა მისი მუსიკალური მოღვაწეობა არასდროს შეჩერებულა. შაბათს ბერა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე  მასშტაბურ კონცერტს გამართავს. კარიერული და პირადი სიახლეებით ამომავალი ვარსკვლავი რადიო ფორტუნა პლიუსს სტუმრად გიგასთან ეწვია. 

კონცერტი შაბათს საღამოს 8 საათზე დაიწყება. შემსრულებელი დეტალებს ჯერ-ჯერობით არ გვიმხელს, ასე, რომ საღამო სიურპრიზებით სავსე უნდა იყოს. საკმაოდ გულახდილ რესპონდენტს არც პირადულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უთქვამს უარი. ფორტუნა პლიუსის პირდაპირ ეთერში იმაზეც ისაუბრა, რომ ტრადიციულ ქართულ ოჯახზე ოცნებობს.

ასაკით პატარა მუსიკოსს უკვე არაერთ მსოფლიო ვარსკვლავთან უთანამშრომლია. მუშაობს ორ ცნობილ პროდიუსერთან - რობ ფუზარისთან და როდნი ჯერკინსთან ერთად. ეს უკანასკნელი მაიკლ ჯექსონთან თანამშრომლობითაა ცნობილი. ასე, რომ არაა გამორიცხული ერთ დღესაც დინამოს სცენაზე ბერასთან ერთად რიანა, კელი როულენდი ან რომელიმე მეგა ვარსკვლავი ვიხილოთ. მანამდე კი ახალგაზრდა მუსიკოსის გრანდიოზულ კონცერტს დაველოდებით და არც თქვენ გირჩევთშაბათი დღის სხვაგან გატარებას.




 












ხვალ ვინც მიდიხართ ბერას კონცერტზე მოგვცემენ

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 685 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-10-20 Spam
vaime ra magaria beritoo <33 kai siaxlea dzalian me gushin gavige es koncertze da yvelas visac vkitxe midian mec minda mara ar mishvebeen (( yochag dzaaaaan magari siaxlea :**