მომნატრებიხარ თურმე ამასობაში. ჩემს ნათელ ოთახში, აივნიდან შემოდის წვიმის სუნი, გატენილი ფიქრით. გავდივარ გარეთ, ლამპიონებით განათებულ ახალ ქუჩაზე. გრძელი შავი კაბა მაცვია და მოსასხამი ოდნავ ღია შავზე… ქუჩაში არავინაა. მეცოდება წვიმის წვეთები, რადგან ვერავინ ხედავს მათ იდუმალ საცხოვრებელს. მაყურებელი არავინ ჰყავთ ამ სიგიჯისგან გადარეულ წვიმის წვეთებს… ამ უეცარ სიმყუდროვეში… ვგრძნობ სიჩუმეს და ადამიანის სიახლოვეს… ზურგს უკან მიახლოვდება ადამიანი და ტანგოს ცეკვა დავიწყეთ წვიმიან ქუჩაზე. ვტრიალებ მის ხელებთან ერთად, ფეხები ერთმანეთის საპირისპიროდ მიდიან უფრო ხშირად… თან სწრაფად მივაბიჯებით… არ ვაგვიანებთ არც ერთი ნაბიჯებს.. ჩუუუუუ…. ქალაქი ჩუმია და არ გაეღვიძოს… წვიმის წვეთები ეხება მაგრად ჩემს კანს,რომელსაც სტკივა… სტკივა არა წვიმა… არამედ დრო. წვეთებს სტკივათ დრო. დრო,რომ მალე გავა…. წვიმაც წვეთავს მძიმედ და ნელ–ნელა შლის ნაკვალევს. არაფერზე ვფიქრობ იმის გარდა,რომ მოგვიანდებით სიჩუმე წაგვშლის… იგი ცეკვავდა… ისე ცეკვავდა,რომ მის შემდეგ ასე არავის არ უცეკვია… Daamowma:PrettyGirl-ma<3