მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 27 » Avatar ❤
11:30 AM
Avatar ❤
Avatar 
როგორც გითხარით ამჯერად მე დავდებ ჩემს Top 5-ს. ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, რომ ფილმებში რამე გამეგება, რადგან ჯერ კიდევ არ მაქვს ყველა ის ფილმი ნანახი, რაც უნდა ვიცოდე, მაგრამ იმას ნამდვილად ვიტყვი, რომ კინომანიით ვარ დაავადებული )). ასევე გეტყვით იმასაც რომ ჩემი საყვარელი ჟანრია "ფენტეზი". დამერწმუნეთ ამაში Top 5 -დან აუცილებლად დარწმუნდებით ))


Top 5

Favorite TV Shows

1. Merlin | მერლინი
2. Arrow | ისარი
3. Supernatural | ზებუნებრივი
4. The Vampire Diaries | ვამპირის დღიურები
5. White Collar | თეთრი საყელო

Favorite Movies

1. The Lord Of The Rings | ბეჭდების მბრძანებელი
2. Eragon | ერაგონი
3. Interview With The Vampire | ინტერვიუ ვამპირთან
4. Percy Jackson & the Olympians | პერსი ჯექსონი და ოლიმპიელები
5. The Avangers | შურისმაძიებლები

Favorite Animations

1. The Lion King | მეფე ლომი
2. Beauty and the Beast | ურჩხული და მზეთუნახავი
3. Spirit: Stallion Of The Cimarron | სპირიტი: პრერიის სული
4. How To Train Your Dragon | როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი
5. Cars | მანქანები

მე ასევე მინდა გამოვყო ერთი ნაწილი, რომელსაც ერქმევა "ფავორიტი ანიმაციური სერიალი". მართალია Top 5 არ მაქვს, მაგრამ ის 3 სერიალი, რაც აქ უნდა მოვახვედრო ძალიან მიყვარს და აუცილებლად უნდა დამესახელებინა

Favorite TV Animated Series

1. Naruto | ნარუტო
2. Avatar: The Last Airbender | ავატარი: ლეგენდა აანგზე
3. The Legend Of Korra | ლეგენდა კორაზე

ახლა კი გეტყვით თუ რატომ მიყვარს თითოეული მათგანი ასე ძალიან

Merlin | მერლინი


ეს სერიალი ჩემთვის ყველაფერია. მთელი დღე რომ დამაჯილო და მაყურებინო არ მომბეზრდებოდა. ამ სერიალით გამიჩნდა ინტერესი არტუროლოგიის მიმართ. ვუყურე ამ თემაზე ყველა დოკუმენტურ ფილმს(რაც კი გადაღებულია), წავიკითხე ყველანაირი ინფორმაცია ინტერნეტში და ვიყიდე ყველა წიგნი რაც კი ამ თემაზე ქართლად არის.  კიდევ ამ სერიალით შემიყვარდა ჟანრი "ფენტეზი" და კიდევ უამრავი რამ. ნამდვილად არ ვიცი ნაყურები გაქვთ თუ არა ეს სერიალი ან მოგწონთ თუ არა, მაგრამ ჩემთვის Merlin-ი ძალიან ბევრს ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ დამთავრდა და მთელი დღე დაგრუზული ვიყავი. ჰეფი ენდი კი იყო, მაგრამ სევრდიანად დამთავდა. აი, მთელი დღე ტირილი მინდოდა. მოკლედ, თუ არ გაქვთ ნაყურები მე გირჩევთ რომ უყუროთ ))

The Lord Of The Rings | ბეჭდების მბრძანებელი


ეს ფილმი არის ლეგენდა. ჩემი აზრით, რა დროც არ უნდა გავიდეს The Lord Of The Rings მუდამ ლეგენდად დარჩუბა. მგონი ათასჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ კიდევ რომ დამაჯინო და მაყურებინო ისევ ისეთი სიამოვნებით ვუყურებ, როგორც პირველად. საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფილმის გადაღების ხარისხს და თუ როგორ თამაშობენ მსახიობები. აქ კი გადაღება ფანტასტიურია და სრული ვარსკვლავედი თამაშობს(ლივ ტაილერი, ორლანდო ბლუმი და სხვა). დამერწმუნეთ, ყოველ ყურებაზე ახალ ცნობილ სახეს აღმოვაჩენ ხოლმე :)). ამ ფილმის ყურებისას ფანტაზიას საზღვარი ეკარგება. როცა ვუყურებ რეალობას ვწყდები და თავიდან ფეხებამდე იმ სამყაროს ნაწილი ვხვდები. მე მთელი დღე შემიძლია ამ ფილმზე ლაპარაკი ამიტომ გეტყვით მხოლოდ რომ თუ ნაყურები არ გაქვს აუცილებლად ნახეთ...

The Lion King | მეფე ლომი


ეს მურტფილმი ორასჯერ მაინც მექნება ნანახი, მაგრამ ყოველ ჯერზე თვალზე მაინც ცრემლი მადგება, როგორც ადრე. ჩემი აზრით, The Lion King დისნეის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. ალბათ, კიდევ იმიტომ მიყვარს რომ ამ მურტფილმში ძალიან ბევრი ცხოვრებისეული პარალელია...

Naruto | ნარუტო


ალბათ, ბევრს გაგეცინებათ რომ ფავორიტებში "ნარუტოს" ვასახელე. ალბათ, ადრე მეც ეგეთი რეაქცია მექნებოდა, მაგრამ... როცა ნარუტოს ვუყურებდი მოვწყდი გარე ვამყავროს. არ მაინტერესებდა არაფერი ისე ჩამითრია. ამ ანიმეში ძალიან ბევრი თქვენგანი თავის თავს ამოიცნობს(მე ამოვიცანი), იმიტომ რომ ძალიან ცხოვრებისეულია. და რაც მთავარია, წინა პლანზე წამოწეულია გრძნობა, რომელსაც მე ყველაზე მეტად ვაფასებ. ეს არის მეგობრობა. მთავარი გმირი(ნარუტო) აკეთებს ყველაფერს, რომ გადაარჩინოს და დაიცვას თავისი მეგობრები.

მე გადავწყვიტე, რომ რჩევაში დავასახელო ერთი სერიალი და ერთი ფილმი. იმიტომ რომ ზოგს სერიალის ყურება უნდა ზოგს კი ფილმის ))

1. Real Steel | ცოცხალი ფოლადი


აღწერა: ფილმი ვითარდება მომავალ დროში, სადაც კრივი აკრძლულია, როგორც არაჰუმანური სპორტი და ჩანაცვლებულია 2000 ფუნტიანი რობოტების ბრძოლით. ყოფილი მოკრივე, ახლა კი პრომოუტერი რომელმაც გადაინაცვლა რობობოქსში გადაწყვიტავს, რომ იპოვა თავისი ჩემპიონი, როდესაც ხელთ ჩაუვარდება წუნდებული და საოცრად ნიჭიერი რობოტი...






2. Arrow | ისარი


აღწერა: სერიალი მოგვიყვება პლეიბოის და მილიარდერის ოლივერ კუინის ისტორიას, რომელიც გემის ჩაძირვის შედეგად 5 წელი გაატარა წყნარ ოკეანეში, მიტოვებულ კუნძულზე. 5 წლის შემდეგ ის ახერხებს სახლში დაბრუნებას, მაგრამ მშობლიური სტარლინგ სიტი შეცვლილია. ოლივერი ხდება "ისარი” და იბრძვის ბოროტებასთან, პარალელურად ის ცდილობს გადაარჩინოს სტარლინგ სიტი და დაუბრუნოს მას ყოფილი დიდება…






დიდი მადლობა ყურადღებისათვის <3 
იმედია სიახლე მოგეწონათ ))
კატეგორია: ♥ iFunLover | ნანახია: 962 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-12-29 Spam
momewonaa dzaann <33 kai gemovneba gaqvss :** shemdegi iyos prettygirl<3 )))