უკვე დაიწყო არდადეგები და ყველა ჩვენგანს უკვე დაგეგმილი აქვს თუ როგორ გაატარებს მას. ბევრი ჩვენგანი, მათ შორის მეც, აპირებს უყუროს ფილმებსა და სერიალებს, მაგრამ ისმის კითხვა "რას ვუყურო? რომელი ფილმია კარგი?" მე, სწორედ, ამ კითხვებზე მინდა პასუხი გავცე. რაშიც ეს პროექტი დამეხმარება. ამ პროექტის საშუალებით გაიგებთ ჩვენი საიტის წევრების საყვარელი Top 5 ფილმისა და სერიალის შესახებ და გაიგებთ თუ რას გირჩევენ ისინი.
ყოველ ორ დღეში ერთხელ მე გამოვკითხავ ერთ მომხმარებელს და გაგაცნობთ მის Top 5-ს. ასევე სიახლის ბოლოში თქვენ იხილავთ "რჩევას" ანუ იხილავთ ყველანაირ ინფორმაციას იმ ფილმზე, რომელსაც გირჩევთ გამოკითხული მომხმარებელი.
ნამდვილად არ ვიცი რა გამოვა და გაამართლებს თუ არა ეს პროექტი, მაგრამ მე ყველანაირად შევეცდები, კმაყოფილნი დარჩეთ. თუ გინდათ რომ ეს პროექტი გავაკეთო, მაშინ დაწერეთ კომენტარები...
|