მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 27 » Around The World
8:08 PM
Around The World
Around The World
ნფორმაციები და ფოტოები ჩვენს საყვარელ ქალაქებზე
|Paris|Miami|New York|
|London|Los Angeles|Venice|



შევეცდები ყველა თქვენგანს მოგაწოდოთ ინფორმაცია
თქვენი საყვარელი ქალაქების შესახებ..))
იმედია დაგაიინტერესებთ <3

_____________________________________________________________


Paris

მსოფლიოში უამრავი რომანტიკული ადგილი არსებობს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის პარიზი განსაკუთრებულია და დღემდე ყველაზე რომანტიული ქალაქის იმიჯით სარგებლობს. აქ ყოველწლიურად 30 მლნ-ზე მილიონობით ტურისტი ჩადის, რათა ახლოს გაიცნოს ხელოვნების,მოდისა და პარფიუმერიის სამშობლო. დააგემოვნოს ფრანგული ღვინო და საუცხოო ფრანგული სამზარეულო.

პარიზი ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე მდებარეობს. ის დღესაც ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურით. აქ თავმოყრილია მუზეუმები, გალერეები, რესტორნები და ღამის კლუბები.

მიუხედავად 2 მსოფლიო ომისა, პარიზმა თითქმის უცვლელად შემოინახა წარსულის დიდების ამსახველი შენობები. თუ გსურთ, ყველაფრის ნახვა შეძლოთ ქალქაში დიდხანს უნდა იხეტიალოთ. სანახავი კი, მართლაც ბევრია: საფრანგეთის მეფეეების რეზიდენციები ლუვრსა და ვერსალში, ტრიუმფალური თაღი, ნოტრ-დამი, პომპიდუს ცენტრი, ვანდომის მოედანი, ტუილრის ბაღი ულამაზესი შადრევნებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და უამრავი სხვა...


_____________________________________________________________



Miami
მაიამი— ქალაქი აშშ–ში, ფლორიდის შტატში. მდებარეობს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა 409 719 კაცი. ფორბსი მაიმაი მოწინავე ქალაქია ფინანსების, კომერციის, კულტურის, მედიის, ხელოვნებისა და საერთაშორისო ვაჭრობის სექტორებში. მაიამის პორტი მცნობილია როგორც „მსოფლიოს კრუიზული დედაქალაქი". მაიამის პორტს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი კრუიზული ხაზი და მგზავრები. 2010 წელ მაიამი შეფასდა როგორც მეშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი აშშ-ში და 33-ე მსოფლიოში. 2008 წელს მაიამი ფორბსის მიერ შეფასდა როგორც „ამერიკის უსუფთავესი ქალაქი". 2009 წელს ცნობილმა შვეიცარიულმა ბანკმა იუ-ბი-ესმა შეისწავლა მსოფლიოს 73 უმდიდრესი ქალაქი და მაიამი შეაფასა როგორც ყველაზე მდიდარი ქალაქი აშშ-ში ხოლო მეთხუთმეტე უმდირესი ქალაქი მსოფლიოში.

2001 წლიდან მაიამიში დაიწყო სამშენებლო ბუმი. 2002 წელს ინვესტორებმა ერთდროულად დაახლოებით 50 ახალი ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყეს, რომელთა სიმაღლე 122 მეტრს აღემატებოდა, მაიამის საქმიანი უბანი შეფასდა როგორც ყველაზე შთამბეჭდავი ნიუ-იორკსა და ჩიკაგოს შემდეგ.მაიამიზე ტურიზმი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. წამყვანი ფინანსური სისტემა, ბიზნეს გარემო, ქვიშიანი სანაპიროები, ფესტივალები და კლუბური მუსიკა ქალაქში იზიდავს 38 მილიონ ტურისტს მთელ მსოფლიოდან. ისტორიული არტ დეკოს უბანი სამხრეთ სანაპიროზე ქალაქს აძლევს მდიდრული ქალაქის იერს. აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კლუბები და მაღაზიები, ასევე სამხრეთ სანაპიროზე იმართება ისეთი წამყვანი ღონისძიებები როგიცაა: Sony Ericsson Open, Art Basel, Winter Music Conference, South Beach Wine & Food Festival, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული და Ultra Music Festival-ი რაც ასე ხიბლავს მილიონობით ადამიანს.


_____________________________________________________________


New York
ქალაქ ნიუ-იორკში 8 მილიონზე მეტი მაცხოვრებელია (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.

ქალაქის ფარგლებში ხუთი საგრაფოა: ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, ქუინსი და სტეიტენ-აილენდი.ნიუ-იორკელები ქვეყნის მოსახლეობის 2,7%-ს შეადგენენ ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ქალაქი სამ მთავარ კუნძულზეა განლაგებული: მანჰეტენი, სტეიტენ-აილენდი და დასავლეთ ლონგ-აილენდი. ბრონქსი ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენტალურ ამერიკაში მდებარეობს.


_____________________________________________________________


London
ლონდონი არის ინგლისის და გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. ის გაშენებულია მდინარე ტემზაზე, ქალაქი ორი ათასწლეულის წინ დაარსეს რომაელებმა, რომლებმაც მას ლონდინიუმი უწოდეს. ძველი ლონდონის საზღვრები მოედნის გარშემო იყო გავრცელებული, მე-19 საუკუნის ბოლოს, კი სახელი ლონდონი მეტროპოლის განვითარებული მხარის გარშემო მიდამოებსაც შეეხო.

ლონდონი წამყავნი, გლობალური ქალაქია, თავისი ძლიერი ხელოვნებით, კომერციით, განათლებით, გართობით, მედიით, ჯანდაცვით, მოდით, ფინანსებით, პროფესიული მომსახურებით, კვლევა-განვითარებით, ტურიზმით და ტრანსპორტით. ლონდონი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მიხედვით მე-5 უდიდესი ქალაქია.


_____________________________________________________________


Los Angeles
ქალაქი ლოს ანჯელესი მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ კალიფორნიაში (ოქროს შტატში) იგი დაარსდა 1781 წელს, ქალაქის სტატუსი კი 1850 წლის 4 აპრილს მიენიჭა, მას ასევე ეძახიან ხოლმე L.A.-ს.

2000 წლის მიხედვით მოსახლეობა ლოს ანჯელესში შეადგენდა 3,69 მილიონს, თუმცა 2004 წლის 1 ივლისის აღწერით ქალაქის მოსახლეობამ 3,85 მილიონს მიაღწია, კალიფორნიის საერთო 10 მილიონი მცხოვრებიდან. ქალაქი სამხრეთ კალიფორნიის ურბანული აგლომერაციების ცენტრი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი ფართობია 1200 კვ.კმ, რითაც ის ნიუ-იორკს და ჩიკაგოს აღემატება.

ლოს-ანჯელესი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და გართობის ცენტრია. ქალაქი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია.


_____________________________________________________________


Venice
თუკი იტალიაში გამგზავებას გადაწყვეტთ ვენეცია აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ თითქოს დრო გაჩერდა. XII-XVII საუკუნეების უჩვეულო არქიტექტურის ქალაქი გაქვავებულია ლურჯი არხების თავზე. ვენეციაში ყველაფერი დიდი ხნის წინ ააშენეს და აქ ოცდამეერთე საუკუნიის შენობებს ავერსად ნახავთ. ერთადერთი გამონაკლისი რკინიგზის სადგურია.

ვენეცია მირაჟივითაა, წყალში ამოზიდული ულამაზესი შენობებით. გეშინია, რომ თვალის დახუჭვისთანავე გაქრება. ვენეცია ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 119 კუნძულზე, მოიცავს 160 არხს და 369 ხიდს. მას ევროპის კონტინენტთაც კი სრუტე აშორებს. ამ ქალაქში ვერ ნახავთ ვერც მეტროს და ვერც ავტომობილებს. არხებში მხოლოდ ბორანები და გონდოლები დაცურავენ. 1 დღით ბორანის მომსახურების ბილეთი 15 ევრო დაგიჯდებათ. გონდოლის დაქირავება კი 1 საათით 80 ევრომდე ჯდება. სიძვირის მიუხედავად, გონდოლის დაქირავება ნამდვილად ღირს. გონდოლით ვენეციის არხებში გასეირნება და გონდოლიერების მიერ მოყოლილი ლეგენდები მომსახურების სიძვირეს მაშინვე დაგავიწყებთ.


_____________________________________________________________

იმედია ტყუილად არ მიშრომია და მოგეწონათ <3
XOXO

NiiNiiTo
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 954 | დაამატა: -CyrusGirl❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2013-03-27 Spam
ლონდონი <3 ჩემი ოცნების ქალაქი ♥
მომეწონა სიახლე <33