მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 17 » Story Awards On IfuN
3:58 PM
Story Awards On IfuN
Best Team - queen❤mariamo | True Blood
Best Personage  - NaTaLi ♔ ხაზი ორ თარიღს შორის ❤
Best Old Story  -  queen❤mariamo  ♔ Party In The U.S.A
Besy TiTel-Missnina ) Joker Knows Ace



წინა ნომინაციაში ნამდვილად დამსახურებულად გაიმარჯვა:
 Miss♥nina Joker Knows Ace

ახლა კი ახალი ნომინაცია))
"საუკეთესო წერის სტილი"–The Best Writing Style)
ხმის მიცემა რომ გაგიადვილდეთ შემოგთავაზებთ მათი მოთხრობებიდან,ამონარიდებს)ბოლომდე წაიკითხეთ,რათა დარწმუნდეთ რამდენი ნიჭიერი ავტორია საიტზე))

1)Sophie
1) მეც მინდოდა ბავშვებთან ერთად,მაგრამ როცა ვიხსენებდი,რომ მამა ჩემთან არ იყო და ის რომელიღაც ცივსისხლიანმა ადამიანმა წამართვა,შურისძიების გრძნობა მიჩნდებოდა და ყველაფერი მავიწყდებოდა რაც კი არსებობდა ,აი მაშინ კი არც გართობა და საერთოდ არაფერი არ მინდოდა გარდა მარტო ყოფნისა და ტირილისა,ახლაც ასე მოხდა და ცრემლები მექანიკურად წამოვიდა)) 
2) ჩემი.ყველაზე მეტად ის მტკენდა გულს,რომ არ იყო ადამიანი,რომელიც ყველაფერს გამიგებდა და მხარში ამომიდგებოდა,დედაც კი არ მყავდა.დედამიწის ზურგზე სრულიად მარტო ვიყავი )) ჩემს სიკვდილსაც კი ვერავინ გაიგებდა,არავის აინტერესებდა თუ როგორ ვიყავი რა მჭირდა,რა მენატრებოდა )) არცერთი ნათესავი არცერთი ახლობელი,არც დედა ,არც მამა,მხოლოდ ერთი მეგობარი,რომელსაც უკვე აღარ შეეძლო ჩემი ატანა და თავს ვაბეზრებდი))
3) მექნა,მეშინოდა?არა არ მეშინოდა,იმდენად მეცოდებოდა ეს ადამიანი შიშს ვერ ვგრძნობდი,ჩემი გული სიძულვილით იყო სავსე)) ძალიან მინდოდა გამეგო ვინ იყო მკვლელი,ისე მძულდა ის ადამიანი მის მოკვლაზეც ვიყავი წამსვლელი ვინც არ უნდა ყოფილიყო )) თუმცა როგორ შეიძლებოდა ამის ჩამდენისთვის ადამიანი მეწოდა,მან მოკლა ახალგაზრდა ბიჭი სახე დაუსერა და ძაფით პირიც კი აუკერა,არა ის ადამიანი არ იყო ის ცხოველი იყო,ნამდვილი ცხოველი,რომელსაც გრძნობები არ გააჩნია,რომელსაც გულის ნაცვლად ქვა უდევს.ყველაზე საშინელი კი ის იყო,რომ ასეთი არსება ჩემთან ერთად ოთახში იმყოფებოდა და გულში დამცინოდა )) 
4) თავს ვერ ვიკავებდი,პირვეელად ცხოვრებაში ძალიან შემეშინდა,შემეშინდა მეც მისი ბედი არ გამეზიარებინა,ვფიქრობდი და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა,ასე იყვნენ ყველა დანარჩენი გოგო და ზოგიერთ ბიჭსაც დასველებოდა ლოყები))
5) შუქი ჩაქრა არ ვიცოდი რა მექნა, რა გამეკეთებინა იმასაც კი ველოდებოდი ვინმე მოვიდოდა და მომკლავდა ,სანამ შუქი ჩაქრებბოდა არ მეშინოდა ახლა კი მთელი სხეული მიკანკალებდა ძალიან მეშინოდა )) მამის სიკვდილის შემდეგ ყოველთის ვფიქრობდი თავი მომეკლა ახლა კი,როცა შეიძლებოდა მომკვდარიყავი არ მინდოდა სიკვდილი )) 


2)Smilermegi
1.,რა ვიცოდი მასზე? არც არაფერი, გარდა იმისა, რომ ჩემდა სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში უკვე იმაზე დიდი ადგილი ეჭირა, ვიდრე წარმომედგინა...როცა მისი ღიმილი მახსენდებოდა, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. გონებაში დაუკითხავად იჭრებოდა, მერე კი სხეულის მარცხენა მხარეს იკავებდა ადგილს. რომ გეკითხათ, რას ვგრძნობდი მაშინ, ალბათ მხოლოდ იმის თქმა შემეძლო, რომ რაღაც გაუსაძლისად მტკიოდა...'' 

2.''ოდესმე უცხო სახლში მოხვედრილს, გიფიქრიათ, რომ იქ თქვენი ადგილი იპოვეთ? სრულიად უცნობი გარემო თქვენთვის მშობლიური გამხდარა? 
თუ_არა, ეცადეთ, გამიგოთ, რადგან სწორედ ასე ვგრძნობდი თავს სმიტების სახლში. მისი თითოეული კუთხე-კუნჭული შემიყვარდა, ბინადრებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ეს იყო ნამდვილი, იდეალური ოჯახი_ისეთი, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი...'' 



3)Natali
1. ერთხელაც გათენდება, ამოვა მზე და მიხვდები, რომ ცხოვრების რაღაც მონაკვეთი დასრულდა. ახლა დროა ტანჯვა ქარს გაატანო და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო. სწორედ, ამ დროს აღმოაჩენ ძალას, რომელიც შეგაძლებინებს ცხოვრება წარსულ იარებთან ერთად. შეიძლება ვერ აპატიო საკუთარ თავს, ვერ დაივიწყო წარსული, შეიძლება ისევ გიყვარდეს, როგორც ადრე, მაგრამ ეს დღე მაინც დადგება, მაინც იფეთქავს რაღაც ამოუცნობი ძალა და შენ კვლავ დაუბრუნდები ცხოვრების დაკარგულ რიტმს... 
სწორედ, ამ დროს მიხვდები, რომ გაიზარდე, რომ რაღაც ისწავლე ამ გამოცდიდან. შეიძლება ვერ გადალახე ის და დამარცხდი, მაგრამ შენ ისწავლე, რაღც აითვისე და უკვე მზად ხარ ახალი გაკვეთლისათვის. უკვე მზად ხარ ახალი ბრძოლოსათვის, ოღონდ არა დამარცხებისათვის, არამედ მოგებისთვის. 
2. -აი, პირველად რომ მიდიხარ ბანაკში და იქაურობა ძალიან მოგწონს. იქიდან წამოსვლისას კი ძალიან გწყდება გული... შემდეგ კი მთელი სულითა და გულით გინდა იქ დაბრუნება. როცა დაბრუნდები უცებ აღმოაჩენ რომ ყველაფერი შეიცვალა. აღაც ძველი ბავშვები არიან და აღარც ძველი ლიდერები და ამიტომ გული გიცრუვდება. აი, ზუსტად ეგრე ვარ... 
-მართალი ხარ! ყველაფერი შეიცვალა... ჩვენც შევიცვალეთ... 
3. არავინ იცის რას გვიმზადებს მომავალი, ამიტომ ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. თითქმის ყველას სურს გაიგოს რა მოელის, მაგრამ უშედეგოდ. ხომ გაგიგიათ - არავინ იცის რა ელის. 
ცხოვრების სიურპრიზები სხვადასხვა გვარია. ის ზოგჯერ ცუდად მოქმედებს ჩვენზე, ზოგჯერ კი - პირიქით. 
ეს სიურპრიზები გვაშვებინებენ შეცდომებს, რომელიც განსაზღვრავენ ჩვენს პიროვნებას. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეცდომები არ არსებობენ. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ მათ დაშვებას და რაც მთავარია, არ უნდა შეგვეშინდეს მომავლის. 
4. იმედი - ერთ-ერთი მშვენიერი რამ რაც კი უფალმა შექმნა. მას დიდი ძალა აქვს. იმედს შეუძლია გზააბნეულის უკან მობრუნება, იქ სადაც მეცნიერება უძლურია, მაშინ ადამიანი იმედის ანაბარა რჩება. თუ გაქვს რწმენა და გჯერა, მთელი გულით გჯერა რაღაცის ის ამოხდება, შენ შეძლებ გამარჯვებას. ადამიანის ერთ-ერთი მაცოცხლებელი იმედია. როცა ადამიანი დაკარგავს იმედს, სწორედ, მაშინ შეიძლება ეწოდოს მას მკვდარი. 
5. ზოგი მიდის, ზოგი მოდის, ზოგი კვდება, ზოგი იბადება - ეს ყველაფერი კი ჩვენს გულებს დაღს ადებს. თუ ღრმაა ეს დაღი, მაშინ მას ვერც ყოვლის მკურნალი დრო ვერ კურნავს, ხოლო თუ პატარაა, მაშინ ჩვენ მას ვივიწყებთ და გარკვეული დროის შემდეგ აღარც კი გვახსოვს. ჩემი აზრით, ეს იარები განსაზღვრავენ ჩვენს პიროვნებას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისინი, რაც არ უნდა ტკივილს გვანიჭებდეს... 




4)Nuchito
1.იდგა თავსხმა წვიმაში , ცა თავზე ექცეოდა, თითქოს ღრუბლებიდან ტყვიამფრქვევი დაუშინესო.... ნინა თვითონ იყო წვიმა, ქარიშხალი, წყალი მიწა, სადღაც სიმაღლიდან მოვარდნილი ელვა მის არსებაში ერთდებოდა, ახლა ის თვითონ იყო მძვინვარე სტიქიის ნაწილი..მისი სახიდან ჩამოღვენთილი სისხლი წვიმას უერთდებოდა და სადღაც უსასრულობაში უჩინარდებოდა.
2.ერთ-ერთი მოსახვევიდან მანქანა გამოვარდა და ნინას წინ გაჩერდა, ნინა შეეცადა გაქცევას, მაგრამ ვერ მოახერხა, ძალის გამოყენებას აპირებდა როდესაც კისრის არეში ტკივილი იგრძნო, ეს ვამპირი იყო, ის უფრო და უფრო გამალებით წოვდა მისი კისრიდან სისხლს, ნინამ იცოდა რომ მოკვდებოდა, ვამპირს ვერ გაექცევი, მან დაინახა ვამპირი რომელმაც ის სიცოცხლეს გამოასალმა..! 
3.გათენდა, ახალი დღე დაიწყო, როგორც იქნა მზემ ინება და თავისი თბილი სხივები ნისლიან ლონდონსაც გამოუგზავნა, ნისლი სადღაც შორს ზღვის უკიდეგანო სივრცეში დაიმალა, ლონდონმა ისე ჩაიხუტა დიდი ხნის უნახავი სხივები როგორც პატარა ბავშვი ჩაიხუტებს დიდ ფუმფულა სათამაშოს. 


5)mariko1
1.სრულმა სიჩუმემ დაისადგურა ოთახში.. საათის წიკ-წიკი არღვევდა მხოლოდ ამ საუკუნო და იდუმალ სიჩუმეს..ელისი გრძნობდა რომ მის გარშემო რაღაცა საშინელი და საშიში იბუდებდა სახლს.. და იმ ადგილს მანამ არ გაშორდებოდნენ, სანამ მისგან იმას არ მიიღებდნენ რაც სურდათ.. ელისი გრძნობდა იდუმალ ძალას, და საფრთხეს მოეცვა მთელი ოთახი, ეს ძალა ამავდროულად ცდილობდა ელისის სხეული და გონება დაესაკუთრებინა.. 
2.საშინელი ხმები ისმოდა აქეთ-იქიდათ.. მგლების ყმუილს მთელი არე-მარე გაჰქონდა.. სიბნელეში ფეხის ხმა გაისმა.. რომელიც ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენელიყო მაგრამ ფოთლებმა და შემოდგომის სეზონურმა ცვლილებამ იგი გაყიდა..მთვარეც კი ვერ ანათებდა ისეთ ბნელ ადგილას იდგა უცნობი..უცებ მთვარის სინათლეზე მეორე სხეულიც გამოჩნდა რომელიც უფრო და უფრო უახლოვდებოდა უცნობს..
3. იმ დღეს პირველად მოვისმინე ნიკისგან საღი იდეა.. მაგრამ ნიკის სიტყვებმა,როდესაც სამშობლო და ჩემი სახლი გამახსენა ჩემში რაღაც უცნობმა სევდამ დაისადგურა..ალბათ ეს სევდა იმას ნიშნავდა რომ იქ სახლსი არავინ მელოდებოდა...თუმცა იქ რო ვინმე დამლოდებოდა მაშინ უფრო ვერ ჩავიდოდი რადგან მე მას იმედებს გავუცრუვებდი..ამ საუბრის შემდეგ რამოდენიმე კვრია გავიდა,მაგრამ ჩვენი გამგზავრების შესახებ არცერთი ხმა აღარ ვიღებდით.. მე და ნიკი ვცდილობდით ამ თემაზე არ გვესაუბრა რადგან როგორც მე ისევე მასაც გულს ტკენდა მოგონებები საქართველოზე.. თუმცა ხშირი იყო ასევე მხიარული და ლამაზი მოგონებებიც..
4. ნიკს აღარაფერს ვაცდიდი უბრალოდ რაც მთელი ორი კვირის განმავლობაში დამიგროვდა ის ვუთხარი..რასაც ახლა მე განვიცდიდი ყველაფერი.. პირველად ვიყავი ასეთი გულწრფელი.. და ამავდროულად პირველად ვიგრძენი რომ ძალიან უსუსრი ადამიანი ვიყავი.. ის რასაც გარედან 
‘’ ვიხატავდი’’ ეს სრულია ფანტაზია იყო..სულიერად სულ სხვა რამეს განვიცდიდი..ასე ძლიერად არასოდეს მიგრძვნია ის ტკივილი ... ახლა მხოლოდ იმას ვოცნებობდი მშობლები მყოლოდა,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო..
5.ჯონს ვუყურებდი და ჩვენი თვალები შემთხვევით შეხვდა ერთმანეთს... 
ვიგრძენი ფერი მეცვლებოდა,და თანდათან ვფითრდებოდი.. მეტისმეტად საოცარი და უჩვეულო შიშის გრძნობდა დამეუფლა..მივხვდი იმ ადამიანის პირისპირ აღმოვჩნდი ვისი პიროვნებაც ისე მხიბლავდა,რომ თუ ნებას დავრთავდი, ის მთელ ჩემს არსებას სულ შთანთქავდა.. 


6)ani_ani
1.#გავიარე და კლასში შევედი . ოღონდ ზედმეტად თამამად . მასწავლებელმა სათვალის ზემოდან ამომხედა . 
-ლოლა ? 
თქვა მან გაკვირვებულად. 
-ხო მე ვარ მასწ ! ოღონდ ლოლ და არა ლოლა ; ) 
ვთქვი მე კევის ღეჭვით , პირველ სკამზე დავჯექი , 
მაგიდაზე ფეხები შემოვაწყვე და ბუშტი გავბერე კევით . 
მივხვდი , ეს წელი ძალიან კარგი იქნებოდა .
2.#-აჰჰამ ქალბატონი ლოლი ! 
-კაი მარკ სერიოზულად ეს ორი სათამაშო მოაშორე შენთან საქმე მაქვს . 
გოგონებმა გაკვირვებული სახით შემომხედეს ჩვენზე ლაპარაკობსო. 
-ხო თქვენ გგულისხმობთ ; ) 
ვთქვი მე . გოგებმა სიძულვილით შემომხედეს და წავიდნენ. 
-ლოლ ძაან სახიფათო დავალეება , შეიძლება ვინმეს მოკვლა დაგჭირდეს. 
-ხიბლიც ხომ მაგაშია ; ) 
-ნამდვილი ბუნების შეცდომა ხარ ლოლ! 
მე გამეცინა . მერე მე და ამრკი სახლში წავედით . დღეს საწოლები გავცვალეთ , რომდ ავწექი გავიფიქრე : 
მარკს უნდა ედოს ამაზე თავი და მე კიდე ქვასავით ბალიშზე ?წავართმევ ამას უეჭველი.
3.#-კაი რა ლოლ , დანას თუ აწევ ეგეც სასწაული იქნება.(თქვა ნიკმა) 
მე ცალი წარბი ავწიე და ისე გავხედე . 
-ეხლა კარგად მომისმინე ცისფერთვალება ! სულ შენ შეგეკითხბეი რას ვიზავ რა ! 
-მიეცი დანები მამიკოს განახებს როგორც უნდა სროლა . 
(თავისი თავი იგულისხმა) 
მე ნიკისკენ შევტრიალდი და 10 დანა ვისროლე . ნიკმა განძრევაც ევრ მოასწრო , 10-ივე დანა წრეზე ერტყა , სანტიმეტრებში დაშორებული , ერთი მილიმეტრითაც კი არ გადავაცილე. 
-ეხლა ვინაა შენი მამიკო ? 
გამეცინა მე.
4.#-ვაა მიკიმაუსების პიჟამო ამას არ მოველოდი ! 
-არ მჯერა, ჯერ მარტო 1 საათია რაც აქ ხარ დ აუკვე ნერევბს მიშლი. აუ შენი ატანა მომიწევს ?! 
-ჰაა ? ჩემი ატანა ? მალდობა თქვი აქამდე რომ არ გლეწე ! 
-რომ გელეწა რა ბიჭს მოერეოდი ? 
-და შენ ბიჭი ხარ ? 
-იცოდე ჩემში ცხოველი არ გააღვიძო ! 
-არაუშავს , მე ვირების არ მეშინია !
5.#-როგორ ვუთხრა ? 
-გააღვიძე და უთხარი ! 
-მაგრამ არა რომ მითხრას ? 
-მიდი! 
-კარგი. 
ნიკი მომიახლოვდა და გამღვიძა.: 
-რა იყო ? 
-სენდვიჩს გამიკეთებ


7)-Marriam
1) სემმა დამირეკა .. 
-ჰეი გოგონი(სემი) 
- სეეეეეეეეეეემ სად დაიკარგე? რას შვები? არ უნდა მნახო? 
- ნაშების თემა იყო რა(სემი) 
- კრეტინიხარ 
2)შუა გაკვეთილში კლასში სემი შემოვიდა 
-ჩემო დაიკო (ზურგზე ხელი წამოარტყა მასწავლებელს ) გთხოვ რა ჩემი ხათრით კარგი ნიშნები ჩამოუწერე ბავშვებს(სემი)
-ეხლავე გაბრძანდით თორე მანდატურს დავუძახებ(მასწავლებელი) 
-ამას უყურე რა :)) მიდი დაუძახე.. აქ მოწევა მოჟნა(ნუეს ჟარგონები:დ) ხო? (სემი) 
-სემ როგორ იქცევი??..შენს გამო მე შემექმნება პრობლემები (( (მე) 
- რა პრობლემები გოგო ყველას სიფათს ავახევ შენ ვინმემ რამე რო გითხრას(სემი) 
3) -აუუ სემ ის ბიჭი ვინაა ტელევიზორთან ახლოს რო ზის?(ეშლი) 
-უკვე მიტრაკებ(სემი) 
-შეხედე რა ბიჭია(ეშლი) 
-გოგო გამაგიჟებ შენ !! გვერდზე ამხელა ჯონი დეპი გიდგავარ და ვისკენ იყურები ტო!! 
-ოო დათვრა უკვე ეს (ეშლი) 
4)-ჩემი ლამაზი (მოვიდა და შუბლზე მაკოცა) 
-სუ მთვრალი როგორ შეიძლება იყო ?? .. (მე) 
- აუუ ეს მეორე დედაჩემი რა .. ტექსტები მაინც შეცვალეთ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე (სემი) 
-აუფფ (მე) 
- ეს დეგენერატკა აქ აგდია?(სემი) 
-ვაიმე რა გინდა(ეშლი) 
-შენ რო ჭკუა მოგემატოს ის მეტი არაფერი (სემი) 
5)მალე ნიკი მოვიდა 
-პრივეტ(ნიკი) 
-რა პრივეტ შეჩემა გოგო ხარ?? (სემი) 
-აუუ სემ შეეშვი ნიკს (ეშლი) 
-ეს გოგო ჩემს ნერვებზე თამაშობს?? (სემი) 
-დავაი რა (ეშლი) 
-ტუალეტში ჩაგკეტავ (სემი) 
- მიდი აბა (ეშლი) 
- მეზარება .. შენ რააგწევს( სემი) 
6)-აქ მთელი დღე რა უდნა ვაკეთო (ავწუწუნდი) 
- Dress up ები ითამაშე (გამიცინა) 
- ჰაჰაჰა სასაცილოა :)) 
ვიღაც კაცი შემოვიდა დოკუმენტებით 
-ეს ვინაა?(ჩემზე ჰკითხა) 
-ბიძაშვილის მეგობარი:)) სახლში მარტო ვერ ტევენ და ძიძობა ვიკისრე(ფრანცისკო)


8)lovatic-smiler
1...სამწუხაროდ უკვე აღარაფრის მჯერა და არც ვაპირებ სულელურ ილუზიებს ჩავებღაუჭო-ცრემლები მოვიწმინდე და გარეთ გიჟივით გავვარდი, გაბრაზებული ვიყავი ყველასა და ყველაფერზე, მთელს სამყაროზე ვჯავრობდი და ლამის ჭკუიდან გადავყავდი იმაზე ფიქრს, რომ ამხელა დედამიწაზე უსუსური არსებები სრულიად უმწეოდ დავაბოტებდით.. 
2...13 წელი გავიდა მამა! 13 წელი და არაფერი შეცვლილა, ისევ ვიბრძვით და ვმარცხდებით, ერთადერთი, რაც გაგვაჩნია ეს საცოდავი სიცოცხლეა, რომელსაც ადრე თუ გვიან მტრის ხელით ასევე საცოდავად გამოვეთხოვებით-ვტიროდი და ვცდილობდი გულიდან ის ტკივილი ამომეღო, რომელიც შიგნიდან მღრღნიდა 
3.-შენ?-მამას მოვშორდი და დეივიდისაკენ შევტრიალდი-მამა მითხარი, რომ ეს ტყუილია-მამას შევხედე და ამჯერად ჩუმად გავიმეორე-მამა!-მაგრამ ვხედავდი თვითონაც როგორ უმძიმდა ამ გადაწყვეტილების მიღება
4.-კმარა!-იყვირა დეივიდმა და საუბრის პარალელურად ყურებზე ხელს იფარებდა-დავიღალე იმის მოსმენით, რომ მხოლოდ ძმად მთვლი და ისე გიყვარვარ, როგორც მეგობარი.. გესმის? დავიღალე ამ ყველაფრისაგან!-საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა, გარეთ გიჟივით გავარდა, მე კი თვალცრემლიანი დამტოვა, როცა თავი მაღლა ავწიე კარებთან მდგარი მამა-ჯონი და ტეილორი დავინახე.. 
5.-ვილოცო?-ცინიკურად გავიღიმე-მთელი ცხოვრებაა ვლოცულობ, მაგრამ რა.. მშობლები თვალწინ დამიხოცეს, ჩემი ძმა ღმერთმა უწყის სად და როგორ არის, ან ცოცხალია კი საერთოდ? ახლა კი.. ახლა კი ჩემს საუკეთესო მეგობარსაც ვკარგავ


9)mariaroxie
1.ნიუ-იორკი ძალიან მიყვარდა...მაგრამ ოღონდ ამათ მოვშორებოდი და ყველგან წავიდოდი...ინეტერნეტში შევედი და პირველად ცხოვრებაში ვნახე სად იყო საქართველო...არ მქონდა პრობელმა წავიდოდი...მე გულს ის მტკენდა,რომ მშობლებს ასე არ ვუყვარდი...ყელში ბურთი გამჩხეროდა და სუნთქვას მიკრავდა...ტკივილი გულს მიხვრეტდა და ცრემლები წვეთ-წვეთად ჩამომდიოდა...
2.სუვენირები დავათვალიერე და ზარდახშა ვიყიდე...შიგ საათს ჩავდებდი,გასაღებს დავმალავდი და აბა გაეღო გიორგი . ჩემმა იდეამ აღმაფრთოვანა .გამიკვირდა,რომ გამყიდველმა იმწამსვე გაიგო რაც ვუთხარი და ზარდახშები მომაწოდა,გამაკვირვა და გამახარა)) საყიდლებზე წავედი,გარდერობის განახლება კარგი იდეა იყო)) 
გადმოვედი თუ არა ანიმ შესასვლელისკენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიგვათრია.იქ ბილეთები ავიღეთ და პარკში შევვარდით))ანი ატრაქციონიდან ატრაქციონზე ხტებოდა,ჩვენ კი მას დავზდევდით)) ბოლოს მე და ელენე კარგად გაგვწუწა,არც მე დავაკელი და აი ელენე,რომ ორივემ გავლუმპეთ და,რომ გამოგვეკიდა,ისე გაგვწუწა...თმიდან წვეთ-წვეთად ჩამოგვდიოდა წყალი,ვითომ გავიწურეთ და მანქნაში,რომ ჩავსხედით სავარძლები სულ დავასველეთ 
3.ამოვიოხრე და ბანცალით გავყევი...სახლთან ახლოს ვიყავი,რომ თუ არ ვცდები დავვარდი)) ეტყობა გზაში ჩამეძინა,ბოთე ვარ :/ და აქამდე ნეტა გიორგიმ მომიყვანა? საწყალი,მაგისთვის ძილშიც კი საშიში ვარ,რა იცი რას ვუზამ :ხ... 
შევედით თუ არა მუსიკამ ყურები დამიცო,ბართან მივედი და კოქტეილი ავიღე...დავლიე და ვიცეკვე))იმდენი არ დამილევია მე რომ ვიცი ხოლმე,თორემ ვინმეს მართლა დავაინვალიდებდი,ორ ჭიქაზე მოვრჩი))


10)-Twilghtfan
ნახევარი გზა გავიარე ..ღრმად ჩავისუნთქე და გზა განვაგრძე. რაღაც ცუდად შრიალებდა ფოთლები. ხმა შორიდან მოდიოდა,მაგრომ ბოლოს ძალიან ახლოდან ისმოდა. ერთ ადგილას გავჩერდი და ბუჩქისკენ მივანათე. ვერ ვინძრეოდი, სხეული სულ მიკანკალებდა, არ მაძლევდა განძრევის საშვალებას. უკვე სულ ახლოს იყო.. საშინელი ფიქრები მიტრიალებდა თავში. სხეული წინანდელზე მეტად ამიკანკალდა,რასაც სიცივე ემატებოდა. ბოლოს წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და მუხლებში მოვიკეცე... 


11)queenmariamo
1.ადამიანებმა შეამკეს სიყვარული სიმორცხვით, პოეზიით,თავგანწირვით, მაგრამ მათვე შეიტანეს მასში: მეტისმეტობა, ღალატი, გარყვნილება და მლიქვნელობა.

ახლა ღამის 2 საათია..ახლახანს აფრინდა თვიმფრინავი და მეც თვალი არ მომიწყვიტავს ფანჯრისათვის..ულამაზესი სანახაოობა იყო,როცა თვითმრინავმა განათებულ და გასხივოსნებულ,მაგრამ ამავდროულად ღამის წყვდიადში მოცულ ნიუორკს გადაუფრინა...
თანდათან ძილი მერეოდა,მაგრამ არ მინდოდა ასეთ სიამოვნებას გამოვკლებოდი.პირველად არის,როდესაც მარტო მივფრინავ და ალბათ,ამიტომაც ვარ ასე გაშმაგებული ამ უსაზღვრო სივრცის ყურებით,რომელსაც დასასრული არ უჩანს...გაიხედავ და უყურებ უსასრულო ზღვარს,ზედ ჩამოწოლილ ღრუბლებს და ვერ დაგიჯერებია,რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ...ამ სივრცესთან შედარებით,ხომ შენი თავი სულ უსუსური გგონია....
2.საათს დავხედე-ისრები ისევ გაუჩერებლად მოძრაობდნენ,ჯოჯოხეთის მანქანა-როგორც შეიძლება ეწოდოს მას,არარაობასთან შესახვედრად მიილტვის.ეს არარობა კი "სიკვდილია",ყველაზე აუტანელი და საშინელი რამ ადამიანისთვის,რისი გაფიქრებაც ყველა ჩვენგანს ზარავს და რომლის მსხვერპლნი ადრეთუგვიან,თითოეული ჩვენგანი ვხვდებით...ამ ყველაფერს ზოგჯერ ადამიანი ვერ უძლებს და სწორედ ამიტომაც,არის გამოგონილი ოცნება..უიმედო ოცნება მარადიულობაზე....


12)Missnina

13)Mariam)))

14)katherine007


14 მონაწილიდან ხმას აძლევთ მხოლოდ 2ს))
ამჯერად ხმის მიცემა კომენტარებითაა..
მხოლოდ რჩეული ორი ავტორი,რომლის წერის სტილიც მოგეწონათ))
ვინც მეტს მიცემს,იცით რომ მისი კომენტარი არ ჩაითვლება)




კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1194 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 261 2 3 »
2013-01-19 Spam
queen mariamo da miss nina <3