23 ნოემბერს, კიევში გაიმართა ცნობილი ფეხბურთელისა და ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის
მეუღლის ყოფილი მოდელისა და დიზაინერის ანუკი არეშიძის პირველი ჩვენება. ANOUKI S/S 2014 fashion Show წარმატებით ჩაიარა და ყველაზე საინტერესო ჰაილათი ჩვენებიდან წარმოშობით რუსი მოდელის ირინა შეიკის პოდიუმზე გამოჩენა იყო. ცნობილმა სუპერმოდელმა ანუკის კოლექციიდან ერთ-ერთი კაბა მოირგო და რანევეი მანვე დახურა. ფოტომასალა პოდიუმიდან და კულისებიდან თავად ანუკიმ გამოაქვეყნა ინსტაგრამისა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. შეიკთან გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე დიზაინერმა აღნიშნა, რომ ირინა მისთვის სილამაზის ეტალონია.