მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 9 » ანკეტა - ნანუკა ჟორჟოლიანი
4:07 PM
ანკეტა - ნანუკა ჟორჟოლიანი

ანკეტა - ნანუკა ჟორჟოლიანი


სახელი, გვარი: ნანუკა ჟორჟოლიანი


საქმიანობა: ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.


1. რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი - ადვოკატი.




2. რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში დავიბადებოდი - ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ამერიკაში, მაგრამ მინდოდა დავბადებულიყავი ესპანეთში.




3. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ – მქონდეს ის გადაცემა რაც მაქვს. ისე ვუყვარდე ჩემს ქმარს, როგორც ახლა ვუყვარვარ და მყავდეს ყველა ის მეგობარი, რომელიც ახლა მყავს.


4. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ – ცნობილი ვყოფილიყავი.




5. ის, რის გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია - მამაკაცისგან ისეთი სიყვარულის გარეშე, რომელიც ახლა მაქვს.


6. ჩემი მეგობრები ჩემთვის - ჩემი ცხოვრების 80 პროცენტი.




7. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში - მეგობრობის უნარი. კიდევ ის, რომ კეთილი ვარ ( რა თავმდაბალი ვარ?) :))


8. ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში - ძალიან ემოციური და ფეთქებადი ვარ.




9. მჯერა, რომ – სულ ახალგაზრდა ვიქნები.




10. არ მჯერა, რომ - დავბერდები.


11. ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ - ერთგულებას. . . დაფასების და დანახვის უნარს.




12. ყველაზე მეტად მეშინია - ვირთხის.


13. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა - ჩემი გადაცემა და ის სიყვარული, რომელიც ხალხს ჩემს მიმართ აქვს.




14. ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს - სასურველი წონა! smile 15 კილოთი ნაკლები მინდა ვიყო.




15. ის, რაც არ მქონდა და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ - ვცდილობ, რომ რაც არ მქონდა მაქსიმალურად ყველაფერი მივცე ჩემს შვილებს, ზუსტად იმიტომ რომ მე არ მქონდა. . . ბებიასთან ვიზრდებოდი და დედასთან ხშირი ურთიერთობა არ მქონია. მინდა რომ ჩემს შვილებთან მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო.



16. ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ყველაზე ხშირად ვიყენებ - აქ ვერ ვიტყვი:)))




17. ყველაზე უხერხული სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩენილვარ - ერთმა ადამიანმა ძალიან გამაბრაზა და ვეჩხუბე. რომ წავიდა საუბარი გავაგრძელე, თუ რას საშინელია ის ადამაინი. smile ამ დროს აღმოჩნდა, რომ თავზე მადგას და მისმენს. ჩემი მეგობარია ეს ადამიანი და ჩემზე მეტად შებერტყილი აღმოჩნდა:)




18. ყველაზე ხშირად მავიწყდება - ამ ბოლო დროს ბევრი რამე მავიწყდება. სახელებიც კი.




19. ყოველთვის უნდა მახსოვდეს – რომ ვარ დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი.




20. არ ვიცი და მინდა ვიცოდე – ბევრი უცხო ენა.


21. მინდა დამიმახსოვრონ, როგორც – ერთი ჯიგარი, კეთილი გოგო.




22. სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვღიღინებ - გააჩნია რა ხასიათზე ვარ. ამ ბოლო დროს, აგუტინის სიმღერა „Ай, ай, ай" მაქვს ამოჩემებული, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში კარგი პალასაა. თუ მელანქოლიურ ხასიათზე ვარ, როგორც წესი ნინო ქათამაძე მაქვს ჩართული.


23. ის, რისი თქმაც სულ მინდოდა და დღეს, თქვენთან ვამბობ - დაანებონ თავი ჩემს პირად ცხოვრებას! ეს არასდროს მითქვამს და ჭორებს ყოველთვის ვიყრუებდი. პირველი შემთხვევაა როცა ვამბობ - დაგვანებონ თავი!


24. როლი, რომელსაც ყველაზე კარგად მოვირგებდი - სკარლეტ ო'ჰარა ვიქნებოდი, ფილმიდან „ქარწაღებულნი".


25. წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი - „დათა თუთაშხია".




26. ნიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად მინდა, რომ ვფლობდე - დიპლომატიის ნიჭი. უფრო მეტად დიპლომატი გავხდებოდი.


27. ზღაპრის გმირი, რომელსაც ყველაზე მეტად ვამსგავსებ ჩემს თავს - ორ გმირს ვამსგავსებ. ერთის მხრივ მგონია, რომ რაღაცით კარლსონს ვგავარ და მეორეს მხრივ, კიდევ მერი პოპინსს.




28. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ - ჩემი პირდაპირობით ბევრი ადამიანისთვის მიწყენინებია.


29. რომ არ ვყოფილიყავი ნანუკა ჟორჟოლიანი ვიქნებოდი - ჩემი შვილი, მარიამ გეგუჩაძე.


კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 924 | დაამატა: Mrs♥Cupcake | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2012-09-10 Spam
Kai siaxlea