რიანა ხშირად ხვდება პრესის ყურადღების ცენტრში, ამჯერად ეს ყველაფერი ცოტა უცნაური ფორმით მოხდა. როგორც ”Star Magazine” იუწყება ანჯელინა ჯოლი ბავშვებს რირის სიმღერების მოსმენას უკრძალავს.ამის მიზეზი კი ბარბადოსელი შემსრულებლის ახალი ნამუშევარი ”Birthday Cake” გახდა. როდესაც ჯოლიმ მოისმინა თუ როგორ ღიღინებდნენ მისი პატარები სიმღერის უცენზურო და სექსუალურ ტექსტს, მათ რიანას მოსმენა და მათი სიმღერების გადმოწერა აუკრძალა.რიანა სიმღერებისა და ვიდეორგოლების უცენზურო შინაარშის გამო არაერთხელ მოყოლილა კრიტიკის ქარ-ცეცხლში.მისი რამდენიმე კლიპი ზოგიერთ ქვეყანაში დაიბლოკა კიდეც. ახლა კი მომღერალს ბოიკოტს ანჯელინა ჯოლი უცხადებს.