ჟურნალი არ ასახელებს ანჯელინას ახლობლის სახელსა და გვარს, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსახიობი ყოველდღიურად, საუზმეზე მიირთმევს მარცვლეულს, რამდენიმე კოვზი ქოქოსის რძით. ანჯელინას კვების რაციონში არ შედის არანაირი სადილი ან ლანჩი.
თავად მსახიობი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, ჭამის მადა დაეკარგა. ანჯელინას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. ამიტომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის მერე, ჭამა შეწყვიტა. ბრედ პიტის თქმით, ჯოლის შიმშილისგან გული რამდენიმეჯერ წაუვიდა.
წლების განმავლობაში, მრავალშვილიანი დედა უფრო და უფრო „მცირე" ხდებოდა. ჯოლის ავადმყოფობაზე ხმები 2007 წელს გავრცელდა.
ამბობენ, რომ პრინცესა ქეით მიდლტონიც, რომელიც ტახტის მემკვიდრეს ელოდება, ასევე, ანორექსიითაა დაავადებული.
ახლობლების განცხადებით ანჯელინამ ჭამა 29 იანვარს, დედის გარდაცვალების დღეს, თითქმის სულ შეწყვიტა.
ყველაფერი ეს მიანიშნებს, რომ მსახიობს ფსიქიკური ანორექსია აქვს. Anorexia psychic – საკვებზე უარის თქმა უმადობის, დეპრესიის, ან მოწამვლის შიშის გამო.
ექიმების განცხადებით, ანორექსია ХХI–ე საუკუნის ყველაზე საშიში დაავადებების სიაში შედის. გასულ წელს, ამ დაავადებით, ორი სუპერმოდელი გარდაიცვლა.