2012 წლის 15 იანვარს „გლობუსის" გადაცემის ცერემონიალზე მისული ანჯელინა ჯოლის ჩაცმულობამ დამსწრეები აღაფრთოვანა. 69–ე ცერემონიალზე მთავარი განხილვის საგანი სწორედ „გლობუსის" მფლობელი ჰოლივუდელი ლამაზმანის კაბა იყო, რომელიც სპეციალურად მისთვის Versace-მ შეკერა.
36 წლის ჯოლი ცერემონიალზე ბრედ პიტთან ერთად მივიდა, რომელიც თხილამურებით ბოლო, უიღბლო გასეირნების შემდეგ ჯერაც ხელჯოხით მოძრაობს. თუმცა, რადგან იმავე ცერემონიალზე ჯორჯ კლუნიც ხელჯოხით გამოცხადდა, ტაბლიოდთა ნაწილმა დაასკვნა, რომ ეს, უბრალოდ, ჰოლივუდის მამაკაც–მსახიობთა ახალი ახირებაა.
48 წლის ბრედ პიტი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა ფილმ Moneyball-ში შესრულებული როლისთვის,, ამავე დროს კი ანჯელინა ჯოლის ფილმი „სისხლისა და თაფლის ქვეყანაში" საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
„მე სრული ემოციური კრახი მქონდა ამ ფილმის გადაღების დროს და როცა ბრედმა მიპოვა, უბრალოდ, იდგა და ტიროდა", – გულახდილი ღიმილით განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ და დაამატა: „მაგრამ მე ძალიან მინდოდა ამ საშინელი ბოსნიური ომის შესახებ ყველას გაეგო..."