ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილებმა ლოს-ანჯელესის პოლიცია ფეხზე დააყენეს. ჰოლივუდის ვარსკვლავების შვილებმა შემთხვევით სამართალდამცავების მთელი არმია გამოიძახეს: რამდენიმე მანქანა და ვერტმფრენი.5 იანვარს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, პოლიციამ ჯოლი-პიტის სახლის "განგაშის ღილაკის" გამოძახებაზე დაუყოვნებელი რეაქცია მოახდინა.
პოლიციის ვერტმფრენი და რამდენიმე ავტომობილი მსახიობების სახლთან მზადყოფნაში, მთელი შეიარაღებით გამოცხადდნენ, მაგრამ ვარსკვლავურ საცხოვრებელთან მისულმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი შემთხვევით გამოიძახეს.იმის შესახებ, რომ ბავშვებმა ცელქობის დროს დააჭირეს განგაშის ღილაკს ხელი, ძიძამ განაცხადა. თავად ჯოლი და პიტი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.