♥♥♥ Angelina Jolie ♥♥♥ ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთხელ დააფეხმძიმეს.
ჰოლივუდის ვარსკვლავს ამჯერად ჟურნალმა Star Magazine -მა შეამჩნია ფეხმძიმობის ნიშნები. "ანჯელინას დილაობით გულისრევის შეგრძნებები აწუხებს, ამიტომ საზოგადოებაში გამოჩენას ერიდება. იგი კონცენტრირებულია თავის 6 შვილზე და მათ ოჯახის ახალი წევრის დასახვედრად ამზადებს", - ამტკიცებს ჟურნალ Star Magazine -ის წყარო. რაც შეეხება ბრედ პიტს, როგორც ჩანს, იგი დიდად მოხიბლული არაა ცოლის გადაწყვეტილებით, რასაც მსახიობი მათი ოჯახის ქაოტური ცხოვრების სტილით ხსნის. ჯოლის ფეხმძიმობის შესახებ ერთი წლის წინაც გავრცელდა ხმები. ჰოლივუდის ვარსკვლავი ჟურნალ "მარი კლერთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ გამორიცხული არ იყო, კიდევ ერთი შვილი გაეჩინა. "ამ დროისთვის არაფერი გვაქვს დაგეგმილი. არ ვიცი, შეიძლება დავფეხმძიმდე კიდეც", -ასეთი იყო ბრეტ პიტის მეუღლის განწყობა ერთი წლის წინ. გაზრდის თუ არა წყვილი ოჯახის წევრების რაოდენობას, ზუსტად არავინ იცის.
|