მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 26 » ანეკდოტები გურულებზე
1:01 PM
ანეკდოტები გურულებზე
ანეკდოტები გურულებზე!
ნახეთ, ძალიან მაგრებია :დდ
ბევრს იხალისებთ, მე პირადად ჩავბჟირდი :დ
 

***
გურული ეკითხება მეორე გურულს:
-ახლა ხარ ეკონომიურად უკეთესად თუ ადრე იყავი?.
- ძამა შაქარი და მარილი ახლა მაქ და მარტო პურის ყიდვას რა უნდა.


***
გურულს ავტობუსში ჯიბგირმა ჯიბეში ჩაუყო ხელი , მაგრამ გურულმა მიხვდა და მაჯაში სტაცა ხელი.
- რას შობი ბიჯო , არ გრცხვენია სულ?
- შემთხვევით მომივიდა ბატონო, ტუბერკულოზი მაქვს და ხელები მიკანკალებს 
- მერე ძამა ჩემი ჯიბე ბახმაროა თუ რაი?


***
ქალს ქმარი მოუკვდება. გურულმა საყვარელმა ერხანს ითმინა მარა ბოლოს წასძლია სულმა და დამწუხრებულ ქალს შუუჩნდა 
- აწი ქე მივხედოთ საქმესო.
- როგორ არ გრცხვენია უსაყვედურა ქალმა, ხომ ხედავ მგლოვიარე რომ ვარ .
- უსინდისო კი არ ვარ შე ქალო ... ნელ-ნელა და ნაღვლიანად ვიზამ ყოლიფერს !!!


***
გურულებმა თქვეს:
ნუ გეი-ნაზებით და არ გეი-ლახებითო. 
გეი-გონეთოო? 


***
გურული ქალი მოდის ბაზრიდან… ჩანთებიიო… პარკებიოოო… ხორცი, მწვანილი, ყველი, ქათმის ფეხები ამოფშეკილი ჩანთიდან…ცოცხალი… მოკლედ რა აღარ მოაქვს… შეფანდალდა პადიეზდში და შარვალჩახდილი მანიაკი გადმოუხტა წინ…
- ტიტუუუუ… კვერცის ყიდვა დამავიწყდა :dd


***
ზამთარია ქუჩაში გურული დგას იყინება, ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი. ამ დროს ბავშვი ჩაივლის და ეკითხება:
– ბიძია, რომელი საათია?
– ზაფხულში, ზაფხულში მკითხე ბიძია.


***
გურული მოდის სათოხარიდან, შეხვდება მეზობელი და ეკითხება:
-რავა მოკვიტინებულხარ ანეტა, ფეხმძიმედ ხომ არ ხარ ცა?
-შენ გაგიხმეს ენა, ქმარი მე არ მყავს და საყვარელი, ფეხმძიმედ რაფერ ვიქნები?!
-მაი აფერი, ცა, არც ეფროსინეს ღორს ყავს ქმარი და საყვარელი მარა ქე დაყარა12 გოჭი :DD


***
მოხუცი გურული ეზოში ჯდანა ყბააკონილი, გამეივლის მეზობელი და ეკითხება:
- რაია ბორია გლახათ ხარ?
-არა. უპასუხებს გურული.
-აბა ყბაი რეიზა გაქ აკონილი?
-ყველა ყანაში წევიდა და რომ მოვკტე ვინ ამიკონავს ყბას? 


***
გურულს მიყავს ცოლი ექიმთან
ექიმმა უყურა, უყურა და ეუბნება ქმარს: რაცხა არ მომწონს აი შენი ცოლი
- მაი ძამა არც მე მომწონს, მარა ბაღნებს უყვართ ნამეტარი 


***
-რატომ შორდები ცოლს? ეკითხებიან გურულს.
-არ უყვარვარ.
-რაიცი რომ არ უყვარხარ?
-კაით ერთი კაცო, მაგას მე რომ ვყვარებოდი ცოლად არ გამომყობოდა


***
90–იან წლებია, გურიაში ერთერთ მაგაზიაში შედის კლიენტი და გამყიდველს ეკითხება: 
–რამე იმფერი თუ გაქ თაგვს რომ არ ქონდეს ზეთ გადანარები?
–მაგფერი ბიძია აგერ კატა მყავს და წეიყვანე თუ გინდა. 


***
მეგრელი იხრჩობა და ყვირის:
-პამაგიტეეე,პამაგიტეე;
გაიგონა გურულმა გადეიხედა წყალში და გადასძახა:
-ძამა, მაგ რუსულის სწავლას ცურვა გესწავლა არ ჯობდა?  :D


***
გურულს ეუბნებიან: 
- თურმე იაპონიაში საფლავის ქვას დაბადების და გარდაცვალების წელს კი არ აწერენ, არამედ იმ წელს, როცა ბედნიერი იყო.
გურული პასუხობს: 
- მაშინ ჩემზე დაწერეთ - დეიბადა კვტარი!


***
გურული დედას სახელს ეძახის სიდედრს კი დედას.
-რას შობი ბიჭო,არ გრცხვენია?
-შენ იცინე ბიძიზ და რასაც მე მაგინებენ, სულ სიდედრს მისდის მაგი


***
გურული ეუბნება მეგობარს:
-ყოველ დღე მთხოვს ცოლი ფულს, აღარ შემიძლია
-კი მარა სა ხარჯავს?
-არ ვაძლევ და რას დახარჯავს?


***
გურული ზის ციხეში. მეორე გურული ეკითხება:
_ რეიზა ზიხარ?
_ არ მიშობენ და... :D


***
გვიან ღამით ერთი ქვრივი გურული ქალის ჭიშკართან ძახილის ხმა გაისმა...
_მასპინძელოოოოოოოოოო!!!
_ მობრძანდიიიიიიიიიი!!!!
_ბოდიშის მოხდით ღამეს ხომ ვერ გამათევინებთ.
_უიი!! უიი!!_შეწუხდა ქალი.
_ქვრივი ვარ და მეზობლებს გლახათ არ ეჩვენოს რამე მერიდება!! არადა უარი რაფერ გითხრა ბატონო?
_ოხ რას ამბობ ქალბატონო მე მკვლევარი, პროფესორი გახლავართ ნუ გეშინიათ არაფერს დაგიშავებთ...
_კაი კაი შემოი!! _გათენდა დილა და ამ პროფესორს ხელპირს აბანვინებს ეს ქვრივი... ეზოში ქათმები გამოჩნდა მათშორის უმრავლესობა მამლები:
_ვააა ეს რადენი მამლები გყოლია ქალბატონო თქვა პროფესორმა.
_ეხხხხხხხ მამალი იგია ეეეე წითელი რომაა თვარა დანარჩენები შენსავით მკვლევარი პროფესორებია.


***
სომეხი წყალში იხრჩობა. ვაჟკაცობაზე დებს თავს და მიშველეთო - არ ამბობს.
- მიჭირს ! მიჭირს ! - ყვირის განწირული ხმით.
- პაწა ყველას გვიჭირს ძამა, მარა ქე უნდა მეითმინო - აპა რავა ! - მიაძახა ნაპირიდან გურულმა


***
გურულის ცოლი გასაახალგაზრდავებელი ოპერაციის გასაკეთებლად მიდის საზღვარგარეთ და ქმარს ეუბნება:
- უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ამიღე ბარემ, იქნებ მერე ვერ ვიშოვო.
- ნუ ჩქარობ ქალო რა იცი შეიძლება აქეთობისას საბავშვო ბილეთი დაგჭირდეს


***
ნოდარი უფროსთან ერთად მგზავრობს მანქანით და გამუდმებით სიგარეტს ეწევა. უფროსმა ვეგარ მოითმინა:
- რამდენს ეწევი, ბიჯო ნოდარია.
– არ ვყლაპავ ბოლს,ვარდენიჩ.
– აბა,მე რას მაყლაპიებ,შე ვირიშვილო?!


***
მატარებელში დედა ბავშვს ძუძუს აჭმევს, ბავშვი არ ჭამს და დედა ეუბნება
–ჭამე თორე წინ რო ბიძია ზის იმას ვაჭმევ
ბავშვი მაინც არ ჭამს.ასე განმეორდება რამდენჯერმე. გურული ვეღარ მოითმენს და ეტყვის
–ქალბატონო თუ მაჭუმ მაჭამე თუ არა და 2 გაჩერებით გავცდი უკვე ჩემ სახლს...


***
შუაღამეა გურული აღვიძებს ცოლს
– რა გინდა??
–რა უნდა მინდოდეს ამ შუა ღამეს ქალო?
2 თავი ხახვი ხომ არ გაქ მასესხო ზეგემდე.


თუ მოგეწონათ მეორე ნაწილსაც დავდეებ :* <3
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 887 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-05-27 Spam
hahhhh saghooll dzaan momewonaaaa biggrin