საიტის მენიუ |
|
|
გამოკითხვა 1 |
|
|
გამოკითხვა 2 |
|
|
გამოკითხვა 3 |
|
|
|
|
| | |
მთავარი » 2012 » ივლისი » 7 » ანეკდოტები
|
ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ბავშვს ეკითხებიან:
-რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდე?
- მდგმური!
ჯალათს სახრჩობელისკენ მიჰყავს სიკვდილმისჯილი. ცივა,უბერავს,წვიმს. სიკვდილმისჯილი წუწუნებს.
-რა არის, რა ამინდია, სულ გავიყინე!
-ეჰ,შენ რა გენაღვლება - ეუბნება ჯალათი, მე კიდევ უკან უნდა დავბრუნდე
– მამი, ქალთევზა ქალია თუ თევზი?
– რავი, შვილო, გააჩნია – გშია თუ...
ჯოჯოხეთში ქალებს "ღებულობენ".
– რამდენჯერ უღალატე ქმარს? – ოცდაათჯერ. – კუპრში!
შემდეგი...
შენ რამდენჯერ უღალატე ქმარს? – ოცჯერ. – კუპრში!
შემდეგი... შენ რამდენჯერ უღალატე ქმარს? – ერთხელ...
– ჭინკებო! აიყვანეთ ოცამდე და კუპრში! შემდეგი...
- უკაცრავად, თქვენ ჩემს მარაოზე ზიხართ.
- მართლა, მეც არ მეგონა საიდან მიბერავდა?!
- გააქვთ კანფეტი ,,ძროხის ფრთა”?
- რა სისულელეა!
- ვერ გავიგე ,,ჩიტის რძე” არ არის სისულელე?!
სვანს თავის ხვრინვაზე გაეღვიძება და მეორე ოთახში გავა.
- ქორწინების მერე კაცი მართლა ძალიან იცვლება?
- რატომ?
- აი, მე ქორწინებამდე ყველა ქალი მომწონდა.
- ახლა?
- ახლა ყველა, ერთის გარდა.
გურული ეკითხება სადგურის მორიგეს:
- ოზურგეთის მატარებელი მალე მუა?
- დღე-დღეზე ველოდები, - დაამთქნარა მორიგემ.
დაუპატიჟებელ სტუმარზე უარესი, მხოლოდ გაუსტუმრებელი სტუმარია.
პარლამენტართან მიღებისას:
- უკაცრავად, ბატონო, ამდენ დროს რომ გართმევთ ჩემი საქმეებით.
- არა უშავს, არა უშავს... მაინც არ გისმენთ.
ერთმა აგარაკი იქირავა და დილით სათევზაოდ მიმავალმა გლეხს ჰკითხა:
- გეთაყვა, ამ ტბაში თევზაობა ნებადართულია?
- რა თქმა უნდა.
- მაშასადამე, თუ თევზს დავიჭერ, დანაშაული არ იქნება?
- არა ბატონო, დანაშაული რას მიქვია, ეს სასწაული იქნება.
- რა ამბავია არისტო, მეოთხეჯერ რომ იცვლი ბინას?
- ცოლს არ მოწონს და რა ვქნა?
- ცოლი გამოიცვალე, შე კაცო!
- გუშინ ზინას გავეხუმრე და ეწყინა, ასე მითხრა წელს ქვემოთ ხუმრობებს ვერ ვიტანო.
- რაზე გაეხუმრე?
- მკერდზე. daamowma:anukaankam<3
|
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... |
ნანახია: 816 |
დაამატა: Muser♥
| რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 1 | |
| | |