მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19 » Anegdotebi [Part 1]
5:13 PM
Anegdotebi [Part 1]
ბავშვს ეკითხებიან:
– რამდენი ასოა ანბანში?
– ექვსი.
– როგორ ექვსი?!
– ა, ნ, ბ, ა, ნ, ი. სულ ექვსი.

ქმარი საყვედურობს ცოლს:
– მისმინე, ამ კულინარულ გადაცემებს რისთვის უყურებ? საჭმლის გაკეთება მაინც არ იცი.
– შენ, რომ ფეხბურთს უყურებ…

სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება ბრალდებულს:
– ესე იგი, თქვენ აღიარებთ, რომ თაფა თავში ჩაართყით დაზარალებულ ქალბატონს.
– დიახ, ბატონო მოსამართლევ, ოღონთ ფეხები მანამდეც დაბრეცილი ქონდა.


– გამარჯობა ექიმო, ჩემი ანალიზების პასუხები უკვე მზადაა.
– კი, მზადაა.
– მერე რა ხდება, როგორაა ჩემი ჯანმრთელობის საქმე?
– ცუდად, ძალიან ცუდად.
– რამდენი ხანი დამჩა სიცოცხლე?
– 10.
– რა 10? თვე, კვირა?
– 9, 8 ,7…


ბავშვი ეკითხება დედას:
– დედიკო, იმ დროს, როცა მე ვმღერი, ფანჯარასთან რატო დგები?
– ხალხმა დამინახოს, რომ არ გცემ.


სხედან პლიაჟზე დირექტორი, ჟურნალისტი და მიწის მთხრელი. ყველა მათგანს მუხლამდე აქვს…
დირექტორს – ღიპი,
ჟურნალისტს – ენა,
მიწის მთხრელს – ხელები.


ბავშვი შედის აფთიაქში:
– ტკივილგამაყუჩებელი გააქვთ?
– კონკრეტულად რა გტკივა?
– ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ მამაჩემი მშობელთა კრებაზე წავიდა.


ექიმი ეუბნება გახდომის მსურველ პაციენტს:
– აი თქვენ 500 აბი.
– დღეში რამდენი უნდა დავლიო?
– არა, დალევა არ არის აუცილებელი.
– აბა, რანაირად გავხდები?
– ამ 500 აბს დილას და საღამოს წამოყრით იატაკზე და მერე აკრიფავთ.


პირველი რაუნდის მერე მოკრივე თავის სეკუნდანტს ეკითხება:
– რას ატყობ, მოუგებ?
– რა თქმა უნდა! თუ მასე გააგრძელებ ხელების ქნევას, გაცივდება და ფილტვების ანთება დაემართება.


ექვსი თვეა მიხო ამერიკაშია. შევიდა ქართულ რესტორანში და ქართველივე მიმტანს ეუბნება:
– ახლა მამიტანე ქვაბში მიმწვარი ლობიო, დაახეთქე მაგიდაზე და მითხარი: შაცეცხლე!
– რაა?! – გაოცდა მიმტანი.
– რა და შინ ყოფნა მამენატრა…


– მამი, მამი, სკოლაში დიდთავას მეძახიან.
– მერე, სცემე, შვილო.
– ჰო, მაგრამ ვიწრო დერეფნებში დარბიან.


კახელი მრგვალ სახლს აშენებს. მეზობელი აკვირდება და ბოლოს გაკვირვებული ეკითხება:
– კი მაგრამ, რად გინდა ასეთი მრგვალი სახლი?
– სიდედრმა მითხრა, სახლს რო ააშენებ, ერთი კუთხე ჩემთვისაც გაითვალისწინეო…


სვანეთს თვითმფრინავი გადაუფრენს და საკენკს დაუყრიან მოშინაურდესო.


ახალგაზრდა ქალი შედის პიცერიაში. მიმტანმა მოუტანა პიცა და ეკითხება:
– რამდენ ნაჭრად დავჭრა ოთხად თუ რვად?
– ოთხად, რვას ვერ შევჭამ.


ბაზარში ძალიან მოხუცი ბებო ყიდულობს კარტოფილს. გამყიდველი ეკითხება:
– ბებია, რამდენი კილო მოგართვათ?
– ხუთი კილო, შვილო… მაგრამ მეშინა, მაგ სიმძიმის სახლამდე მიტანას ვერ შევძლებ.
– ბებო, შენ ნუ გეშინია, ისე აგიწონი, რომ შეძლებ.

ნანახია: 656 | დაამატა: -Pucca♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-12-19 Spam
dzalian momewonaaa kargi iyooo :D:D:D