მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 13 » ანეგდოტები
5:06 PM
ანეგდოტები
რად გინდათ კაბინეტში აკვარიუმი. – ჰკითხეს წარმატებულ ბიზნესმენს.

- მომენატრა არსება, რომელიც პირს იმიტომ არ აღებს, რომ ფული მთხოვოს.


ორმა მთვრალმა კაცმა ტაქსის მძღოლის გაშაყირება მოინდომა და მძღოლს კითხეს:

- ძმაო, ნაგავს არ წაიღებ?

- კი, ბატონო, დასხედით!





ჯეიმს ბონდი ქალთან:

– ჯეიმს, ეგ რა საათი გიკეთიათ?

– ეს საათი აჩვენებს, თუ რა ხდება ეხლა, ამ მომენტში.

– და რას აჩვენებს ეხლა ეგ საათი, რა ხდებაო?

– რას და მხურვალე სექსით ვართ ჩვენ დაკავებული.

– კი მაგრამ, ეს ხომ ტყუილია?

– არა, უბრალოდ ჩემი საათი ცოტა წინაა





– ხომ ვერ ამიხსნით ცეცხლოვანი კოცნის ტექნოლოგიას?

– სიამოვნებით. მთავრია, კოცნის დროს პირიდან გამოიღოთ ანთებული სიგარეტი.





ღელვის დროს, მგზავრი მივა კაპიტანთან და ეკითხება:

– რა მანძილზეა უახლოესი მიწა?

– ორ მილში.

მგზავრს გაუხარდება და კიდევ ეკითხება:

– მარჯვნივ თუ მარცხნივ?

– ქვემოდ, … მიოუგო კაპიტანმა.





– მეგობარო, რა ცუდად გამოიყურები.

– მთელი ღამე არ მეძინა.

– რატომ?

– სასტუმროში მე–100 ნომერში მომათავსეს, რომელსაც ერთიანი წაშლილი ჰქონდა და მთელი ღამე მიკაკუნებდნენ, დროზე გამოდი, ჩვენც გვინდაო…







თანამშრომელი სასიძოს ეკითხება:

– შენი საცოლეს სურათები გაქვს შიშველ მდგომარეობაში?

– რა თქმა უნდა, არა!

– გინდა გადმოგიგზავნო?





- ძვირფასო, ექიმმა მითხრა, რომ დიდი-დიდი 8 საათიღა დამრჩა სიცოცხლე. მოდი, წავიდეთ საუკეთესო რესტორანში, მერე სასტუმროში… – ეუბნება ქმარი ცოლს.

- ჰო, შენ რა გენაღვლება, დილით ასადგომი არ იქნები!







- გუშინ კინოში ვიყავით, შუქი ჩაქვრა და ნახევარი საათი სიბნელეში ვიყავით მთელი დარბაზი.

- წარმომიდგენია რა პანიკა ატყდებოდა…

- კი, ნახევარი საათის მერე, როცა შუქი აინთო.

- ძვირფასო, ექიმმა მითხრა, რომ დიდი-დიდი 8 საათიღა დამრჩა სიცოცხლე.

მოდი, წავიდეთ საუკეთესო რესტორანში, მერე სასტუმროში… ეუბნება ქმარი ცოლს.

- ჰო, შენ რა გენაღვლება, დილით ასადგომი არ იქნები!..

კაცი რეკავს სასწრაფოში:

- სასწრაფოდ მოდით, ადამიანს კატოკმა გადაუარა!

სასწრაფო:

- მითხარით მისამართი. კაცი: – ჭავჭავაძის 34… 36… 38… 40… 42……





კლიენტი ბარმენს:

- თქვენ რა, აქ ანონიმი ალკოჰოლიკების კლუბი გახსენით.

- საიდან დაასკვენით?

- სახეზე ვერ
ავის ვცნობ.







ლორდი მოსამსახურეს:

- ჯეიმს! ცხელი აბაზანა მესაჭიროება!

- უკვე ამოვდივარ, სერ!







ფოტოგრაფი-კლიენტს:

- თქვენ როგორი სურათი გნებავთ, დიდი თუ პატარა?

- პატარა.

- მაშინ ასე ფართოდ ნუ იღიმებით.







სერ, – მიმართავს ახალგაზრდა ყმაწვილი მისტერ ტომსონს,

- თქვენი ქალიშვილის ხელი მინდა გთხოვოთ…

- სიამოვნებით, – იღიმება მისტერ ტომსონი,

- ოღონდ ის, რომელიც მუდამ ჩემს ჯიბეშია.





ლუდით დასალევი სადღეგრძელო:

- მოდი იმ კაცს გაუმარჯოს, რომლის მამაც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა და ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას "ბალელშიკობს”





სამი სტუდენტი აბარებს გამოცდას.

ერთი დიდი ბლატით, მეორე პატარათი, მესამე კი – საერთოდ უბლატოდ.

ეკითხებიან პირველს:

- რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი?

- იაპონიაში.

- ხუთიანი!

ეკითხებიან მეორეს:

- რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი? – იაპონიაში.

- რომელ წელს?

- 1945 წელს.

- ხუთიანი!

მესამეს იგივეს ეკითხებიან და უმატებენ:

- რომელ ქალაქში?

- ხიროსიმაში.

- რამდენი დაიღუპა?

- ორასოთხმოცდათხუთმეტი ათასი.

- … გვარები ჩამოგვითვალეთ!..







რას ნიშნავს ორმხრივი სიამოვნება?

– როცა სადისტი მაზოხისტს აწამებს……







ახალი ქართველების შვილების საუბრიდან:

- მამაჩემს იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია მთელი თბილისი იყიდოს!

- მამაჩემს ვეტყვი, რომ არ მიჰყიდოს!





მიხოს კოჭლი შვილი ყავდა,ომში უნდა წავიდეო ამოიჩემა …

სად უნდა წახვიდე გინდა აქ მე მანერვეულო და იქ სნაიპერი აწვალო?







რუსული ენის გაკვეთილი ქუთაისში.

გიგლა მასწავლებელი სვამს შეკითხვას :

- აბა ვინ გაარჩევს გრამატიკულად წინადადებას "მამა ს პაპოი პაშლი ვ ბანიუ”.

ხელს წევს პატარა ლადო.

-აბა მიპასუხე, ეუბნება მასწავლებელი

-მამა – პოდლეჟაშჩეე, პაპა – ნადლეჟაშჩეე, ა ბანია ეტო პრედლოგ – პასუხობს ლადო.

-მალადეც, ამბობს ბატონი გიგლა,ნო ზნაი, პაპა მოჟეტ ბიტ ი ნადლეჟაშჩიმ ი პოდლეჟაშჩიმ, ა ბანია ეტო მესტოიმენია !!










– ოფიციანტ!

– ჰაჯან!

– ჩემს წვნიანში ტარაკანა ფართხალებს.

– თავდაღმაა თუ გულაღმა?

– გულაღმა.

– ეგ მოცეკვავეა, კლიენტებისათვის „ბრეიკს" ცეკვავს







- არ გრცხვენიათ, ქუჩაში რომ მათხოვრობთ?

- აბა, რას მირჩევთ, ოფისი გავხსნა?







ფეხსაცმლის მაღაზიის პატრონი გამყიდველთან მივიდა და ყურში უჩურჩულა:

- რაშია საქმე, რატომ არ ეხმარებით იმ კლიენტს, რამდენი ხანია ფეხსაცმელი ვერ აურჩევია.

- მძიმე შემთხვევაა, შეფ – ამოიოხრა გამყიდველმა, – მუსიკოსია და ერთ ტონალობაში რომ ჭრიჭინებს, ისეთი ფეხსაცმლის ყიდვა სურს.





მთვრალი მძღოლი



მთვრალი მამაკაცი ავტობუსში ასვლას ცდილობს. მგზავრებმა სიცილი დააყარეს:

– იცინეთ , იცინეთ…– გაბრაზდა მთვრალი,

– ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს: მე ავტობუსუს მძღოლი ვარ!…..

Read more: ანეგდოტები
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 656 | დაამატა: gvanco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2012-01-14 Spam
4.    ( gvanco[??????]

smile