მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 9 » Always On My Mind - 8 -
2:22 PM
Always On My Mind - 8 -
 AlwayOn My Min8 -
მოთხრობის მერვე თავი.  გირჩევთ ნახოთ ეს თავი..
 დამიჯერეთ არ ინანებთ : ))



ორი დღე ისე გავიდა რეიჩელი თვალით არ მინახავს , რა სჭირდა? დავიჯერო რაიმე ვაწყენინე? მაგრამ რა? არვიცი, დავიბენი.
სახლში დივანზე წამოკოტრიალებული ვიყავი, თან ვფიქრობდი , უცებ
კარებზე ზარმა გამომაფხიზლა .. ზანტან წამოვდექი და კარები გავაღე , ნაილი და ლუი იყვნენ 
-ეი რა სახით ხარ , სიცილით მითრა ნაილმა და დივანზე წამოგორდა ..მე არაფერი მითქვამს , მხრები ავიჩეჩე და გევრდით მივუჯექი , ლუი კი პუFში ჩახტა აშკარად კარგ ხასიათზე იყვნენ , აი ჩემი კი რა გითხრათ .. ვიჯექი , უინტერესო , დაბნეული სახით , ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა რეიჩელისა .. მის საქციელზე , ვგიჟდებოდი ინტერესისგან თუ რატო იქცეოდა ესე .. არმინდოდა დამტყობოდა ესე ნერვიულობა მაგრამ ამათ რას გამოაპარებდი , ლუი გაკვირვებული მიყურებდა , ნაილს გახედა , შემდეგ ისევ გამომხედა და მკითხა
-კარგად ხარ? მე უცებ გამოვედი ფიქრებიდან , თავი გავაქნიე და სწრაფად ვუთხარი
-კი რაიყო? 
-არაფერი რა უნდა იყოს , უბრალოდ ისეთი სახით ხარ მეთქი რა სჭირს , მითხრა გაკვირვებულმა ლუიმ 
-არა არაფერია , უბრალოდ .. ნუ არაფერია. ვუთხარი, თავი ჩავღუნე და საზურგეს მივეყრდენი , ლუი არ შემეშვა და ისევ დამიწყო კითვების დასმა , მეც სხვა რა გზა მქონდა ვპასუხობდი , მიუხედავად იმისა რომ ეხლა არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა 
-აშკარად რაღაც მოხდა , თქვა ნაილმა
-ხო , მეც ეგრე ვფიქრობ . ჰარი იქნებ გვითხრა ? ინტერესიანი თვალებით შემომხედა ლუიმ 
-არაფერია თქო , საინტერესო .. ვუთხარი ისე რომ არც კი შემიხედავს, ლუიმ დოინჯი გაიკეთა , ამჯერად გაბრაზებული სახით შემომხედა და მაღალი ტონით მითრა 
-მალე მოყევი . მივხვდი რომ დამალვას აზრი არ ქონდა, ამიტომ ყველაფერი ვუთხარი , ამას ისიც დავამატე,რომ ძალიან მენატრებოდა რეიჩელი .
-არვიცი , ვერ ვხვდები რის გამო შეიძლება ესე იქცეოდეს , ცუდი მართლა არაფერი გამიკეთებია... ნაილმა ამოისუნთქა ღრმად და მკითხა
-ბიჭო მის დანახვაზე გულიც ხო არ გიჩქარდება და უაზროდაც ხო არ გეღიმება?
-ეგ კითხვები ამასთან რაშუაშია?
ჩამეცინა მე
-ძმაო , მგონი გიყვარს ეგ გოგო ..
სერიოზული სახით მითხრა ლუიმ 
-ვიცი , მიყვარს . ვთქვი დაუფიქრებლად, ორი წამის შემდეგ კი გავიაზრე ჩემი ნათქვამი და უცებ დავამატე
-მიყვარს, ძალიან მიყვარს როგორც მეგობარი 
-არა მხოლოდ მეგობარი
თავი გააქნია ნაილმა.
-რასისულელეა, გამორიცხვულია უბრალოდ . მისთვის ერთხელაც კი არ მაქვს ნაკოცნი
-რააა?
გაიოცა ორივემ
-რამოხდა უბრალოდ მეგობარია რატო უნდა მეკოცნა
-ოოოო ეს უკვე სერიოზულია 
გააზვიადა ლუიმ 
-არა მართლა არ მიყვარს ისე , უბრალოდ ახლო მეგობარია და არმინდა მისი დაკარგვა , თან ეხლა რთული პერიოდი აქვს .. ბიჭები გაოგნებული სახით მიყურებდნენ , მეც აღარ ვიცოდი რას ვამბობდი ..ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გააზრება , უამრავიი აზრი მიტრიალებდა თავში , მაგრამ კითხვებზე პასუხს ვერაფრით ვცემდი „რატომ მექცევა ესე? ‘’ ვიმეორებდი გულში .. ბიჭები ჩუმად ისხდნენ , არცერთი ხმას არ იღებდა , მე ხელებს ვათამაშებდი ნერვიულობისგან , არა! ნერვიულობა არიყო, ეს ინტერესი , დაბნეულობა იყო. .. 
-დაელაპარაკე
სიჩუმე ნაილმა დაარღვია
-ის წესიერად გამარჯობასაც არმეუბნება, ისე იქცევა თითქოს ამ თვე ნახევრის განმავლობაში არაფერი მომხდარა. დავიჯერო ეს 2 კვირა არ ვენატრებოდი? ესე მალე დამივიწყა?
ვერ მივალ ესე, უბრალოდ და ვერ დავუწყებ 
„რეიჩელ რატო აღარ ხარ ჩემთან?"
„რატო მარიდებ თავს?"
ალბათ არუნდა ჩემთან ყოფნა და მე ვერაფერს დავაძალებ, ნაილმა და ლუიმ ერთმანეთს გადახედეს და ჩაიცინეს
-წამო ძმაო რამე ვჭამოთ, ჰარის ეხლა ჩვენთვის არცალია, სიყვარულისგან იტანჯება
სიცილით თქვა ლუიმ
ნაილიც წამოდგა მხარზე ხელი დამარტყა 
-ძაანაც არ მოგივიდეს დატანჯვა
მითხრა და სამზარეულოში გავიდნენ
-ოე მოიცადეთ მეც მშია! ვიყვირე და ფეხზე წამოვდექი
მინდოდა რეიჩელზე აღარ მეფიქრა და სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება.
-არ უნდა თითონ? ძალიან კარგი. ახლა მეც არ მინდა
ვთქვი გულში და სამზარეულოში შევედი.
სიტუაცია რეიჩელთან...
-შეიძლება შემოვიდე?
გავიგე დედაჩემის ხმა
-ვა შენ უკვე მოხვედი?შემოდი შემოდი
ვუთხარი და ხატვა გავაგრძელე. დედა ოთახში შემოვიდა
-როგორ ხარ?
-რავიცი, რამიჭირს შენ?
-ცოტა დავიღალე, მაგრამ კარგად ვარ . გამიღიმა , შემდეგ ინტერესიანი სახით შემომხედა და მკითხა 
-ისევ იმას ხატავ ხო?
-ხო
ვუთხარი და გავიღიმე
მსიამოვნებდა მისი ხატვა... ესე მაინც ვეხებოდი მის სახეს , ნაქვთებს ესე მაინც შევძლევდი ვყოფილიყავი მასთან ახლოს.
-მერამდენედ შვილო
მითხრა და გამიღიმა
მე მხრები ავიჩეჩე
-რავი, სანამ არ მომბეზრდება 
-კარგი უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავი, ამიტომ შემოვედი, უი თან უნდა ვჭამო ეხლა, არ გშია შეენ?
-არა მე ვჭამე უკვე
-კარგი, მითხრა დედამ და ოთახიდან გავიდა
მე ხატვა დავამთავრე და ნახატი გვერდზე გადავდე
-ნეტა ეხლა რას აკეთებს? ნეტა ჩემზე არ ფიქრობს?
ვენატრები? თუ საერთოდაც ჩემი საქციელის გამო ვძულვარ?
ღმერთო, როგორ მენატრება მასთან ლაპარაკი, ჩახუტება..
რატო ვუშვებ ამას ჩემივე ნებით ხელიდან? როდესაც შემიძლია ეხლა მივიდე მასთან და მაგრად მოვეხვიოო? ხო.. ხოდა ეხლა ზუსტად ეგრე ვიზავ. არ მინდა რო დავკარგო!! არა!! 
საწოლიდან ჩამოვდექი კიბეებზე ჩავირბინე მოსაცმელი ავიღე და ჰარის სახლისკენ წავედი 
კარზე რამდენჯერმე დავაკაკუნე და ველოდებოდი როდის გააღებდა კარს.
და იქნებ და შევცდი? იქნებ აქ არ უნდა მოვსულიყავი? ხო, ხო მართალია არ უნდა მოვსულიყავი ..მაგრამ ეხლა უკვე გვიანია მალე კარს გააღებს და მე აქ დავხვდები.
დებილი ვარ დებილი. რამდენიმე წუთი ისე ვიდექი კარი არავინ გააღო. ალბათ ან სძინავს ან არ არის სახლში.. ძალიან კარგი.. შვებით ამოვისუნთქე.. მაგრამ არა ვის ვატყუებ.. მე მინდოდა რომ მას კარი გაეღო . გაეღიმა მე კიდე მას მაგრად მაგრად მოვეხვეოდი... ცოტა იმედები გამიცრუვდა, მაგრამ თავს მაინც ვაჯერებდი რომ ესე ჯობდა ჩემთვის.
ჯობდა რეიჩელ ჯობდა!!! ვიმეორებდი გულში ბევრჯერ...
ოთახში ავედი ღამის პერანგი ავიღე და ლოგინში ჩავწექი, დაძინება ვცადე, 
ბევრი ვიწრიალე, ხან აქით გაავბრუნდებოდი, ხან იქით მაგრამ ვერაფრით ვიძინებდი... ბოლოს მივხვდი რომ ჩემს ამ უაზრო მცდელობას აზრი აღარ ქონდა, საწოლიდან წამოვდექი
თვალი ჩემს ლეპტოპს მოვკარი
-ოხ რამდენი ხანია ეს არ გამომიყენებია
ლეპტოპი ავიღე და ამდენი თვის შემდეგ პირველად გახვსენი ჩემი თვითერი და გავოგნდი...
თვითერი გავხსენი და ჩემს გაოცენას საზღვარი არ ქონდა .. ვიქტორიას უამრავი მესიჯი დამხვდა , ასევე თვითებიც .. რამოდენიმეში მწერდა
" რეიჩელ ამას თუ ნახავ მომწერე მაშინვე" 
‘’რეიჩელ , მერადმენედ გწერ , ვიცი ეხლა არავის ნახვა არგინდა ვინც წარსულთან არის დაკავშირებული მაგრამ გთხოვ მომწერე.. მჭირდები მართლა უზომოდ და ვიცი რომ შენც გჭირდები. ზუსტად ეხლა უნდა ვიყოთ ერთად”
‘’რეიჩელ შენთან სახლში რამდენჯერმე მოვედი და არავინ დამხვდა მერე კი მითხრეს რომ გადახვედი ოღონდ არავინ იცის სად.. მენატრები.. „ 
ეს და კიდევ ამდაგავრი უამრავი მესიჯი , გულში ულევი სითბო ჩამეღვარა , როგორ მენატრებოდა ღმერთო, მართლა ძალიან მჭირდებოდა ! მუდამ ყველგან ერთად ვიყავით, რაიმე მაწუხებდა? ვეუბნებოდი - ისიც მეუბნებოდა. მივხვდი,რომ უაზროდ მენატრებოდა ის , და მასთან გატარებული ყოველი წუთი . ვერავინ იტყოდა,რომ ვიკის ჩემზე კარგად იცნობდა , ან თუნდაც მასზე კარგად მიცნობდა ვინმე - მე . ვფიქრობდი , ბევრს ვფიქრობდი , რამექნა მეპასუხა მის მესიჯებზე? თუმცა ამას რა ფიქრდი უნდა ! მე შევპირდი დედას რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი, -არა ახალს არა ისევ ძველს! გავიფიქრე გულში და წერას შევუდექი
‘’ ვიქტორია არ ვიცი რა გითხრა მრცხვენია მართლა მრცხვენია შენი.. . ცუდათ მოვიქეცი, ვიცი ვიცი არვარ ღირსი რო გენატრებოდე.. ახ რეებს ვბოდიალობ.. უბრალოდ მინდა გითხრა რომ უზომოდ მენატრები ..XX "
ესეც ასე , მესიჯი მზად არის , მხოლოდ ერთი ღილაკი და გაიგზავნება , დაუფიქრებლად დავაწკაპურე და თითქოს გულიდან დიდი ლოდი ჩამომეხსნაო , ნამდვილად მჭირდებოდა ეხლა მასთან საუბარი . ისე,როგორც არასდროს. კომპიუტერის დახურვას ვაპირებდი მაგრამ ვიქტორიას მესიჯი იმ წამსვე მოვიდა, როგორ გამიხარდა!! 
„ააჰ... არმჯერა ამდენი ხნის შემდეგ რეიჩელ... მიხარია შენი დავრუნება" 
„ისევ გინდა ჩემი ნახვა თუ... „
„რათქმაუნდა დებილო ისევ მინდა უზომოდ მენატრები „ 
მის ამ მესიჯზე ერთი ღრმად ამოვისუნთქე და უაზროდ გავიღიმე
„ხვალ მოვალ შენთან" 
„გელოდებიი... ერთი სული მაქ როდის გნახავ მოგეხვევი ჩაგეხუტები მერე კი რამდენიმეს კარგად წამოგარტყავ თავში რო ესეთი რამ მეორედ აღარ გააკეთო" 
მის მოწერილზე ისევ გამეღიმა ლეპტოპი დავხურე და საწოლზე მთლიანად გადავწექი ეხლა უკვე შემეძლო დაძინება რადგან ვიცოდი ესე უფრო მალე გავიდოდა დრო და უფრო მალე ვნხავდი მას

სიტუაცია ჰარისთან

სახლში ყოფნა მომბეზრდა, ამიტომ ნიკთან ერთად კლუბში წავედი...
ვსვავდი თან ვფიქრობდი ისევ რეიჩელზე.. რატო , რატო ვფიქრობ ამ გოგოზე ამდენს? ის ხომ უბრალოდ მეგობარია.. არა მეგობარი არცაა, მას არ ვჭირდებიი... ღმერთო როგორ მივეჯაჭვე ამ გოგოს ესე, მის გარეშე ვეღარ ვძლებ, სულ მასზე ვფიქრობ, რა აქვს ისეთი.. ესე არცერთ გოგოსთან არ ვყოფილვარ. ამაზე ვფიქრობდი როცა უცებ ნაილის კითხვა გამახსენდა 
„ბიჭო მის დანახვაზე გულიც ხო არ გიჩქარდება და უაზროდაც ხო არ გეღიმება?"
გამახსენდა ის დღე როცა ამერიკიდან ჩამოვედი და 2 კვირის შემდეგ პირველად შევხვდი მას.. 
ზუსტად ეგრე ვიყავი.. უაზროდ ვიღიმოდი. ჩემი გული კი არისვენებდა. სწრაფად და ხმალაღლა ფეთქავდა.
მიყვარს? ვკითხე ჩემს თავს მაგრამ პასუხს არც მოველოდი, უკვე ყველაფერი გასაგები იყო.. ჩამეღიმა და თავი გავიქნიე
-ჰარი სტაილსი შეყვარებულია
ჩავილაპარაკე ჩემთვის ისე რომ არავის გაეგო
-რამითხარი? ვერგავიგე.
უცებ წამოყო ნიკმა თავი
-არა არაფერი ჩემთვის ჩავილაპარაკე
ვუთხარი ღიმილით.
-და ერთიანად რატო ანათებ?
გაკვირვებულმა მკითხა ნიკმა, თან მაკვირდებოდა
-ვანათებ?
-ხო ხო აიი შეყვარებული ბიჭივით გაქ სახე... უიმე მიდი შეიცვალე გამომეტყევლება დებილს გავხარ და გავიდეთ იმათთან
მითხრა და ხელით გოგოებისკენ მანიშნა
-არა მეგობარო, იყოს შენ მიდი მე არმინდა
ნიკმა პირი დააღო და გაოცებულმა შემომხედა
-მოიცა... შენ შემთხვევით შეყვარებული ხო არ ხარ?
მკითხა და სიცილი ატეხა
-ჩუმად!!
ვუთხარი გამწარებული სახით.
-აჰაჰაჰა ხოო? ვინ გიყვარს მოიცა გამოვიცნობ...
-აქ არგვინდა ნიკ...
უხერხულად ვეკრიჭებოდი და ვანიშნებდი რომ გაჩერებულიყო...
-სამანტა?
მკითხა და წარბები ამითამაშა
მე წარბები შევჭმუხნე და თავი გავაქნიე
ნიკი ჩაფიქრდა,შემდეგ გონება გაუნათდა და სწრაფად წამოიყვირა
-რეიჩელიიიიიი?
-ჩუუუუუუუუუმად!!
ვანიშნე ისევ ნიკს რომ გაჩერებულიყო
-ანუ ეგ ხო? დაიწყო სიცილი ნიკმა
-რაგაცინებს?
გაკვირვებულმა ვკითხე
-მაცინებს ჯერ ის რომ ჰარი სტაილსი შეყვერებულია,
მეორეც მაცინებს ის, რომ იმაზეა შეყვარებული ვისაც ადრე სულ დასცინოდა
და მესამეც შენ გამოთაყვანებულ სახეზე მეცინება.
-კაი კაი მე წავედი ხვალ დასვენებული უდნა ვიყო მთელი დღე გადაღებები მექნება
-კაი კაი წადი მე აქ დავრჩები ამათთან
მითხრა ნიკმა წარბების თამაშით. ბარში ფული გადავიხადე და სახლში წამოვედი

სიტუაცია რეიჩელთან

მეორე დღე მალე გათენდა ადრე ავდექი რო დედაჩემისთვის მიმესწრო სანამ სამსახურში წავიდოდა
-დეეეეეეეეე
ჩავვარდი დაბლა ყვირილით
-ხოოო რეიჩელ რა ხდება?
მკითხა დედამ
-დღეს იცი სად მივდივარ? 
-სასწავლებელში?
მე ტავი გავუქნიე
-ვიქტორიასთან
ეს რო ვთქვი დედას სახე ერთიანად გაუნათდა, მხოლოდ ამ სახისთვისაც ღირდა ვიქტორიასთვის მიწერა
-ვამაყობ შენით ჩემო პატარა! მითხრა და მომეხვია 
შემდეგ ვისაუზმეთ, ტანსაცმელი ამოვარჩიე და მასთან წავედი.
კარებთან ვიდექი და ვაკაკუნებდი, ველოდებოდი როდის გააღებდა.. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი... 
-ღმერთო ! რეიჩელ , დაიკივლა ჩემს დანახვზე , მომვარდა და ჩამეხუტა 
-როგორ მენატრებოდი , ვუთხარი სასუწარკვეთილი ხმით და რაც შემეძლო ძლიერ მივეხუტე
-შემოდი შემოდი , მითხრა , მეც სახლში შევედი და დივანზე წამოვჯექი
-რამეს დალევ? 
-კი , ცხელი შკოლადი გამიკეთე რა , მომენატრა შენი გაკეთებული, ვუთხარი და დავეპრუწე
-წამო სამზარეულოში , თან გავაკეთებ თან შენი ამბები მომიყევი მითხრა და თავი სამზარეულოსკენ გააქნია , მეც წამოდვექი და გავყევი .. ყველაფერი მოვუყევი აბსოლიტურად ყველაფერი, დაწვრილებით. 
ყურებს ვერ უჯერებდა რომ გაიგო მე და ჰარი დავმეგობრდით და შემიყვარდა კიდეც...
-ვიცოდი რომ ოდესმე თქვენს შორის რამე იქნებოდა... მაგრამ ამას მაინც ვერ ვიჯერებ...
აჰაჰაჰა შენ ვიღაც შეგიყვარდა.... არმჯერა 
მე ვუყურებდი ვუქტორიას და პატარა ბავშვივით ვიღიმოდი
-ანათებ
მითხრა სერიოზული სახით...
-იცი როგორ მიყვარს?
-წარმომიდგენია უკვეე... სახეზე ყველაფერი გაწერია...
მისი სახელის ხსენებაზე ერთიანად ბრწყინდები და ბედნიერდები...
უბრალოდ მშურს შენი...
ამის მერე კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ... სალაპარაკო კიდევ ბევრი გვქონდა მაგრამ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი
დავემშვიდობე ვიქტორიას 
და წამოვედი.
სახლის წინ ვიყავი, უკვე გზაზე გადავდიოდი როდესაც ჰარის შემზარავი ყვირილის ხმა გავიგე 
-გაიწიე , დამიყვირა 
მე ჯერ მისკენ გავიხედე, დავინახე რომ ჩემსკენ მორბოდა, შემდეგ კი დავინახე როგორ მიახლოვდებოდა მანქანა.
ჩემთან ძალიან ახლოს იყო.
გავშეშდი, ვეღარაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ თვალები დავხუჭე და ხელები მოვკუმე.. მუშტს ძალიან ვუჭერდი. გავიყინე, გავითიშე , შემდეგ კი უცბათ ვიგრძენი ჰარის შეხება და ძირს დავარდნა...



უკვე იმდენჯერ გამომერთო რომ გაფორმების თავი ნამდვილად აღარ მაქვს..!! <3 იმედი მაქვს მოგეწონათ.. P.s მაპატიეთ რომ კარგად ვერ გავაფორმე.. 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 814 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-06-10 Spam
ra gaformeba gogo, ra tavi iyo biggrin miyvars egetebi
kidev kargi shemdegistvis didi xnis lodini ar momiwevs <3