მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 8 » Always On My Mind - 7 -
6:43 PM
Always On My Mind - 7 -
 AlwayOn My Mind - 7 -
მოთხრობის მეშვიდე თავი.  გირჩევთ ნახოთ ეს თავი..
 დამიჯერეთ არ ინანებთ : ))


გადიოდა წამები , წუთები , საათები, დღეები .. მე და ჰარი უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს , ის ცდილობდა ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინა ჩემთვის უდიდესი ტკივილი , როცა ეცალა ჩემთან მოდიოდა, ჩვენ უბრალოდ ვლაპარაკობდით. ვლაპარაკობდით ყველაფერზე, ჩემზე- ჩემს ცხოვრებაზე, მასზე- მის ცხოვრებაზე. ვუყვებოდი ჩემს შესახებ , მაგრამ უმეტეს წილად მე უფრო მეტ კითხვას ვუსმევდი, ვცდილობდი თავი ამერიდებინა ჩემს წარსულზე საუბარს, ეს გულს ძალიან მტკენდა და ყოველთვის ამის გახსენებაზე ისევ დეპრესიაში ვვარდებოდი. თან ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, ყველაფერი მაინტერესებდა მასზე. როგორ ცხოვრობდა, იქამდე სანამ ცნობილი გახდებოდა და მის შემდეგ. ყველაფერი არც ისე მარტივად ქონია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პოპულარობა კარგია, მაგრამ მის გამო უამრავი მსხვერპლის გაწევა გიწევს. უნდა დაემშვიდობო პირად ცხოვრებას. შენი პირადი გახდება ყველას გასარჩევი, ყველა ჩაერევა და ყველა გასწავლის რა უნდა გააკეთო, არა მარტო ფანები, არამედ მენეჯერებიც. ვლაპარაკობდით ყველაფერზე, მაგრამ რატომღაც არასდროს გვილაპარაკია იმ რამდენიმე დღეზე რომელიც მაიამიში ერთად გავატარეთ. ჩვენი ურთიერთობა ისეთი დაძაბული იყო, თან ისეთი გაურკვეველი. მოკლედ ის პერიოდი უბრალოდ ამოვშალეთ ჩვენი მეხსიერებიდან. დედამ მუშაობა დაიწყო და თითქმის არასდროს იყო სახლში ,მაგრამ მაინც ამჩნევდა ჩემს ცვლილებას და ეტყობოდა როგორ სიამოვნებდა, თითქოს ცხოვრებას ისევ ნათელი ფერები შეემატაო , სიამოვნებდა ის, რომ ჰარისთან ვურთიერთობდი, ხედავდა რომ ის კარგ გავლენას ახდენდა ჩემზე, მასთან ხშირად ვიცინოდი და ვხდებოდი ის ვინც ადრე ვიყავი. მაგრამ, როგორც კი ის წავიდოდა ყველაფერი ისევ ბურუსით იფარებოდა. ისევ ის მოგონებები , ისევ ის ტანჯვა, ტკივილი, მონატრება. მონატრება არა მარტო მამის, არამედ ჩემი ძველი ცხოვრების, ჩემი ნამდვილი „მე"-ს მონატრება. კიდევ უზომოდ მენატრებოდა ვიქტორია. მაგრამ ის ჩემი წარსული იყო , მის დანახვაზე ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგებოდა.
-რეიჩელ გამოიხედე , მომესმა ჰარის ხმა რომელიც თავისი ოთახიდან ცდილობა ჩემს ოთახში მოეწვდინა ხმა , მეც წამოვხვტი საწოლიდან და ფანჯარა ავწიე
-რახდება ? ვუთხარი დაშინებული სახით 
-ჩემთან გადმოდი რა მითხრა მოწყენილი სახით 
-ეხლა?? მეზარება მაგრამ ხო მშვიდობაა , ვუთხარი გაკვირვებული სახით
-კი კი , გადმოდი და გეტყვი ყველაფერს
გამოცვალა დამეზარა და პირდაპირ სახლის ფორმით გავედი მასთან 
თავის ოთახში იყო, ზუსტად ჩემი ოთახის წინ 
კარგი შევაღე, ბარგს ალაგებდა
-ბარგი? მიდიხარ სადმე?
გაკვირვებულმა ვკითხე
-კი New York_ ში მივდივართ კლიპის გადასაღებად
-დიდი ხნით?
-არც ისე 2 კვირით
2კვირით? 2 კვირა ჰარის ვერ ვნახავ? ეს დიდად არ მესიამოვნა. მაგრამ არაფერი შევიმჩნიე
-დღეს საღამოს მივდივარ
-ხოო.
ჰარიმ ბარგის ჩალაგებას თავი დაანება, ჩემთან მოვიდა მისი მკლავები შემომხვია , თავი მის მკერდზე მიმადებინა 
-მომენატრები , მითხრა სიცილით და თავზე ხელის ხახუნი დამიწყოო
-აუ ჰარი გამიშვი ხო იცი რო ვერ ვიტან?!
სიცილით ვუთხარი
-ჰმმ... როგორც მახსოვს შენ ღიტინსაც ვერ იტან ხოო?
-ხო ჰარი
ვუთხარი და გასასვლელისკენ გავიქეცი, ვიცოდი ღიტინის გარეშე ვერგადავრჩებოდი ,ჰარი მომვარდ,ა წელში ხელი მომკიდა, ამიყვანა, საწოლზე დამაგდო და ღიტუნი დამიწყო
-შენ არ მოგენატრებიი? 
მეუბნებოდა და ღიტინს აგრძელევდა, თან იცინოდა.
მე თავს ვერ ვიკავებდი და მეცინებოდა , ძლივს ძლიობით ვუთხარი -არა
-არაა ხოო? კარგი
მითხრა და უფრო და უფრო მიღიტინებდა
-გამიშვი
-სანამ არმეტყვი რომ შენც მოგენატრები არ გაგიშვებ
-არ მომენატები ვუთხარი ენა გამოვუყავი და სიცილი გავაგრძელე
ისიც ღუტუნს არ წყვეტდა ბოლოს უკვე რო აღარ შემეძლო დავთმე ჩემი პოზიცია
-კარგი ხო ! მომენტარები ჰარი, გამიშვი ეხლა!
ჰარიმ გამიშვა, მე ფეხზე წამოვდექი ტანსაცმელს ვისწორებდი როცა მომვარდა და ძალიან, ძალიან მაგრად ჩამეხუტა. ისეთი დიდი მხრები და მკლავები აქვს რომ მის ტანში მთლიანად ვეფლები ..მის ჩახუტებაზე ყოველთვის მამაჩემის ჩახუტება მახსენებოდა .მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ეს ფიქრები თავიდან გავიფანტო. კიდევ ცოტახანი დავრჩი ჰარისთან, ვეხმარებოდი გამზადებაში .. შემდეგ კი დავემშვიდობე და სახლში გამოვედი. თითქოს არაფერია 2 კვირა,მაგრამ უკვე იმდენად მივეჩვიე, გამიჭირდება .. ეს ორი კვირა ისევ შავ ფერებში , ისევ მხოლოდ ხატვა და ხატვა .. სახლში შევედი , ოთახში ავედი და წამოვწექი , საკმაოდ დაღლილი ვიყავი , ჩამძინებოდა .. დილით გავიღვიძე , გავხედე ჰარის სახლს , სიცარიელე იყო , როდის გავიდოდა ეს დღეები .. უკვე მენატრებოდა მასთან საუბარი.. აქ რო ყოფილიყო და არ მელაპარაკა ამდენი ხანი არმ ომენატრებოდა. მაგრამ რომ ვიცოდი ის აქ არ იყო და არშემეძლო ლაპარაკი ეს უფრო ამძაფრებდა ყველაფერს.
. ესე უაზროდ გადიოდა დღეები : ხატვა და ძილი , ისევ უფერული ცხოვრება .. ორი დღე იყო დარჩენილი ჰარის ჩამოსვლამდე საღამოს 7 საათი , დედა უკვე მოსულიყო და ტელევიზორს უყურებდა , ტელეფონის ბზუილი გავიგონე , სასწრაფოდ ძებნა დავუწყე და მალევე ვიპოვე . ესემესი დამხვდა ჰარისგან 
‘ miss you babe, see you soon xx " 
სიხარულისგან ემოციების დამალვა გამიჭირდა , პირზე ხელი ავიფარე და ძლიერად დამაჟრიალა , როგორ მენატრებოდა ღმერთო ! სასწრაფოდ მოვიმარჯვე ტელეფონი და შევუდექი ესემესის წერას 
‘ oh babe !! miss you too much ! ‘ 
მივხვდი თუ როგორ მომნატრებია მასთან საუბარი, ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდა, როდის მოვეხვეოდი და როდის დაველაპარაკებოდი. , ტელეფონი გვერდზე გადავდე აიპოდი ავიღე, სიმღერები ჩავრთე, საწოლზე დავწექი თან ვუყურებდი უბრალოდ ჭერს, ვუსმენდი სიმღერებს და ვფიქრობდი,
ამ უაზრო წოლამ როცა დამღალა და ამდენი ფიქრისგან ტვინის ატკივების შემდეგ დაბლა ჩავედი სუფთა ჰაერზე, 
სკამზე მოვკალათდი ფურცელი და ფანქარი ავიღე და ხატვას შევუდექი , ისევ ჰარის სახეს ვხატავდი , თმები , თვალები , ცხვირი , ტუჩები , თან მსიამოვნება ხატვა .. ჰარის ხატვა .. 
არ მჯეროდა რომ ამდენი ხნის შემდეგ მე ვხატავდი მას, თან ვხატავდი გაცინებულს.. ხატვა დავასრულე , ნახატს შევხედე , ის აღარ იყო ისეთი სევდიანი და შემზარავი, ძალიან გამეხარდა რომ მე ეს შევძელი.. არა მე არა, ეს ჰარიმ შეძლო! მაგრამ მაინც ვერ ვხდებოდი რახდებოდა. გულთან მივიკარი ნახატი და გავიღიმე, უეცრდად დედას ხმა გავიგე

-რეიჩელ შეგცივდება შემოდი სახლში
-არა მოიცა მოდი ნახე ჩემი ნახატი
დედა მოვიდა გვერდზე მომიჯდა და ნახატი გამომართვა
-რეიჩელ.. იღიმოდა, და ძლივს ამოილუღლუღა
-ხო 
ვუთხარი სევდიანად
-არ მჯერა რომ მეღირსა და შენ დახატე სურათი სადაც არ არის ტანჯვა 
-და ეს რას ნიშნავს?
ვკითხე დაბნეულმა, დედა ცოტახანს გაჩერდა 
-შენ ვერ ხვდები?
-ვერა
თავი გავუქნიე თან ვგრძნობდი რომ თვალები ცრემლებით მევსებოდა..
-შეყვარებული ხარ 
მითხრა და მომეხუტა
-ხუმრობ ხო? ეს სრული აფსურდია .. ვუთხარი და თავი გავაქნიე
-კი ჩემო კარგო კი..
მე ცრემლები გადმომცვივდა, ნეტა მართალს ამბობდა დედაჩემი ??
ნუთუ მართლა შემიყვარდა ვიღაც?
-იმას უყვარხარ?
დაბნეულმა მკითხა დედამ
-არა
თავი გავაქნიე
-დარწმუნებული ხარ?
-კიი მას უბრალოდ ვეცოდები და იმიტოა ჩემთან
ვუთხარი სევდიანად და ტირილს ვუმატე .. გამახსენდა მამის სიტყვები , მაშინ როდესაც ვკითხე : 
‘’-და როდის შემიყვარდება? 
ამას არც დრო აქვს,არც ადგილი და არც ასაკი. თავისით... უბრალოდ მოდის. ‘’ 
გამახსენდა ეს სიტყვები და თითქოს ბედნიერება ვიგრძენი , წამიერად .. მაგრამ არ დამვიწყებია : 
‘’- თუ გიყვარს ვინმე ანუ ეს კარგია ხო?
-ხშირად კი. მაგრამ სიყვარულს 
სიხარულთან და ბედნიერებასთან 
ერთად ტანჯვა, ცრემლი, განშორება და იმედგაცრუება მოაქვს …’’ დღემდე მახსოვს მამის სიტყვები , თუ მართლა შეყვარებული ვარ ნეტა მამას გაეხარდებოდა? მიუხედავად იმისა რომ ამ სიყვარულზე დადებით პასუხს ვერასოდეს მივიღებ? 
‘’- თუ გიყვარს ვინმე ანუ ეს კარგია ხო?
-ხშირად კი. მაგრამ სიყვარულს 
სიხარულთან და ბედნიერებასთან 
ერთად ტანჯვა, ცრემლი, განშორება და იმედგაცრუება მოაქვს …’’ დღემდე მახსოვს მამას სიტყვები , თუ მართლა შეყვარებული ვარ ნეტა მამას გაეხარდებოდა? მიუხედავად იმისა რომ ამ სიყვარულზე დადებით პასუხს ვერასოდეს მივიღებ? ფიქრებში წავედი ნუთუ დედა რასაც მეუბნებოდა მართალი იყო? იქნებ მართლა შემიყვარდა მაგრამ როდის? როგორ?...
-და ეხლა რასაპირებ?
ფიქრებიდან დედამ გამომაფხიზლა
-რას ვაპირებ?
გავიმეორე დედას კითხვა და ისევ ვუთხარი 
-არვიცი შენ რასიზავდი ჩემს ადგილას?
-არვიცი, ან ვიბრძოლებდი მისთვის ან დავივიწყებდი
-ბრძოლოთ არაფერი გამოვა
თავი სევდიანად გავაქნიე
-მაგრამ როგორ დავივიწყო?
-არ ვიცი ეგ შენ უნდა მოიფიქრო, მაგრამ მან შეგცვალა, ბედნიერი ცხოვრებისკენ შემოგატრიალა და არ მინდა ეხლა მის გარეშე, ისევ ისეთი გახდე რაც მასთან დაახლოებამდე იყავი.
-არც მე მინდა. ვუთხარი და მხარზე მივეხუტე , შემდეგ ის წამოდგა , იმედის მომცემი ღიმილით გამიღიმა და სახლში შევიდა, დავრჩი მარტო .. ისევ მარტო , და ეხლა ყველაფერთან ერთად დაბნეულობა და გაურკვევლობაც დამემატა .. 
მიყვარს.. მიყვარს.. ვიმეორებდი ჩემთვის.
‘’მიზანს მივაღწიე გავიგე რა არის სიყვარული" გავიფიქრე და ჩამეღიმა.
გახარებული ვიყავი, მიხაროდა რომ მე მიყვარდა, მაგრამ ამავდროულად მტკიოდა, მტკიოდა იმიტომ რომ ესეთს არმოველოდი.. მეგონა ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა, შემიყვარდებოდა - მასაც შევუყვარდებოდი და ვიქნებოდით სამუდამოდ ერთად... მაგრამ არა. რა უნდა გავაკეთო ეხლა? ვიბრძოლო? არა სისულელეა ვერაფერს მოვახერხებ, თან გვერდით არავინ მყავს ისეთი ვინც მირჩევს რა როგორ გავაკეთო, მე კიდევ ამაში გამოცდილება არ მაქვს.
როგორ არმინდოდა შემყვარებოდა ეხლა , ყველაზე ცუდ პერიოდში .. რატომ მაინც და მაინც ეხლა?! რატომ მაინც და მაინც ის? უამრავი კითხვა მაწუხებდა ერთდროულად, მაგრამ პასუხი არაფერზე მქონდა. ჩემს ოთახში ავირბინე და საწოლზე გადავწექი, ბალიშში ჩავრგე თავი და სიმწრით ავქვითინდი. მასთან რომ ისევ ისე ვიყო, ვაი თუ უფრო შემიყვარდა?! არმინდა , არმინდა კიდევ დამემატოს დიდი ტკივილი , ვეღარ გადავიტან .. ვფიქრობდი .. უაზროდ ბევრს... ვფიქრობდი თუ რისი გაკეთება შემეძლო .. თუმცა ვხვდებოდი,რომ ერთადერთი რამ რაც შემეძლო მისგან თავი შორს დამეჭირა, ვიცი ეს გამიჭირდება , მაგრამ ვერ გადავიტან .. ვერ გადავიტან მასთან სიახლოვეს, უფრო ძლიერ შემიყვარდება, რაც საბოლოოდ გამანადგურებს .. თუმცა ის ხომ ერთადერთია ვინც მეხმარება გამოვიდე მდგომარეობიდან , მხოლოდ მასთან ვარ ცოტათი ბედნიერი მაინც , მხოლოდ მასთან ყოფნისას ვხედავ ყველაფერს ფერად ფერებში .. მხოლოდ ჰარისთან მეგობრობის შემდეგ დავიწყე ბედნიერების მომცველი ნახატების ხატვა ..როგორ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება , ნეტავ მამა ცოცხალი იყოს.. ნეტავ აქ იყოს , შემოაღოს კარი და ჩამეხუტოს , დამამშვიდოს, მირჩიოს.. 
-დამეხმარე დამეხმარე ! ვყვიროდი ბოლო ხმაზე -დამეხმარე მამა.. ამოვიკვნესე ბოლო ძალით და ისევ ბალიშში ჩავრგე თავი , ვტიროდი .. ცრემლები წყალივით მოდიოდა .. არ ჩერდებოდა .. ყველაზე მეტად მჭირდებოდა ეხლა ის , მასთან საუბარი .. ზურგზე გადმოვწექი , ზემოთ ავიწიე და საზურგეს მივეყრდები .. მივაშტერდი ერთ წერტილს .." უნდა დავივიწყო" მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში , ალბად მართლაც ესე აჯობებდა .. აღარ ვნახავდი და ნელნელა დავივიწყებდი მას ..
ჰარის P.O.V.
ძლივს ლონდონში დავრუნდი, სულ რამდემიმე წუთი და რეიჩელს ვნახავ.. როგორ მომენატრა .. მისი ჩახუტება როგორ მინდოდა.. როგორც კი ვნახავ, მაშინვე ძალიან, ძალიან მაგრად მოვეხვევი. გავიფიქრე გულში
ნეტა მასაც ვენატრები? ალბად კი.
მიხარია... მიხარია რო ესეთი კარგი და საყვარელი მეგობარი მყავს.
სახლში მივედი, წყალი გადავივლე და მაშინვე რეიჩელს დავუძახე ფანჯრიდან.
ხმა არავინ გამცა, ალბად არ იყო თავის ოთახში
ამიტომ ტელეფონი ამოვიღე და მივწერე
„ჰეი პატარა რას შვები? მე უკვე ჩამოვედი და მინდა გნახო"
პასუხს დაველოდე მაგრამ არ მწერდა.. 
ნეტა რახდება, სად არის?
მისი სახლისკენ წავედი კარზე დავაკაკუნე, მაგრამ არავინ გააღო .. გამოსვლა რომ დავაპირე სახლის წინ რეიჩელის მანქანა გაჩერდა. როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა მაშინვე თვალები გამიბრწყინა გული ამიჩქარდა მთელ სახეზე ღიმილი მომეფინა, ვიკრიჭებოდი უაზროდ, დებილივით. მან კი როგორც კი დამინახა სახე გაეყინა, დაიბნა. 
მისმა გამომეტყველებამ მეც დამაბნია
ველოდებოდი რომ გამოიქცეოდა და ჩამეხუტებოდა მაგრამ ადგილიდან არ იძროდა.
-ვა ჰარი ჩამოხვედი უკვე?
იკითხა შორიდან და ნელი ნაბიჯით ჩემსკენ წამოვიდა
-ხო... რო მოგწერე ნახეე?
-ერმ.. კი უბრალოდ ვხატავდი და..
-ა ხო..
ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა, არ ვიცოდი რა მეთქვა.. ისეთი ცივი იყო თითქოს არც მიცნობდა წესიერად.. ჩახუტება მინდოდა მაგრამ ამ სიტვაციაში ნამდვილად უადგილო იქნებოდა
სიჩუმე მე დავარღვიე
-გინდა სადმე წავიდეთ?
რეიჩელმა თავი გააქნია 
-სახლში მირჩევნია ყოფნა
-ააააჰ კარგი მაშინ ჩემთან ავიდეთ სახლში
-სახლში მარტო. დინჯად თქვა და თვალებში ჩამაშტერდა 
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მას საერთოდ არვაინტერესებდი. მე უბრალოდ „ვეტენებოდი" და ვაწუხებდი მას. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი, ხმა აღარ ამომიღია ,თავი ჩავღუნე და ჩემი სახლისკენ წავედი.
„რასჭირს?" მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში, თუმცა მართლა ვერ ვხვდებოდი, არ მქონდა ამ კითხვაზე პასუხი..
ის დღე მალე გავიდა, რეიჩელი არც შემიხმიანებია.
დილით ადრე ავდექი, კლიპთან დაკავშირებით მოსაგვარებელი გვქონდა რაღაცეები.
მანქანაში ჩავჯექი და ეზოდან გავედი ,გარეთ რეიჩელის მანქანა ეყენა, ისიც მასთან იყო. მანქანით ნელა გვერდზე ჩავუარე 
მინა ჩავწიე და თავი გადავყავი
-გამარჯობა რეიჩელ
მან ჩემსკენ გამოიხედა 
-გამარჯობა 
მითხრა და არაფრისმთქმელი თვალებით მომაშტერდა.
აჰ... უკვე უბრალოდ ნაცნობი?
ერთი ამოვიოხრე ჩემთვის და გზა გავაგრძელე.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 790 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-06-10 Spam
yochag chemi gogo vnaxav axla danarchenebsac<3